ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

დიპლომატიური ინუენდო

with 12 comments

საადი ჰაერის ბლოგზე ერთ პოსტს წავაწყდი სახელწოდებით “დიპლომატიური ინუენდო”, რომელმაც კარგ ხასიათზე დამაყენა. პირველი ისტორია, პაკისტანელი პოლიტიკოსის, აქბარ ზების შესახებ წაკითხული მქონდა. რამდენიმე თვის წინ შემოიარა მთელი ინტერნეტი ამ სახალისო ნიუსმა, თუ როგორ არ შეუშვეს საუდის არაბეთში აქბარ ზები მხოლოდ იმ მიზეზით რომ არაბულად მისი სახელი და გვარი “ვეებერთელა ბალაყანას” ნიშნავს (ნუ, ბალაყანაში რა იგულისხმება ძნელი მისახვედრი არ არის). ამის გამო პაკისტანელ მაღალჩინოსანს საჯარო განცხადების გაკეთება მოუწია, სადაც ის აღნიშნავს იმ ბოროტი ხუმრობის შესახებ, რომელიც მის წინააღმდეგ ააგორეს მისმა არაკეთილმოსურნეებმა.

ინტერნეტში მოარული ისტორიები ახალი ხილი არ არის. ერთი ასეთი ისტორია მახსენდება კიდევ, რომელიც გასული საუკუნის 90–იანებში დაიბადა ჯერ კიდევ ახალფეხადგმული ინტერნეტის “ფურცლებზე”. მორიგი ისტორიის მთავარი გმირი საიდუმლოებით მოცული პიროვნება, ვინმე მისტერ გორსკია, რომელიც მთვარეზე ყოფნის დროს მოუხსენიებია თურმე ნილ არმსტრონგს მას შემდეგ, რაც კაცობრიობისა და ადამიანის დიდ და პატარა ნაბიჯებზე წარმოუთქვამს თავისი ცნობილი ფრაზა. აი, წარმოიდგინეთ სიტუაცია – ნილ არმსტრონგი დგამს ფეხს მთვარეზე და ამბობს: Good Luck, Mr. Gorsky! (თარგმანი საჭირო არ არის). ფრაზის გასაღები კი ასტრონავტის წარსულში უნდა ვეძებოთ, მაშინ როდესაც ნილ არმსტრონგი პატარა ბავშვი იყო და ბურთს აგორებდა. ერთხელ, თურმე, ბურთი მისტერ გორსკის გარაჟში შევარდნილა, სადაც ბურთის გამოსატანად შესულ მომავალ მთვარის ამთვისებელს შემოესმა მისის გორსკის კატეგორიული სიტყვები, რომელიც მისტერ გორსკის კარგს არაფერს უქადდა: “ორალურ სექსზე მაშინ ვიქნები თანახმა, როცა მეზობლის ბავშვი მთვარეზე გაივლის”…

განსხვავებით წინა ორი ისტორიისაგან, რომლებიც გადამოწმებადია, ვინაიდან აქბარ ზები ცოცხალია და საჯარო განცხადებების გაკეთება შეუძლია და ნასას ოფიციალურ ვებ–გვერდზე კი 45 წუთიანი mp3 ფაილი დევს, სრული ჩანაწერი იმ ხმებისა თუ ხმაურისა, რასაც ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე ყოფნისას გამოსცემდნენ და ამ ჩანაწერში მისტერ გორსკის ხსენება არ არის, მესამე ისტორია გადაუმოწმებადია და შესაბამისად უნდა ვენდოთ საადი ჰაერის, რომელმაც წაიკითხა ჯეისონ ელიოტის წიგნი “მზეთუნახავის სარკეები: მოგზაურობა ირანში” და შემდგომში ამონარიდი დაპოსტა ბლოგზე. ჯეისონ ელიოტის წიგნის ელ. ვერსიას ვერ მივაკვლიე, ამაზონიდან კი ამ წიგნის გამომწერი არ ვარ, მხოლოდ იმის გამო, რომ მე–400 გვერდზე გადავშალო და ეს ფაქტი გადავამოწმო. ერთი სიტყვით აი, რას გვიამბობს ჯეისონ ელიოტი:

ირანის შაჰთან, მუჰამედ რეზა ფეჰლევისთან, თეირანში აუდიენციაზე მისულა საბერძნეთის ელჩი გვარად კირიაკოსი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ “ქირ” სპარსულად ზემოხსენებული ბალაყანაა, “ქოს” – საბალაყანე და “ია” კი – ლოგიკური კავშირი “ან”. ჰოდა მას შემდეგ, რაც კირიაკოსი შაჰისთვის წარუდგენიათ, შაჰს უთქვამს თუ ამ კაცს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია, რომელია – “ქირ ია ქოს”, მაშინ მე მასთან სალაპარაკო არ მაქვსო. ამის შემდგომ საბერძნეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაძაბულა და მერე რა მოხდა არაფერი ვიცი. ქირ–ის და ქოს–ის შესახებ მრავალი მსგავსი ისტორია არსებობს, თუ რატომ ერქვა უზბეკეთში სიგარეტ “კოსმოს”–ს სხვა სახელი, ასევე თუ როგორ მოიხსენია მეფე კიროსი ერთმა რუსმა დიპლომატმა კიროსის რუსული სახელით “კირ”–ით, მაშინ როცა მას სპარსულად “ქურუშა” ჰქვია… ასე რომ ჯეისონ ელიოტის მონათხრობში “ვორდინგი” სწორია და რამდენად შეესაბამება რეალობას ეს ამბავი მოდით ამაზე თავს ნუ ავიტკიებთ, მთავარი ასეთ ისტორიებში ხომ ამბავია და არა ის, აქბარ ზები საუდის არაბეთში არის ნამყოფი და მართლაც სტკიოდა თუ არა თავი მისის გორსკის!

Advertisements

Written by linguistuss

July 10, 2010 at 3:52 am

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. :D:D:D

    anushka

    July 10, 2010 at 4:03 am

  2. ისა დაა მიცუბიში –პაჯეროს ესპანურენოვან ქვეყნებში არ ქვია პაჯერო და ქე მიხვდები რატომაც

    fiqro

    July 10, 2010 at 12:59 pm

  3. კირიაკოსზე მეც გამიგია, სხვა წყაროებიდანაც. და ისიც, რომ ირანს ერთმანეთის მიყოლებით წვივნენ პრემიერი კოსიგინი, კიროვის თეატრის ბალეტი და ბოლოს კუნაევი (და “კუნ” სპარსულად უკანალს ნიშნავს), ისე რომ ბოლოს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბჭთა კავშირს მიმართი ნოტით, სხვა გვარის სასტავი ხო არ გყავთო :D :D

    WDC

    July 10, 2010 at 1:15 pm

    • ჰო, ეგ ისტორიაც ვიცი… მაგრამ ზედმეტი იყო, იგივე თემაა :)
      ოღონდ კირილენკო, კოსიგინი და კუნაევი ვიცოდი მე.

      linguistuss

      July 10, 2010 at 1:31 pm

  4. ზუსტად აქ წავიკითხე პაჯერო რატომაც არ ქვია… კაი ხნის წინ დადო ვახომ ეგ პოსტი … აქ იქნება სადღაც :))

    AK-74

    July 10, 2010 at 1:20 pm

  5. და მონტერო დაარქვეს ესპანეთშიო ესე თქვა ლინგვისტუს ბიძიამ თუ სწორად მახსოვს და ეავიცი ეავიცი :))

    AK-74

    July 10, 2010 at 1:25 pm

  6. შეიძლება მეც აქ წავიკითხე ან სხვაგან…

    fiqro

    July 10, 2010 at 3:59 pm

  7. ე.ი. ქარტული გვარი ”ქირ-ია” გამოდის ”ან ”ბალაყანა”?

    karlito

    July 11, 2010 at 12:59 am

  8. ჩაქირქილებაც ცოდვაა :D

    NO-Spa

    July 12, 2010 at 1:54 pm

  9. :D :D :D :D :D :D “ჩაქირქილება” საღოლ კაი იყო :D აქ ვორნები არაა? დავმვორნავს ვახო ბიძია..

    AK-74

    July 13, 2010 at 9:00 am

  10. აი, კიდევ ერთი დაახლოებით ანალოგიური შემთხვევა :)) http://www.yaplakal.com/forum7/topic269289.html

    Dimka

    July 31, 2010 at 4:29 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: