ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ლეჟანკა, ბოტასები და პანტუფლარი

with 25 comments

otaku

ქართულ ენაში არის სიტყვები, რომელთა არწარმოთქმისას განსაკუთრებით ვლინდება მოსაუბრის სურვილი – ილაპარაკოს გამართული ქართულით. ეს სურვილი კი უპირველეს ყოვლისა სასაუბრო ენიდან რუსული სიტყვების ანიჰილაცით ხორციელდება ხოლმე. ყოველთვის მიკვირს, როცა “საროჩკას” სპარსულ “პერანგს” (ფირააჰან – სპარსულად) უწოდებენ, რატომ ჰგონიათ, რომ ზექართულად ლაპარაკობენ?! თან იმის გათვალისწინებით, რომ კლასიკურ რუსულში “საროჩკას” Рубашка ჰქვია. თუმცა არის სიტყვები, რომელთა ანალოგები ჩვენმა ყოფილმა დამპყრობლებმა არ დაგვიტოვეს და რომელთა არც ქართული ანალოგი არ გაგვაჩნია, უფრო სწორად ქართული ანალოგი გაგვაჩნია, მაგრამ მას ცხვირის აბზუებით უყურებენ. მაგალითისთვის ასეთი ორი სიტყვა – “ლეჟანკა” და “პოლისჯოხი” მახსენდება, რომელთაგან პირველს რუსულში Раскладушка ჰქვია და მეორეს –  Швабра, მათი შესაბამისი სიტყვები კი არ გვაქვს, ჰოდა პერო–საზოგადოებაში ყოფნისას, არანაირი შანსი არ არსებობს, რომ მათზე მივანიშნოთ.

კიდევ ძალიან ვხალისობ ხოლმე “ტუფლ”–ს რომ ამბობენ და მერე ბოდიშებს რომ იხდიან, ან უგრძესი “ფეხსაცმლის” წარმოთქმით რომ იტანჯავენ თავს მაშინ, როცა ფეხსაცმელი კრებითი სახელია და თავისთავში მოიცავს ყველა სახის ფეხისამოსს, მათ შორის “ბოტებს”, “ბოტასებს”, “ტუფლებს”, “კალოშებს”, “ბასანოჩკებს”, “მოკასინებს”, “ქოშებს”, “საბოებს” და ა. შ., რომელთაგან არც ერთი სიტყვა არ არის ქართული! მე მგონი დროა, რომ ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ფეხსაცმელს ოფიციალურად ეწოდოს ის სიტყვა, რომელიც უკვე მრავალი ათეული წელია მათი მისამართით გამოიყენება, ვინაიდან “ბოტი” და “ტუფლი” ისეთივე ქართული სიტყვებია, როგორც მურაბა (მურაბის გაკეთების ტექნოლოგიაც და თავად სიტყვაც არაბულია!), მერე რა, რომ “ბოტი” ფრანგულის გზით შევიდა რუსულში და მერე ჩვენთან და “ტუფლი” გერმანულიდან რუსულში და მერე – ჩვენთან… ბოტასებს კი საერთოდ Крассовки ჰქვია რუსულად და ქართველები მას “ბოტასებს” ჩეხური კომპანია Botas–ის გამო ეძახიან, რომლის “იმპორტულ” ნაწარმსაც გაეცნენ ჩვენი დედები და მამები შორეულ 70–იანებში.

სანამ “ბოტასებს”, “პოლისჯოხს” და “ლეჟანკას” თავს დავანებებდე და ისევ “ტუფლებს” დავუბრუნდებოდე, ერთი ისტორია გამახსენდა, რომელსაც უკვე მერამდენე წელია ჰყვება გიორგი ლაშხი:

მოსკოვში, ჯერ კიდევ კარგი დრო რომ იყო, როცა თვითმფრინავით შეგეძლო გადაფრენილიყავი (37 მანეთად არა, მაგრამ მაინც) და დაგესვენა “მესამე რომად” წოდებულ მოსკოვში, ჩემი მეგობრები გიორგი ლაშხი, ბესო ბუთურიშვილი და ილია რევია ბრეინ–რინგის ტურნირზე გაემგზავრნენ, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობდნენ სხვა ინტელექტუალებთან ერთად. ბესოს და ლაშხს სასტუმროში ჰქონდათ ნომერი და რევია კი სადღაც სხვაგან რჩებოდა (მგონი ნათესავთან). ჰოდა, ერთხელაც დალიეს და ჩვენს ილოს ნათესავთან წასვლის თავი და რესურსი რომ არ აღმოაჩნდა, გადაწყვიტეს, რომ მიმღებში მჯდომი ქალბატონისათვის “ლეჟანკა” ეთხოვათ რევიასთვის. ამის შემდეგ ისტორია გრძელდება ასე – ჩადის ლაშხი მიმღებში მჯდომ სიმპათიური ქალბატონთან, არ ახსენდება რა, რომ “ლეჟანკას” სხვა სიტყვით მოიხსენიებენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები და ეუბნება: Нас трое и нам нужна одна лежанка! – მიმღების ქალი თურმე უყურებს მათ, თვალებს ქაჩავს და ეკითხება, Чтооооооо??? Вас трое и вам нужна ОДНА лежанка??? – და თავისთვის ფიქრობს ვინ არიან ეს ცხოველები, სამ კაცს ერთი “ლეჟანკა” უნდათო. არადა რომ ეთხოვათ სამი “ლეჟანკა”, ხომ დაუძახებდა ის გოგო თავის ორ დაქალს და გაყვებოდნენ მათ ნომერში?! ანუ ამ ისტორიის მთავარი მოქმედი პირები ამტკიცებენ, რომ მიმღების სიმპატიურ ქალბატონს “ლეჟანკა” ქალი ეგონა, რომელთანაც დაწოლა სურდათ, მისი ვერსიით, სამ ცხოველ ქართველს, თან სამივეს ერთად!

ფეხსაცმელთან, უფრო სწორად “ტუფლთან” დაკავშირებით ერთი კარგი სიტყვა აქვთ ფრანგებს – Pantouflard! ეს ზუსტად ის სიტყვაა, გერმანელებს Pantoffel რომ აქვთ და იტალიელებს – Pantofola, საიდანაც ჩვენი “ტუფლი”, უფრო სწორად туфля წარმოდგა რუსულში. ჩემს მიერ დასახელებულ ენებში Pantoufle იგივეა, რაც სახლში ჩასაცმელი ფეხსაცმელი, ქართულში ფლოსტებს და ქოშებს რომ უწოდებენ. ჰოდა, ამ პანტუფლმა წარმოშვა სიტყვა, რომელიც ძალიან მიყვარს – Pantouflard, ანუ ადამიანი, რომელსაც მუდამ ფლოსტები აცვია, ანუ ადამიანი, რომელიც მუდამ სახლში ზის. ისე ამ Pantouflard–ის, ანუ домосед–ის შესატყვისიც არ გვაქვს ქართულში, ერთი სიტყვით რომ გამოითქმებოდეს.

კიდევ ერთი საინტერესო სიტყვა ამოვქექე. იაპონურ ენაში ჰქონიათ სიტყვა – “ოტაკუ”, რომელიც “ტაკუს” შეიცავს, რაც იაპონურად სახლს ნიშნავს. ოტაკუ ჰქვია ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფანატურადაა გატაცებული კომიქსებით (მანგა – იაპონურად), ანიმე მულტფილმებით, ვიდეოთამაშებით და ერთი სიტყვით ყველაფერი იმით, რითაც შეიძლება გაერთო სახლში ჯდომისას. რამდენჯერაც ასეთ ტევად სიტყვებს ვპოულობ ხოლმე, სადღაც ჩემში იღვიძებს სურვილი, რომ ეს ყველაფერი ვიღაცას მოვუთხრო, რაც ჩემს შემთხვევაში ბლოგზე პოსტის დაწერით და ჩემი მეგობრებისათვის მოყოლით ხორციელება.

Advertisements

Written by linguistuss

September 11, 2009 at 11:48 am

25 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. როცა რუსული ტექსტის ზუსტი თარგმნა დამჭირდა მეც გამოვცადე რომ ბევრი სიტყვაა რუსულში ისეთი,რომელიც ქართულად ერთი სიტყვით არ ითარგმნება. მერე გამოვთქვი ჩემი მოკრძალებული აზრი რომ რუსული უფრო მდიდარი ენა ხომ არ არისთქო.
    ამ ბლოგზე მსგავსი იდეის გამოთქმას დიდი ვაჯკაცობა კი სჭირდება, მაგრამ გავრისკავ მაინც (rofl)

    ნინო

    September 11, 2009 at 2:05 pm

  2. ნინო
    მხარდაჭერად ჩათვალე თუ გინდა მარა იდეაში რაც უფრო აქტიურა და აგრესიულად ურთიერთობს ენა უცხო ენებთან – უფრო “მდიდარი” ხდება ჯამში რა თქმა უნდა.

    იგივე როგორც მისი ბრწყინვალება გვასწავლის ამ ბლოგზე, და ამას არ ვიცი რამდენი დააკვირდით, 90% რუსული სიტყვებისა არ არის რუსული, არი ფრანგული, გერმანული, ხშირად ტამ ჩეხური, პოლონური, უკრაინული და ა.შ. -> ინტეპრეტირებული რუსულად…

    ხოდა ჩვენ კიდე ვჭედავთ ამ “ჩუსტი” – რას ამბობ, ილაპარაკე ქართულად! – არადა ენაში სიტყვები ეგრე შემოდის და ეგრე იქმნება… და ჩუსტი ბევრად უფრო “ქართულია” (იმიტო რო რუსულ შესატყვიის საკმარისად ჩამოშორდა) – ვიდრე ისევ და ისევ არაბული და თურქული სიტყვები რომლებიც ხშირად 1/1 -ში გვაქ აღებული.

    Cyborg

    September 11, 2009 at 2:15 pm

  3. ამდენი წერე და ბარემ შვედურ შესატყვისსაც დაგიწერ სიტვისათვის ტუფლი

    შვ. skodon- ფეხსაცმელი და en sko – ტუფლი :D

    ისე ძლიან ძნელია მშობლიურ ენაზე გამართულად საუბარი :(

    Katten Försvann

    September 11, 2009 at 2:18 pm

  4. ჰმ ))

    აქამდეც მაქვს მგონი ნახსენები, რომ ჩემს ოჯახში ხშირად ვლაპარაკობთ რუსულად. რუსული განათება + ცოტა სლავური ფესვები. ხოდა, რატომ ვამბობ ამას, ლაპარაკში, იგივე ბებიაჩემი (რომელმაც რუსული, თავის სამშობლოში ისწავლა) ხშირად იყენებს იმავე “ლეჟანკას” და ამიტომ სრულუფლებიან რუსულ სიტყვად ვთვლიდი “რასკლადუშკასთან” ერთად. თუ რუსული არაა, მაშინ ქართულში როგორ მოხვდა “რუსულ” სიტყვად? :) ისე, კარგი პოსტია )

    ნატოშა

    September 11, 2009 at 3:05 pm

    • რუსეთის სამხრეთში გამოიყენება ეს სიტყვები, რაც მე მიწერია პოსტში. მოსკოვურ დიალექტზე კი, რაზეც ლიტერატურული რუსული დგას ეს სიტყვები სხვანაირად – ჟღერს.

      linguistuss

      September 11, 2009 at 4:34 pm

      • ლეჟანკა ჩვეულებრივი რუსული სიტყვაა. იმ მოსკოველ “ნაშას” თუ რაღაც სხვა მნიშვნელობით ესმოდა, მისი პრობლემაა. ზოგადად კი ლეჟანკა რუსულად ნიშნავს:
        1. верхняя площадка русской печи над сводом, нагревавшаяся во время топки
        2. вид койки
        3. место для отдыха и сна в крестьянской избе

        ლიკა

        September 14, 2009 at 5:36 pm

        • რუსული ენის მოსკოვურ დიალექტზე მაგ “ლეჟანკას” “რასკლადუშკა” ჰქვია. დალის ლექსიკონი ყველას გვაქვს :)

          linguistuss

          September 14, 2009 at 5:56 pm

  5. ვეძებე და ვერ ვნახე ნეტში და აკრეფა მეზარება. ვახო, იქნებ მოიძიო და დადო გრიშაშვილის “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემის” დასაწყისში ვაჭრის ნაამბობი. ეგრე გვჭირს დღესაც – რუსული სიტყვები არაო და რაც ქართული მეგონაო “სულ თათრული, სპარსული, არაბული, სომხური და ლათინური გამოდგაო”. (ი.გ)
    ამასწინათ სკაიპის სტატუსზე წინადადებაში სიტყვა “ბალკონი” მეწერა (ფრანგული წარმოშობისაა) და 4–მა ადამიანმა შენიშვნა მომცა – “აივანია” ქართულიო. ვაი, რომ თურქულია.

    akunina

    September 11, 2009 at 5:49 pm

  6. ტუფლების გოდვა საპოჟნიკ რუბიკას პენსიაში წასვლის გამო

    რატომ შენ ჩვენზე სულ ხელი აღე, ჩვენზე ლამაზი განა რა ნახე,
    ეგ შენი გული ჩვენთვისაც გაღე, ჩვენ ყვავილები, შენაც – მებაღე.
    თბილის–ქალაქის ყველა ტუფლები შენი ბუტკაში გამოვლილია,
    სანდლი, ტაპოჩკი და ქალამანი, ბუთი, ლოდოჩკა, ესპადრილია,
    ამდენი ტუფლის ვრედნი ზაპახთან მიმიქარნია ვაგზალნი ჩეჩმა,
    როგორ უძლებდა ეგ ნეჟნი ცხვირი, რასაც რო ყარდა არტუშას ჩექმა,
    ინახამს შენი პუჭურა ბუდკა მთელი ქალაქის არომატები,
    როგორც და–ძმები, ერთად ყროლამდნენ ბუცი, პლატფორმა და პუანტები,
    სუყველას ეგრე გვაპაჩინკებდი, რო ვიდი გვქონდა, როგორც რო თაზა,
    ეგეთი ბლესკი ჩვენგან დიოდა, შურით სკდებოდა ხრუსტალის ვაზა.
    რუბიკ–ჯან, ნუთუ აღარ გიყვარხართ, ნუთუ აღარ ვართ შენი მუზები,
    მაკასინები და ვენგერკები, შტიბლეტები და პროსტა შუზები,
    ვაჟნი ბალეტკა, სკრომნი კალოში, ტანგეტკები და ბასანოჟკები,
    ინსპექტორები, სალამანდრები, საპოჟკები და პოლსაპოჟკები,
    შენ აკერებდი ყველა ფასონი, ხან შიროკები, ხანაც უზკები,
    ბოტი, ჩუსტიკი, ქოში, შლოპანცი, იქაც ჯეკსონი და ფრანცუზკები,
    ეგრე გვიცქერდი, როგორც ხირურგი, ტოლი არავინ გყამდა ამაში,
    ჰამაც ტრაქტორი, ჰამაც ბულდოგი, საბო, ბათინკი, შპილკა, გამაში,
    განა შენსავით ვინღა იქნება საპოჟნიკების ნაღდი ლიდერი,
    ცრემლი ვერ მალამს წაღა, კოლეჯი, აზიაცკი და ტოპსაიდერი,
    კრასოვკები და ელასტიკები, კაზაჩოკები და ბოტფორდები,
    ტაკ, ჩტო, რუბიკ–ჯან, ეგ არ მიქარო, თავიც მოვიკლამთ, თუ მოგვშორდები,
    ჯააააან!

  7. ხო აი, მე მაგალითად, ისევე როგორც დონ კიხოტე, დიდი მადრუგადორი ვარ და ქართულად კი ვერ იტყვი ლაკონურად

    ცინცხალი ‘ტევადი’ სიტყვა კიდევ – დღეს ლინგვისტუსობა მქონდა :)

    NO-Spa

    November 19, 2009 at 6:27 pm

    • პოსტის კითხვით ხომ ძალიან ვისიამოვნე და კომენტარებით კიდევ უფრო :) ზუსტად ის თემაა, რასაც სულ ვუტრიალებ და მაინტერესებს. ამჯერად აქ სიტყვა ბოტასის წარმოამვლობის ძიებამ მომიტყუა და უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის! რაც დრო გადის სულ უფრო ვნანობ, რა მინდა წვენებში, ტფუი, სოცმეცნიერებაში, გამეკეთებინა მაგისტრი ლინგვისტიკაშითქვა, მარა ხელფასს ვინ მომცემდა მერე ამდენს?!… კიდე კაი თარგმანში მაინც ვახარებ ხოლმე ჩემს “ჭიას” და ასე ვცდილობ ორივე კურდღლის ერთად დაჭერას… მოკლედ, მადლობა ამ პოსტისთვის! <3

      Lika

      January 22, 2013 at 2:37 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: