ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

J’accuse!

with 41 comments

ბატონო კლუბის პრეზიდენტო, ბატონო მოაზროვნეებო, ქალბატონო მოაზროვნეებო და უბრალო მოკვდავნო, მსურს გამოვხატო ჩემი გულისტკივილი ყოველივე იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა გუშინ. რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, თითქმის იდეალურად ჩატარებული ჩემპიონატი ჩაიშალა და იქ, სადაც ინტელექტს უნდა ეზეიმა ქუჩურმა გარჩევებმა და მუშტი–კრივის მცდელობამ დაიდეს ბინა.

თებერვლიდან დაწყებული მთელი ჩემი არსებით გადართული ვიყავი 2010 წლის თბილისის გაზაფხულის ჩემპიონატზე. მქონდა ამბიცია და ჯანსაღი პრეტენზია, რომ ჩატარებულიყო ისეთი თბილისის ჩემპიონატი, როგორიც არ ჩატარებულა არასდროს. რისი გულისათვისაც არ ვიშურებდი არც დროს და არც ენერგიას, მათ შორის ნერვებს. სრული სერიოზულობით მინდა განვაცხადო, რომ ასე არასოდეს დავხარჯულვარ, ამდენი არასდროს გამიღია და საბოლოოდ ასეთი იმედგაცრუებული არასოდეს ვყოფილვარ.

საერთო ჯამში ტურნირზე ოთხი თვე დავხარჯე, თუ ამას მივათვლით მარათონსაც, რომელიც თბილისის ამ ფორმატის ჩემპიონატის პრელუდია იყო, გამოვა რომ ამ პროექტზე, რასაც თბილისის 2010 წლის გაზაფხულის ჩემპიონატი ჰქვია, მე ნახევარი წელიწადი გავფლანგე. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი მატერიალური დაინტერესების გამო ხდებოდა, ძალიან ბევრმა ვერ ირწმუნა ის ალტრუიზმი, უფრო სწორად კი სისტემის სრულყოფისათვის ზრუნვა, რომელსაც ჰქონდა ადგილი ჩემი მხრიდან.

დიახ, მე მსურდა რომ ის თამაში, რომელსაც ამდენი ხანია ვთამაშობ ყოფილიყო იმაზე კარგი, ვიდრე იყო უწინ. მე მსურდა სტანდარტები და ნორმები გამეუმჯობესებინა იმისათვის, რომ შემდეგ ჯერზე ვინმე მათემატიკური ამოცანის, ან რაიმე სხვა ვიქტორინის ტიპის შეკითხვის მოტანას თუ დააპირებდა, დაფიქრებულიყო და აღარ მოეტანა იმიტომ, რომ ახალი სტანდარტები აღარ მისცემდა ამის საშუალებას. მიუხედავად დიდი ფიასკოსი, მე მიმაჩნია რომ რაღაც მაინც შევცვალე და რომ ჩემმა შრომამ ფუჭად არ ჩაიარა.

ასევე მინდა გავიხსენო პროექტები, რომლებმაც ასევე მარცხი განიცადეს – ჯეოპარდის გილდია, თბილისის გასული ჩემპიონატები: გნებავთ მაშინდელი როცა ერთი გუნდი წერდა შეკითხვებს ერთ ტურში და გნებავთ მაშინდელი, როდესაც ცალკეული ინდივიდები წერდნენ კითხვებს ერთ ტურში და შემდეგ თამაშობდნენ. მე მჯეროდა, რომ უკანასკნელი ფორმატი, როდესაც შეკითხვის ავტორ–რედაქტორები არ თამაშობენ, იყო იდეალური და ყველა იმ ხარვეზს მოკლებული, რომლებიც გამოაშკარავდა აწ უკვე არგამართლებულ პროექტებში, თუმცა ვცდებოდი.

ყველაფერმა ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ვთვლი, რომ ჩემი თავი ამ კლუბში ამოვწურე – როგორც მოთამაშემ და როგორც შეკითხვების ავტორ–რედაქტორმა. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ იქ სადაც ჩემი ადგილი აღარ არის, ვეღარ გავჩერდები. შევეცდები სხვა საინტერესო ჰობი მოვძებნო, მაგალითად ბრიჯის თამაში ვისწავლო, ან გოს თამაში დავამუღამო. მსურს სხვაგან მოვსინჯო ჩემი ძალები, ჩემი იდეები და შესაძლებლობები. მე კლუბს ვტოვებ, როგორც მოთამაშე, როგორც შეკითხვების ავტორი და როგორც რედაქტორი. ბოდიშს ვუხდი ჩემს გუნდელებს, ასევე იმ ადამიანებს ვისაც რაიმე დააკლდება ჩემი წასვლით. მე აღარ მსურს ვიყო იქ, სადაც ამდენი წელი ვიყავი.

კარგად ბრძანდებოდეთ!
პატივისცემით ვახო ელერდაშვილი

Advertisements

Written by linguistuss

May 17, 2010 at 9:50 am

Posted in სხვა

41 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. არ გინდა დაგველაპარაკო? ბლოგებიდან უნდა ვიგებდე (ვერ ვიგებდე) ამბავს?

    GL

    May 29, 2010 at 2:22 am

  2. აუ ვერ გავიგე რა მოხდა :(

    vaxo miyvarxar : )

    June 11, 2010 at 10:21 pm

  3. ძლიერ კარგი პაკეტი გამომდის ამ თსუ–ს ჩემპიონატზე. კმაყოფილი ვარ :)… (ვახო ელერდაშვილი)

    ანუ ეს რას ნიშნავს ??? :)))))))))))))

    saliome

    October 29, 2010 at 11:47 am

  4. ინტელ ხალხსაც უყვარს ზეიმით,ცრემლებით, საკუთარი თავის დაფასებით და ქებით წასვლა?ხდ

    ხმლოლ


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: