ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ექსპერიმენტული ხლართი #1

with 5 comments

ჯერ–ჯერობით პოსტების წერისაგან თავს ვიკავებ (მუზები ისვენებენ და ზარბაზნები ქუხან), ამიტომ ექსპერიმენტულ ხლართს შემოგთავაზებთ, რომელიც რამდენიმესაფეხურიანია და მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის საკმარისი იმ ლაბირინთიდან გარეთ გამოსასვლელად, რომლის ცენტრშიც მინოტავრის მაგივრად ლინგვისტუსია დაბმული. იპოვეთ არიადნას ძაფი და შეუდექით საქმეს. მაშ, ასე პირველი ექსპერიმენტული ხლართი:

დუგლას ჰოფსტადერი ერთი იტალიელის შემოქმედების განხილვის დროს, მეტი თვალსაჩინოებისათვის იშველიებს შემდეგ დიაგრამას:

ეს იტალიელი ფიგურირებს სიტყვაში, რომლითაც წვეროსანთა საძმოს წევრებს მოიხსენიებენ, თუმცა ყველას არა, მათ შორის რამდენიმეს.

2002 წელს ერთმა ამერიკელმა სამხრეთისკენ აიღო გეზი და შინ დაბრუნებულმა დოკუმენტური ფილმი დაამონტაჟა. ფილმის სათაური ზემოხსენებული სიტყვა გახლავთ.

თუმცა ეს ამერიკელი უფრო სხვა ნამუშევრებითაა ცნობილი, რომელთაგან მე პირადად 1991 წელს გადაღებულ სურათს გამოვყოფდი, რომლის მთავარი პერსონაჟი სამშობლოსგან მოშორებით ერთი ევროპული დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშია დაკრძალული.

ეს მთავარი პერსონაჟი უშუალოდაა დაკავშირებული იმასთან, რასაც ქვემორე ილუსტრაცია ასახავს:

დაასახელეთ:  იტალიელიც, სიტყვაც, ამერიკელიც და მთავარი პერსონაჟიც.

Advertisements

Written by linguistuss

September 11, 2010 at 4:03 pm

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვაჰმე დაგვე**** :(

    undone

    September 11, 2010 at 5:21 pm

  2. იტალიელი ვიცი, ვაგრძელებ ფიქრს….

    Dimka

    September 11, 2010 at 10:07 pm

  3. დანტე, კომანდანტე, ოლივერ სტოუნი, მორისონი :))

    Dimka

    September 11, 2010 at 10:21 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: