ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

რვაგინა

with 24 comments

იან ფლემინგის ბონდიანა ცამეტი რომანისა და ერთი მოთხრობების კრებულისაგან შედგება. ჯეიმს ბონდი არასოდეს მიყვარდა, შესაბამისად ზემოხსენებული თოთხმეტი წიგნიდან არც ერთი წამიკითხავს, თუმცა ბავშვობაში რამდენიმე ფილმისაკენ მაინც გამექცა თვალი და ამასწინად “კაზინო როიალსაც” კი ვუყურე ევა გრინის ხათრით… არა, არ იფიქროთ თითქოს ჯეიმს ბონდის ფანი გავხდი, დღეს სულ სხვა თემაზე მსურს საუბარი, კერძოდ კი ისეთ ლინგვისტურ ფენომენზე, რასაც “ჩემოდანი სიტყვები”, ანუ portmanteau words ჰქვია. ჩემოდან სიტყვებს პირველად ლექსიკონში შევხვდი, “სმოგ”-ის განმარტება რომ წავიკითხე, როდესაც გავიგე, რომ დიდი ქალაქების თავზე შეგუბებული გამონაბოლქვი ორი ინგლისური სიტყვის – Smoke (კვამლი) და Fog (ნისლი) გაერთიანებით მიუღიათ. ეს იყო პირველი ნაცნობობა ამ ფენომენთან. მსგავსი სიტყვების პოპულარიზატორი ინგლისურ ენაში ლუის კეროლი იყო, რომლის პოეტური შედევრი Jabberwocky დღემდე შლის ჩემს პოეტურ საღერღელს, სარკის მიღმა მცხოვრები პერსონაჟების გაჟღერებული ჩემოდანი სიტყვები კი არასოდეს დამავიწყდება.

დიდი ხანი ვფიქრობდი და ქართულში ჩემოდანი სიტყვის მაგალითი ვერ გავიხსენე, ბაზის ბანკის “მეგობარათი” კი გამახსენდა (უფასო რეკლამა), თუმცა ეს პირველი მერცხალი არ ითვლება, უფრო ღრმად ვეძებდი, წიგნებში არა – ჩემს თავში, იქნება რამე გავიხსენო მეთქი, მაგრამ ვერაფერ სანუგეშოს წავაწყდი. როგორც ჩანს ლუის კეროლის საყვარელი გასართობი ქართული ენისათვის უცხო ხილია და აქამდე ქართული სიტყვების შეჯვარებით არავინ დაკავებულა… ჰოდა, გუშინ წიკიპედიაში რა მანქანებით აღმოვჩნდი ჯეიმს ბონდის სტატიაში ვეღარ ვიხსენებ, თუმცა სტატია ბოლომდე ჩავიკითხე და ერთმა უჩვეულო სიტყვამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. 1983 წელს მეცამეტე ბონდიანას Octopussy ერქვა, რომელიც იან ფლემინგის მოთხრობების ეკრანიზაციას წარმოადგენს. ფილმში Octopussy მშვენიერი ქალია, აი ისეთი ფრანგებმა La Femme Fatale რომ შეარქვეს, რომელიც ხან ფისოსავით კრუტუნებს და ხან კი რვაფეხასავით ხლართავს თავის საცეცებს. შესაბამისად მისი სახელი რვაფეხის და ფისოს გაერთიანებითაა მიღებული.

დამაინტერესა თუ როგორ შეიძლება ითარგმნოს  Octopussy ქართულად. სხვადასხვა ენებზე შევეცადე გამომერკვია, თუ როგორ გაართვეს თავი ამ ამოცანას, თუმცა ცოტა განსხვავებულად იტალიელები მოქცეულან, ფილმს operazione piovra უწოდეს (მიკელე პლაჩიდო გაგახსენდათ?!). დანარჩენ ყველა ჩემთვის ასე თუ ისე ნაცნობ ენაზე კი ეს სიტყვა ხელუხლებლადაა დატოვებული. ამ საქმიანობამ ჩამითრია, არადა მესამე ტურის პაკეტი მაქვს გასაკეთებელი რა დროს ჯეიმს ბონდი იყო. ბევრი ვიფიქრე, ისიც გავიხსენე pussy ინგლისურში მხოლოდ ფისოს რომ არ აღნიშნავს და ქალის სასქესო ორგანოც რომ არის, ამასთან სექსისტი მაჩოები ინტერნეტში ასე ლამაზე ქალბატონებსაც მოიხსენიებენ, აი ისეთს როგორიც მაუდ ადამსის მიერ განსახიერებული კინოპერსონაჟია (ქართველ მაჩოებსაც აქვთ ერთი ასეთი სიტყვა). სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იან ფლემინგს სიტყვა pussy შემთხვევით არ გამოუყენებია, ის სწორადაც რომ პერსონაჟის ბონდის ქალობას უსვამს ხაზს! ძალიან ღრმად შევიჭერი როლში. სიტყვებს კუბიკ–რუბიკის გვერდებივით ვატრიალებდი და ვცდილობდი ფერი ფერზე დამეჯინა, ასო – ასოზე, თუმცა ვერაფრით ვერ მოვარგე რვაფეხა ვერც ფისოს და ვერც ქალის სასქესო ორგანოს… ბოლოს კი ევრიკა ამომხდა, თუმცა ეს ევრიკა არ იყო, რვაგინა იყო… სიტყვა, რომელიც როგორც იქნა დაიბადა. საერთო ჯამში ძალიან გავერთე, ამიტომაც ვუყვები ამ ამბავს ჩემს მომავალ მეს, რომ შემოვიდე რამდენიმე წლის შემდეგ და წავიკითხო.

Advertisements

24 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კოტე ყუბანეიშვილია ასეთი ჩემოდნების დიდოსტატი, მაგისი
    “еш маки” და “შპიონერი” ჩემოდნების კლასიკაა!

    lekso lekiashvili

    May 11, 2010 at 5:55 pm

  2. თუ სწორად მივხვდი სიტყვა ჩემოდნების არსს, ერთერთი ქართული მოჩემოდნო სიტყვა ”ენოვნება” უნდა იყოს…

    ეს სიტყვა გამორჩეული ხიბლით ხვდება ყურს ჟღერადობისა და მნიშვნელობის დამსახურებით, მაგრამ ფორმაც საინტერესოდ მეჩვენება…

    ნონა-poetessa

    May 11, 2010 at 8:26 pm

  3. მთლად კავშირში შეიძლება არაა, მაგრამ ახლა დოჩანაშვილის გადანცვიფრება გამახსენდა :)

    ნინო

    May 11, 2010 at 8:41 pm

  4. მე ვხმარობ ხშირად სიტყვა “კიახს” – “კის” და “დიახის” ნაჯვარს…აღარ მახსოვს როდის შევქმენი, შინაარსობრივად როგორც 2მაგ დასტურს ვიყენებ.

    ნიკა აფრიაშვილი

    May 14, 2010 at 5:10 pm

  5. დამირეკავშირდი :)

  6. გაიხსენეთ ”აღშფრთოვანებული” ელენე თევდორაძე!

    Karlito

    May 16, 2010 at 1:18 am

  7. თუ სწორად მივხვდი, “ჩემოდნად” ის სიტკვა ითვლება რომელიც 2 სიტყვის ნაჯვარია, მაგრამ არცერთი სიტყვის აზრს არ კარგავს… ამ შემთხვევაში “რვაგინა” მთლად ასეთი არ გამოდის– ქართულად რვაფეხა ისედაც ხომ 2 სიტყვისგან შედგება… არა?..

    მოჩემოდნო სიტყვებიდან მახსენდება სიტყვა “მანდილოზავრი” :))) თუმცა არვიცი ვინ, სად და როდის თქვა პირველად…

    noname

    May 20, 2010 at 5:41 pm

  8. ნოღალატე
    ?

    : )

    Teiia

    June 28, 2010 at 11:14 pm

  9. ქართულშიც გვაქვს რამოდენიმე ჩემოდანჩიკი, ასე მაგალითად:

    ტანჯვა / ტან-ჯვა – ანუ როდესაც რაიმე სულიერი ტანზე გაჯვავს.

    ელექსირი – ვიბრატორი (ელექტრო სირი)

    ბალანსიროვკა – თმა ბოქვენზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ ფანჩარი. (ბალან – სიროვკა)

    V

    July 19, 2010 at 10:42 am

  10. ღრმადლობთ = უღრმესი მადლობა :)

    Dimka

    August 9, 2010 at 11:57 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: