ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ინტიმი – სექსი თუ სიახლოვე?!

with 17 comments

2009 წლის 14 იანვრის პოსტია, ამით ვნერგავ რეპოსტის პრაქტიკას ბლოგზე

2001 წელს პატრის შერომ გადაიღო ფილმი, რომელსაც ფრანგულად Intimité ჰქვია. ეს ფილმი ტიპიური ფრანგული ფილმია, სადაც აქცენტი მთავარი გმირების ურთიერთობებზე და ამბავზეა გადატანილი და უგულებელყოფილია ყოველგვარი სპეცეფექტი. ფილმი ორი წარუმატებელი და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანის ახლო ურთერთობის შესახებ მოგვითხრობს, ამიტომაც ფრანგულად მას სათაურიც შესაფერისი აქვს –  Intimité – რაც თარგმანში “სიახლოვეს” ნიშნავს. ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე ოქროს დათვი აიღო და ამის შემდგომ განაგრძო სვლა კინოკულტურის ცენტრიდან პერიფერიებისაკენ, თუმცა გზაში თარგმანში დაიკარგა. რუსულ კინობაზარზე ფილმს Интим უწოდეს და ქართველმა ინტერნეტ მოღვაწეებმა, რომლებმაც მხოლოდ რუსული იციან, ფილმის სათაურად “ინტიმი” შეარჩიეს, რის შედეგადაც ფილმმა ქართველი ხელმრუდე ახალი თაობა შეცდომაში შეიყვანა და პატრის შეროს კინოსურათი იმწამსვე გაიყვანეს კატეგორიაში “სექსები”.

ჩემს ბავშვობაში, ბნელ 90–იან წლებზე მოგახსენებთ, ქართული ჟურნალ–გაზეთების დახლებზე ეროტიულ–პორნოგრაფიული შინაარსის მოჟურნალე გამოცემა “ინტიმი, ინტიმი” გამოჩნდა. სწორად მაშინ დამაინტერესა პირველად ამ სიტყვის ეტიმოლოგიამ და ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონს მივმართე, სადაც ეს სიტყვა ასეთი ფორმით დაფიქსირებული არ არის. ჭაბაშვილმა მხოლოდ ის იცის, რომ “ინტიმა” სისხლძარღვის კედლის შინაგანი გარსია და ის რომ, “ინტიმური” – უაღრესად პირადულ რაიმეს ნიშნავს. მას შემდეგ, რაც ინგლისური და ფრანგული ვისწავლე, აღმოვაჩინე რომ intimate ინგლისურად და intime – ფრანგულად “პირადულს” ნიშნავს და ამ სიტყვების კონოტატიური მნიშვნელობა საერთოდ არ არის დაკავშირებული არც სექსთან, არც ეროტიკასთან და არც პორნოგრაფიასთან.

XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სერ ჯერომ ჰორსეი, ინგლისელი დიპლომატი, მოგზაური და პოლიტიკოსი, რომელმაც 17 წელი გაატარა რუსეთში 1573–1591 წლებში. დღემდე შემონახულია დღიურები და პირადი ჩანაწერები, რომლებსაც მისი თანხმლები პირი, ვინმე ფლეტჩერი აწარმოებდა. 1583 წლით დათარიღებულ წერილში მოთხრობილია ამბავი იმისა, თუ როგორ ესტუმრნენ სერ ჯერომ ჰორსეი და მისი თანმხლები პირები მოსკოვის აბანოს რუსი ბოიარებისა და მეფისკარის ლამაზმანების თანხლებით. მოგეხსენებათ იმ დროინდელ რუსეთში საერთო აბანოში კაცები და ქალები განცალკევებით არ ბანაობდნენ, რასაც ძალიან გაუკვირვებია ინგლისელი დიდგვაროვანი და გაოცებულს უთქვამს: “It’s incredible, they are making that like in team!” (თარგმანში: დაუჯერებელია ისინი ამას ჯგუფურად აკეთებენო). იქვე მდგომი ბოიარინია არ დაბნეულა და შეპასუხებია: “Кому интим, а кому помыться”, ანუ ვისთვის ინტიმია და ვისთვის კიდე ბანაობაო. ამის შესახებ ყველას გულიანად უცინია და ასე დაბადებულა სიტყვა, რომელიც მამაკაცისა და ქალის სექსუალურ ჩხირკედელაობას აღნიშნავს.

დღესდღეობით უკუპროცესი მიმდინარეობს. ინგლისური ენის ფართო გავრცელების წყალობით, სიტყვა “ინტიმური” უფრო პირადულს ნიშნავს, ვიდრე სექსთან დაკავშირებულს და შესაბამისად, თუკი ოდესმე ჩვენი ინტერნეტმოღვაწეები ინგლისურს ისწავლიან, იქნებ ფილმების სათაურები პირდაპირ ორიგინალიდან თარგმნონ და არა რუსულიდან და მერე დარწმუნებული ვარ ყველას გვეშველება…

Advertisements

17 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ყველაზე მაგარი ისაა, რომ სიტყვა ინტიმი ხშირად ”უზრდელობად” აღიქმება. მაგალითად, რომ სთქვა: ”რელიგია ინტიმური საკითხიაო” რაოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო? :ჯვარითავში:

    Marisol Perry

    December 22, 2010 at 5:18 am

  2. ნუ ბრაზობ ლინგვისტუს.არ წამიკითხავს რომ რეპოსტია

    Angelica Raymond

    December 24, 2010 at 7:10 am

  3. ნინო, ”მე მოვკალი აფიცერი” ? :)) ვახო, შემინდე ამ ერთხელ :) იმასაც ხომ არ გვეტყვი, რაში გჭირდება? ისედაც არ აკლია შენს ძველს პოსტებს რეიტინგი , ჩაიმა

    Jana Johns

    January 13, 2011 at 4:04 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: