ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Perfectionnement Italien

with 4 comments


მსურს გაგიზიაროთ გამომცემლობა Assimil-ის იტალიურის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე საშუალო დონეზე ფლობს იტალიურს. წიგნს მოყვება აუდიო მასალა. ყველაფერი ერთ ფაილშია დაარქივებული და ატვირთულია ქართულ სერვერზე.

გამომცემლობა  Assimil-ის შესახებაც ვიტყვი ორ სიტყვას. ამ გამომცემლობას უამრავი ენის შემსწავლელი სახელმძღვანელო აქვს გამოცემული, ლათინურიდან დაწყებული სუაჰილით დამთავრებული. ეს სერია გამოირჩევა თავისებური მეთოდით და მიდგომით, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს.

ამ გამომცემლობის წიგნებს თარგმნიან მრავალ ენაზე. მაგალითისთვის ნანახი მაქვს ინგლისურად, გერმანულად, იტალიურად და რუსულად. შესაბამისად ვინმე თუ ითავებს და ქართულადაც დაიწყებს ამ წიგნების თარგმნას ურიგო არ იქნება, ვინაიდან ფრანგული ყველამ არ იცის…

ეს წიგნი იდეალური შემთხვევაა მათთვის, ვინც ორივე ენა იცის, ფრანგულიც და იტალიურიც და სურს გაიღრმავოს ცოდნა, ან აღიდგინოს წარსულში შეძენილი ცოდნა. დიალოგები იმდენად ცოცხალი და თვითმყოფადია, დატვირთული იდიომებითა და ფრაზეოლოგიზმებით, რომ მხოლოდ მათი მოსასმენა ღირს ერთ რამედ…

გადმოწერა (allshares.ge)
გადმოწერა (up.jeje.ge)

Advertisements

Written by linguistuss

November 25, 2009 at 11:47 am

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. გაიხარე, იტალიურს ვსწავლობ.

    pikrebi

    November 25, 2009 at 9:53 pm

  2. დიდი მადლობა ვახო, საინტერესო მასალაა ძალიან. მე იტალიურის სპეციალისტი ვარ, ცოტა ფრანგულიც ვიცი, პროფესიონალურად დავაკვირდები სახელმძღვანელოს(უკვე ვიწერ) და ვინ იცის იქნებ ერთ მშვენიერ დღეს კიდევაც ვთარგმნო ქართულად.ქართულ ენოვანი ნორმალური სასწავლო წიგნები იტალიურის არც არსებობს.

    ketusiaaaaa

    November 25, 2009 at 10:01 pm

  3. ვაიმე, იტალიური დამავიწყდა სულ, არადა 8 წელი ვსწავლობდი სკოლაში, იემდია, გახსენებაში დამეხმარება… ფრანგულის ბაიბურში არ ვარ, მაგრამ მივხვდები რამეს :))

    D@niko

    November 27, 2009 at 3:01 pm

  4. ვსწავკლობ იტალიურს და ეს წიგნიც მაინტერესებს….Grazie mille…

    Lili

    January 14, 2010 at 9:12 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: