ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ფრენბურთი საზღვრებს გარეშე

with 15 comments


1895 წელს უილიამ მორგანს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ჰოლიოკში ახალი თამაშის იდეა დაებადა, რომელსაც მინტონეტი უწოდა და ეს თამაში ჩოგბურთის და ხელბურთის უკანონო შვილად შეიძლება მოინათლოს, ვინაიდან ამ ორი სპორტით გატაცებულმა მორგანმა ახალი ჰიბრიდი შექმნა, სადაც ჰარმონიულად იყო შერწყმული ორივე თამაშის წესები.

რას წარმოიდგენდა უილიამ მორგანი, რომ შემდგომში Volleyball–ად წოდებული მისი პირმშო 1979 წელს ამერიკელთა და მექსიკელთა დამეგობრების მიზეზი გახდებოდა. ფოტო 1979 წელსაა გადაღებული და აღებულია კლეიტონ კუბიტის ფოტობლოგიდან (იხ. ბმული). თითქოს არაფერია მასში უჩვეულო, გარდა ერთი დეტალისა: ბადეს აშშ–მექსიკის საზღვარი წარმოადგენს და ორივე მოასპარეზე მხარე – თავის ტერიტორიაზე თამაშობს.

Advertisements

Written by linguistuss

May 18, 2010 at 2:26 pm

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. wow, ძალიან საინტერესოა :)

  2. და ამის თამაშს ხომ არ აპირებ? :)

  3. ვგიჟდები ამ თამაშზე..
    წაკითხული მაქვს, რომ ძველ რომაულ ჩანაწერებში აღწერილი ყოფილა ერთი თამაში, სადაც მუშტს ურტყამენ ბურთისმაგვარ სხეულს; და კიდევ არაოფიციალური ვერსიით, ამერიკელ მეხანძრეებთანაა დაკავშირებული( უსაქმურობის დროს მსგავსი თამაში დაუწყიათ)..

    K2

    May 18, 2010 at 4:03 pm

  4. საინტერესოაააააააააააააააა

    kate

    May 18, 2010 at 4:31 pm

  5. კითხვის მასალა იყო :P რას ერჩოდი?

    WDC

    May 18, 2010 at 7:45 pm

  6. აუ რა კითხვებს აფუჩებ ლინგვისტუს ამ სტატიებით :( ძაან კაი შეკითხვა გამოვიდოდა მაგ მასალიდან :)

    atila

    May 18, 2010 at 9:13 pm

    • მშვენიერი ბლოგ–პოსტი გამოვიდა :)

      linguistuss

      May 19, 2010 at 12:59 am

      • პოსტი კარგია, მაგრამ კითხვას უკეთესს გამოიყვანდი :)

        atila

        May 19, 2010 at 2:45 pm

        • კითხვებს აღარ ვწერ მეთქი :)

          linguistuss

          May 19, 2010 at 3:21 pm

          • არადა კარგად კი გამოგდის

            atila

            May 19, 2010 at 5:52 pm

          • არადა აღარ წერს :)

            ingula

            May 19, 2010 at 7:04 pm

  7. ისე ერთი კითხვა მე გამიჩნდა: ნეტა ვინ მსაჯობდა თამაშში და სად იჯდა მსაჯი?

    K2

    May 19, 2010 at 4:13 pm

    • სატელიტზე

      NO-Spa

      May 19, 2010 at 5:03 pm

  8. ბლოგ–პოსტი ბლოკ–პოსტზე:)

    sandro

    May 19, 2010 at 10:01 pm

  9. მაგარია ძაან!

    akunina

    May 22, 2010 at 3:50 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: