ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Какая разница, бичо?!

with 6 comments

ვაგრძელებ მამაჩემის ნოუთების ჩემს ბლოგზე გადმოლაგებას

ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ “ახრჩობენ” დღეს ქართულ ენას ინგლისური თოკით და მართლა რომ ახრჩობენ, ამის მაგალითებს ფეხის ყოველ ნაბიჯზე შევხვდებით, თუ ჩვენ ისტორიას გადავხედავთ (ადრე ბერძნული, სპარსული თუ რუსული იყო, ახლა ინგლისურია…. какая разница, бичо?!). ერთხელ ირანში ერთი სპარსელი მიმტკიცებდა – ქართულში 25% ლექსიკისა სპარსულიაო; ასეთი დასკვნა, ალბათ მან მაშინ გამოიტანა, როცა ყური მიუგდო ქართველთა მეტყველებას, სრულიად ჩეულებრივსა და ყოველდღიურს, სადაც მოისმინა სიტყვები: ჩანგალი, ფანჯარა, ქუჩა. ხეივანი, მატრაბაზი, ჯამბაზი, საღი, ხილაბანდი, ვახშამი და ასე შემდეგ. იმ სპარსელს კი შევუსწორე – 25 კი არა და 10% იქნება–მეთქი, მაგრამ რა შეღავათი? აქ რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ჩვენი დამოკიდებულებაა მთავარი ჩვენი ენისადმი. სპარსული (არაბული, თურქული….) ლექსიკის რაოდენობა ქართულ ენაში. მე მგონი, ჯერ არავის აღუნუსხავს, მაგრამ ჩვენი წინაპრებიც ისეთივე მიმბაძველები რომ ყოფილან, როგორც ახლა მათი შთამომავლები არიან (ვართ!), ეს ცხადია… უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ “სტრატეგიული პარტნიორი” მაშინ იყო ირანი, ახლა არის სხვა (ერთხელაც – какая разница, бичо?!).

შაჰ–აბასის ქუჩა მაშინ თბილისში არ არსებობდა (თუმცა ვინ იცის, იქნებ არსებობდა კიდეც), მაგრამ საქართველოს ისეთ ქართულ რეგიონშიც კი, როგორიცაა “მთა” (ზოგადად დავარქვათ), მავანთაგან მავანს “ირანის ლომის” პატივსაცემად სოფლისთვის და მდინარისთვისაც კი გადაურქმევია სახელები. დუშეთის რაიონში….. უკაცრავად – მუნიციპალიტეტში (ადრე მაზრა რომ ერქვა) არის სოფელი “საშაბურო” და იქვე მოედინება მდინარე “საშაბუროსხევი”, აქედან არის გვარი შაბურიშვილი: ახლა გავშიფროთ, რას ნიშნავს “შაბურ” – ეს გახლავთ “შაჰ–ფურ” ანუ შაჰის შვილი, ძე, მემკვიდრე (სხვათა შორის, ეს ამ 20–ოდე წლის წინ თავად ერთმა შაბურიშვილმა მითხრა სიამაყით). აი, დანარჩენი კი თავად გაიაზრეთ – რა სიყვარული უნდა ჰქონოდა მავან ქართველს შაჰისადმი, რომ საკუთარი თავისთვის შაჰის შთამომავალი ეწოდებინა, მშობლიური სამოსახლო “სა–შაჰ–ფურო”–დ მოეხსენიებინა და…. მდინარეს რაღას ერჩოდა ის მამაცხონებული?! ვინ იცის, რა კარგი ქართული სახელი ერქვა!

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Advertisements

Written by linguistuss

October 27, 2010 at 4:04 am

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ენობრივ ნიუანსებზე არ გავაკეთებ აქცენტს, მაგრამ ასიმილაცია სხვა ერთან აუცილებელია ქართველი ერისთვის, ნუ ცოტა მაინც, მე არ ვიძახი, რომ ჩაყლაპოს რომელიმე დიდმა ერმა. ბიოლოგიური თვალსაზრისით მომგებიანია ქართველი ერისთვის სლავებთან შერწყმა, თორემ მუტანტებს დაემსგავსა ეს ხალხი. ყოველთვის ვიყავი და ვარ სისხლის განახლების მომხრე და ვასრულებ კიდეც ამას და სხვათა შორის არაფერი წამიგია, პირიქით :D разница канечно есть. Люди смешанной расы выглядят более здоровыми и привлекательными, особенно если в них течёт славянская кровь. Но не я это выдумала, ученые полагают, что люди смешанной расы имеют определенные генетические преимущества,к более крепкому здоровью и большей внешней привлекательности. :) (დავასრულე გამოსვლა!)

    Pegi Карпенко

    October 27, 2010 at 12:44 pm

  2. :)))))))))))))))

    მწირი

    November 9, 2010 at 1:44 pm

  3. სა-შაბურ-ოს-ხევით მოვირგებთ მუნიციპალიტეტსაც, არ იდარდო შენ
    ვერ მოვირგებთ და გადავაგდებთ მაზრასავით

    (ირანელებს კიდე, რაც ჩვენგან ხარკი მიქონდათ, არ გადაგვაყოლეს ამ მატრაბაზს და ხილაბანდს?!!)

    NO-Spa

    November 15, 2010 at 3:02 pm

  4. რა შაჰის გამო დაარქვეს სოფელს საშაბურო ?!
    შაბურა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სახელია და გვარი მოდის მაქედან
    და ვითომდა ირანის შაჰის და საქართველოს მტრების სიყვარულშიო ბრალის დადების ელპერს რო ადებთ. ნეტა იცოდეტ მეცამეტე საუკუნიდან გაუტეხელი არაგვის ხეობის თავში ეს გვარი იდგა და დგესაც ამაყად დგას და გადმოყურებს ხეობას ბოდორნის ღვთისმშო9ბელი რომელიც შაბურიშვუილების აშენებულია

    მტიული

    March 9, 2012 at 1:36 am

  5. შაბურიშვილები მფის კარზე მიღებული გვარი იყო, აზნაურობაც მეფეს უბოძებია მათთვის. ეს პატივი სწორად რომ სამშობლოს – საქართველოს წინაშე დადებული ღვაწლის შედეგია.

    შაბურიშვილების სალოცავი ღვთისმშობლის ხატია, ბოდრნის ღვთისმშობელიც ჩვენი აგებულია.
    შესაბამისად ჩვენ, არც არავიზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ, არც არავიზე ნაკლები მართლმადიდებლები და არც არავიზე ნაკლები სისხლით არ მოგვირწყვია არაგვის ხეობა თუ სხვა, სამშობლოს დასაცავად.

    თხოვნა იქნება, სანამ რაიმეს დაპოსტავთ, მანამ ცოტა გაიაზრეთ.

    კეთილი სურვილებით…

    David

    February 10, 2013 at 12:27 am

  6. Согласно Иоанну Баграотиони: «этот род происходит из местности Шабуран в Дарубанде. Кто-то из представителей этого рода жил в Нахичевани. И уже из Нахичевани переселился в Грузию. Царь Георгий захватил Нахичевань и некто Шабуришвили с царем отправился в Грузию. Было это в 1150 году. Они поселились в Арагвской области и получили дворянское звание». ეს გვარი წარმოსდგება ადგილმდებარეობა შაბურანიდან ნახჭევანთან ახლოს არის ქალაქი შაბურანიც, სადაც ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, ცნობილია, რომ მიწათმოქმედი გვარები ადგილობრივი ტერიტორიის დასახელებას იღებდნენ გვარის ფუძედ.ადრეულო საუკუნეებში დავით აღმაშენებლის დროიდან ეს ადგილები საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, 1050 წელს გიორგი მესამემ კვლავ დაიპყრო ეს ადგილები და გამოჩენილი მამაცობისათვის ამ გვარის ხალხი წამოიყვანა და დაასახლა არაგვის ხეობაში და უბოძა პირველი აზნაურობა.ექვთიმე თაყაიშვილს შესწავლილი აქვს ეს საკითხი და აღნიშნავს, რომ ასეთი დასკვნა მოკლებულია მეცნიერულ დასაბუთებას და გარდა სახელის უბრალო დამთხვევისა შაბურიძეებს არაფერი არა აქვთ საერთო ირანის შაჰებთან სასანიდურ შაბურებთან. ისე ცნობისათვის ირანის შაჰის შაბურ პირველის შვილიშვილის შვილი, ანუ რევ მართალის შვილი იყო მეფე მირიანი, რომელმაც შემოიღო საქართველოში ქრისტიანობა.
    პირველი არაგვის ერისთავები იყვნენ შაბურიძეები, რომლებიც ნათესაურ კავშირში იყვნენ მეფეებთან, მეცამატე საუკუნეში მეფე ვახტანგ მესამეს ძე დემეტრე თავდადებულისა, ცოლად ჰყავდა შაბურიძის ასული, რომელმაც ქრისტე რჯული არ უარყო და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში რიფსიმეს სახელით მონაზვნად აღიკვეცა, ხოლო მისი მეუღლე მეფე ვახტანგ მესამემ, რომელმაც არ მიიღო მაჰმადიანობა, სპითურ მოკლეს და წმიდანად არის მოხსენიებული ეკლესიის მიერ. მეთხუთმეტე საუკუნეში მეფე გიორგი მერვეს შვილი მარიამი მიუთხოვებია არაგვის ერითავის ვამიყ შაბურიძის ვაჟზე გიორგიზე. ამ პერიოდში შაბურიძეებმა ხელახლა განაახლეს ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც იყო მათი სალოცავი და საძვალე. უამრავი ბრძოლები და შემოსევები (მონგოლები, თემურ ლენგი და სხვა) გადაიტანეს არაგველებმა ერისთავ შაბურიძეების მეთაურობით. არაგვის საერისთავოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მუდამ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, უთანასწორო ომების შემდეგ ზედა მთიანეთი(ცხავატი, ცისკარა,გველეთი) წარმოადგენდა მეფეთა საიმედო თავშესაფარს, აქ კი არაგვის ერისთავების წინამძღოლობით მასპინძლები ყველაზე ერთგული მამაცი და ომით გაუმაძღარი არაგვის ხეობის მოსახლეობა იყო.

    davit ShaburiShvili

    November 25, 2013 at 11:26 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: