ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ინგლისელთა შემოსევა

with 18 comments


ინგლისელებს და ფრანგებს ერთმანეთი როგორ “უყვართ” ეს ყველას მოეხსენება. მათი “სიყვარული” ორივე ენაშია აღბეჭდილი და ყველაფერი ასწლიანი ომიდან, ან უფრო ადრე იღებს სათავეს. აი, იმ დროს როდესაც ინგლისელები მატერიკზე გადმოსხდნენ და მერე ჟანა დარკმა ივარგა და ერთი სიტყვით, ეს ყველას გვაქვს ნასწავლი ისტორიის გაკვეთილებზე. მე მსურს იმის შესახებ მოგითხროთ, რაც არ წერია ისტორიის სახელმძღვანელოებში და რის შესახებაც ფრანგული ენის ლექსიკონებიც კი დუმან. ამასწინად ერთ–ერთ ფორუმზე, რომელიც ფრანგულ კალამბურებს და გამონათქვამებს ეძღვნებოდა, შემომხვდა შემდეგი ფრაზები:

  • Avoir les anglais
  • Avoir ses anglais
  • Les anglais débarquent
  • Les anglais ont débarqué

თითოეულ ამ ფრაზაში ნათქვამია იმაზე, რომ ვიღაცას (თავისი) ინგლისელები ჰყავს, ან იმაზე, რომ ინგლისელები გადმოსხდნენ. ჯერ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ამ ინგლისელთა ყოლა თუ გადმოჯდომა, თუმცა გუგული დეიდას შეწუხების შემდეგ მთელი ისტორიული ექსკურსი ვიპოვე, სადაც მოთხრობილი იყო ფრანგებისა და ინგლისელების ისტორიულ დაპირისპირებაზე, ინგლისელთა წითელ ფარაჯებზე და ა.შ. პრინციპში საკვირველი არც არაფერია, უსიამოვნო და მტკივნეული მოვლენისათვის შენი მტრის სახელის დარქმევა და ამ მოვლენის მტერთან გაიგივება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა სხვადასხვა ენებში, თუმცა თუ ასწლიან ომს, ან შემდგომ ეპოქებს, გავიხსენებთ, იმდენად ხშირად და ამავე დროს პერიოდულად სტუმრობდნენ ინგლისელები საფრანგეთის ნაპირებს, რომ არცაა გასაკვირი ფრანგებმა ერთი პერიოდული და მტკივნეული მოვლენა მეორე პერიოდულ და არანაკლებ უსიამოვნო შემოსევებს თუ დაუკავშირეს.

P.S. ისე ისტორიული პარალელი რომ გავავლოთ ქართულ ენაში ამ მოვლენას “ყიზილბაშების შემოსევა” უნდა ერქვას, რაც ლათინურ Menstrualis–ს, ანუ ყოველთვიურს, ნამდვილად სჯობს…

Advertisements

Written by linguistuss

July 4, 2010 at 6:40 pm

18 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. Red Army occupation week

    : )

    Nini

    August 15, 2010 at 4:23 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: