ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

იაპონური იეროგლიფების ანაბანა

with 17 comments


ამ ათიოდე წლის წინ, უფრო ზუსტად 8 წლის წინ განვიზრახე იაპონურის შესწავლა. დიდი შემართებით შევუტიე და… შედეგად 80 იეროგლიფი, კატაკანა, ჰირაგანა და რამდენიმე ასეული სიტყვა ვისწავლე ცოტა გრამატიკასთან ერთად. ვინც არ იცის იმის გასაგონად ვიტყვი, რომ იაპონური დამწერლობა შედგება საკუთრივ იეროგლიფებისაგან, რომელსაც იაპონელები კანძის უწოდებენ და ორი მარცვლოვანი ანბანისაგან, ჰირაგანასგან და კატაკანასგან, რომელსაც ერთად კანას უწოდებენ. თითოეულს ამ სამიდან თავისი დანიშნულება აქვს: იეროგლიფებს სიტყვების ფუძეების ჩასაწერად იყენებენ, ჰირაგანას ფლექსიების (თავსართ–ბოლოსართების) და სხვადასხვა ნაწილაკების დასაწერად და კატაკანას კი უპირატესად ევროპული წარმოშობის სიტყვების გამოსახატავად ხმარობენ.

ჰირაგანა და კატაკანა, ჩინეთიდან შესული იეროგლიფების გამარტივებული ნაირსახეობებია, ამიტომაც ჰქვია იეროგლიფებს კანძი, ანუ ჩინური სიმბოლოები იაპონიაში, ვინაიდან ისინი მათი არ არის. აი, ჰირაგანა და კატაკანა კი მათი საკუთარი გამოგონებაა და სწორად ეს ორი ანბანი მატებს იაპონურ დამწერლობას იმ ეშხს, რომელიც ჩინურს არ გააჩნია (ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა). სრული ორი წელიწადი მეყენა ვოლპეიპერად (რა საშინელი სიტყვაა!) ეს 80 იეროგლიფი, ჰოდა დღეს ძველი ნაცნობების გახსენება მოვისურვე და თითოეულ მათგანს როგორც ძველ მივიწყებულ ახლობელს ისე შევხვდი, ამიტომაც იყოს აქ… შემოვალ ხოლმე თვალს შევავლებ. ბოლოსდაბოლოს ეს ხომ ჩემი ბლოგია?!

Advertisements

Written by linguistuss

July 13, 2010 at 10:00 pm

17 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. იაპონურის სჰემდეგ ასევე ვაპირებ ესპანურის ფრანგულის იტალიურის ლათინურის და ბერძნულის სწავლას

    sandro qitiashvili

    December 11, 2010 at 10:20 pm

  2. აბა შენ იცი წარმატებები

    tornike12

    December 12, 2010 at 1:43 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: