ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ფანჯარა იგივე ხუთკუნჭულა!

with 33 comments


დღევანდელ შესავალს მარტივი შეკითხვით დავიწყებ, თუ იცით თვლა სპარსულად ერთიდან ექვსამდე? რა თქმა უნდა, იცით! – იექ, დუ, სე, ჩაჰარ, ფანჯ, შეშ… და შემდეგ როგორ გრძელდება გაინტერესებთ? – მართალია, მეც არ მაინტერესებს, ამიტომ ყურადღება მოცემულ ექვსეულზე, უფრო სწორად კი ერთ–ერთ მათგანზე ხუთიან “ფანჯ”–ზე შევაჩეროთ. ეს სიტყვა ისეთ დამალულ ადგილებში აღმოვაჩინე, რომ ძალიან გამიკვირდა, რასაც ეხება ჩემი ქვემორე მონათხრობი…

ჩვენს დროებაში, ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნით რომ ვეღარავის გააკვირვებ, ყველამ იცის რას ნიშნავს სიტყვა Punch (მუშტის დარტყმა), რომელსაც ფესვები ლათინურ ენაში აქვს, სადაც punctum იმავეს აღნიშნავდა, რასაც არაბული ტაყანა (იხილეთ ჩემი ძველი პოსტი). “ფანჩ”–ს ინგლისურ ენაში ასევე ალკოჰოლურ სასმელსაც უწოდებენ. თურმე კი არა მისი სახელწოდება სპარსული “ფანჯ”–იდან მომდინარეობს. მის დასამზადებლად ხუთი განსხვავებული ტიპის ინგრედიენტია საჭირო: ალკოჰოლი, შაქარი, ლიმონი, წყალი და ჩაის ფოთლები, ამიტომაც ამ სასმელს ინდოეთში მოიხსენიებდნენ, როგორც “ფანჯ” (ან “პანჩან” – სანსკრიტზე), შემდეგ ინგლისელებს მოსწონებიათ და თავის ენაზე რომ ჩაუწერიათ Punch გამოსულა. ფრანგებს ეს “ფანჩ” წაუკითხავთ როგორც “პუნშ” და ფრანგულენოვანი ლიტერატურის წყალობით რუსულის გავლით ეს სიტყვა ჩვენთან პუნშის სახით დამკვიდრდა, სადაც პირველწყარო “ფანჯ” მთლიანადაა დაკარგული.

მეორე ისტორია სურათს ეხება, რომელზეც ირანის ქალაქ ქაშანშია გადაღებული. სურათზე ტრადიციული სპარსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელ ხუთკუთხა ფანჯარას ვხედავთ. ჯერ ვერაფერს მიხვდით? მგონია, რომ კი! ფანჯარა ქართულში სპარსულიდანაა შემოსული. არ ვიცი ჩვენი წინაპრები მანამდე ფანჯარას სარკმელს უწოდებდნენ, თუ რამე სხვა სიტყვა ჰქონდათ. აი, სპარსულში კი “ფანჯარე” “ხუთკუთხას” ნიშნავს, ანუ იმას რასაც ვხედავთ სურათზე. საინტერესო ის არის, რომ სიტყვები: “ფანჯარა”, “ხუთკუნჭულა” და “პენტაგონი” თარგმანში დაახლოებით იდენტურად ჟღერს და აბსოლუტურად განსხვავებულ ცნებებს აღნიშნავს.

Advertisements

Written by linguistuss

January 22, 2010 at 11:07 pm

33 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. გავკადნიერდები და ვიკითხავ ჩემი გუნდი ვერ მოხვდა 25 საუკეთესოში? (რა თავმდაბლობაა):):):)

    nino

    January 28, 2010 at 8:25 pm

  2. ლინგვისტუს არ გვეტყვი სად და როდის ტარდება მარათონი? :(

    atila

    January 29, 2010 at 11:25 pm

    • არა… იმიტომ რომ მაყურებლებისთვის ადგილები გათვალისწინებული არ არის და ვინც თამაშობს მათ უკვე იციან.

      linguistuss

      January 30, 2010 at 1:24 am

  3. ესე გასაიდუმლოება არ მესმის. ეს ინტელექტუალური მარათონია თუ KGB–ს სხდომა?

    Pegi

    January 30, 2010 at 11:13 am

    • :):):) პეგი გეთანხმები სრულიად!

      atila

      January 30, 2010 at 12:25 pm

    • მასონთა ლოჟის შეკრებაა…

      linguistuss

      January 30, 2010 at 12:50 pm

  4. უი, მასონი ვყოფილვარ და არ მცოდნია …:)

    lomski

    January 30, 2010 at 3:13 pm

    • ჩაგვწერეთ მასონებში :)

      Shotamur

      February 1, 2010 at 4:28 am

  5. ორიოდ სიტყვა ჩარდახზეც გვითხარით :)

    monogamist

    February 12, 2010 at 8:00 pm

  6. ისე “პენტაგონი” ხუთკუნჭულასი რა გითხრა და ქართულად “ფინთი-გონი” უფრო გამოდის, იქნებ ქართულად მართლაც ყველაფრის ნამდვილი ახსნა ხდება

    ქართველი

    January 16, 2013 at 11:33 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: