ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ეშმაკური გარიგება

with 22 comments


გუშინ სიზმარი ვნახე. ჯოჯოხეთში მოვხვდი, სადაც ეშმაკების უსტაბაშმა მკითხა – ინგლისური და კომპიუტერი იციო?! – კი მეთქი. ეშმაკს თვალებმა ციმციმი დაუწყო და თავისთვის ჩაილაპარაკა – ახლავე შევამოწმებთო. მოიტანა რაღაც ჯართი კომპიუტერი. კლავიატურაზე ყველა ასო წაშლილი იყო, ერთადერთი ასო C ბზინავდა ხელუხლებლად. მომიტრიალდა და ასეთი რამ შემომთავაზა – გახსენი ტექსტური რედაქტორი და დაიწყე თვლა ინგლისურადო, როგორც კი ასო C–ის გამოიყენებ იმწამსვე სამოთხეში მოხვდები და თუ მანამდე შეწყვეტ აკრეფას, მაშინ ჯოჯოხეთში გელის საუკუნოდ ყოფნაო. მე გახარებული დავთანხმდი და დავიწყე კრეფა: one, two, three, four, five, six, seven, eight, nine, ten… ეშმაკს ვუთხარი ფრანგული რომ იყოს ან იტალიური, რა მოხდება მეთქი?! – ეშმაკმა ჩაიცინა და მითხრა, ჩვენ ინგლისურზე შევთანხმდითო… არადა ფრანგულად – un, deux, trois, quatre, cinq – და ეგრევე სამოთხის ვიზა მექნებოდა გამოწერილი… გავაგრძელე კრეფა – eleven, twelve, thirteen, fourteen, fifteen, sixteen, seventeen, eighteen, nineteen… რაც უფრო იზრდებოდა რიცხვი, მით უფრო დიდი ხანი ვუნდებოდი კრეფას, რომ გამეღვიძა სადღაც მილიონამდე ვიყავი ასული, მთელი დარჩენილი სიზმარი ვკრეფდი და რომ გავიღვიძე აღმოვაჩინე, რომ პირველი რიცხვი, რომელშიც C გვხვდება არის… რომელია აბა?!

Advertisements

22 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. “მომიტანა რაღაც ჯართი კომპიუტერი” :) – ნეტავ, ჯოჯოხეთშიც თუ ჰყავთ თავიანთი გიგი უგულავა და ხმების მიცემის სანაცვლოდ ჰპირდება, ინგლისურს და კომპიუტერს გასწავლითო :)

    sandro

    February 11, 2010 at 2:10 pm

  2. მეც მინდა მასეთი სიზმარი!

    ingula

    February 11, 2010 at 7:05 pm

  3. რომელმა დაგაინტერესა ,ingula,ჯართმა კომპიუტერმა,ჯოჯოხეთმა თუ ინგლისურის და კომპიუტერის შესწავლამ?

    joliiii

    February 11, 2010 at 8:57 pm

  4. სიზმრის ორიგინალურობამ :)

    ingula

    February 11, 2010 at 10:52 pm

  5. :D ისემც შენ რა გითხარი, ეს რო სიზმარი იყო :D

    WDC

    February 12, 2010 at 6:03 am

    • რაც გენებოს ის უთხარი….:-)

      nanuka

      February 14, 2010 at 9:12 pm

  6. century :)

    Ladybird

    February 12, 2010 at 2:05 pm

  7. ისე რაღაც არც მე არ მჯერა რომ ეს სიზმარი იყო… ასეთი თანმიმდევრული და დალაგებული სიზმარი პირველად მესმის…

    nino

    February 12, 2010 at 3:50 pm

    • შენ გჯერა და მე ვიცი, რო არ ყოფილა ;)

      WDC

      February 14, 2010 at 3:02 am

  8. ლინგვისტუსს შემთხვევით საიათნოვაც ხომ არ გინახავს?:)

    nanuka

    February 12, 2010 at 10:27 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: