ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ჯეიმს იანგ სიმპსონი

with 10 comments

ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებებს ადამიანები უხსოვარი დროიდან ეძებდნენ. ძვ. ეგვიპტელები ამ მიზნით ნიანგის ქონს იყენებდნენო, ძველი ბერძნები კი მანდრაგორასგან დამზადებულ ნაირნაირ ნაყენსო, თუმცა ეს საკითხი არ მაინტერესებს და სიტყვის მასალად გამოვიყენე, სადღაც ამოკითხული მოშველიებული ფაქტები. მსურს ტკივილის გაყუჩების შედარებით თანამედროვე საშუალებებზე, უფრო ზუსტად კი ქლოროფორმზე ვისაუბრო, რომელიც 1831 წელს მიუღია აცეტონისა და ეთანოლისაგან ერთ ფრანგ ქიმიკოსს, ეჟენ სუბეირანს.

ეს უსუნო სითხე საერთოდ არავის ეცოდინებოდა, რომ არა ჯეიმს იანგ სიმპსონი, რომელმაც 1847 წლის ერთ საღამოს მისი საკმარისი დოზა საკუთარ თავზე გამოსცადა და ღრმა ძილით დაიძინა. გამოღვიძებულმა სიმპსონმა აღმოაჩინა, რომ ქლოროფორმი თავის საქმიანობაში გამოადგებოდა. იგი კი აკუშერი გახლდათ და ქალების მშობიარობით იყო დაკავებული. ჰოდა მშობიარობდნენ ეს ქალებიც ამის შემდგომ მძინარეები, ქლოროფორმით გაბრუებულნი და ყველა ბედნიერი იყო, თუმცა ანგლიკან მშობელთა კავშირი სიმპსონის წინააღმდეგ აჯანყებულა და უთქვამს, როგორ ბედავო, ღმერთმა ქალებს ტანჯვაში და ტკივილში დაუნიშნა მშობიარობა, აკი ბიბლიაში წერია:

“განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ.” წიგნი დაბადებისა, თავი 3, 16

ამასთან დაკავშირებით ჯეიმს სიმპსონს ბიბლიის სხვა თავის ციტირება მოუხდენია, სადაც ნათქვამია, თუ როგორ მოჰგვარა ღმერთმა ადამს ძილი, როგორ გამოუღო ნეკნი და შექმნა მისგან ევა. ნიშნი მოუგია ანგლიკან მშობელთა კავშირისათვის, თავად ღმერთი იყენებდა ძილისმომგვრელ საშუალებებს ოპერაციის დროს და მეც რომ გამოვიყენო რა დაშავდებაო, ჰოდა ეს ამბავი ასე მიჩუმათებულა, თუმცა ეკლესია კვლავაც შფოთავდა. ამ ყველაფერს კი წერტილი დედოფალმა ვიქტორიამ დაუსვა, როდესაც 1853 წელს თავისი მერვე შვილი, პრინცი ლეოპოლდი ქლოროფორმის ზემოქმედების ქვეშ ძილში მყოფმა შვა, რის შემდეგაც ქლოროფორმის გამოყენება ფართო მასებმა დაიწყეს.

P. S. ოპონენტების წესდების სიღრმისეულად ცოდნა ხანდახან აუცილებელი და სასარგებლოა ხოლმე.

Advertisements

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. “ანგლიკან მშობელთა კავშირი” :D :D :D

    akunina

    January 22, 2010 at 2:04 am

  2. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” :)

    litterator

    January 22, 2010 at 12:14 pm

  3. არსებობს ასეთი გამოთქმა: ტკივილს უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისათვის, ვიდრე გამაყუჩებელსო.

    joliiii

    January 22, 2010 at 12:59 pm

  4. ოპონენტების წესდება)))

    NO-Spa

    January 22, 2010 at 4:59 pm

  5. პ.ს-მ გაასწორა ვიცინე :)
    ისე მაგრად მევასება აქ შემოსვლა ისეთ რამეებს ვიგებ არასოდეს რომ არ მომივიდოდა თავში მე თვითონ მომეძებნა : )

  6. ქალების მშობიარობით რომ იყო დაკავებული :)))
    რითი ხარ დაკავებული კითხვაზე მაგარი პასუხია :)

    პრინც ლეოპოლდს კიდევ ჰემოფილია ჭირდა, ვინ იცის იქნებ ანგლიკან მშობელთა კავშირმა ეს მემკვიდრეობითი დავადება სათავისოდ გამოიყენა …

    ani4ka

    January 22, 2010 at 10:22 pm

  7. როცა ღმერთმა ადამის ნეკნისგან ევა შექმნა, ადამიანები უცოდველი არსებები იყვნენ და ედემის ბაღში ცხოვრობდნენ, ხოლო “ღმერთმა ქალებს ტანჯვაში და ტკივილში დაუნიშნა მშობიარობა” მხოლოდ მას შემდეგ რაც ისინი ედემის ბაღიდან განდევნა. ასე რომ ოპონენტების წესდების სიღრისეულად ცოდნასთან ერთად ქრონოლოგიის ცოდნაც არ გვაწყენდა.

    ingula

    January 23, 2010 at 12:41 am

    • ედემის ბაღიდან განდევნისას,ქალს გაცილებით დიდი სასჯელი დაეკისრა ვიდრე მამაკაცს და ეს სასჯელი მხოლოდ მშობიარობას არ ეხებოდა:)…დაბადება-2;16.”და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ.”-ანუ მწუხარება ქალს სხვა საკითხებშიც არ მოაკლდებოდა,მათ შორის შედის მამაკაცის ბატონობა(ფართო გაგებით) ქალზე,ამ შემთხვევაში ცოლზე:)

      ქეთი

      March 15, 2010 at 1:15 am

  8. “მმკ” vs “უმტკივნეულო მშობიარობა”

    ზემოდან ბრძანება მოვიდა, შვით ტანჯვაში და ტკივილშიო და ვინ ვართ (ადამიანებს ვგულისხმობ ზოგადად), რომ ეწინააღმდეგბით ამას?!

    Nazgha

    February 1, 2010 at 1:18 pm

  9. მძინარე ქალი როგორ მშობიარობდა? :სპყ:

    Antigone

    April 1, 2010 at 9:39 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: