ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

დენიელ პინკის მოტივაციის გამაოგნებელი მეცნიერება

with 5 comments

ძალიან საღ აზრებს აფრქვევს ეს კაცი. სულ ვამბობდი მათრახის და ნამცხვრის თეორია არ მუშაობს მეთქი, ჰოდა დენ პინკის არგუმენტები რომ მოვისმინე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ძალიან მსუბუქად და გასაგებად, ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე, ამბობს კიდეც, მე ამერიკელი ვარ, ფილოსოფია არ მაინტერესებსო, ეს ადამიანი ცდილობს თვალები აუხილოს მექანიკურ იერარქიულ სტრუქტურებს, სადაც გაქსუებული და არასრულფასოვანი ხელმძღვანელები ტალანტებს ახშობენ თავიანთი არასრულფასოვნების კომპლექსის დასაფარად.

განსაკუთრებით ენკარტისა და ვიკიპედიის პროექტების შედარება მომეწონა. იყო დრო ენკარტაში ვცხოვრობდი. ყოველ წელს “მაიკროსოფტის” ახალ გამოცემას ველოდებოდი. ახალ სტატიებს ვეცნობოდი. ახლა კი, ვიღას ახსოვს ენკარტა? ვიკიპედიამ ყველაფერი ჩაყლაპა. არადა ენკარტას გაბღენძილი პროფესიონალები წერენ от звонка до звонка, ლანჩზე გადიან საჭირო დროს, სამუშაო დღე რომ დასრულდება დაწყებულ სტატიას შუაში მიაგდებენ და სახლში მიდიან. ვიკიპედიაში კი არის სტატიები, რომლებიც ერთი ამოსუნთქვით, შესაშური ენთუზიაზმითაა დაწერილი. ერთი სიტყვით, კომპანია “ატლასიანში” მინდა მუშაობა!!!

პ. ს. მათ, ვისაც ინგლისური არ ესმით, ან ცუდად იციან, შეუძლიათ გაეცნონ ამ ლექციის ტრანსკრიპტს, ან უყურონ ამავე ვიდეოს რუსული სუბტიტრებით.

Advertisements

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კარგია. აქტუალურია.

    Jebrail

    September 11, 2009 at 11:26 pm

  2. ყველაფერი გენიალური მარტივია, მაგრამ არავის სჯერა სანამ ცხვირით არ მიასკდებიან! ნეტა ყველამ ნახოს ეს ვიდეო!

    ლილიანი

    September 12, 2009 at 3:45 am

  3. ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო (მე წავიკითხე :))
    კი ამბობს ფილოსოფია არ მაქვსო,მაგრამ ესეც ფილოსოფიაა, ამერიკული ბიჰევიორიზმის სტიმულ-რეაქციის საწინააღმდეგო. ეს უფრო გავს თვითაქტუალიზაციის და თვითრეალიზაციის მიდგომებს.
    ისე ,იცით მე რას მაგონებს? ჯაზზს,რომელის შესრულება მხოლოდ მას შეუძლია ვინც კლასიკას ფლობს.ანუ ჩვენთვის ეს ძალიან ადრეა,რადგან ჯერ სათანადოდ კარგი სტიმულის ფასიც არ ვიცით

    ნინო

    September 12, 2009 at 1:16 pm

  4. უკაცრავად ამ თემასთან რა შუაშია მაგრამ ლინგვისტუს დახმარება მინდა და აქ ვწერ, კომენტარად ნუ გამოაჩენ უბრალოდ თქვენ წაიკითხეთ, მაინტერესებს ვინ იყო ლადოს ლექსში მოხსენიებული ოჟა ჯურხაი და ცნობები მის შესახებ, ჩემით ვერაფერი ვნახე და პირველი ეს ბლოგი და მისი პატრონი გამახსენდა :)

    giorgi

    September 12, 2009 at 10:46 pm

  5. მორალი: უნდა შევაჩეროთ თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემა :)))

    ბუძა

    September 24, 2009 at 2:04 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: