ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

პოლ ვერჰოვენის აზრები

with 25 comments

verhoven

71 წლის ჰოლანდიელი კინორეჟისორი კვლავაც ჯანზეა და ჯერ–ჯერობით, როგორც აღმოჩნდა, კედელზე არაფრის ჩამოკიდებას არ აპირებს. რაღაცეები ჩემთვის საინტერესო იყო, ამიტომაც ვთარგმნი. ინტერვიუ აღებულია ჟურნალ Esquire–ის 2009 წლის ნოემბრის გამოშვებიდან.

მე არ ვარ ალფრედ ჰიჩკოკი.

ვერ ვიტან სიტყვა “შედევრს”, თუმცა, შესაძლოა, დრო და დისტანცია მას ხანდახან ქმნიან ხოლმე. მაგრამ ის, ვინც თავისთვის ამბობს: “მე უნდა შევქმნა შედევრი”, ჩემი აზრით, უკანასკნელი იდიოტია.

ამბობენ, რომ ჯორჯ ლუკასს “ჯედაის დაბრუნების” გადასაღებად ჩემი მოწვევა სურდა რეჟისორის ამპლუაში, თუმცა უეცრად გადაუფიქრებია. ალბათ, გადაწყვიტა, რომ თუკი ფილმს მე მოვკიდებდი ხელს, ჯედაები ცოფიანი ღორებივით დაიწყებდნენ სმას და ჟიმაობას.

თუკი ადამიანის დამოკიდებულება სექსის მიმართ ისეთივე იქნებოდა, როგორც შთამომავლობის გაგრძელების რუტინული საქმისადმი, მაშინ გარშემო ჯერ კიდევ დინოზავრები ირბენდნენ, ვინაიდან ისინი ყოველგვარი ფიქრისა და ანალიზის გარეშე ჟიმაობდნენ.

ჰოლანდიელები ყოველთვის ცდილობდნენ ხელოვნებაში ზედმიწევნითები ყოფილიყვნენ. შეხედეთ ჰიერონიმუს ბოსხის სურათს, “უძღებ შვილს”: მასზე გამოსახულია ბორდელი, რომლის გვერდითაც დგას ადამიანი და შარდავს თავისთვის. თქვენ ვერასოდეს შეხვდებით ასეთ სურათს ვინმე იტალიელთან, ფრანგთან, ან ინგლისელთან. ასე მხოლოდ ჰოლანდიელები მუშაობდნენ. ისინი რეალიზმის შანთით წვავდნენ იდეალიზმს. მეც სწორად ასე ვიქცევი.

მე მომწონს, რომ ქრისტიანობა სასჯელის ერთ–ერთ ყველაზე საზარელ ფორმას, ჯვარცმას ეფუძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქრისტიანობა ადამიანებზე ასეთ ზეგავლენას ვერ მოახდენდა.

ადამიანებს ყოველთვის მოსწონდათ ძალადობა. ადამიანი ბოროტად არის ჩაფიქრებული, მას არ ძალუძს 5 წუთი ბედნიერების ატანაც კი. აიძულეთ ვინმეს უყუროს ორსაათიან პიესას აბსოლუტური სამართლიანობის ზეიმის შესახებ, და, გარწმუნებთ, რომ მას მეხუთე წუთზე ჩაეძინება.

ადვილია ვივარაუდოთ, რომ სიცოცხლე სამყაროში ისევე ვითარდება, როგორც დედამიწაზე და ისიც შესაბამისი სისასტიკითაა გაჯერებული. ასე რომ თუკი სადმე არსებობს ცივილიზაცია, რომელიც განვითარებით ჩვენზე წინაა 20 ათასი წლით, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამდენითვე  გვჯაბნის სისასტიკეში. ამის გამო, არასოდეს მივაწვდითი უცხოპლანეტელ არსებებს ცნობებს, თუ რა “საყვარელი” ჩამორჩენილი პლანეტა გვაქვს. ვფიქრობ, რომ მათთვის საინტერესო იქნება იმის ყურება, თუ როგორ ვიღუპებით.

მე მიყვარს არნოლდი იმის გამო, რომ მას თავმოყვარეობა თითქმის არ გააჩნია. გადაღებებზე ფილმისა “გაიხსენო ყველაფერი” იგი მოვიდა ჩემთან და მითხრა: “მე არ გავბრაზდები, თუ მკაცრი იქნები”. მე თავი დავუქნიე და განვუცხადე: “არნოლდ, შემობრუნდი, სხვა კუთხე მჭირდება”. ძალიან მალე კი სურათი ასე შეიცვალა: “არნოლდ, ყვერივით გამოიყურები!” ის მთანხმდებოდა და მეკითხებოდა: “გასაგებია და ასე, კარგია?”.

მას შემდეგ, რაც მე აშშ–ს პრეზიდენტსა და ჩემს შორის რაიმე საერთოს დანახვა შევწყვიტე, მივხვდი რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება აუტანელი გახდა. უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელშიც იყო რაღაც ადამიანური, კლინტონი იყო. მონიკასთან დაკავშირებულ ისტორიაში სულ თავისუფლად შეიძლებოდა მის ადგილას მეც კი აღმოვჩენილიყავი, თუ იმას გავითვალსწინებთ, რომ ყოველთვის მომწონდა ორალური სექსის იდეა ოვალურ კაბინეტში.

ვერ ვიტან, როცა პროსტიტუციას აძაგებენ. ჩემი აზრით, ძუძუების გაყიდვა გაცილებით უკეთესია, ვიდრე რომელიმე ტელეარხისათვის, ან ვთქვათ, თამბაქოს ინდუსტრიისათვის, ტვინის მიყიდვა. ყოველწლიურად თამბაქო მილიონობით ადამიანს კლავს, ტელევიზია კი მილიარდებს უზიანებს გონებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, სულით გონჯი პოლიტიკოსები კვლავაც აგრძელებენ ბჭობას ყველაზე დიდი ცოდვის, ძუძუების გაყიდვის შესახებ.

დღევანდელი პრესა უტევს მთავრობას, ხან მარჯვნიდან და ხან მარცხნიდან. ის ტკბება სიტყვის თავისუფლებით და ვერც კი ხვდება, რომ სპეციალურად მისთვის სიტყვის თავისუფლების ახალი ტიპია გამოყვანილი – კონტროლირებადი!

აღარ არსებობს ისეთი მეცნიერება, როგორიც ისტორიაა. დღევანდელი ისტორია მანიპულაციის საშუალებაა, რომელიც ყოველ ჯერზე ინფორმაციის იმ მცირედს იმეტებს, რომელიც მოცემულ მომენტში კონკრეტული მიზნების მისაღწევადაა საჭირო.

ისინი, ვინც ხელებს იფშვნეტენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე ჭკუაშემცდარ ენურეზდამართნილ ქვეშაჯვია ნაცისტს მოიგდებს ხელში, ვერ აცნობიერებენ, რომ სწორად ამ დროს იბადება მსოფლიოში ახალი ფაშიზმი, შესაძლოა უფრო საზარელი, ვიდრე გერმანული ფაშიზმი იყო. ეს ფაშიზმი სავაჭრო ცენტრებსა და სატელევიზიო შოუებში ისახება და მისი უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი გერმანულისაგან ისაა, რომ მას დედამიწის დაპყრობა შეუმჩნევლად შეუძლია.

ახალგაღვიძებულზე, რაც დრო გადის, უფრო ხშირად ვეუბნები ჩემს თავს: “ძმობილო, სამოთხე არ არსებობს”.

ვერ ვიტან ფარისევლებს.

Advertisements

Written by linguistuss

October 31, 2009 at 1:25 am

25 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნაკლებად მიყვარს ხოლმე სხვისი აზრების კითხვა, რაც არ უნდა ბრძნული იყოს. ყველა ადამიანს თავისი სიბრძნე აქვს ან უნდა ქონდეს. თუ არა აქვს, სხვისი გამონათქვამიდან მაინც ვერაფერს აიღებს.
    საკუთარ გამოცდილებაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. ეს ადამიანებიც თავიანთ ”ბრძნულ” გამონათქვამებს საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობენ.
    არ მინდა ძალიან შორს წავიდე, მაგრამ იმაზე მეტი სიბრძნე, ვიდრე ყური მიუგდო საკუთარ განცდებს და ამით საკუთარი გამოცდილება გაამდიდრო არაფერია.

    ნინო

    November 5, 2009 at 1:54 pm

    • ჰო, მაგრამ საინტერესოა სხვების ცხოვრებაც. ეს რომ არა, რომანების კითხვას, ფილმების ყურებას, ან ბოლოსდაბოლოს ახალი ამბების მოსმენას აღარ ექნებოდა არანაირი აზრი. ადამიანებს კი ყველაზე მეტად სხვების ცხოვრება აინტერესებთ, რაც სტატისტიკური მაჩვენებლებით საბუთდება :)

      linguistuss

      November 5, 2009 at 2:25 pm

  2. უი რამდენი ”საკუთარი ” დამიწერია. :)
    და ეს თვით ”ლინგვისტუსის” ბლოგზე.

    ნინო

    November 5, 2009 at 1:58 pm

  3. რა პრაწივნი როჟა აქვს :D

  4. ლინგვისტუსი გაზარმაცდა :(((((ვერჰოვენის აზრებს პატივს ვცემთ, მაგრამ 9 დღიან წვდომას მგონი არ საჭიროებს…;))) ახალი პოსტი გვჭირდება….

    nina

    November 9, 2009 at 7:44 pm

    • გეთანხმები, შემიწუხდა გული ამ კაცის გამომეტყველების ყურებით :)

      sandro

      November 10, 2009 at 10:04 am

  5. პატარა ბავშვს რომ დააჩვევ რაღაცის მიცემას და მერე დაუგვიანებ, ის კი გელოდება მოუთმენლად, ისე გელოდებით, ლინგვისტუს!

    joli

    November 10, 2009 at 7:00 pm

  6. გაანებეთ თავი, ვერ ატყობთ რომ კაცი ხასიათზე ვერ არი? :)

    Pegi

    November 10, 2009 at 8:26 pm

  7. არა, რა… გამოცდილებას რომ მოაქვს, იმდენს ვერც ერთი წიგნი ვერ მოგცემს :)

    zurriuss

    November 16, 2009 at 3:20 am

  8. “ისინი რეალიზმის შანთით წვავდნენ იდეალიზმს. მეც სწორად ასე ვიქცევი.” – დაცემა ფრაზაა

    ლიბიკა სილვესტრის

    November 24, 2010 at 8:40 pm

  9. pirvel rigSi bodiSs vixdi laTinuri fontis gamo… Mainteresebs ‘informaciis im mcireds imetebs’ rom weria, SemTxveviT ‘imatebs’ hom ar unda eweros?..

    ninocha

    February 15, 2012 at 5:05 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: