ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

უტრაკო მეტრაკეები

with 17 comments

culers

ამათი უტრაკო მეტრაკე დედა ვატირე მე
უცნობი იუზერი

თანამედროვე ესპანეთი ორ მტრულ ბანაკად იყოფა. ერთ ნაწილს დედიკოს ბიჭები, ანუ “მერენგეს”–ები შეადგენენ, მეორე ნაწილს კი – “კიულეს”–ები. დიახ, თქვენ სწორად მიხვდით, სწორად ასე ამკობენ ერთმანეთს “რეალისა” და “ბარსელონას” გულშემატკივრები. “რეალის” ქომაგებს დედიკოს ბიჭებს რატომ ეძახიან ჩემთვის უცნობია, არც თავი მომიკლავს ძებნით, თუმცა “ბარსელონას” შემთხვევა განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს, ამიტომაც აღნიშვნის ღირსიც არის.

1909 წელს ბარსას ფანებს პირველად ეღირსათ საკუთარი სტადიონი, რომელსაც Carrer Indústria ერქვა. 1922 წელს ისინი უფრო სოლიდურ Les Corts–ზე გადავიდნენ, სადაც 1957 წლამდე ასპარეზობდნენ, რის შემდეგაც Camp Nou–ს ბალახს თელავენ. წინა ორ სტადიონზე ტრიბუნები სურათზე წარმოდგენილი ღობეების მსგავსი იყო, სადაც ბოლო რიგში მსხდომთ საჯდომები ღობეზე ჰქონდათ ჩამოდებული. სწორად იმ დროს შეერქვათ ბარსას ფანებს “კიულეს”–ები, ანუ სიტყვასიტყვით ტრაკიანები, ან მეტრაკეები.

“კიულეს”–ებთან დაკავშირებით არ შეიძლება, რომ ფრანსუა ვიიონის ლექსი არ გავიხსენოთ,  სადაც ენაკვიმატმა ავაზაკმა და დიდმა ფრანგმა პოეტმა “cul”–ისა და “col”-ის (ტრაკის და კისრის) შეპირისპირების ფონზე საკუთარი ცხოვრების უკანასკნელი წუთები აღწერა:

Je suis François, dont il me poise
Né de Paris emprès Pontoise
Et de la corde d’une toise
Saura mon col que mon cul poise

დავით წერედიანის თარგმანში ეს სტროფი ასე ჟღერს:

“მე ვარ ფრანსუა, ჭირს ველი,
ჩემი მზე მალე ჩავა.
ხვალე შეიტყობს კისერი
რასაც იწონის გავა.”

მიუხედავად იმისა, რომ წერედიანის ქართული თარგმანი უზადოდ არის შესრულებული, მაინც მგონია, რომ არ უხდება თავზეხელაღებული მაწანწალის, ფრანსუა ვიიონის ლექსიკას სიტყვა “გავა”, სიმკვეთრე და სიღრმე ეკარგება ნათქვამს, ამიტომაც თუკი ვინმე ბარსას ფანების ზედწოდების თარგმნას დააპირებთ, ნუ შეეცდებით ევფემიზმების საშუალებით ფონს გასვლას. არ მოუხდებათ აგრესიულ კატალონიელებს მესაჯდომეები და მეუკანალეები. ბარსას მოძულე რეალის ქომაგებმა კი მათ შეგიძლიათ “უტრაკო მეტრაკეები” უწოდოთ!

Advertisements

17 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რეალის ფანები რა შუაში არიან.
    როცა ბარსას ფანებს “ტრაკმოშიშვლებულები” (და არა მეტრაკეები) შეარქვეს, ამ ორ გუნდს შორის არ იყო იმდენად სიტუაცია დაძაბული. ფრანკოს მოსვლის შემდეგ, განსაკუთრებით დი სტეფანოს ამბების შემდეგ (ანუ 50–იანებში) დაიძაბა მდგომარეობა და მაგ დროს კატალონიური ტრაკები ადგილს კამპ ნოუს სკამებზე ჰპოვებდნენ :)
    მერენგესების ისტორიაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ბარსას ფანები კი არ ეძახიან, რეალის ფანები უწოდებენ ასე საკუთარ თავს :)

    barcaman

    December 12, 2009 at 3:52 am

  2. Hala madrid !
    თარგმანს რაც შეეხება, არსებობს ორი სახის თარგმანი, ზუსტი და კარგი, ეს უკანასკნელი განეკუთვნება კარგ თარგმანს !

    P.S ბარსამ 11-1 წააგო და 6-2 რა მოსატანია? რეალს ბარსა ვერ დაეწევა ტიტულებით, ფულითაც რო იყიდოს ჯილდოები !

    ProFe

    May 24, 2010 at 6:20 pm

  3. ბარსამ 11-1 წააგო და 6-2 რა მოსატანია?

    თუ მაგდენი იცი ისიც უნდა იცოდე რომ მაგ თამაშზე ფრანკოს და მისი ლაქია მეფის სალდაფონები გასახდელშივე დაადგნენ მოთამაშეებს და მათ ლიკვიდაციაზე რო აღარაფერი ვთქვათ, ოჯახის წევრების დახვრეტით ემუქრებოდნენ :) ესპანიოლიც მაგიტომ შეიქმნა იგივე მეხუთე კოლონა, რომ თვითონ შიგნით მოეწყოთ ფაშისტებს პატარა ამბოხებები ბარსას ანუ თავისუფლების ამბოხების წინააღმდეგ და შესტ დვა და დედიკოს ბიჭობა დღესაც ამართლებს თავის მეტსახელს.

    Lalo

    August 13, 2010 at 2:19 pm

  4. ირბინოს ეხლა ოქროს ბიჭუნამ გაზპრომში უბურთოდ და მოიდინოს ნერწყვი ბავარიულ ლუდზე. რონალდომ კი ბექჰემი, რაული და მალე შვაინშტაიგერი მოიბალახოს.

    Lalo

    August 13, 2010 at 2:24 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: