ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

საწყალი პარიკმახერი ოდნო–ცოლის ხელში

with 4 comments

ვაგრძელებ მამაჩემის ნოუთების ჩემს ბლოგზე გადმოლაგებას

დღეს პარიკმახერთან დავჯექი თუ არა, მობილურზე დაურეკეს – ხარაშო აზიზ–ჯანო უთხრა ორ–სამჯერ, გათიშა მობილური და მე შემომჩივლა – “ამ ოდნოებმა ბანკროტი გამაკეთეს, რა…. ცოლი ყოველდღე მეუნება – ხუთი ლარი ჩარიცხე, სმაილიკები უნდა ვიყიდოო, ვაჰ….” ვუსმენდი მის მონოლოგს, თავს ვუქნევდი და ჩემთვის ვფიქრობდი – რა გარანტია აქვს ახლა ამ კაცს, რომ მე ვიცი, რა არის “ოდნოები”?! – და დასკვნაც მაშინვე გამოიკვანძა – ესე იგი ეს სოციალური ქსელები ისეთივე მასობრივ მოვლენადაა უკვე მიჩნეული, როგორც ბევრი სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხი….

პარიკმახერმა მონოლოგიც და გაკრეჭაც ერთად დაამთავრა, გამომართვა ხუთი ლარი და მე კიდევ ერთხელ შევწირე მადლობა ღმერთს, რომ თმა ისევ იმ რაოდენობით მეზრდება, როგორც მთელ განვლილ ცხოვრებაში იყო!…. რომ არა ჩემი თმა, ვინ გადაუხდიდა “აზიზ–ჯანს” სმაილიკების ფულს?! დაბოლოს, ტრადიციული “იცით თუ არა რომ” – დიახ, “აზიზ” عزیز არაბული სიტყვაა და “ძვირფასს, სათნოს, სათუთს” ნიშნავს.

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Advertisements

Written by linguistuss

October 27, 2010 at 3:42 am

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მგონი მამაშენის ბლოგის გაკეთების დროა :))

    litterator

    October 27, 2010 at 3:50 am

  2. :)))))))))))) ხო რაღაც საინტერესო იქნება … :)))))))

    saliome

    October 27, 2010 at 10:31 am

  3. სიტყვა დალაქზეც გვითხარით რამე.

    დიმიტრი

    October 27, 2010 at 11:44 am

  4. ცოტა უფრო მოდურ სალონში რომ წასულიყო, იქ ალბათ ფაცებუქზე დაეწუწუნებოდნენ :)

    ნინო

    November 2, 2010 at 2:13 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: