ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ირკოჩერვო, ანუ თხარირემი

with 15 comments

გასული საუკუნის 90–იანებში უმბერტო ეკომ ჟურნალ “ესპრესოს” მკითხველები ერთ, ერთი შეხედვით უწყინარ თამაშში ჩაითრია, რომელსაც მან ირკოჩერვო უწოდა (hircus – ლათინურად თხა და cervus – ირემი). ირკოჩერვო, ანუ თხარირემი გამოგონილი არსებაა, რომელსაც ბორხესმა არ დასდო პატივი და გამოგონილი მონსტრების წიგნში არ მოიხსენია, თუმცა პლატონი მას დიალოგებში “ტრაგოელაფოსის” სახელით იცნობს, რომლის საშუალებითაც მან რეალურ და იდეების სამყაროებს შორის განსხვავებას გაუსვას ხაზი და აჩვენა, თუ რაოდენ მწირია ჩვენი რეალური სამყარო. პლატონმა სოკრატეს პირით თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრაგოელაფოსი რეალურ ცხოვრებაში არ გვხვდება მისი იდეა იდეების სამყაროში არსებობს და, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლებაო.

უმბერტო ეკომაც ჩათვალა, რომ სახალისო იქნებოდა არარსებული მწერლების და მათი შესაძლო ნაწარმოებების გამოგონება, რომლებიც რეალურ სამყაროში არ არსებობენ, თუმცა რა უფლება გვაქვს დავუშალოთ ვინმეს ფიქრი მათ შესახებ?! ეკო იმასაც აღნიშნავს, რომ კენტავრი თავიდან მხოლოდ ცარიელი იდეა იყო ცხენკაცის სახით და მას ძველმა ბერძნებმა მთელი რიგი სიმბოლური დატვირთვები მიაწერესო. ამგვარად ჩემი ირკოჩერვო არ დამიჩაგროთ და ბალახი აჭამეთო. ჰოდა, დაიძრა ფიზიკური და ელექტრონული წერილების არმია “ესპრესოს” რედაქციაში, მაგრამ ეს თამაში იმდენად  ზედმეტად აღმოჩნდა მიბმული იტალიურ ენაზე, რომ თითქმის არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება თარგმნას და აი, აქ იწყევლა თავ–ბედი ლინგვისტუსმა…

ბოლო რამდენიმე დღეა ვცდილობდი იტალიური ირკოჩერვოები გამექართულებინა, ან რაც არ გაქართულდებოდა საბოლოოდ დამევიწყებინა და ჩემი თხარირმები მომეფიქრებინა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ათიოდე მათგანს მაინც მოვუყარე თავი ერთ მშვენიერ რემაში და ამ პოსტში გავუშვი საბალახოდ. რამდენად შევძელი უმბერტო ეკოს, თუ სხვა იტალიელი გონებამახვილების იდეების გადმოცემა, თხარირმებისთვის ბალახის ჭმევა და მათი არ გაბრაზება ამისი განსჯა თქვენთვის მომინდვია. მათ, კი ვისაც იტალიური ირკოჩერვოების გაცნობა სურს, შეუძლია შემდეგ ბმულებს (ბმული #1, ბმული #2) ეწვიოს და ზედმეტი შეკითხვები კომენტარებში არ დასვას.

  • მარსელ პროსტი – “ბოქსებში დაკარგული დროის ძიებაში”
  • უმბერტო ეგო – “ჩემი სემიოტიკა”
  • ანკა მორჩილაძე – “ფალიაშვილის ქუჩის ქალები”
  • იგორ სტრავისკი – “პეტრუშკა დენიელსი”
  • ევარისტ გალუაზი – “მწეველები კვდებიან ადრე”
  • ლევ ტოლსტოევსკი – “ანა სადომაზოვი”
  • მარქს პლანკი – “კვანტური მექანიკის მანიფესტი”
  • ართურ ქენონ დოილი – “გაიღიმე უოთსონ, ჩიტი გამოფრინდება”
  • როკო ზიგფრიდი – “ბრუნჰილდა – ნიბელუნგების ბეჭედი”
  • როლან ბარტეზი – “თავზე კოცნის ხელოვნება”
  • ვუდი ელაიენი – “ყველაფერი, რაც გაინტერესებდათ უცხოპლანეტელებზე და კითხვას ვერ ბედავდით”
  • რიჩარდ ნიკონი – “მეც მინდა მონიკა ლევინსკი ობიექტივში გავახედო!”
Advertisements

Written by linguistuss

May 29, 2010 at 12:08 am

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მე მომხრე ვარ იმის, რომ კითხვების დასმა დაიწყო ისევ :)

  2. ისე რაც კითხვების წერას ,,დაანებე” (ჯერ-ჯერობით)თავი ბლოგი უფრო ნაყოფიერი გახდა. ძალიან საინტერესო მასალებს ტვირთავ.რისგანაც ადრე სავარაუდოდ კითხვები დგებოდა.IMHO ძალიან კარგი პოსტია. :)

    atila

    May 29, 2010 at 12:21 am

  3. ძალიან მომეწონა. აღფრთოვანება არ მჩვევია ხოლმე და ძლივს შევიკავე თავი აღფრთოვანებისაგან : )))

    ორჰან ჰარუკი_ მე მქვია ცხვარი :D

    anina

    May 29, 2010 at 12:44 am

  4. რამდენიმე “თხაირემს” მეც დავწერ :)

    ამელია ჰესი – “როგორ გადავუფრინოთ ატლანტიკას”

    ნოდარ კამპანელა – “მე ვხედავ ჰელიოპოლისს”

    ერნსტ ჰეთეევეი – “იქ, სტენდფორდში”

    პ.ს. თუ ვერ მიხვდით, აღსნებს დავწერ :)

    პ.პ.ს. მგონი არც ისე კარგი გამომივიდა :D

    blumgardt

    May 29, 2010 at 1:33 am

    • მე ყველაზე ძალიან ეს მომეწონა:
      ევარისტ გალუაზი – “მწეველები კვდებიან ადრე”

      ჟანრის კლასიკაა, ასეთი უნდა იყოს იდეაში კარგი ირკოჩერვო. დანარჩენები არ გამომივიდა :(

      ჯეოპარდიში შეიძლება ირკოჩერვოების თემის გაკეთება, ლოლ

      linguistuss

      May 29, 2010 at 1:38 am

      • ჰო, გალუამ მართლა დახურა. თავიდან ვერ მივხვდი, და მერე ისტერიული ხარხარი ამიტყდა :D

        ახლა ვფიქრობ ჯეპარდის პაკეტში (სექსტეტს ვწერ ახლა) ჩავსვა თუ არა, მაგრამ მეშინია ვერ გაიგებენ და აუგად “მომიხსენიებენ” :)

        blumgardt

        May 29, 2010 at 1:48 am

        • ამ პოსტს ხვალ და ზეგ ყველა ის წაიკითხავს, ვინც მანდ ითამაშებს. ასე რომ აღარ მოგიხსენიებენ :)

          linguistuss

          May 29, 2010 at 1:52 am

          • Hermann Hesse Hesse, Il Ciclone nazifascista, es magaria )))

            ketusiaaa

            May 29, 2010 at 1:57 am

          • ნუ რა ვიცი, თან მე ვერ დავწერ, კარგ, 5 ირკოჩერვოს.

            აი, როგორც მინიმუმ გალუა/გალუაზის სტილის უნდა იყოს.

            თან უკვე ვამთავრებ, 1 თემაღა დამრჩა, და მთელი სტრუქტურის გადაწყობა მომიწევს. 10-იანებში უნდა ჩაისვას, დიდ ნომინალებზე სარისკოა გაშვება.

            პ.ს. ეს უმბერტო ეკოს იმ წიგნში ნახე, ხომ, გამოფენაზე რომ იყიდებოდა :D მე პირველ თუ მეორე დღეს ვნახე და ყიდვა დავუპირე, მაგრამ ფული ვერ გავიმეტე – ჩემი ბიუჯეტი ვერ გადაიტანდა :D

            blumgardt

            May 29, 2010 at 2:02 am

  5. ჰო, ეს იმ წიგნში ვნახე “Bustina di Minerva”-ში. სამშაბათს ამაზონიდან ესენი ჩამომდის:

    1. Kant and the Platypus: Essays on Language and Cognition
    2. Serendipities: Language and Lunacy
    3. On Literature
    4. Travels in Hyperreality
    5. Misreadings

    ასე რომ საბლოგი მასალა მაქვს :)

    linguistuss

    May 29, 2010 at 2:08 am

    • ეჰ, რა მასალას აფუჭებ :)

      აუ, ეს იცი ალბათ – The Hero with a Thousand Faces.

      ხომ არ გაქვს ე-ვერსია? მითების არქეტიპული გმირები ჰყავს განხილული. რამდენიმე თვის წინ წავაწყდი ვიკიში და ვერსად ვერ ვნახე, არადა 1949 წლის წიგნია :user:

      blumgardt

      May 29, 2010 at 2:17 am

      • შემოდი სკაიპში და მოგცემ მაგ წიგნს :)

        თუმცა აჰა ლინკი

        linguistuss

        May 29, 2010 at 2:29 am

        • არ მაქვს შენი სკაიპი :D

          facebook-ზე მოგწერ ID-ს :)

          blumgardt

          May 29, 2010 at 2:33 am

  6. სახალისო პოსტია.
    ყველაზე მეტად

    “ლევ ტოლსტოევსკი – “ანა სადომაზოვი””

    მომეწონა

    ziskara

    May 30, 2010 at 2:09 pm

  7. გაიხსენეთ ”აღშფრთოვანებული” ელენე თევდორაძე.
    არ ვიცი რამდენად ზუსტია, მაგრამ მასვე მიეწერება ფრაზა: ”ჩვენ უკვე გამოკვლევებულები ვართო”…

    karlito

    July 11, 2010 at 1:02 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: