ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

უნივერსიადის ძველი კითხვები

with 5 comments

ჩემს ძველ ლეპტოპში აღმოვაჩინე 80 შეკითხვა, რომლებიც დაკარგული მეგონა. ეს შეკითხვები 2008 წლის უნივერსიადაზე დაისვა. ყველას დადებას, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს, თუმცა სანამ არ მეწერინება და მანამ ჩემი მუზები ისვენებენ, ამ ტურნირის საუკეთესო ათ კითხვას დავდებ, ანუ ე.წ. top-10-ს.

1. 1938 წელს მატვეი ბლანტერმა და მაქსიმ ისაკოვსკიმ დაწერეს ლირიული ხასიათის სიმღერა. სიმღერაში მოთხრობილი იყო შეყვარებული გოგონას გრძნობების შესახებ, თუმცა რამდენიმე წელიწადში სიმღერის პათოსი შეიცვალა. სწორად ამიტომ, მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ში დამზადდა 30 ათას ერთეულზე მეტი ის, რასაც ამ სიმღერამ შემდგომში დაანათლა სახელი. დამისახელეთ ამ სიმღერის სახელი.

პასუხი: კატიუშა
კომენტარი: მატვეი ბლანტერის სიმღერა შემდეგში იარაღის სახელწოდებად იქცა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

2.  ბობ მარლი ამბობდა: “მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს – მუსიკააო”. ალექსანდრე დიუმა-შვილი კი ამბობდა: “ჩემთვის ეს – ჩემი მეუღლეაო”. მე კი – შეკითხვის ავტორს – ამ შეკითხვაში რომ გამეჩინა ეს, მომიხდა პირის ნაცვალსახელის დამატება. დაასახელეს “ეს” ორი სიტყვით.

პასუხი: მეორე მე
კომენტარი: კითხვაში დავამატე პირის ნაცვალსახელი “მე” და ის გახდა მეორე “მე” შეკითხვაში.
წყარო: “დიდი აფორიზმების წიგნი” კონსტანტინ დუშენკოს რედაქციით.

3. სიცოცხლის ბოლო წლებში ალბერტ აინშტაინი ხშირად ახსენებდა ღმერთს და ამბობდა რომ იგი “კოსმიური რელიგიის” მიმდევარია. ამასთანავე განმარტავდა რომ ამ სიტყვის ქვეშ იგი გულისხმობდა კოსმიურ კანონთა კრებულს, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს სამყაროს, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ს კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ფულტონ შინმა სარკასტულად შენიშნა, რომ აინშტაინმა თავის “კოსმიურ რელიგიაში” ერთადერთი შეცდომა დაუშვა და ეს არის ასო… ყურადღება შეკითხვა: ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ეს ასო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: “ს”
კომენტარი: იგი ამბობდა რომ სიტყვა “კოსმიურ”-ში ეს ასო ზედმეტია და მაშინ გამოდის “კომიური რელიგია”. ინგლისურად – Cosmic და Comic.
წყარო: Richard Dawkins, “The God delusion” (2006) (ნებისმიერი გამოცემა)

4. ერთ ფილოსოფიურ ლექსიკონში კითხვის ავტორი წააწყდა ამ ცნების ასეთ განმარტებას: “ეს არის ინფორმაციის დამუშავების მეთოდი დაფუძნებული იმ მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც ჭეშმარიტად ითვლება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მივყავართ სასურველ შედეგამდე განურჩევლად მისი ეთიკური რაობისა, გონივრულობისა და აუცილებლობისა”. ამ დარბაზში მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ამ მეთოდის გამოყენება. მაშ, გამოიყენეთ ინფორმაციის დამუშავების ეს მეთოდი და დამისახელეთ მისი სახელწოდება ორი სიტყვით.

პასუხი: ქალური ლოგიკა
წყარო: ბმული

5. ის შეიქმნა 1856 წლის 10 აპრილს და თავდაპირველად, როგორც ჩაფიქრებული იყო, მისთვის დედოფლის საპატივსაცემოდ “ვიქტორია” უნდა ეწოდებინათ. თუმცა, ლეგენდის თანახმად და ამავე დროს ენციკლოპედია ვიკიპედიის მტკიცებით, მას თანამედროვე სახელი იმდროინდელი მძიმეწონოსანი მოკრივის ბენჯამენ ქაუნთის საპატივსაცემოდ ეწოდა, სწორად იგი დახმარებია ინჟინრებს თავისი ნათლულის დანიშნულების ადგილამდე მითრევაში. დაასახელეთ მისი სახელწოდება ორი სიტყვით.

პასუხი: ბიგ ბენი
კომენტარი: საუბარია ზარზე ბიგ-ბენის კოშკში, ბიგ ბენი – დიდი ბენჯამენის შემოკლებული ვარიანტი.
წყარო: ბმული

6. პიერ დე კუბერტენი ამბობდა, რომ ნამდვილი ოლიმპიელი უნდა იყოს: ათლეტური, ძლიერი, გრაციოზული, მოხერხებული და კოორდინირებულიო. სწორად ამიტომ მან 1896 წელს საფუძველი ჩაუყარა სპორტის ოლიმპიურ სახეობას, რომელიც მონაწილეთაგან მოითხოვდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებას და ამასთან ღვაწლმოსილი ბარონის აზრით თავის თავში ახდენდა ახალი ოლიმპიური მოძრაობის პერსონიფიცირებას. დამისახელეთ სპორტის ამ სახეობის თანამედროვე სახელწოდება მაქსიმალური სიზუსტით.

პასუხი: თანამედროვე ხუთჭიდი
კომენტარი: მასში შედის: სირბილი – სიძლიერე, ცურვა – ათლეტურობა, სროლა – კოორდინირებულობა, ფარიკაობა – მოხერხებულობა და ცხენოსნობა – გრაციოზულობა.
წყარო: WORLD of SPORTS SCIENCE, K.Lee Lerner and BrendaWilmoth Lerner, Editors: Thomsn & Gale p. 468

7.  ჟურნალ „ნაუკა ი ჟიზნ“-ის ინფორმაციით ეს გვხვდება რუსული გვარების დაახლოებით სამ პროცენტში. 2005 წლის 4 სექტემბერს კი ნიკოლაი კარამზინის მშობლიურ ქალაქში, კარამზინის სკვერის სიახლოვეს მას ძეგლი დაუდგეს. ერთი წუთის შემდეგ გამოსახეთ ის თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: ё
კომენტარი: კარამზინი ამ ასოს შემოტანის ერთ-ერთი ინიციატორი იყო რუსულ ენაში, სენ-სანსის გვარი კი ფრანგულად იწერება როგორც Saint-Saëns
წყარო: 1. ბმული

8. 2008 წლის გაზაფხულზე ერთმა კომპანიამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი ცვლიდა ბაზრის დაპყრობისა და ბაზარზე დამკვიდრების მარკეტინგულ მეთოდებს. ამ კომპანიის მესვეურებს ამის მიღწევა საკუთარი ოფისის გაქირავების საშუალებით აქვთ გადაწყვეტილი და, ამასთან თანხა, რომელსაც მომხმარებლები გადაიხდიან, მინიმალური იქნება, რაც თვეში 33 დოლარს შეადგენს. დაასახელეთ კომპანია, რომელზეც საუბარი იყო შეკითხვაში.

პასუხი: “მაიკროსოფტი”
კომენტარი: კომპანიის მესვეურებმა გადაწყვიტეს ახალი სერვისი შესთავაზონ “მაიკროსოფტ ოფისის” მომხმარებლებს. ნაცვლად ყიდვისა მათ თვეში 33 დოლარის გადახდით ამ პროდუქტის მოხმარების საშუალება ექნებათ.
წყარო: 1. ბმული

9.  ერთხელ გუსტავ ფლობერმა, როგორც ცნობილია განაცხადა _ „მადამ ბოვარი მე ვარო“. ასევე ერთმა მწერალმა, XX საუკუნეში მიცემულ ინტერვიუში საკუთარ პერსონაჟზე განაცხადა, რომ ეს პერსონაჟი „მე ვარო“ და თან დასძინა, რომ ეს პერსონაჟი წარმოადგენს იმის კარიკატურას, როგორიც ეს მწერალი 11 წლის ასაკში იყო. არ გეკითხებით ავტორს, დაასახელეთ პერსონაჟი.

პასუხი: ჰერმიონა გრეინჯერი
კომენტარი: მწერალი – ჯოან როულინგი.
წყარო: 1. ბმული

10. რობერტ როჟდესტვენსკი ერთ თავის ლექსში ავითარებს აზრს, რომ ყრუ-მუნჯებს ურთიერთობისათვის ესაჭიროებათ იქსი. ასევე ცნობილია, სიკვდილის წინ წარმოთქმული სიტყვები, სადაც იქსი ფიგურირებს ორჯერ. დაასახელეთ XIX საუკუნეში გარდაცვლილი ადამიანი, რომელმაც ეს სიტყვები სიკვდილის წინ წარმოთქვა.

პასუხი: გოეთე
კომენტარი: სინათლე, მეტი სინათლე – უკანასკნელი სიტყვები. იქსი – სინათლე.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

Advertisements

Written by linguistuss

November 11, 2009 at 1:01 am

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. Big Ben და ოფისი მომეწონა :)
    დანარჩენი 70 კითხვაც დადე რა

    SCHIZOPHRENIA

    November 11, 2009 at 10:32 pm

  2. კარგი კითხვებია, კიდევ დადე ხოლმე, საინტერესოა, linguistuss.

    joli

    November 12, 2009 at 3:30 pm

  3. rubbish.

    • ნაუმენკოს ქართული უსწავლია :)

      linguistuss

      November 13, 2009 at 10:03 am

  4. 6 ავიღე და გამიხარდა :) ნეტა კარგი შედეგია? :)

    otari

    November 16, 2009 at 11:21 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: