ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ყველაზე მოკლე ანბანი

with 4 comments

წყნარ ოკეანეში, არის ასეთი კუნძული ბუგენვილი, რომელიც უდიდესია სოლომონის კუნძულების ჯგუფში. თავად კუნძული ბუგენვილი ორადაა გაყოფილი. ნაწილი სოლომონის კუნძულებს ეკუთვნის, ნაწილი კი პაპუა–ახალ გვინეას. სწორად ბუგენვილელი პაპუა–ახალგვინეელები გვაინტერესებს დღეს, რომელთა რაოდენობა არ აღემატება 4000 კაცს (თუ წიკიპედიას დავუჯერებთ).

ეს ხალხი საკომუნიკაციო საშუალებად როტოკასს იყენებს, რომელიც უნიკალური ენაა მთელს მსოფლიოში. ეს განსაკუთრებულობა კი ენაში ფონემების სიმცირით გამოიხატება, რამაც კუნძულელების ანბანი ყველაზე მოკლე ანბანად აქცია დედამიწაზე. ანბანში სულ 12 ასოა: A E G I K O P R S T U V. ბოროტი ენები ამბობენ ამაზონის ჯუნგლებში ბინადრობს ხალხი, რომელთა ენასაც Pirahã ჰქვია. ამაზონელების ენაში უფრო ნაკლები ფონემაა, მაგრამ უმოკლესი ანბანის სტატუსი მაინც პაპუაახალგვინეელებს რჩებათ, ვინაიდან ამაზონელებს დამწერლობა არ გააჩნიათ.

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ასეთი ცოტა ბგერით დანაკლისის გრძნობას როგორ არ განიცდიანო, თუმცა საქმე–საქმეზე რომ მიდგეს ორი ხმოვნით და ორი თანხმოვნითაც შესაძლებელი იქნება კომუნიკაცია, თქვენი არ ვიცი და ამ ტექსტის წაკითხვისას მე ყურში ბგერების დანაკლისს არ განვიცდი:

ეს ტექსტი ძველი აღთქმის როტოკასული თარგმანიდანაა აღებული, დაბადების პირველი თავი.

ამ თემაზე კითხვის დაწერა მინდოდა: კუნძულ ბუგენვილზე მას შემდეგი ფორმა აქვს – “A E G I K O P R S T U V”. ყველაზე მოკლე რა არის წარმოდგენილი მასზე? – მერე მივხვდი, რომ ძალიან ადვილი იქნებოდა და თავი გავანებე, შესაბამისად მხოლოდ პოსტით შემოვიფარგლე…

Advertisements

Written by linguistuss

November 18, 2009 at 3:30 pm

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ამ ენის სწავლას რომ დაიწყებ და uva, aviavia, avi, oavua, iava, voa, vuvuivua და evaia გექნება სასწავლი, მაშინ კი მოისაკლისებ კაცი დანარჩენ ბგერებს
    oire-ora-iare ქარი ქრის… ქარი ქრის… ქარი ქრის…

    NO-Spa

    November 18, 2009 at 4:18 pm

  2. ძალიან მოსახერხებელი იქნება, რადგან ბევრ შეცდომას აღარ დაუშვებენ. რაც ცოტა, უკეთესი!

    joli

    November 18, 2009 at 4:30 pm

  3. ბევრი ვიწვალე, ქართულ ენაზე შემედგინა რამე წინადადება, მაგრამ ზმნებია ძნელი მოსაფიქრებელი, რაღაც არ გამოდის.ვირი კორპუსს ესვრის-ძალიან არ გამოვიდა?

    joli

    November 18, 2009 at 4:38 pm

  4. ძაანნ მაგადია მაგრამ გოჩა ტყეშელაშვილს ეგონა რომ ეს ასოები სულ 11 არის 12 ვთქვი და შეცდომაში ჩამითვალეს… დასანანია ხომ… :(

    niako

    November 21, 2009 at 9:30 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: