ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ლევან ჩხეიძის 15 კითხვა

with 11 comments

დღეს პირველ ლიგაში მეოთხე ტურის 15 კითხვა დაისვა, რომელიც ლევან ჩხეიძის კითხვები იყო ჩემი რედაქციით. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რომ ნორმალური სათამაშო და ამავდროულად რთული პაკეტი შეგვედგინა. რამდენად გამოგვივიდა არ ვიცი, თუმცა მე ეს პაკეტი მომწონს, ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ ჩემს ბლოგზე, რომ გამოვაქვეყნო.

1. ჯეფ ნიკოლსონის მოთხრობაში “ბედლამი ცეცხლში” კემბრიჯის პედაგოგი „წიგნების განადგურების“ პაროდიულ საღამოს აწყობს. იგი იბარებს სტუდენტებს და სთხოვს მათ, რომ თითოეულმა მოიტანოს ერთი წიგნი და გაანადგუროს ის. განადგურების წინ კი ყოველი სტუდენტი ვალდებულია ახსნას, თუ რა მიზეზით ანადგურებს მის მიერ შერჩეულ ამა თუ იმ წიგნს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ XX საუკუნეში შექმნილი ნაწარმოები, რომლის განადგურების მიზეზადაც ერთ–ერთმა სტუდენტმა, თავად ეს ნაწარმოები დასახელა.

პასუხი: 451 გრადუსი ფარენჰეიტით
კომენტარი: რეი ბრედბერის ვრცელ მოთხრობაში “451 გრადუსი ფარენჰეიტით” ანადგურებენ წიგნებს. სტუდენტმა წიგნი გაანადგურა იმის გულისათვის, რომ მასში ანადგურებენ წიგნებს.
წყარო: 1. ბმული

2. საიტზე www.e3e5.com, რომლის მისამართი მითითებულია დარიგებულ ფურცლებზე, კითხვის ავტორმა აღმოაჩინა სტატია სახელწოდებით „ვილჰელმ – ექსპერიმენტატორი“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ გვარი ადამიანისა, რომელსაც ეძღვნებოდა ეს სტატია.

პასუხი: სტეინიცი
კომენტარი: სტატიაში საუბარია სადებიუტო ექსპერიმენტებზე, რომელსაც მიმართავდა ვილჰელმ სტეინიცი.
წყარო: 1. ბმული

3. ერთ სტატიაში, რომელიც ეძღვნება კაცობრიობის მომავალს ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. სტატიის ავტორის განიხილავს სამყაროს პოსტკრიზისულ ეპოქაში, სადაც “მესამე მსოფლიოს” ქვეყნები ნახტომისებურად ვითარდებიან და ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია უეცრად გაღატაკებას იწყებენ. სტატიას აქვს ქვესათაური, რომელიც ემთხვევა დაახლოებით 80 წლის წინ შექმნილი ნაწარმოების სახელწოდებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.

პასუხი: ოსვალდ შპენგლერი
კომენტარი: ო. შპენგლერი არის კულტუროლოგიური ბესტსელერის, ‘Закат Европы’  ავტორი, და სწორედ ამ ნაწარმოების სახელწოდებას ემთხვევა სტატიის სათაური. სტატია აღწერს ევროპული ქვეყნების შესაძლო ფინანსურ და კულტურულ განადგურებას.
წყარო: 1. ბმული

4. 2005 წელს ფოტოგრაფმა რობ შერიდანმა  აშშ–ს ერთ ქალაქში გადაიღო სურათი. ამ სურათზე გამოსახულია მაღაზია, რომლის ვიტრინაზე გაკეთებულია გამაფრთხილებელი წარწერები: „მე აქ ვარ“ და „მე მაქვს თოფი“. დაასახელეთ ქალაქი, სადაც რობ შერიდანმა გადაიღო ეს ფოტოსურათი.

luiziana

პასუხი: ნიუ–ორლეანი
კომენტარი: 2005 წელს ქარიშხალმა „კატრინამ“ დიდი ზიანი მიაყენა ორლეანს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა ქალაქი. მაროდიორები ძარცვავდნენ მაღაზიებს. მათ შესაშინებლად მაღაზიის მფლობელმა, რომელმაც უარი თქვა ევაკუაციაზე, გააკეთა ეს წარწერები.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

5. უილიამ შექსპირი იაპონელებმა ამ პიესით გაიცნეს. ინსცენირების დროს მთარგმნელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პიესის სათაური შეეცვალათ, ვინაიდან ის იაპონელებს არაფერს ეუბნებოდა, ამიტომაც მას შედეგად “„თავისუფლებისათვის მებრძოლი ხმლის უკანასკნელი დარტყმა” უწოდეს. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება შექსპირის ამ პიესას?

პასუხი: იულიუს კეისარი
კომენტარი: იულიუს კეისარი უცნობი იყო იაპონიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის. კეისრის ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლი ბრუტუსი შექსპირის ამ ნაწარმოების ერთ–ერთი საკვანძო პერსონაჟია. ის ანსახიერებს დესპოტიის წინააღმდეგ ბრძოლას.
წყარო: 1. Человек и мир в японской культуре. Сборник статей, Под редакцией Григорьевой Т.П., Главная редакция восточной литературы издательства «Наука», 1985

6. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის, ფლემინგ ბოლვიგის თანახმად, დანიის ყოველი მერვე მოქალაქე არის იქსი, რაც, მისი აზრით, განპირობებულია მცირე ჯარიმით. ამასთანავე, იქსებს არ აწუხებთ დანაშაულის გრძნობა და თავს კლიტეების არარსებობით იმართლებენ. 1948 წელს გადაღებულმა კინოსურათმა სახელწოდებით “იქსები” კი მის შემქმნელს სახელი და დიდება მოუტანეს. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში “იქსებით”, ანუ რა ჰქვია ამ ფილმს?

პასუხი: ველოსიპედების გამტაცებლები
კომენტარი: 1948 წელს ვიტორიო დე სიკამ გადაიღო მისი შედევრი “ველოსიპედების გამტაცებლები”.
წყარო: 1. ჟურნალი “Вокруг Света”, #10, 2009 2. ბმული

7. 1501 წლის 16 აგვისტოს მრავალი ძლიერი მოწინააღმდეგით გარშემორტყმული პატარა რესპუბლიკის უხუცესებმა ერთ ახალგაზრდა ხელოვანს კონტრაქტი გაუფორმეს და იგი ერთი კონკრეტულ სამუშაოს შესრულებაზე დაითანხმეს. ყურადღება შეკითხვა: რა შეიქმნა სამუშაოს დასრულების შედეგად?

პასუხი: მიქელანჯელოს დავითის ქანდაკება
კომენტარი: მრავალი ძლიერი მოწინააღმდეგით გარშემორტყმული ფლორენციის პატარა რესპუბლიკა თავს დავითს ადარებდა, რომელიც შემძლე იყო გოლიათების დამარცხებისა.
წყარო: 1. ჟურნალი “Вокруг света”, #08, 2009 2. ბმული

8. ამ სკულპტურული კომპოზიციის ნახვა ქალაქ ბელფასტშია შესაძლებელი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სახელი და გვარი ადამიანისა, ვისაც ეძღვნება ეს კომპოზიცია?

lewis

პასუხი: კლაივ სტეიბლზ ლუისს
კომენტარი: ამ მწერლის ცნობილ ციკლში ნარნიაში მოხვედრა შესაძლებელია ჯადოსნური კარადის მეშვეობით.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

9. აპოლონიუს როდოსელის „არგონავტიკაში“ რთული ამოცანის წინაშე მყოფი იასონი მედეას დახმარებას  სთხოვს. რათა დაარწმუნოს მედეა, რომ დაეხმაროს მას, მახვილგონიერი იასონი მიმართავს ანალოგიას და უყვება ერთი ქალ–ვაჟის ისტორიას, სადაც ქალი ეხმარება ვაჟს რთული ამოცანის შესრულებაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალ–ვაჟის სახელები.

პასუხი: თეზევსი და არიადნე
კომენტარი: არიადნა დაეხმარა თეზევსს რთული ამოცანის გადაჭრაში – მისი დახმარებით დააღწია ამ უკანასკნელმა თავი ლაბირინთს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

10. ერთი ვერსიის თანახმად, ეს სიტყვა იაპონურ სლენგზე მისალმებას ნიშნავს. 1995 წელს ორმა ბიზნესმენმა ამ სახელწოდების ბრენდი ვერ დაარეგისტრირეს, ვინაიდან ასეთი სავაჭრო ნიშანი უკვე არსებობდა. ამიტომ მათ ამ სიტყვას ბოლოში ერთი სიმბოლო დაუმატეს. ყურადღება შეკითხვა: რომელი ბრენდი დაარეგისტრირეს მათ საბოლოოდ? (ბოლოში დამატებული სიმბოლო არ დაგავიწყდეთ!)

პასუხი: yahoo!
კომენტარი: დეივიდ ფილომ და ჯერი იანგმა ერთი ვერსიით თავისი ბრენდის სახელწოდება იაპონური მისალმებიდან აიღეს, რომელსაც ბოლოში ძახილის ნიშანი დაურთეს.
წყარო: 1. ბმული

11. ქალაქ კახამარკაში განლაგებულია ტურისტული ობიექტი: ვულკანური ქვისაგან აგებული პრიმიტიული ნაგებობა, რომელიც მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგება. დაასახელეთ მონარქი, რომელმაც ამ ნაგებობაში თავის სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.

atahualpa

პასუხი: ატაჰუალპა
კომენტარი: ეს ის ოთახია, რომელიც თავისი იმპერატორის, ატაუალპას გამოსასყიდლად ინკებმა ოქროთი გაავსეს. ქალაქ კახამარკა პერუში მდებარეობს.
წყარო: 1. ბმული

12. 1968 წელს ესპანელმა არქიტექტორმა რიკარდო ბოფილმა დაასრულა  ქალაქ ალიკანტეში მდებარე სასტუმროს პროექტი. სასტუმროს ერთობ ორიგინალური სახელწოდება აქვს: “იქსის იგრეკი”. საინტერესოა ისიც, რომ 1922 წელს დაწყებული იქსის იგრეკი ვერაფრით ვერ იქნა დასრულებული და ბოლოს ის თომას მანმა დაასრულა. ყურადღება შეკითხვა: რა არის შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით “იქსის იგრეკი”

kafka

პასუხი: კაფკას ციხე–სიმაგრე
კომენტარი: კაფკამ ვერ დაასრულა ეს რომანი და უანდერძა მაქს ბროდს, რომელიც ბოლოს თომას მანმა დაასრულა. ამავე სახელწოდებას ატარებს რიკარდო ბოფილის სასტუმრო.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

13. ანატოლ აბრაჰამის აზრით ჩინეთი ყველაზე ცივილიზებული ქვეყანაა დედამიწაზე სამი მიზეზის გამო: 1) მათ გამოიგონეს დენთი და არ გამოუგონიათ ცეცხლსასროლი იარაღი. 2) მათ გამოიგონეს ბეჭდვა და არ გამოუგონიათ გაზეთი. 3) მათ გამოიგონეს კომპასი და… ყურადღება შეკითხვა: დაასრულეთ ანატოლ აბრაჰამის აზრი სამი სიტყვით.

პასუხი: არ აღმოუჩენიათ ამერიკა
წყარო: 1. ბმული

14. გერმანელი ფილოლოგი ვიქტორ კლემპერერი ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ორ ჯგუფად, ინტროვერტებად და ექსტრავერტებად, ჰყოფს. მისი განმარტებით ინტროვერტი დამოკიდებულია იმ შთაბეჭდილებაზე, რომელსაც მასზე საგნები ახდენენ. ექსტრავერტი კი უარყოფს ნივთების ბატონობას და მისი ამოცანა ნივთების მეშვეობით საკუთარი თავის გამოხატვაა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით – ინტროვერტი და ექსტრავერტი?

პასუხი: იმპრესიონისტი და ექსპრესიონისტი
კომენტარი: ინტროვერტზე ნათქვამია, რომ ის დამოკიდებულია შთაბეჭდილებაზე (impression) და ექსტრავერტზე კი ნათქვამია, რომ მისი ამოცანა ნივთების მეშვეობით საკუთარი თავის გამოხატვაა (expression).
წყარო: 1. ბმული

15. ჰყვებიან ასეთ ამბავს, რომ დევონშირის ჰერცოგინიას, ჯორჯიანას ოჯახში არსებობდა ერთგვარი თამაში. ოჯახის წევრები გართობის მიზნით ლაპარაკობდნენ უცნაურ ჟარგონზე, ისინი ყველა ინგლისურ სიტყვას წინ ასო S-ს უმატებდნენ და ამგვარად საუბრობდნენ. ერთი ვერსიის თანახმად სწორად ასე დაიბადა ეს ინგლისური სიტყვა. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს სიტყვა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: სლენგი
კომენტარი: ამ თამაშს ისინი სლენგვიჯ–ს უწოდებდნენ, რომელიც შემდგომში “სლენგად” იქცა, თავად ამ თამაშის შემადგენელი სიტყვები კი დევონშირის ჰერცოგინიას ოჯახურ ჟარგონს წარმოადგენდა.
წყარო: 1. Ольга Вайнштейн «Денди: мода, литература, стиль жизни»

Advertisements

Written by linguistuss

November 15, 2009 at 10:38 pm

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჩემი აზრით წლევანდელ პირველ ლიგაში საუკეთესო პაკეტი იყო. მაგრამ სასტიკად არ მომეწონა მე–4 კითხვა. ჩემი აზრით, სურათის გადაღების ფაქტი აბსოლუტურად არაფრისმთქმელია და არასწორი მიმართულებით მიჰყავს გუნდი

    barcaman

    November 15, 2009 at 10:47 pm

  2. კარგიააა. ვისიამოვნე. მადლობა :)

    akunina

    November 15, 2009 at 10:52 pm

  3. ჰმ. მე კიდე მომეწონა ეგ შეკითხვა :)

    akunina

    November 15, 2009 at 10:54 pm

    • შეიძლება მართლა კარგი იყო და უბრალოდ თავს ვიმართლებ ეხლა :D
      რაც მთავარია პაკეტი იყო ძალიან კარგი

      barcaman

      November 15, 2009 at 11:44 pm

  4. ყოჩაღ ლევანს! ბრავო! ძალიან კარგი კითხვები იყო…

    მესამე კითხვა არ მომეწონა მხოლოდ.. დანარჩენები კარგებია..

    აი სლენგზე კიდე ჩემი აზრით სეზონის საუკეთესო კითხვაა..

    Borgez

    November 15, 2009 at 10:55 pm

  5. ძალიან სახალისო კითხვა იყო მე–13

    joli

    November 15, 2009 at 11:44 pm

  6. დიდად არ მომეწონა, ზოგი კითხვა ზედმეტად რთული იყო და ლოგიკურად გამოუცნობადი, და ზოგი პირიქით, ზედმეტად ადვილი და სწორხაზოვანი ლოგიკით გამოცნობადი.

    somebody

    November 16, 2009 at 1:57 am

  7. სუპერს შეშურდება ისეთი პაკეტია, ბრავო!

    lomski

    November 16, 2009 at 2:09 am

  8. 15 = 6 განოვიცანი, ლა ლა ლა ლა ლა
    რა მახარებს :)

    წელს ყველა ლიგაში გათამაშებულ კითხვების ფაქტებს შორის უდავოდ საუკეთესო პაკეტია. ეს კითხვები უმაღლესში უნდა დასმულიყო ჩემი აზრით.

    dorian

    November 16, 2009 at 2:46 am

  9. ძალიან კარგი კითხვებია

    NO-Spa

    November 16, 2009 at 12:02 pm

  10. სად გამოიგონეს კომპასი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: