ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

დემაგოგიის კლასიკური მაგალითი

with 23 comments

ნეტარი ავგუსტინეს ფიგურას ვფიქრობ, რომ წარდგენა არ სჭირდება. ამ მეტად ნიჭიერ და გონებამახვილ ადამიანს ერთხელ ღმერთის შესახებ წიგნის დაწერა განუზრახავს. მოკალათებულა, კალამისათვის წვერი წაუმახავს და სათაურიც წაუწერია: “ღმერთის შესახებ”, თუმცა ეს იყო ის ორი სიტყვა, რომლის დაწერაც მან შეძლო საერთოდ იმ დღეს. ბევრი უფიქრია, თუ როგორ მოეთხრო უბრალო მოკვდავთათვის ღმერთის რაობის შესახებ, ჰოდა ფიქრისგან გათანგულს ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე გასეირნება განუზრახავს.

პლაჟზე გზად ბავშვი შეხვედრია, რომელსაც ქვიშაში პატარა ორმო ჰქონდა ამოთხრილი. ქოთნით იღებდა ზღვის წყალს და ორმოში ასხამდა. რას აკეთებო, შვილო ჩემო? – უკითხავს ავგუსტინეს, რაზედაც ბავშვს მიუგია ზღვიდან მთელი წყლის ამ ორმოში გადმოსხმა მინდაო და გაუგრძელებია ფუსფუსი. ავგუსტინეს თავისთვის ჩასცინებია, რა მიამიტები არიან ეს ბავშვები, რა ცოტას ხვდებიან ამ ცხოვრებაში და რა ბედნიერები არიან ამავდროულადო… პატარა ქოთნით ზღვის ამოხაპვა სურს და იმას კი ვერ ხვდება, რომ ზღვა უსასრულოა და დაულეველიო…

სახლში დაბრუნებულს, ღმერთის შესახებ ფიქრი რომ გაუგრძელებია, შუა ფიქრში მის გონებაში ნაპერწკალი აკიაფებულა და გახარებულ ნეტარ ავგუსტინეს შეუყვირია: განა მეც იმ ბავშვს არ ვგავარ, რომელსაც ღმერთის უსასრულო არსების ახსნა სურს ამ პატარა ქაღალდზეო. განა, შესაძლებელია მცირედში უსასრულოს დატევა. განა, მცირესთვის საკმარისი არ არის დიადის წინაშე მუხლისმოყრა და მისთვის თაყვანის ცემა, რა საჭიროა მისი რაობის შეცნობაო…

პ. ს. დემაგოგია კი იმაშია, რომ ავგუსტინემ არასწორი შედარება გააკეთა და შესაბამისად მისი დასკვნა ჰაერში გამოეკიდა. ზღვა და ღმერთი არათანაზომადი რაობებია. ზღვა რომ ორმოში არ ჩაეტევა ამის დადგენა უმალვე შეიძლება, როგორც კი ორმო გაივსება, რასაც ღმერთის შესახებ მსჯელობის დროს ვერაფრით ვერ გავაკეთებთ, თუმცა ნეტარ ავგუსტინეს ეპატიება, იმდენად კარგი შედარება გამოუვიდა…

Advertisements

Written by linguistuss

February 5, 2010 at 12:39 pm

23 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. პლაჟის საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს, უბრალოდ გააჩნია სად იყენებ და როგორ იყენებ, ეს სხვა სტილის ტექსტია, ადამიანი რომელიც დაიბადა 354 წელს და გარდაიცვალა 430 წელს, ცოტა ძნელი წარმოსადგენია რომ ამ პერიოდში მოღვაწე ადამიანის შესახებ რაიმეს თხრობისას მსგავსი სიტყვები გამოყენებოდეს ტექსტში, უბრალოდ საერთო სურათიდან ვარდება.

  2. ლინგვისტუსს იქნებ ცოტა კიდევ რომ გაიარა ფეხით, ნეტარი ავგუსტინე შეზლონგზე ხომ არ წამოწვა, აბა ნახე ეგეც სადმე შეიძლება იყოს :)))) შეზლონგზე Ipod-ით და ”ზაგარნი კრემით” :)))))))))))))))))))))))))

    • მშვენიერი გაგრძელებაა… :)

      linguistuss

      February 7, 2010 at 1:28 pm

  3. რატომ არ გვაქვს პლაჟის სესატყვისი ?
    ვის ეცალა ადრე სანაპიროს საპლაჟაოდ გამოსაყენებლად.
    აბა მაშ ადრე რას ეძახდნენ არასწორი ლოგიკაა,
    მაშინ ჩვენ შეგვიძლია
    აბა მაშინ ადრე ქართველები ნუდისტურ პლაჟს რას ეძახდნენ :)

    paatash

    February 10, 2010 at 5:56 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: