ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

სიმპსონები ტყუიან, თუ ფერმა?

with 24 comments

არც სიმპსონების მოყვარული ვარ და არც სამსონაძეების, თუმცა ხანდახან კარგად ხუმრობენ ხოლმე. განსაკუთრებით მომწონს ხუმრობები, რომლებიც საშუალო სტატისტიკურ იუმორს სცილდება. თქვენ წინაშე წარმოდგენილი კადრიც ასეთი იუმორის ილუსტრაციაა. მოუმზადებელმა ადამიანმა ამის ნახვის შემდეგ შეიძლება მხრები აიჩეჩოს და სხვა არხზე გადართოს, ან მედიაპლეიერი დახუროს, თუმცა ეს კადრი ისეთ რაღაცას შეიცავს, რაზედაც აუცილებლად ღირს ლაპარაკი. საუბარი ჩვენი ჰომეროსის უკან გაკეთებულ უწყინარ წარწერაზე მაქვს:

მათ საყურადღებოთ, ვინც კვლავ ვერ მიხვდა ვერაფერს განვმარტავ, რომ ასეთი ტოლობა 20 წლის ვერავის ვერ გააკვირვებდა და შინააარსიც ირონიული არ ექნებოდა. ამ ტოლობას ხომ ფერმას დიდი თეორემა კრძალავს, რომელიც 358 წლის განმავლობაში ჰაერში ეკიდა. მისი ისტორია კი ასეთია: ფრანგი იურისტი, პიერ ფერმა, რომლისთვისაც მათემატიკა მხოლოდ ჰობი იყო, ძვ. ბერძენი მათემატიკოსის, დიოფანტეს ნაშრომის, “არითმეტიკის” კითხვის დროს წააწყდა ფრაზას, სადაც ეწერა, რომ არ მოიძებნება ისეთი ორი მთელი დადებითი რიცხვი რომელთა კუბების ჯამი რომელიმე სხვა რიცხვის კუბის ტოლი იქნებაო. რაზედაც ფერმამ წიგნის არეზე მიაწერა, ეს ჭეშმარიტია არამხოლოდ კუბების, არამედ მეოთხე ხარისხების და საერთოდ ნებისმიერი ხარისხის შემთხვევაშიო, ამის დამტკიცება შემიძლია, თუმცა წიგნის მარგინალიაზე ადგილი არ მყოფნის და შესაბამისად ვერ დავამტკიცებო…

დიოფანტეს “არითმეტიკის” წიგნის კიდეში მიწერილი პიერ ფერმას კომენტარი, როგორც უკვე აღვნიშნე, 358 წლის განმავლობაში აღელვებდა კაცობრიობას. მრავალ დიდ მათემატიკოსს ხელი მოეცარა, მრავალმა ნაწილობრივ დაამტკიცა, მაგალითად ლეონარდ ეილერმა აჩვენა, რომ მე–100 ხარისხის ფარგლებში ფერმას თეორემა ჭეშმარიტიაო, თუმცა ეს თეორემა იმითაა გენიალური და ამავდროულად რთულად დასამტკიცებელი, რომ n რაც არ უნდა დიდი ავიღოთ, მაინც ჭეშმარიტი უნდა იყოს, შესაბამისად კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

მათემატიკოსებმა კინაღამ დაიჯერეს, რომ ფერმამ იხუმრა და სერიოზულად არ უთქვამსო. არტურ პორჯესმა ერთი საყვარელი მოთხრობაც კი გამოაცხო ამ თემაზე “საიმონ ფლეგი და ეშმაკი”, სადაც ამ თეორემას ეშმაკიც კი ვერ დაამტკიცებს და გაწბილებული დამარცხდება მთავარ პერსონაჟთან ორთაბრძოლაში, თუმცა როგორც ყველაფერს, ამ ისტორიასაც გამოუჩნდა მთავარი გმირი – ინგლისელი მათემატიკოსი, ენდრიუ უაილსი, რომელმაც 1995 წელს მთელი მათემატიკური საზოგადოება გააოცა თავისი არატრივიალური ნაშრომით, სადაც მას ფერმას დიდი თეორემის დამტკიცებაზე ჰქონდა პრეტენზია გამოთქმული. მათთვის ვისაც სირთულეები უყვარს, ან არ იცის რა არის რთული ტექსტი, შეუძლია უაილსის დამტკიცებას გაეცნოს [გადმოსაწერი ბმული]. მათემატიკოსებმა ბევრი იმსჯელეს, შურისგან გასკდნენ, ხელები აწიეს და თქვეს აფერუმ შენს ვაჟკაცობას, ჩვენო ენდრიუ. მას შემდეგ ენდრიუ უაილსი მთელმა დედამიწამ გაიცნო, გადაიღეს მის შესახებ ფილმები და ერთი სიტყვით ნამდვილი გმირი მოევლინა ბრიტანეთს. ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ საიმონ სინგჰის წიგნში “ფერმას ენიგმა”, მე კი კვლავ სიმპსონებს დავუბრუნდები.

სიმპსონების შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ჰომერ სიმპსონის ზურგსუკან განთავსებული ტოლობა ჭეშმარიტია და ფერმა იტყუება. ამის შესამოწმებლად შეგვიძლია დავწეროთ მარტივი პროგრამა C++ –ზე (ვინაიდან ჩვენი კალკულატორი ამდენს ვერ გაქაჩავს) და შევამოწმოთ მართლა ასეა, თუ არა:

int main(int argc, char* argv[]) {

__int64 a,b,c,d;

a = pow(1782,12);
b = pow(1841,12);
c = a+b;
d = pow(1922,12);

if (c=d)

cout<< “Simpsonebi martlebi arian, ferma tyuis!\n”;

else

cout<< “Simpsonebi tyuian\n”;

getch();
return 0;

}

ეს პროგრამა რომ დავაკომპილიროთ და გავუშვათ ის დაგვიწერს:  Simpsonebi martlebi arian, ferma tyuis!

ძვირფასო ინტელექტუალებო: ვინ ტყუის გამაგებინეთ, სადაა შეცდომა? :)

[სწორ პასუხის შემცველ კომენტარებს 1 კვირით დავმალავ, ასე რომ გაითვალისწინეთ და თუ მიხვდით თქვენთვის შეინახეთ, აცადეთ სხვებსაც]

Advertisements

24 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. linguistuss, არაპროგრამისტები არც კი მიაქცევდნენ ყურადღებას მაგ პროგრამას,ჩათვლიდნენ რა,რომ შენ,როგორც კომპეტენტურმა პროგრამისტმა ის სწორად დაწერე.

    ამიტომ,მაპატიე მაგრამ კაპიკია მაგ გამოცანა/ხუმრობის ფასი

    SCHIZOPHRENIA

    November 21, 2009 at 6:48 pm

    • ხანდახან ის ფაქტორი, რომ მე “კომპტენტური პროგრამისტი” ვარ დამაბნეველია ხოლმე. ნუ მოკლედ, კაი, გავიარეთ… ხვალ საქართველოს ბანკის მეორე ტურს ჩავატარებ, მერე აქ დავპოსტავ და იმ კითხვებზე იფიქრეთ :)

      linguistuss

      November 21, 2009 at 9:29 pm

  2. ბატონო ვახტანგ, მგონი ცოტა თავში აგვივარდა, არა?

    icognito

    November 22, 2009 at 9:34 am

    • ვის აუვარდა თავში, მე თუ თქვენ? მგონი არავის არ ავარდნია თავში. ჩემს დაბადების დღეზე გავერთე და ერთი პოსტი დავწერე ისეთი, რომელიც პირადად მე მაინტერესებს. ხომ მქონდა უფლება? :)

      linguistuss

      November 22, 2009 at 10:26 pm

    • მინდა გავიგო, რას გულისხმობდით, როცა ბატონ ვახტანგს, ეუბნებოდით თავსი აგივარდაო :)

      me

      June 19, 2011 at 8:32 pm

  3. პროგრამირების არაფერი გამეგება, მაგრამ სიმპსონები რომ ტყუიან, ერთი შეხედვითაც აშკარაა: 1782–ის ნებისმიერი ხარისხი
    ლუწი რიცხვი იქნება, 1841–ისა კი კენტი, ლუწ რიცხვს რომ კენტი მივუმატოთ, ჯამი კენტი იქნება, მაგრამ ტოლობის მეორე მხარეს ლუწი რიცხვია.

    borbolia777

    November 22, 2009 at 11:34 am

  4. ეს პოსტი ხომ იყო დამაბნეველი არაპროგრამისტის “უბადრუკი” ტვინისათვის და კომენტარებიდანაც რომ ვერაფერს მივხვდი? ცუდადაა ჩემი საქმე?

    sandro

    November 25, 2009 at 5:28 pm

  5. რა ლუწი რა კენტი :D

    1782–ის1841–ის და 1922-ის მეთორმეტე ხარისხი დაახლოებით ერთი და იგივეა :D

    dixtosa

    November 25, 2009 at 7:34 pm

    • აბა, დაამტკიცე, რომ დაახლოებით ერთი და იგივეა :)

      borbolia777

      December 8, 2009 at 6:39 pm

  6. არ ვიცი ელერდაშვილმა რატომ ჩათვალა რომ მისი C++ პროგრამა უფრო დიდ რიცხვებს გაწვდება ვიდრე ედვანს მოუდზე გადართული კალკულატორი, მაგრამ მაინც :)

    თითქმის იგივე არაა – სხვაობა საკმაოდ დიდია.

    orbolia777
    სწორად მსჯელობს ეს კაცი. ნუ ლუწი რიცხვი რაზეც არ უნდა გაამრავლო, შედეგი რომ ლუწი იქნება ფაქტია ხო. მაგრამ აი კენტი რიცხვის ნებისმიერი ხარისხი რომ კენტი იქნება ცოტა ჩავფიქრდი. მაგრამ მალევე მივხვდი რომ არა თუ ნებისმიერი ხარისხი, კენტი რიცხვების ნებისმიერი ნამრავლი, მაინცკ ენტი იქნება.

    ასე რომ რესპექტ შენს მსჯელობას :)

    • კარგად მახსოვს ეგ მოთხრობა “საიმონ ფლეგი და ეშმაკი” :)
      ისე, ეს წმინდა აპროგრამისტული, სუფთა მათემატიკური მსჯელობა სიმპსონების განტოლებაზე..

      იკაჯავა

      June 6, 2011 at 7:16 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: