ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

იაპონური იეროგლიფების ანაბანა

with 17 comments


ამ ათიოდე წლის წინ, უფრო ზუსტად 8 წლის წინ განვიზრახე იაპონურის შესწავლა. დიდი შემართებით შევუტიე და… შედეგად 80 იეროგლიფი, კატაკანა, ჰირაგანა და რამდენიმე ასეული სიტყვა ვისწავლე ცოტა გრამატიკასთან ერთად. ვინც არ იცის იმის გასაგონად ვიტყვი, რომ იაპონური დამწერლობა შედგება საკუთრივ იეროგლიფებისაგან, რომელსაც იაპონელები კანძის უწოდებენ და ორი მარცვლოვანი ანბანისაგან, ჰირაგანასგან და კატაკანასგან, რომელსაც ერთად კანას უწოდებენ. თითოეულს ამ სამიდან თავისი დანიშნულება აქვს: იეროგლიფებს სიტყვების ფუძეების ჩასაწერად იყენებენ, ჰირაგანას ფლექსიების (თავსართ–ბოლოსართების) და სხვადასხვა ნაწილაკების დასაწერად და კატაკანას კი უპირატესად ევროპული წარმოშობის სიტყვების გამოსახატავად ხმარობენ.

ჰირაგანა და კატაკანა, ჩინეთიდან შესული იეროგლიფების გამარტივებული ნაირსახეობებია, ამიტომაც ჰქვია იეროგლიფებს კანძი, ანუ ჩინური სიმბოლოები იაპონიაში, ვინაიდან ისინი მათი არ არის. აი, ჰირაგანა და კატაკანა კი მათი საკუთარი გამოგონებაა და სწორად ეს ორი ანბანი მატებს იაპონურ დამწერლობას იმ ეშხს, რომელიც ჩინურს არ გააჩნია (ნუ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა). სრული ორი წელიწადი მეყენა ვოლპეიპერად (რა საშინელი სიტყვაა!) ეს 80 იეროგლიფი, ჰოდა დღეს ძველი ნაცნობების გახსენება მოვისურვე და თითოეულ მათგანს როგორც ძველ მივიწყებულ ახლობელს ისე შევხვდი, ამიტომაც იყოს აქ… შემოვალ ხოლმე თვალს შევავლებ. ბოლოსდაბოლოს ეს ხომ ჩემი ბლოგია?!

Written by linguistuss

July 13, 2010 at 10:00 pm

17 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ბრააავოოო :o კითხვა მიჭირდა რა სიტყვებია რა ანბანია და ამას სწავლობდიიი? :o საღოლ შენ… მაგარი ხარ!

    _LaCoSTa_

    July 13, 2010 at 10:12 pm

  2. ყოჩაღ!!! ჩემი ჩინურისაგან განსხვავებით ბევრად შორს წასულხარ.

    სამწუხაროდ მარტო ვერ ვისწავლე ეს ენა. გამოთქმა ისედაც მიჭირს და მხოლოდ იეროგლიფების ცოდნა არაფრად მჭირდებოდა.

    ტომა

    July 13, 2010 at 10:16 pm

    • მე ოდესმე ვისწავლი :)

      linguistuss

      July 13, 2010 at 10:26 pm

      • მასწავლებლის გარეშე გინდა იაპონურის დაძლევა?

        ოდესმე მეც ვისწავლი, უფრო სწორად როცა მიმიღებენ ჩინურის კურსზე უნივერსიტეტში.მეორე წელია აპლიკაციას ვაგზავნი და არ მღებულობენ. მეც ვაპირებ მანამდე ვაგზავნო სანამ არ მიმიღებენ!

        ტომა

        July 14, 2010 at 6:09 pm

  3. “ვოლპეიპერად” ეგ რამ დაგაყენებინა :))))
    მართლაც საინტერესოა ორიგინალში მაცუო ბასიოს ჰოკუს წაკითხვა

    d`bassa

    July 13, 2010 at 10:28 pm

  4. მეც დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი იაპონურს , მაგრამ სასტიკად რთული მეჩვენება :შ

    Clown

    July 13, 2010 at 11:45 pm

    • ბევრი დრო უნდა… და ძალისხმევა. არაბულს მარტო ძალისხმევა უნდა :) ჰოდა, ვსწავლობ ჯერ–ჯერობით არაბულს და თავს არ ვანებებ, სანამ რაღაც დონემდე არ მივალ.

      linguistuss

      July 13, 2010 at 11:49 pm

      • ბარემ ქართული შესატყვისებიც მიგეწერა :) ამის დრო არ მაქვს ძალიხსმევა კი :) შენ ჩამოთვალე ახლა ენები რასაც მარტო ძალისხმევა სჭირდება :) :) :)

        litterator

        July 14, 2010 at 12:01 pm

  5. აუ ყოჩაღ, ასე მგონია მსგავსს ვერასოდეს ვისწავლი და დავიმახსოვრებ. ისე უნდა ვცადო

    qet

    July 14, 2010 at 5:35 pm

  6. ეს რა პრინციპითაა დალაგებული?
    მარტივიდან რთულისკენ?

    “აი ია”–ს მსგავსი რამე აქვთ?

    akunina

    July 15, 2010 at 12:50 pm

    • სირთულე იეროგლიფში ხაზების რაოდენობით განისაზღვრება… ესენი რა პრინციპითაა დალაგებული არ ვიცი :)

      linguistuss

      July 15, 2010 at 3:08 pm

  7. სულ მაინტერესებდა ლინგვისტუსი იაპონურს უფრო ეშხიანად მიიჩნევდა თუ ჩინურს :)

    NO-Spa

    July 15, 2010 at 6:34 pm

  8. იცი ლინგვისტუს, ახლა ერთ წიგნს ვკითხულობდი და იქ წავიკითხე,რომ თურმე ჩინურ ენაზე ,სიტყვა “კრიზისი” შედგება ორი იეროგლიფისაგან. ერთი აღნიშნავს ნგრევას და მეორე იმედს.
    მომეწონა და დავწერე :)

    ნინო

    August 17, 2010 at 12:59 pm

  9. თუ ვინმეს დამოუკიდებლად იაპონურის სწავლის სურვილი გაქვთ, ამ ვებგვერდიდან ისწავლით.
    http://iaponia.ge/

    ყველაფერია.
    ანბანიც.
    იეროგლიფებიც.
    გაკვეთილებიც.
    გრამატიკაც.
    ლექსიკონიც.
    თან ყველაფერი ქართველებისთვის.
    წარმატებები.

    Sensei

    September 27, 2010 at 2:08 am

  10. ეს იეროგლიფების გასაღებებია. ამეებით შეგიძლია იპოვო იეროგლიფი ლექსიკონში. მე ვსწავლობ ეხლა იაპონურს ძნელი არაა უბრალოდ დრო უნდა. მე პრაქტიკაზეც ვიყავი 2 თვით მარა ჯერ ინსტიტუტშიც არ ვარ 17 წლის ვარ და მერე ალბათ კარგადთ მეცოდინება ერთ ორ წელიწადში.

    sandro qitiashvili

    December 11, 2010 at 10:16 pm


Leave a comment