ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

“დინამოს” სტადიონის ამოცანა

with 52 comments


იმ დროს, როცა მოსკოვში გადაფრენა 37 მანეთი ღირდა და თბილისში ორდიპლომიანი ტაქსისტების რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია, თბილისის “დინამოს” სტადიონი 80 000 კაცს იტევდა (სანამ პლასტმასის სკამებს დაამონტაჟებდნენ, იმ დროზეა საუბარი). ჰოდა, წარმოიდგინეთ გადაჭედილი სტადიონი – 80 000 ჯიგარი – რომლებსაც საყვარელი გუნდის მოგება გაუხარდათ და თამაშის დასრულების შემდეგ დაიწყეს ერთმანეთისათვის სიხარულის გაზიარება და ხელის ჩამორთმევა. ჰოდა, მას შემდეგ რაც ატყდა გლობალური ხელის ჩამორთმევა სტადიონზე ერთმა ჭკვიანმა დასვა შეკითხვა – ნუთუ, აქ ორი კაცი მაინც არის ისეთი, რომლებმაც თანაბარი რაოდენობის ადამიანს ჩამოართვეს ხელიო? რაზედაც მეორე ჭკვიანმა უპასუხა – აქ, მინიმუმ ორი კაცი ყოველთვის იქნება ისეთი, რომლებმაც თანაბარი რაოდენობის ადამიანს ჩამოართვეს ხელიო. ჰოდა, ამოცანა ითხოვს ლოგიკურ დამტკიცებას – აჩვენეთ, რომ მეორე ჭკვიანის ნათქვამი სრული ჭეშმარიტებაა!

Advertisements

52 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რა სამწუხაროა, ამდენი კომენტარიდან ერთ პასუხშიც არ იყო სწორი მიმართულება :(
    ძალიან ადვილი დასამტკიცებელია, უბრალოდ აქ ძალიან მეზარება.
    საღამოს თუ არ დამეზარება სახლში ვიდეო დამტკიცებას ჩავწერ და შემოგთავაზებთ:)

    ვიმეორებ, თუ არ დამეზარება:)

    დიმიტრი

    October 28, 2010 at 12:13 pm

    • აი, ეს ბოდვაა ^^

      me

      May 24, 2011 at 10:05 am

  2. ავიღოთ 5 ადამიანი მაგალითად: დათო, კოტე, ლაშა, ნიკა, გიორგი,

    დათომ ჩამოართვა _არცერთს
    კოტე_(არცერთს თუ ჩამოართმევს მაშინ
    ორს ექნება ერთნაირი რაოდენობისთვის ჩამორთმეული ხელი)ამიტომ მან ჩამოართვა ხელი_ლაშას, ნიკას, გიორგის.
    ლაშამ_თუ არავის ჩამოართვა მაშინ დათოს გაუტოლდება ამიტომ რომ არც კოტეს გაუტოლდეს ჩამოართვა _ნიკას და გიორგის
    უკვე ნიკას ორჯერ აქვს ჩამორთმეული ხელი ასევე გიორგის
    თუ ნიკა ჩამოართმევს გიორგის ხელს მაშინ უკვე გიორგის ლაშას კოტეს ერთნაირი რაოდენობა ექნებათ ასე რომ
    უმაღლეს მათემატიკაში ჩაჭრილმა მგონი მაინც დავამტკიცე

    imna

    May 17, 2011 at 12:01 am

    • უმაღლესი მათემატიკა არაფერ შუაშია და ნუ ართულებთ ^^

      me

      May 24, 2011 at 10:07 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: