ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ალბათ

with 18 comments

მამაჩემის wall-ზე არსებულ განხილვას ვაკოპირებ:

შეცდომაა – ალბად
სწორია – ალბათ

შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ ალბ–ად არის ვითარებითი ბრუნვის ფორმა…. და თუ ასეა, უნდა გვქონდეს:

  • სახ. ალბა
  • მოთხ. ალბა–მ
  • მიც. ალბა–ს
  • ნათ. ალბ–ის
  • მოქ. ალბ–ით
  • ვით. ალბ–ად
  • წოდ. ალბ–ავ

გინახავთ სადმე ასეთი სიტყვები? მიხვდით რაშიცაა საქმე?!

“ალბათ” არაბული წარმოშობის სიტყვაა და თუ ჩვენთან ვარაუდს გამოხატავს, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – თავის “სამშობლოში” უთუობა–უეჭველობის აზრით გახლავთ შემოსილი.

ამის შემდეგ არაბულში ბევრი ვეძებე თუ ცოტა Andras Rajki–ის არაბული სიტყვების ეტიმოლოგიური ლექსიკონი ვიპოვე, სადაც წერია:

al-bata : certainly, surely, of course [al + bata] Aze elbette, Kyr alvette, Per albate, Taj albatta, Tur elbette borrowed from Ar

ბოლოს ლექსიკონშიც ვიპოვე და ამით “ალბათ”–ის ეტიმოლოგიის კვლევა დასრულებულად გამოვაცხადე :)

Advertisements

Written by linguistuss

October 15, 2010 at 12:40 am

18 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. არაბულში ალბათთა – გაორმაგებული “თ”–ში გამოითქმის, რაზეც მეტყველებს დასმული თეშდიდი “თ”–ს თავზე.
    ესაა ჩემი ბოლო კომენტარი ამ თემაზე :)

    linguistuss

    October 15, 2010 at 12:50 am

  2. ამ სიტყვის გამო კინღამ მცემეს :)))

    ვციტირებ: ”გოგო ალბად დაწერე, ამ ხნის კაცი გეუბნები და რატომ არ მიჯერებო”, ”როგორ მკადრებ” და ა.შ.

    ხოდა მეც დავწერე :(((

    litterator

    October 15, 2010 at 12:55 am

  3. ალბათ-ის ბოლოში „თ“-ს გასამართლებლად მისი სხვა ბრუნვების არქონის მოხმობა გაუმართლებელია. მაშინ „იქნებ“-ს რა ვუყოთ? რითი დავამტკიცოთ ბოლოში „ბ“ უნდა იყოს და არა „ფ“? ვაუღლოთ?
    მე ვიქნებ
    შენ იქნებ
    ის იქნებს.

    იქნებ მოხვიდე, იქნებს დაწეროს, ვიქნებ შევძლო.

    წკაპო

    October 15, 2010 at 9:46 am

    • არა, წკაპო ბრუნება უბრალო ილუსტრაციაა იმისა, რომ რადგან სხვა ბრუნვები არ არსებობს ე.ი. უნდა ვივარაუდოთ რომ ეს ვითარებითი გარემოება არ არის და ის, რომ არაბულში/სპარსულში/თურქულში და ა.შ. ენებში (იხილე პოსტი), ეს სიტყვა არსებობს დიამეტრალურად განსხვავებული შინაარსით, ეს ამტკიცებს (მაღალი ალბათობით!), რომ “ალბად” არაა სწორი ფორმა და არის “ალბათ”.

      იქნებას რაც შეეხება, ამის შესახებ ქართული ენის შიდა კანონიკა იძახის, რომ სწორია “იქნებ” და არა “იქნეფ”. ამას არ სჭირდება მძიმე არტილერიის მოხმობა, ისედაც ნათელია ყოველივე :)

      linguistuss

      October 15, 2010 at 10:45 am

  4. ლინგვისტუს, „იქნებ“-ის ბოლოკიდურ თანხმოვნად „ბ“-ს კანონიერების მტკიცება-არმტკიცებას არ ეხებოდა ჩემი შენიშვნა. უბრალოდ, ჩავთვალე რომ „ალბათ“-ის ბოლოკიდური „თ“-ს გასამართლებლად აბსურდის ლოგიკა იყო გამოყენებული, თანც ვინც ალბათ-ს ბოლოკიდური „დ“-თი წერს, იმას ალბათ არც კი გაუგია ვითარებითი ბრუნვა.

    „წინათ“ როგორღა ავხსნათ? ;)

    წკაპო

    October 15, 2010 at 12:08 pm

    • ლოგიკა აბსურდულია – ეს არგუმენტი არ არის. ლოგიკურ არგუმენტს ასევე ლოგიკური კონტრ–არგუმენტი სჭირდება. “ალბად” კი ენაში იმ ტრაკში–პერო გრამატიკოსებმა შექმნეს, რომლებსაც ზუსტადაც, რომ ვითარებითი ბრუნვა გაუგიათ, იხილე ზევით ლიტერატორის კომენტარი. გარწმუნებ, ის კაცი, რომლის ასაკსაც პატივი უნდა ვცეთ, მხოლოდ გრამატიკული ნორმების ცოდნით ხელმძღვანელობდა. “ალბათ” კი უბრალო ხალხმა, გრამატიკის არმცოდნემ, დააკოპირა იმ ენებიდან, რომლებიც ძველ თბილისში ქართულის პარალელურად არსებობდა. ჰოდა, ამასთან არასწორად :)

      linguistuss

      October 15, 2010 at 12:28 pm

      • ასაკის გამო პატივისცემი კაცის ამბავს ვერ მივხვდი. ვინაა ეს კაცი, ან რატომ ესმება ვინმეს ასაკს მსჯელობაში ხაზი?

        წკაპო

        October 16, 2010 at 10:09 pm

  5. ალბათ გრამატიკული ნორმების ცოდნით ხელმძღვანელობდა :))
    ლექტორი იყო და წერილს სწერდა ერთ-ერთ სამინისტროს :) რომ გაიგო ფილოლოგი ვიყავი (მკითხა), ფილოლოგმა ეს როგორ არ იციო და უარესი დღე მაწია :)))))

    litterator

    October 15, 2010 at 1:36 pm

  6. ეეეჰ, კერგი რა,
    მაგდენი ბრუნვა , პირი და რიცხვირ ომ იცოდნენ, ალბად და ალბათ აერეოდათ? :D

    კატიე

    October 15, 2010 at 8:54 pm

    • კატიე, მგონი ვერ მიხვდი მთავარ “ფოინთს”. ანუ აი, წარმოიდგინე ტიპი, რომელმაც მაგრად იცის გრამატიკა, ფილოლოგია რა. ჰოდა, არ იცის ეს ალბათ არაბული სიტყვაა, თუ ჩინური. ჰგონია ქართული და მისი გამოყენება სინტაქსურად ძალიან ჰგავს ვითარების გარემოებას, რომელიც მთავრდება “ად”–ით, ამიტომაც ასკვნის, რომ “ალბად” არის სწორი და არა “ალბათ”.

      linguistuss

      October 16, 2010 at 1:37 am

      • ანუ შენ გინდა თქვა, რომ გრამატიკის ზედმეტი ცოდნისგან შეიძლება მოუვიდეს ადამიანს ეგ? ძალიან კეთილი და თავაზიანი ხარ შენ და ძალიან გადამეტებული წარმოდგენა გაქვს “ალბად”-ის მთქმელებზე.

        გამორიცხულია, რომ გრამატიკა კარგად იცოდეს ადამიანმა, რომელიც “ალბად”-ს ამბობს, გრამატიკის სახელმძღვანელოებშიც კი საკმარისი ოდენობით წერია ეგ სიტყვა, სულ რომ არ წაეკითხა პარალელურად ერთი-ორი წიგნი, საიმისოდ, რომ ტვინმა დაიმახსოვროს.

        ჩემი დაკვირვებით და ვარაუდით ეს “ალბად, ვნახოდ, გავაბრთხილოდ” კატეგორიის შეცდომები მათი შემოქმედებაა, ვინც ან 1. რუსული განათლებითაა ან რუსულენოვან ოჯახში გაიზარდა, ან 2. წერა-კითხვას ინტერნეტში (ფორუმზე, სკაიპში და ა.შ.) დაეუფლა და მანამდე ფურცელს და პასტას დიდად არ წყალობდა.

        კატიე

        October 16, 2010 at 8:04 pm

        • რუსულენოვანი უნდა გამოირიცხოს, მათ სხვა ტიპის შეცდომები ახასიათებთ

          litterator

          October 16, 2010 at 8:25 pm

  7. მე რამდენადაც ვიცი ალბათ მოდის სიტყვა “ჰელბეთ”–იდან.. ნუ ეს კარგა ხნის წინ ამიხსნა ქართულის მასწავლებელმა და მას შემდეგ გართულება მაქვს, როცა ვიღაცას ეშლება ეს. + “გამარჯობათ” სადაც “თ” ზედმეტია მილიარდს ერთად რომ ესალმებოდე, ან სულაც ალექსანდრე მაკედონელი გამოგეცხადოს :)

    TB

    October 16, 2010 at 3:54 am

    • წერია ზემოთ, თურქული ელბეთთე, სპარსული ალბათთე… ორივე არაბული ალ–ბათთა –დან მოდის, რაც უეჭველს ნიშნავს :)

      linguistuss

      October 16, 2010 at 4:38 am

      • თურქულადაც “ელბეთთე”–აუცილებელს, უეჭველს ნიშნავს. მაშინ “ალბათობის თეორია” რა გამოდის? ჩვენ ხომ “ალბათ–ში სხვა შინაარსს ვდებთ…

        akunina

        January 30, 2011 at 2:22 am

  8. არადა თურმე მარტო არასწორი ფორმით კი არა, არასწორი მნიშვნელობითაც ვხმარობთ.

    მევარმე

    November 5, 2010 at 11:44 pm

  9. ამ ფსევდოგრამატიკის მცოდნეებმა, თუ გრამატიკის ფსევდომცოდნეებმა ხომ გაახურეს საქმე! გამარჯობა-თ თანამედროვე ორთოგრაფიითა და ორთოეპიით დაშვებულია და მისაღები! გაიგეთ ეს, ბოლოს და ბოლოს!

    ნათია მანია

    January 2, 2012 at 10:35 pm

  10. ამ ადამიანმა გარკვევით ახსნა რატომ “ალბათ” და არა “ალბად”, მაგრამ რატომ გამოიწვია ასეთი გაუგებრობა ვერ ვხვდები. მისი მოყვანილი მაგალითი კი სხვაგვარად იქნა გადმოთარგმნილი. არ სურს ზოგიერთს გაგება თუ ტექსტში ჩაწვდომა დაეზარა? :დ

    Eka

    March 2, 2013 at 8:19 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: