ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

დენ ბრაუნის უსაზღვრო ფანტაზია

with 16 comments

ამას წინათ გავიგე, რომ საათის მაღაზიებში გასაყიდ საათებზე სულ მუდამ ერთი და იგივე დრო არის დაფიქსირებული: ათი საათი და ათი წუთი. მივგუგლ–მოვგუგლე და სიმართლეს ჰგავს, სიღრმეებში არ ჩავსულვარ. ერთ–ერთ საიტზე ამ ფენომენს პრაქტიკულობით ხსნიან, თითქოს ეს იმიტომაა გაკეთებული რომ დაბლითა ნაწილში დამატებითი ფუნქციები ჩანდეს. მეორე ვერსიით ეს ღიმილს გამოხატავს და პოზიტიურობით მუხტავს პოტენციურ მყიდველს (PR Bullshit!) და ა.შ. ყველაზე საინტერესო ვერსია მწერალ დენ ბრაუნს ეკუთვნის:

იგი, როგორც მას სჩვევია ხოლმე, აქაც შეთქმულების თეორიას ხედავს. მწერლის აზრით საათის ისრების ამდაგვარი ურთიერთგანლაგება ერთ–ერთი უძველესი ანტიფაშისტური ორგანიზაციიდან მომდინარეობს. 10 საათი და 10 წუთი თავის თავში იტევს შეტყობინებას, რომ ბრძოლა გრძელდება… ბრძოლა ფაშისტების წინააღმდეგ. ამ შეტყობინების არსს მწერალი ასე ხსნის: საათის ისრებს შორის შექმნილი კუთხე 115 გრადუსს შეადგენს. ცელსიუსის შკალაზე 115 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზედაც დუღს ანტიფრიზი. ანტიფრიზი რა შუაშიაო იკითხავთ თქვენ! – რა შუაშია და “ანტიფრიზ”–ი თანაჟღერადია “ანტიფრიც”–ისა, რაც არც მეტი და არც ნაკლები იმ უძველესი ფაშისტური ორგანიზაციის სახელწოდება ყოფილა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად ებრძოდა მესამე რაიხს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და რომელშიც უმეტესწილად ევროპელი მესაათები ყოფილან გაერთიანებულნი, რომლებიც ასაფეთქებელ მოწყობილობებზე საათის მექანიზმებს ამონტაჟებდნენ და ადოლფ ჰიტლერს ნერვებს უშლიდნენ…

პ. ს. ამ კაცის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს…

Advertisements

Written by linguistuss

February 2, 2010 at 5:06 pm

16 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. საინტერესო პოსტია უდაოდ
    :)
    თუმცა მე მაინც პრაქტიკულობის თეორიას ვემხრობი :)

    hexe

    February 3, 2010 at 3:20 pm

  2. საინტერესოა

    lasha

    February 3, 2010 at 6:39 pm

  3. ჰმ, საინტერესოა, დავაკვირდები მაღაზიაში. მე მაქვს Ulysse Nardin-ის რეკლამები, სადაც 20:20-ია. აი მაგალითად:

    kru

    February 4, 2010 at 3:12 pm

    • 20:20??? უკუღმართო! :P

      ხო, მაგ რეკლამაში სხვანაირად ის წარწერები დაიფარებოდა.

      akunina

      February 5, 2010 at 12:07 pm

      • მე მაინც მგონია, ფოტოს ისე იღებენ, რომ მაქსიმალურად ჩანდეს ყველა დეტალი. სადღაც შეიძლება V-victory-ს ასოციაციასაც იწვევს 10:10 კუთხე, არასიმეტრიულად ჩამოყრილი ისრები რაღაც არამიმზიდველია

        kru

        February 5, 2010 at 4:30 pm

  4. ვინ იცის,იქნებ მოსემ 10:10-ამ დროს ჩამოიტანა ათი მცნება სინას მთიდან…ბიბლიის თანახმად 10-მიწიერ ციფრად ითვლება:)

    ქეთი

    March 15, 2010 at 1:23 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: