ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

დაჩი ქინქლაძის შეკითხვები

with 4 comments

ვაგრძელებ ახალგაზრდა ავტორების წარდგენას. ამჯერად დაჩი ქინქლაძის შეკითხვებს წარმოგიდგენთ, რომლებიც თბილისის ჩემპიონატზე დაისვა გასულ ტურებში. ვინაიდან მთავარი რედაქტორი პირველ და მეორე ლიგაში მე ვარ შესაბამისად მიწევდა ახალი ავტორების გამოვლენა და შემდეგ მათთან თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ დაჩი თემატიკაში ჩაკეტილია და მისი კითხვები უმთავრესად სპორტიდან, ან ქართული თემატიკიდანაა, მისი “შემოქმედება” მე ძალიან მომწონს. ვნახოთ თქვენ რას იტყვით…

1. 2009 წლის 29 სექტემბერს გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” სტალინის ძეგლთან დაკავშირებულ დისკუსიასადმი მიძღვნილ სტატიაში ნახსენები იყო ერთი კუნძული, ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს კუნძული.

პასუხი: გრენლანდია
კომენტარი: ცნობილი ფრაზა „გაიტანეთ გრენლანდია“ ფილმიდან „ცისფერი მთები“.
წყარო: გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 2009 წლის 29 სექტემბრის გამოცემა.

2. იუდოში მძიმე წონაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონის, ტედი რინერის, მეტსახელი  დაკავშირებულია გასული  საუკუნის დასაწყისში მომხდარ ერთ–ერთ ნადირობასთან. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ ამ ნადირობის მონაწილე პრეზიდენტის სახელი და გვარი.

პასუხი: თეოდორ რუზველტი
კომენტარი: მისი მეტსახელია „დათუნია ტედი“ აგებულების, ახალგზარდული ასაკისა და სახელის გამო, ხოლო ფრაზა „დათუნია ტედი“ თეოდორ რუზველტს და მის მიერ ნადირბისას შეწყალებულ დათვს უკავშირდება.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

3. ვანო ჯავახიშვილის შოუში 2009 წლის 26 ივნისის გადაცემაში წარმოდგენილი იყო ერთ–ერთი დაწესებულების აბრა, რომელზეც  შემდეგი თანმიმდევრობით  ეწერა:  1. სუდარები 2. საქორწინო ვარცხნილობა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კლასიკური ნაწარმოების სახელწოდება, რომელიც ვანომ ახსენა ამ სურათის კომენტირების დროს.

პასუხი: ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს
წყარო: „ვანო ჯავახიშვილის შოუ“– 2009 წლის 26 ივნისი

4. უცნაური დამთხვევითა თუ სიმბოლური ჩანაფიქრით ერთმა ჟურნალისტმა თავის სტატიაში, რომელიც ამ ქალაქში ჩატარებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნებოდა, მოახდინა ჯორჯ ორუელის ფრაზის ციტირება: „სპორტი ეს არის ომი სროლის გარეშე“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქი, სადაც ეს ოლიმპიადა ჩატარდა.

პასუხი: ლოს–ანჯელესი
კომენტარი: 1984 წელს ლოს–ანჯელესში ჩატარდა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. ჯორჯ ორუელის რომანსაც ასე ეწოდება: „1984“.
წყარო: 1. ბმული

5. მას შემდეგ, რაც ვალტერ მაძარი ამ იტალიური კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მისმა გუნდმა ორ ურთულეს ორთაბრძოლაში გაიმარჯვა, რის შემდეგაც, გაზეთმა „ლელომ“ დაბეჭდა სტატია სათაურით: „მაძარია, თუ ნაპოლეონი“. ყურადღება შეკითხვა: რომელი იტალიური კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ვალტერ მაძარი?

პასუხი: ნაპოლის
კომენტარი: საუბარია სიტყვების თამაშზე „ნაპოლი“ და „ნაპოლეონი“.
წყარო:  გაზეთი ლელო, 2009წლის 2 ნოემბერი.

6. ცოტა ხნის წინ კენიის ეროვნულ პარკში სტუმრობისას უსეინ ბოლტმა 13 200 დოლარად შეიძინა გეპარდის ლეკვი. ამასთან დაკავშირებით გაზეთ „ლელოში“ დაიბეჭდა  ხუმრობანარევი სტატია სახელწოდებით „უსაინ ბოლტმა შეიძინა იქსი“. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვა დავშიფრეთ იქსით, თუ ამ დარბაზში იქსები მრავლად არიან.

პასუხი: კონკურენტი
კომენტარი:  როგორც ცნობილია ბოლტი არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი და მსოფლიოს რეკორდსმენი, ხოლო გეპარდი ყველაზე სწრაფი ცხოველი, სტატიის ავტორმა კი  აღნიშნა რომ რადგანაც ბოლტს ადამიანებიდან კონკურენციას ვერავინ უწევს მან კონკურენტი ცხოველებში შეიძინა. დარბაზში კონკურენტები მრავლად არიან :)
წყარო:  გაზეთი „ლელო“ 2009 წლის 5 ნოემბერი.

7. რეპორტიორმა ჩარლზ ბერგსტრესერმა ორ თანამოაზრესთან ერთად 1882 წელს, ნიუ–იორკში, ვოლ–სტრიტის (wall-street) 15 ნომერში დაარსეს კომპანია. ყურადღება შეკითხვა: რა გვარები იყვნენ ბერგსტრესერის თანამოაზრეები?

პასუხი: დოუ და ჯონსი
კომენტარი: უოლ–სტრიტზე როგორც ცნობილია განლაგებულია საფინანსო დაწესებულებები, ბირჟები. (დოუ–ჯონსის ინდექსი, დოუ–ჯონსის ფაქტივა) , ამასთან  დოუ–ჯონსის კომპანია გამოსცემს ასევე wall-street journal-ს.
წყარო:  1. ბმული

8. მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გაიმართა მატჩი პლაჟის ფეხბურთში ბრაზილიისა და იტალიის ნაკრებებს შორის, სადაც ბრაზილიელებმა გაიმარჯვეს 6–4. მატჩი იმდენად სახალისო აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია “ევროსპორტის” კომენტატორმა რეპორტაჟი დაასრულა ფრაზით, რომლითაც სრულდება 1892 წელს შექმნილი კლასიკური ნაწარმოები. მაშ, რა ფინალური ფრაზით დაასრულა კომენტატორმა რეპორტაჟი?

პასუხი: ფინიტა ლა კომედია
კომენტარი: სახალისო მატჩი კომენტატორმა დაასრულა სიტვყებით „finita la comedia“, ასევე სრულდება იტალიური ოპერა “ჯამბაზები”.
წყარო: 1. ბმული 2. ტელეკომპანია ევროსპორტი, 2009 წლის 20 ნოემბერი, ბრაზილია–იტალიას მატჩი.

9. [შეკითხვაში არის ცვლილება] მას შემდეგ, რაც ერაყის სასამართლო განაჩენს გამოიტანს და განსასჯელ პიროვნებას სიკვდილს მიუსჯის, მოსამართლე სიკვდილმისჯილს გადასცემს შავ სამკლაურს, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. შავ სამკლაურს ჩვენ სხვა სფეროდან ვიცნობთ, სადაც ის პირველად მექსიკაში გამოჩნდა 1970 წელს. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში “შავი სამკლაური”?

პასუხი: წითელი ბარათი
კომენტარი: 1970 წელს მექსიკაში ჩატარდა მსოლიო ჩემპიონატი ფეხბურთში სადაც პირველად გამოჩნდა წითელი ბარათი, როგორც მსაჯის მიერ გამოტანილი განაჩენი… წითელი ბარათით  მსაჯი ფეხბურთელს აძევებს მოედნიდან, ერაყში მოსამართლე  – „ცხოვრებიდან“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

10. ჩაიწერეთ ნაწყვეტი შოთა ნიშნიანიძის ლექსიდან: “ზოგი მიფრინავს, უკან რჩება ჟამი და სივრცე, ზოგი მიჩოჩავს, სიმწრის ოფლი გასდის კბილებში, მაგრამ ქომაგი იშველიებს ანტიკურ სიბრძნეს”… შემდეგ სტრიქონში მოყვანილია ანტიკური სიბრძნე. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ აზრობრივად ეს ანტიკური სიბრძნე.

პასუხი: ვერ დაეწევა, ბატონებო, კუს აქილევსი
კომენტარი: საუბარია ზენონ ელეელის აპორიაზე, პირველი სტრიქონი აქილესის ალუზიაა (მიფრინავს), მეორე – კუს (მიჩოჩავს).
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

Advertisements

Written by linguistuss

December 12, 2009 at 10:58 pm

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. გეპარდის ლეკვზე შეკითხვა ჩემმა ერთმა ნაცნობმა დამისვა, თან სწორი პასუხი არ უთქვამს. ვერსიები მქონდა გასაოცარი :). ამოვისუნთქე. კარგი კითხვა იყო, ძალიან მომეწონა “გრენლანდიაც”.

    sandro

    December 13, 2009 at 12:29 am

  2. ძალიან მომწონს დაჩის კითხვები… მართალია არის თითიდან გამოწოვილი ფაქტებიც, მაგრამ ძირითადად ძლიან კარგი კითხვები აქვს ხოლმე…

    chiqo

    December 13, 2009 at 12:45 am

  3. მე რამდენადაც მახსოვს მე–4 შეკითხვაში ზაფხულის ოლიმპიადა არ იყო ნახსენები და ამიტომ სარაევო ჯდებოდა გადასარევად. 1984 წელი – სარაევოს ოლიმპიადა და “სპორტი ეს არის ომი სროლის გარეშე” – ალუზია ფრანც–ფერდინანდის მკვლელობაზე. 100% დარწმუნებული ვიყავი, რომ სარაევოა სწორი პასუხი და ლოს–ანჟელესი, რომ გამოაცხადეს ძალიან აღვშფრთოვანდი :D

    P.S. მშვენიერი კითხვებია, ძალიან მომწონს შეკითხვები გრენლანდიაზე და ბოლტზე.

    Nazgha

    December 13, 2009 at 1:17 pm

  4. კარგი კითხვებია. ჩემმა გუნდმა პირველ ლიგაში 10–დან 7 აიღო. გრენლანდია ბოლო წამზე ავიღეთ. თავიდან წმინდა ელენე დავწერეთ, მაგრამ დამაჯერებლად არ გვეჩვენა. ბოლოს ერთ–ერთმა გუნდელმა კუნძულების ჩამოთვლა დაიწყო, გრენლანდიაც ახსენა. მეც ,,გაიტანეთ გრენლანდია” გამახსენდა და ეგ იყო… ,,ვერ დაეწევა კუს აქილევსი” მგონი მარტო ჩვენ ავიღეთ:)

    borbolia777

    December 13, 2009 at 2:42 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: