ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ამხანაგის მოღალატეს დამმარხველი არა ჰყავდეს

with 9 comments

მამაჩემმა ბოლო დროს ფეისბუქზე ნოუთების წერას მიჰყო ხელი, ჰოდა სანამ საკუთარი ბლოგი გაუკეთებია, მის რჩეულ ნოუთებს, რომლებიც აქაურობის თემატიკას შეესაბამება, ნელ–ნელა შემოგთავაზებთ.

როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, “ვეფხისტყაოსანი” არ იცნობს სიტყვებს – მეგობარი, მეგობრობა და მათ სანაცვლოდ ყველგან “მოყვარე, მოყვრობა” გვხვდება…. ასე რომ, პატივცემულო პედაგოგებო (ქართული ენისა და ლიტერატურისა–ვ) – ე.წ. თემა სახელწოდებით “მეგობრობა ვეფხისტყაოსანში” გაუმართლებელია (კინაღამ ვთქვია “არაადეკვატურია”–მეთქი), რადგან ამ პოემაში “მეგობრობა” არ არის!

….სამაგიეროდა არის “ამხანაგი, ამხანაგობა” და ეს, კომუნისტებისადმი სიძულვილის გამო, კომუნისტურად შერაცხული სიტყვა სრულიად დაუმსახურებლად რომაა მივიწყებული დღეს, ძალზედ დიდ სამსახურს უწევს რუსთველს:

– სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად (17)
– ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე (261)
– აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათ თანა ვლიდია (442)
– მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი (673)
– ამხანაგობდეს, ლაღობდეს წასლვასა მათ საქმეთასა (1497)
….და ასე შემდეგ.

ბარემ აქვე მოგახსენებთ, თუ საიდან გაჩნდა ეს სიტყვა ჩვენ ენაში: – همخانه (ჰამხანე) – კომპოზიტია: ჰამ – თანა, ხანე – სახლი, ესე იგი “თანამოსახლე” (სიტყვასიტყვით ასეა, აზრი თქვენ გამოიტანეთ); მსგავსი სიტყვებია: ამქარი და ამფსონი, აქაც “ჰამ”–ის ნარჩენი “ამ” ერთად საქმიანობას ან მოქმედებას აღნიშნავს. სხვათა შორის, ძალიან “პოეტური” სიტყვაა სპარსულში “მეზობელი”, მათ ენაზე ეს სიტყვა ასე ჟღერს – ჰამ–საიე, სადაც “საიე” არის ჩრდილი, ანუ მეზობელი ის ადამიანია, ვინც შენთან ერთად ინაწილებს და იზიარებს ჩრდილს…. (შენ, ჩემო თანამეჩრდილევ! – როგორ “გამაზეს” ეს ფრაზა ქართველმა პოეტებმა?!)

ერთი სიტყვით, შორეული წარსულის ირანში დაბადებული მშვენიერი სიტყვა “ამხანაგი” ჯერ შორეული აზროვნების კომუნისტებმა “გააბანძეს” და აგერ, სულ ახლახან შორეული ამერიკიდან წაქეზებულ დემოკრატებს შემოაკვდათ (“მოკლეს” ჩასწორდა “შემოაკვდათ”–ი პოლემიკის შემდეგ).

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Advertisements

Written by linguistuss

October 20, 2010 at 11:35 pm

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მეგობარიც ხომ ერთ გობში მჭამელს ნიშნავს როგორც “თანამეჩრდილე” :)

    ნინო

    October 21, 2010 at 9:46 pm

  2. ვახო, ძალიან საყვარელი მამა გყოლია, ჩემ ქართველ პაპას მაგონებს. ძალიან სერიოზული კაცი ჩანს და შენ ვის დაემსგავსე ასეთი აფრაკი? :D

    Pegi Karpenko

    October 23, 2010 at 3:24 pm

  3. პეგიი,მეც ეგ უნდა მეკითხა :D:D

    მწირი

    October 25, 2010 at 9:31 pm

  4. ისე, კიდე კარგი, სხვამაც რომ შეამჩნია და მარტო მე არა. მწირი, შენც გაგაგიჟა ალბათ თავისი წვეტიანი იდეებით :D

    Pegi Карпенко

    October 25, 2010 at 11:11 pm

  5. რა იყო რომ არ ჩანდი? მაკლდა შენი კომენტარები: )იყოს, ჩვენ რას გვიშლის:D

    მწირი

    October 26, 2010 at 10:53 am

  6. როგორ ხარ? რატომ არ ვჩანდი? :D რაღაცაზე ამაბეწვა, მარა ეხლა აბაროტს ვუღებ :D (rofl) მომწერე შენი ამბები აქვს :D

    Pegi Karpenko

    October 26, 2010 at 11:41 am

  7. კარგად,რავი,ან მე არ ვჩანდი:) უყურე მაგას:D კი მოგწეერ:D

    მწირი

    October 26, 2010 at 11:52 am

  8. მართლა რა პოეტურად ჟღერს მეზობელი :)

    keti

    October 26, 2010 at 2:37 pm

  9. რა უბედურებააა? ჩვენი მარტო ”გამარჯობაა”? სიტყვა ვერ ვნახე რომ არაბული/სპარსული/თურქული ან ბერძნული არ იყოს.

    Georgiankaa

    April 23, 2012 at 2:53 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: