ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ექსპერიმენტული ხლართი #2

with 16 comments

დაპირებული მეორე ექსპერიმენტი. პირველი მარტივი გამოდგაო, თუმცა მე ასე არ მგონია. უბრალოდ “ა, ეს ხომ ვიცოდი” ფენომენის გავლენა იყო. ვნახოთ როგორ გაგიადვილდებათ მეორე.

პირველი სწერდა მეორეს: “ახლა ერთ პორტრეტზე ვმუშაობ: ძალიან ღია და მკვეთრი ფერის თმებს, თეთრი ქუდი ამშვენებს. ხელის მაჯებიც ასევე ღია შეფერილობისაა, ქურთუკი ლურჯია და ეს ყველაფერი კობალტისფერ ფონზეა გამოსახული. იგი წითელ მაგიდასთან იდაყვჩამოდებული ზის, მაგიდაზე ყვითელი წიგნი და ფუტკარას სოსანისფერი ტოტი დევს”.

წერილის დაწერიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი: პირველი და მეორე, სადაც პირველის როლის შემსრულებელი მსახიობი მე პირადად იტალიელის ნაწარმოების ეკრანიზაციიდან დამამახსოვრდა, მთავარ პერსონაჟს მიწაზე ფეხი რომ არ დაუდგამს.

დაასახელეთ: პირველიც, მეორეც, იტალიელიც და სურათზე გამოსახული პიროვნებაც.

Advertisements

Written by linguistuss

September 12, 2010 at 4:11 pm

16 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ა, ეს ხომ ვიცოდი” ფენომენზე გეთანხმები :)

    მეორე ხლართს ავცდი დღეს :)

    litterator

    September 12, 2010 at 5:42 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: