ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ჰაფანანა

with 10 comments

უკანასკნელ ხანს ჯონ მაქსველ კუტზეეს პროზით დავინტერესდი. ვინც არ იცის, იმის გასაგონად ვიტყვი, რომ იგი სამხრ. აფრიკელია, თუმცა ამჟამად ავსტრალიის მოქალაქეა. გამოირჩევა პოსტ–აპარტეიდის ეპოქის სამხრ. აფრიკის მწვავე პრობლემების გაშუქებით, რაც 2003 წელს დაუფასეს კიდეც ნობელის პრემიით. სულ ორი წიგნი წავიკითხე ჯერ მისი შემოქმედებიდან. კითხვის პროცესში უცნაურ და უცნობ სამყაროში ჩავიძირე, სადაც ფულს რანდა ჰქვია, შავკანიანები უცნაურ ენებზე საუბრობენ და თეთრკანიანებს მორალს უკითხავენ, სადაც რამდენი ადამიანიცაა იმდენი წეს–ჩვეულებაა და ა.შ. ერთი სიტყვით ძალიან გამიტაცა კუტზეემ. მისი ერთ–ერთი რომანის ეკრანიზაციის, Disgrace–ის (ქართულად “პატივის აყრა”) ნახვის შემდეგ ასეთი რამ დავწერე ერთ–ერთ ფორუმზე, სადაც ირმა იანტბელიძეს ვუხდიდი მადლობას ამ ფილმის რჩევისათვის:

ახლა ვუყურე Disgrace-ს. ტყუილად არ მიუციათ ჯონ მაქსველ კუტსისთვის ნობელი 2003–ში. ძალიან ღრმა მწერალი ჩანს. მისი ეს სიღრმისეულობა ფილმში ესთეტიური ხერხებითაა გადმოცემული და ზედაპირზე ერთი შეხედვით არ ჩანს. გამიკვირდა როგორ მოახერხა მწერალმა რამდენიმე ეთიკური საკითხის ორი მხარის ჩვენება, სადაც მოქმედება კარგის და ცუდის მიღმა ხდება, როცა ერთს აკვირდები მეორე არ ჩანს, როცა მეორეს უყურებ – პირველს ვერ აცნობიერებ. მიყვარს მწერლები, რომლებიც შეკითხვებს სვამენ და თავად არ პასუხობენ მათზე, უფრო მეტიც არ ცდილობენ ამის გაკეთებას. რომელი უფრო ეთიკურია ძაღლის მკვლელობა მხოლოდ იმის გულისათვის, რომ მას პატრონი არ ჰყავს, თუ საკუთარი შვილისთვის შეთავაზება აბორტი გაიკეთოს, მხოლოდ იმისათვის რომ მისი გოგოს მომავალი ბავშვის მამამ მისი გოგო გააუპატიურა. რომელი უფრო ეთიკურია ოლიმპიური სიმშვიდით გააუპატიურო შენი სტუდენტი და არ გრძნობდე დანაშაულის გრძნობას და ამ საქციელს ეროტის სამსახურს უწოდებდე, თუ უყურო როგორ აუპატიურებენ შენს საკუთარ შვილს, რომელსაც პირველი ქორწინების ნარჩენს უწოდებ და ამავდროულად არაფრის გაკეთება არ შეგეძლოს და როცა რაღაცის გაკეთება შეგიძლია იძულებული ხარ დათანხმდე იმას, რომ ეს გაუპატიურება კი არა – ვალის გადახდა იყო, იმ ვალისა რაც თეთრკანიანებს სამხრეთ აფრიკაში შავკანიანებისა მართებთ… რაღაც ძალიან ჩახლართული ისტორიაა ადამიანის შესახებ, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და მაინც არ დაკარგა უმთავრესი თავისუფლება, ამ სიტყვის ყველაზე ეგზისტენციალური გაგებით, როცა საკუთარი თავის ბატონ–პატრონი ხარ და ღირსებააყრილ მდგომარეობაში შეგიძლია უყურო ადამიანებს, რომლებსაც ეს ღირსება არასოდეს ჰქონიათ… ჰო, მძიმე მაგრამ ძალია სასარგებლო ფილმი იყო, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი წიგნს თუკი ასეთს სადმე მივაკვლიე. დიდი მადლობა ირმა კიდევ ერთხელ!

შავკანიანებისა და თეთრკანიანების ურთიერთობის თემა ლაიტმოტივად გასდევს კუტზეეს შემოქმედებას, სწორად ამ ურთიერთობაზე მსურს დღეს საუბარი ერთი კონკრეტული სიმღერის ფონზე, ამიტომ კუტზეეს მოვეშვები, თუმცა მის მშობლიურ მიწას, სადაც იგი შვეს, გაზარდეს და ისრები ასროლინეს, არ მივატოვებ…

სამხრეთ აფრიკა ისეთივე შეკოწიწებული სახელმწიფოა, როგორც მრავალი სხვა ჩვენს ცისფერ პლანეტაზე. შავი კონტინენტის სამხრეთში დასახლებულ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხებს დღესდღეობით ინგლისური აკავშირებს, უწინ კი თეთრკანიანი კოლონიზატორები აერთიანებდათ. ეთნიკური სიჭრელე ენების ხვავრიელობასაც გულისხმობს, ამიტომაც არცაა გასაკვირი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 11 სახელმწიფო ენა რომ არის, რამე რომ არ შემეშალოს მათ დასახელებებს ლათინურ ანბანზე ჩამოვწერ: Pedi, Sotho, Tswana, Swazi, Venda, Tsonga, Afrikaans, English, Ndebele, Xhosa, Zulu. ერთ–ერთის შესახებ ოდესღაც დავწერე კიდეც, მირიამ მაკებაზე და წკლაპუნა თანხმოვნებზე რომ მქონდა საუბარი.

დღეს მეორე მათგანზე ცონგაზე, იგივე შანგაანზე ვისაუბროთ. გარდა სამხრ. აფრიკისა ცონგაზე საუბრობენ მოზამბიკში და სვაზილენდში. სულ ჯამში სამი მილიონი ადამიანი მოიძებნება ასეთი. ძალიან ბევრი ვეძებე და ინტერნეტში ამ ენის შესახებ ვერც ლექსიკონი მოვიძიე და ვერც თვითმასწავლებელი, ან გრამატიკის სახელმძღვანელო, თუმცა მიუხედავად ამისა ყოველი ჩვენთაგანი იცნობს რამდენიმე სიტყვას ამ ენაზე, რაც წარსულში ცნობილი მოზამბიკელი მომღერლის, აფრიკ სიმონის დამსახურებაა, რომლის მშობლიური ენაც გახლავთ ჩვენთვის საინტერესო შანგაანი. მის ჰიტს გაგახსენებთ, რომელსაც ჩვენთან უბანში ბიჭები “შალაკუკარელას” ეძახიან, სიმღერას კი ორიგინალში “ჰაფანანა” ჰქვია. ასეთ რამეს პირველად წავაწყდი სიმღერის ტექსტის თარგმანი ვერ მოვიძიე ვერსად. ზოგი ვერსიით “ჰაფანანა” მეთევზის მშვენიერი სატრფოა, რომელიც კონტრაბანტისტებმა კუნძულ მადაგასკარზე მოიტაცეს და მონად გაყიდეს, მეორე ვერსიით ეს სიმღერა რასობრივ თანასწორობაზეა. მიხვდებით, ალბათ, რომ მსგავსი ვერსიები მრავლადაა, რამდენიმე საიტზე ძებნაც კი გამოაცხადეს აფრიკ სიმონის მშობლიური ენის, ცონგას მცოდნესი, იქნება გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერი კაცი და გვითარგმნოსო, მაგრამ დღემდე ელიან…

ვინ იცის ამასობაში, სანამ მე ამ პოსტს ვწერ, ერთი მოზამბიკელი ყმაწვილი თავის ბლოგზე წერს, იუთუბში suliko-ს მოვუსმინე ახლა და იქნება ვინმემ მითარგმნოს რა ენაზე მღერიან ეს დალოცვილები და ეს სულიკო რა არისო!

Advertisements

Written by linguistuss

September 26, 2009 at 3:42 am

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ერთი აფრიკული წარმოშობის ცნობილი ფრანგი ჩოგბურთელია ჯო ვილფრედ ცონგა.

    ნინო

    September 26, 2009 at 3:22 pm

  2. ბატონო ჩემნო, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რომაო ეს სიტყვები არაფერს ნიშნავსო, თავად აფრიკ სიმონმა შეთხზა უშინაარსო რახარუხიო, რადგან მისთვის ცეკვა იყო აქ მთავარიო.
    ამას ამბობდნენ ესესერის რუსები, რომელთათვისაც აფრიკ სიმონი ჩაგრული რასის წარმომადგენელი ძმა იყო და ის იდეოლოგია კი ძმების მიმართ ამგვარ ჭორს არ გაავრცელებდა ალბათ, მით უმეტეს, რომ მთელი ესესერი მაგას გაჰკიოდა და სიტყვებიც ჰაერივით სჭირდებოდათ. მერე თავად დაადეს რაღაც რუსული ლექსი.
    მოკლედ ჩვენი შინამანაკენას წინაპარია ეგა.

    Koba

    September 26, 2009 at 9:54 pm

  3. ჰოო, ეგ ”პატივის აყრა” არ მინახავს მაგრამ
    ”კაკრას” გუშინ ვუკურე ფილმს
    ”შელახული რეპუტაცია” ჰოპკინსი და კიდმანი თამაშობენ,
    იქაც რასობრივ პრობლემებზეა….
    რთულია იყო თეთრი ზანგი… კარგი ფილმი იკო.

    რაც შეეხება სულიკოს- მგონი ეგ არა ქართული – რამდენადაც მახსოვს გადმოქართულებულია
    -რომელიგაცა ბალტიისპირეთის ქვეკნებიდან ერთ ერთის აქვს ეგ სიმგერა-
    – ია ტაკ დუმაიუ ს… :)

    Natally Bagration Mukhranski

    September 27, 2009 at 3:31 pm

  4. მე ასე მახსოვს, რომ ვარინკა წერეთელმა იტალიურ სიმღერას მოკრა ყური და ის გადახარშა

    Koba

    September 27, 2009 at 7:13 pm

    • ”სულიკო” ნამდვილად აკაკისია, ვარინკა წერეთელმა მხოლოდ მელოდია დაადო. ხოლო ”ტურფავ, ტურფავ, რას მემდური” კი ჰაინრიხ ჰაინეს ლექსის ქართული თარგმანია.

      Romulus

      December 10, 2010 at 2:26 pm

  5. ასე მითხრეს რომ აფრიკ სიმონი კანიბალმა შეჭამაო. არ გაგეცინოთ თუ სისულელეა, მაგრამ ისე დამაჯერებლად მითხრეს რომ არ შემეძლო არ დამეწერა. თქვენ იცით რამე ამის შესახებ?

    ნინო

    September 28, 2009 at 2:50 pm

    • გუშინ ვუყურე რაიუნოზე :), საფრანგეთსა და იტალიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს :)

      linguistuss

      September 28, 2009 at 3:27 pm

      • :)) გამიხარდა

        ნინო

        September 28, 2009 at 4:12 pm

  6. ბოლო მაგარი იყო :))

    ისე აკვანში მასმენინებდნენ მაგ “შალაკუკარელას” რა დავაშავე (მე რომ დავიბადე მაშინ იყო მაგარ ხოდში, თურმე )

    დღეს რომ სმენა არ მაკვს მაგას ვაბრალებ

    mobi_diki

    October 5, 2009 at 11:25 pm

  7. ისე ტექსტი სულ სხვანაირად ისმის :))

    აჰა იქნებ რამეში გამოგადგეს (თარგმანში და მერე გვაცნობე ჩვენც) :))

    Bunu Buni Bunadi – Hafanana
    Amara Kukarella – Shalala
    Hey! Votki Yuda Yuda
    Bununu – Hafanana
    Votki Yudi, Votki Yuda Yuda
    Buna Buna Nauena !

    wyaro: http://lyricskeeper.it/it/Artists/a.html

    mobi_diki

    October 5, 2009 at 11:39 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: