ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

საქართველოს ბანკის ჩემპიონატი, ტური 4

with 13 comments

დასრულდა საქართველოს ბანკის ჩემპიონატი. გთავაზობთ მეოთხე ტურის კითხვებს, რომლებიც მე პირადად ვთვლი, რომ არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა (ორი “გრობი” და ორი ტრივიალური კითხვა გამეპარა), რისი მიზეზიც მარათონია, თუმცა ტურნირი საერთო ჯამში ნორმალური გამოვიდა.

1. გასული საუკუნის 70–იან წლებში ამ ადამიანმა განაცხადა: “მე ვაჩვენებ ფეოდალურ სამყაროს, სადაც ეროსი განსაკუთრებული სიღრმით, სიშმაგითა და ბედნიერებით განიცდება. სადაც ყველა ადამიანს, თვით ყველაზე მდაბიოს ჩათვლით, საკუთარი ღირსების შეგრძნება გააჩნია. მე ვაცოცხლებ ამ სამყაროს და გეუბნებით, გიყვებით, გახსენებთ , როგორი იყო ეს სამყარო”. დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი.

პასუხი: პიერ–პაოლო პაზოლინი
კომენტარი: ციტატაში რეჟისორი საუბრობს თავის კრედოზე ხელოვნებაში.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

2. 1904 წლიდან მოყოლებული ეს თანამდებობა ეკავა სულ 8 ადამიანს, რომელთა შორის 3 ინგლისელია, 2 ფრანგი, 1 ბელგიელი, 1 ბრაზილიელი და 1 შვეიცარიელი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ბრაზილიელის სახელი და გვარი.

პასუხი: ჟოაუ აველანჟი
კომენტარი: საუბარია ფიფას პრეზიდენტებზე.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

3. ისლამურ ფოლკლორში ვხვდებით კოლორიტულ ფიგურას, უკვდავ ალ–ხადირს, იგივე ალ–ხიზრს, რომელიც სიბრძნისა და სულიერი სრულყოფის სიმბოლოდაა მიჩნეული. ალ–ხიზრს ასევე „წინასწარმეტყველთა მასწავლებელს“–ს უწოდებენ, ვინაიდან მიჩნეულია, რომ იგი ყოველი წინასწარმეტყველის მასწავლებელი იყო მთელი ისტორიის მანძილზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ერთადერთი წინასწარმეტყველი, რომლის მასწავლებელიც არ ყოფილა ალ–ხიზრი და რომლის მოსწავლეც, პირიქით, აქეთ იყო იგი.

პასუხი: მუჰამედი
კომენტარი: ამგვარად ინახავს უკვდავი ალ–ხიზრი მუჰამედის სწავლებას მთელი ისტორიის მანძილზე.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

4. ლეონარდო და ვინჩის ერთ იგავ–არაკში ობობა თბილ და კომფორტულ ადგილს იპოვის. ბუდეს მოიწყობს და ფიქრობს, რომ ეს არის იდეალური ადგილი თავის მსხვერპლზე სათვალთვალოდ, საიდანაც ყველაფერი ჩანს და მას კი ვერ ამჩნევენ. ნაწარმოების ფინალში ობობას ესმის ჩხრიალის ხმა და ის ტრაგიკულად იღუპება. ყურადღება შეკითხვა: სად დაიდო ობობამ ბინა?

პასუხი: გასაღების ჭუჭრუტანაში
კომენტარი: ობობამ გასაღებების აცმის ჩხრიალის ხმა გაიგონა და რამდენიმე წამში ჭუჭრუტანაში მოთავსებულმა გასაღებმა ობობა გაჭყლიტა.
წყარო: 1. Леонардо да винчи, «Сказки, легенды, притчи», Амрита-Русь, 2007 г.
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

5. გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ჯერომ სელინჯერის ცხოვრების მეორე ნახევარზე საუბრის დროს ნათქვამია, რომ დიდი ამერიკელი მწერალი იყო „დიდი იქსი“. 1883 წელს გამოქვეყნდა პოეტური ნაწარმოები, რომელსაც ასევე ერქვა – იქსი. ყურადღება შეკითხვა: რომელი ერთი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში იქსით?

პასუხი: განდეგილი
კომენტარი: სელინჯერმა ცხოვრების მეორე ნახევარი განდეგილობაში გაატარა, 1883 წელს კი გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

6. თქვენს წინაშე წარმოდგენილი ფოტოები საფრანგეთის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქ ფიჟაკშია გადაღებული. ყურადღება შეკითხვა: ვისი სახლ–მუზეუმი მდებარეობს ამ ეზოში?

პასუხი: ჟან–ფრანსუა შამპოლიონის
კომენტარი: ეზოში როზეტის ქვის ანალოგია განთავსებული.
წყარო: 1. John Ray, “The Rosetta stone”, Editor “Profile Books”, 2007, p. 78
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

7. გვატემალისადმი მიძღვნილ ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ თანამედროვე გვატემალელები აუღელვებლად ელიან მეცამეტე ბაქტუნის მორიგი ციკლის დასრულებას. ყურადღება შეკითხვა: რომელ წელს დასრულდება ბაქტუნის მორიგი ციკლი?

პასუხი: 2012
კომენტარი: გვატმალაში ცხოვრობენ მაიას ტომები. ბაქტუნი – მათი კალენდრის ციკლია, რომლის დასრულებისთანავე, ცრურწმენების თანახმად, უნდა დადგეს ქვეყნიერების აღსასრული.
წყარო: 1. „Вокруг Света“, 02. 2010
ავტორი: ლევან ჩხეიძე

8. კენიაში მოგზაურობის დროს შეიძლება შეგხვდეთ ასეთი ტიპის საგზაო აბრები. დარიგებულ სურათზე მე წავშალე ერთი სიტყვა. დაწერეთ ეს სიტყვა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: ეკვატორი
კომენტარი: ეს აბრები ეკვატორზეა განლაგებული, რაზედაც მიუთითებს სქელი ხაზი აფრიკის კონტინენტის შუაში.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

9. ერთ ფოტოზე, რომელსაც შეკითხვის ავტორი ინტერნეტში წააწყდა, სარკის წინ წყლიან ჭიქაში მოთავსებულია ყვავილი. ყურადღება შეკითხვა: რომელი ყვავილია გამოსახული ფოტოზე?

პასუხი: ნარგიზი
კომენტარი: სარკეში თავმომწონე ნარგიზი ალუზიაა ნარცისზე, რომელსაც შეუყვარდა თავისი ანარეკლი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

10. ანდრეი მაკარევიჩის ერთ სიმღერაში ვხვდებით ფრაზას: “იქსი სახეზე უხეში მამაკაცების სამკაულია, იქსი უკანალზე კი – ნაზი ქალბატონების”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 1983 წელს ეკრანებზე გამოსული ჰოლივუდური ფილმი, რომლის სათაურშიც ფიგურირებს იქსი.

პასუხი: ნაიარევი სახე
კომენტარი: იქსი არის – ნაიარევი. საუბარია 1983 წელს ეკრანებზე გამოსულ ბრაიან დე პალმას ფილმზე.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

11. [დასარიგებელი მასალა: Hemos pasado] ფრაზა, რომელსაც თქვენ ხედავთ დარიგებულ ფურცლებზე წარმოთქმულ იქნა გასული საუკუნის 30–იან წლებში და ის ერთი სხვა ცნობილი ფრაზის ნიშნის მოგებას წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ფრაზა, რომლის ნიშნის მოგებასაც წარმოადგენს ის.

პასუხი: No Pasaran
კომენტარი: ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ცნობილია დოლორეს იბარურის წარმოთქმული სიტყვები: “ნო პასარან” (ისინი ვერ გაივლიან), რაზედაც ფრანსისკო ფრანკომ მადრიდის აღების შემდეგ ნიშნის მოგებით უპასუხა: “ემოს პასადო” (ჩვენ გავიარეთ).
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

12. თავისი ცნობილი სიტყვის წარმოთქმისას, ამ ადამიანს გვერდით ედგა მომღერალი მაჰალია ჯექსონი. სწორედ ამ უკანასკნელის რჩევით ხსენებულმა ორატორმა ამცნო პუბლიკას თავისი სანუკვარი ოცნება. დაასახელეთ ორატორის სახელი და გვარი.

პასუხი: მარტინ ლუთერ კინგი
კომენტარი: მას ეკუთვნის სიტყვები I have a dream (მე მაქვს ოცნება).
წყარო: 1. Jeffrey M. Berry, Jerry Goldman, ” The Challenge of Democracy: Government in America “.
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

13. შეკითხვის ავტორი ინტერნეტში წააწყდა განხილვას თემაზე ფინური სიტყვები ინგლისურ და რუსულ ენებში. განხილულ სიტყვებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა სიტყვა, რომელმაც ჩვენამდეც კი მოაღწია. საინტერესო კი ის არის, რომ ეს სიტყვა ერთადერთია ქართულ ენაში, რომელიც ფინური წარმოშობისაა. დაასახელეთ ეს სიტყვა.

პასუხი: საუნა
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

14. გასული საუკუნის დასაწყისში აშშ–ში არსებობდა ე.წ. იაფფასიანი კინოთეატრები, სადაც ბილეთი ხუთი ცენტი ღირდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ტელეარხი, რომელსაც სახელი ამ კინოთეატრების გამო ეწოდა.

პასუხი: ნიკოლედეონი
კომენტარი: ხუთცენტიან მონეტას ამერიკაში ნიკელს უწოდებენ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

15. მე–19 საუკუნის ტანზანიაში მათ დაბადებისთანავე კლავდნენ, მათ დედებს კი ტომიდან დევნიდნენ, ვინაიდან ითვლებოდა, რომ ისინი ევროპელებისგან იყვნენ ჩასახულნი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ერთი სიტყვით.

პასუხი: ალბინოსები
კომენტარი: ალბინოსები თეთრკანიანებისგან ჩასახული ბავშვები ეგონათ.
წყარო: 1. Вокруг света, 2010 # 01
ავტორი: ლევან ჩხეიძე

16. თანამედროვე ფოტოგრაფი ლორეტა ლუქსი არის ფოტოების ციკლის ავტორი. ციკლის გმირებს სკოლამდელი ასაკის გოგონები წარმოადგენენ. ვიკიპედიის სტატიაში, რომელიც ლუქსს ეძღვნება, ნათქვამია, რომ მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია ერთმა ბრიტანელმა. დაასახელეთ ეს ბრიტანელი.

პასუხი: ლუის კეროლი
კომენტარი: ლუის კეროლი (რომელმაც აღწერა პატარა ალისას თავგადასავალი) გატაცებული იყო ფოტოგრაფიით და უღებდა სურათებს პატარა გოგოებს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

17. ერთ ქალაქში შეგვიძლია ვიხილოთ ცხენების სკულპტურები, რომლებიც დაძველებული ომეგებისგან არის გაკეთებული. ქალაქის მაცხოვრებლების აზრით, ეს სკულპტურები დაძველებული ომეგების უტილიტარიზაციის ესთეტიურ საშუალებას წარმოადგენს, ზოგიერთი კი თვლის, რომ ისინი ბედნიერების მომტანია. დაასახელეთ რა მოვიხსენიე შეკითხვაში, როგორც ომეგა?

პასუხი: ნალი
კომენტარი: ცხენის ნალებს ძვ. ბერძნული ომეგების ფორმა აქვთ და ისინი ზოგიერთის რწმენით, ბედნიერების მომტანია.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

18. რომის იმპერიის არსებობის პირველი სამი საუკუნის მანძილზე ქალაქ რომში იმდენად მომრავლდა მათი რაოდენობა, რომ ისტორიკოს გრეგოროვიუსის აზრით მარადიულ ქალაქში ლათინებთან ერთად პარალელურად სხვა “ხალხმა” დაიწყო ცხოვრება, რომელთა წარმომადგენლების ნახვაც დღესაც შეგვიძლია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს “ხალხი” ერთი სიტყვით.

პასუხი: ქანდაკებები
კომენტარი: რომში ქანდაკებების რაოდენობამ იმატა.
წყარო: 1. Фердинанд Грегоровиус, История города Рима в Средние века (от V до XVI столетия).
ავტორი: ლევან ჩხეიძე

19. ინგლისურ ენაში ამ იდიომატური ფრაზით 1940–იან წლებში მოიხსენიებდნენ ატომური ბომბის აფეთქების ადგილს. თანამედროვე სამყაროში ასე მოიხსენიებენ რაიმეს შესწავლის საწყის ეტაპს, თუმცა ამ ფრაზას ძველი მნიშვნელობა კვლავაც არ დაუკარგავს, ამის მაგალითი აშშ–ს ერთი ქალაქის სამწუხარო ღირსშესანიშნაობაა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი ინგლისური სიტყვით ეს იდიომატური ფრაზა.

პასუხი: Ground Zero
კომენტარი: ნიუ–იორკში ტყუპების აფეთქების ადგილს ასევე მოიხსენიებენ.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

20. ამ რამდენიმე წლის წინ ამ კომპანიაში ჩატარდა რებრენდინგი. კომპანიის ახალ ლოგოს თქვენ ახლა დარიგებულ ფურცლებზე ხედავთ. დაასახელეთ კომპანიის სახელწოდება.

პასუხი: ქსეროქსი
კომენტარი: ლოგოზე გამოსახულია დიდი X.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

Advertisements

Written by linguistuss

February 18, 2010 at 5:42 pm

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვახო, თითქმის ერთი ერთში ისეთივე ფორმულირებით როგორითაც მეორე კითხვაა აქ, კითხვა რომ დამიბრაკე გახსოვს? :)

    ზაქრო

    February 18, 2010 at 5:48 pm

    • კი, მახსოვს და რატომაც დაგიბრაკე ეგეც მახსოვს: ის კითხვები პროფესიონალებისთვის იწერებოდა ეს კი სამოყვარულო ტურნირია. ეს კითხვა დაიბრაკა მარათონისთვისაც, სუპერისთვისაც და პირველი ლიგისთვისაც, ჰოდა ჩავთვალე რომ სამოყვარულო თამაშზე იყო მისი ადგილი :)

      linguistuss

      February 18, 2010 at 5:59 pm

  2. საინტერესოააა : )

    Know-it-allz !

    February 18, 2010 at 6:07 pm

  3. ალბინოსებს ტანზანიაში არა მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში, ახლაც, 21-ე საუკუნეში, ავიწროებენ და კლავენ. თავიანთი ცრურწმენით ალბინოსის სისხლს და ძვლებს სიმდიდრე მოაქვს და ამ მიზეზით ბოლო სამი წლის განმავლობაში 40 ალბინოსი მოკლეს. დაუჯერებელია მაგრამ ფაქტია.

    ბმული

    Ladybird

    February 19, 2010 at 2:36 pm

  4. მთლიანობაში კაი კითხვები იყო, მაგრამ წინა ტურები უკეთესი იყო.

    atila

    February 19, 2010 at 10:09 pm

  5. ბლოგის პატრონს არ სცალი? ვერ დავიჯერებ, რომ სათქმელი გამოელია :))))

    nina

    February 28, 2010 at 2:49 pm

  6. დაუჯერებელია,მაგრამ ფაქტია :))))

    ingula

    February 28, 2010 at 7:47 pm

  7. ამ ბლოგის პატრონს თუ სათქმელი გამოელია სამყაროს დასასრულს ხომ არ უნდა ველოდოთ?! :):*:D:P

    nino

    February 28, 2010 at 10:33 pm

  8. არა სცალია, მანქანის არჩევანშია

    joliiii

    March 1, 2010 at 12:56 am

    • გაიხარე დავმშვიდდი, ე.ი. სამყაროს დასასრულს არ უნდა ველოდოთ…:):):*:P:D

      aresi

      March 1, 2010 at 1:19 pm

  9. რა გახდა ეს მანქანის არჩევა. ამდენ ხანში ხალხი ცოლს არჩევს და მაგან მანქანა ვერ აარჩია?…:):):) ისე მე პასატი უფრო მომწონს….:P:D

    lasha

    March 1, 2010 at 1:04 pm

  10. რა ადვილი კითხვები ყოფილა
    თავი საუკეთესო მოაზროვნე მეგონა :D :D
    ვადამდელები და რამე
    თუმცა სახალისო და კარგი კი იყო

    1myway1

    March 11, 2010 at 7:55 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: