ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ორენოვანი სონეტი

with 16 comments

ამ რამდენიმე წლის ჩემმა მეგობარმა, ლევან ჩხეიძემ სონეტი მომიძღვნა რუსულ ენაზე, შემდეგ ეს სონეტი მე ქართულად ვთარგმნე და ამით ორივე ძალიან გავერთეთ. საბოლოოდ კი ეს სონეტი მიმავიწყდა და დღეს ვიპოვე ძველ ფაილებში. შესაბამისად დავდებ აქ, მერე ადვილად რომ მოვძებნო, როცა სიბერის ჟამს…

ლ’ორიჟინალ

Библиотекарь наш скупой,
Томов суровейший хранитель,
Ворота знании приоткрой,
Впусти меня в свою обитель,

И одолжи мне том – другой,
Поверь, я вовсе не грабитель,
И не маратель книг тупой,
А культа книг простой служитель.

И ты не Хорхе, ты – другой,
Он лабиринта злобный житель,
Враг просвещения слепой,
Дурных обычаев ревнитель.

Коль не одолжишь книгу мне,
Сгоришь на медленном огне.

ლე თარგმან

ძუნწო მსახურო წიგნის საცავის
მუდამ ამაყობ ნარჩევი წიგნით,
გამიღე ცოდნის კარი – დამცავი
შენს სამყოფელში შემიშვი შიგნით

წიგნიც მათხოვე, იყავ კეთილი
ქურდი არა ვარ, მე, უსახური,
არც წიგნის მუსრი, შუბლგაწყვეტილი,
არამედ წიგნის კულტის მსახური!

შენ არაფერი გცხია ხორხესი*
მისთვის ტვირთია უსინათლობა,
შენი სადარი არის ბორხესი,
მან ჩვენ გვასწავლა წიგნით დათრობა!

თუ არ მათხოვებ წიგნებს ამიერ
ცეცხლზე იწვები მრავალჟამიერ!

*ხორხეში უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” მთავარი უარყოფითი პერსონაჟი ბურგოსელი ხორხე იგულისხმება, ბიბლიოთეკის ბრმა და ფანატიკოსი დარაჯი.

Advertisements

Written by linguistuss

December 6, 2009 at 3:01 am

16 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ლე კომენტარ (ლე როფლ)

    ნინო

    December 9, 2009 at 10:56 pm

  2. sandro რა თქმა უნდა ღადაობაა :)
    და საერთოდ მე რამდენადაც მახსოვს, სონეტის დაწერა ლევან ჩხეიძეს უბიძგა იმ ფაქტმა, რომ ვახომ მას წიგნი არ ათხოვა :P

    Nazgha

    December 10, 2009 at 10:35 am

    • ხელუხლებელი საცავიდან წიგნებს არავის ვათხოვებ, მათ შორის შენც, რის შესახებაც კარგად მოგეხსენებათ ორივეს… :)

      linguistuss

      December 10, 2009 at 12:17 pm

  3. ორიგინალი ძალიან მომხიბვლელია უნდა ითქვას. წერე ჩხეიძე, წერე. თარგამნზე უკეთესი ქმნილებები მინახავს, მათ შორის ამ ბლოგზე. ასე რომ შენც წერე ვახულიკ, თან აუცილებლად

    nika

    January 17, 2010 at 12:19 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: