ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

სუპერლიგა მე–3 ტური, 2010 წელი

with one comment

გუშინ სუპერლიგის მესამე ტური ჩატარდა, სადაც სხვა ნათარგმნ კითხვებთან ერთად ჩემი 13 კითხვაც იყო. კითხვები რომ არ დამეკარგოს იდოს აქაც.

1. ზაალ ანდრონიკაშვილი თავის სამოგზაურო დღიურებში წერს, რომ ტურისტად ყოფნა სტერეოტიპულობას ნიშნავს, ასე მაგალითად იგი ლოს–ანჯელესში რომ ჩავიდა, პირველი რაც გააკეთა ტაქსით მივიდა მალჰოლანდ–დრაივზე და სურათი გადაიღო,. აი, ამ ქალაქში ჩასვლისას კი, სასტუმრომდე მიაღწია თუ არა, ონკანი მოუშვა და წყალი დალია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რომელ ქალაქში დალია მან წყალი?

პასუხი: სან–ფრანცისკო
კომენტარი: ფილმში “მიმინო” არის ასეთი დიალოგი: – Валик-джан, у нас в Дилижане в кухне открываешь простой кран – вода течет, второе место в мире занимает. – А первое – в Ереване? – Нет. В Сан-Франциско.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

2. იტალიელი როკ–მომღერალი ჯანა ნანინი მსოფლიომ 1990 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე შესრულებული სიმღერის წყალობით გაიცნო. გავიდა ოცი წელი და 2010 წლის ნოემბერში იგი კვლავ მოექცა ახალი ამბების ეპიცენტრში. 54 წლის ჯანა ნანინიმ პირველად იმშობიარა და გააჩინა გოგონა, რომელსაც ამდენი ხანი ელოდა. ყურადღება შეკითხვა: რა დაარქვა მან ბავშვს?

პასუხი: პენელოპე
კომენტარი: იგი ბავშვს ოცი წელიწადი ელოდა, ისევე როგორც პენელოპე.
წყარო: 1. ბმული

3. 1979 წელს იტალიელმა როკ–მომღერალმა, ჯანა ნანინიმ გამოუშვა ალბომი სახელწოდებით “კალიფორნია”. ალბომში შესულ სიმღერებში მან ჰიმნი მიუძღვნა ქალის თავისუფლებას და მამაკაცისგან დამოუკიდებლობას, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ალბომის გარეკანზე გამოსახულ თავისუფლების ქანდაკებას ხელში უჭირავს არა ჩირაღდანი, არამედ ეს მოწყობილობა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მოწყობილობა.

პასუხი: ვიბრატორი
კომენტარი: ალბომში შესული სიმღერები ქალის თავისუფლებას ეძღვნება.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

4. ბუღალტრებიც ოდესღაც პატარა გოგონები იყვნენ, ამიტომაც სპეციალურად მათთვის, ერთმა დიზაინერმა შექმნა კალკულატორი რომელზეც ციფრების განლაგება გვაგონებს იმას, რაც გამოსახულია მე–20 საუკუნეში გამოცემული რომანის გარეკანზე. ყურადღება შეკითხვა: მითხარით რომანის სახელწოდება.

პასუხი: კლასობანა
კომენტარი: ვადიმ კიბარდინის დიზაინით შექმნილ კალკულატორზე ციფრების განლაგება გვაგონებს კლასობანას თამაშის. ხულიო კორტასარის რომანსაც ასე ეწოდება “კლასობანა”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

5. ჟურნალ “ლიბერალის” 2010 წლის დეკემბრის ნომრის გარეკანზე გამოსახული იყო ჯულიან ასანჟის ფოტო, რომელსაც ჰქონდა მინაწერი. თავად ეს მინაწერი წარმოადგენს ლათინურ სენტენციას, რომელშიც ბოლო სიტყვაა შეცვლილი, თუმცა ჟღერადობით სენტენციის კონსტრუქცია არ არის დარღვეული. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ მინაწერი თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: Veni, Vidi, Wiki
კომენტარი: ჯულიან ასანჟი სკანდალური საიტის WikiLeaks-ის ფუძემდებელია, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ჟურნალი “ლიბერალი” #56, 13–19 დეკემბერი, 2010

6. 1717 წლის ნოემბრის ღამეს პარიზში, ჟანდარმმა პატრულირების დროს წმინდა იოანეს მრგვალი ეკლესიის, ე.წ. “სენ–ჟან–ლე–რონის” კარებთან მიტოვებული ახალშობილი იპოვა. შემდგომში ბავშვი გაიზარდა და მსოფლიოს მრავალმხრივი ცოდნით დაამახსოვრა თავი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ გვარი, რომლითაც ის გახდა ცნობილი.

პასუხი: დ’ალამბერი
კომენტარი: მას ეკლესიის სახელი უწოდეს ჟან–ლერონი, გვარი კი თავისთვის თავად მოიფიქრა. იგი მრავალ სამეცნიერო მიღჭევებთან ერთად ენციკლოპედიის (საყოველთაო ცოდნის კრებულის) გამოშვებით დაამახსოვრდა მსოფლიოს დენი დიდროსთან ერთად.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

7. ჰარუნ არ–რაშიდის კარზე ამ ადამიანმა სახელი გაითქვა მეცნიერების ხელშეწყობით, სპარსი და ძვ. ბერძენი ავტორების შრომების არაბულად თარგმნით, ქაღალდის წარმოების დანერგვით და ა.შ., თუმცა მიუხედავად თავისი დამსახურებებისა, იგი მაინც უარყოფით პერსონაჟად დაამახსოვრდა ყველას. ყურადღება შეკითხვა: მითხარით მისი სახელი.

პასუხი: ჯაფარი
კომენტარი: ჰარუნ არ–რაშიდის კარის ვეზირი ჯაფარ იბ იაჰია ბარმაკი თანამედროვე მას–კულტურაში უარყოფითი პერსონაჟია, რომელიც ებრძვის კეთილ ხალიფას და მისი ტახტის ხელში ჩაგდება სურს.
წყარო: 1. ბმული

8. მექანიკაში ცნობილ ნულოვანი ზომების მქონე აბსტრაქტულ სხეულს, რომელსაც აქვს მხოლოდ მასა და რომლის ზომებს და ფორმას უგულებელყოფენ, გალილეო გალილეი თავის შრომებში მოიხსენიებდა ორი სიტყვით, რომლებიც ქართულად შეიძლება გამოვხატოთ ორსიმბოლოიანი რებუსით. ყურადღება შეკითხვა: გამოსახეთ ეს ორი სიმბოლო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: ,.
კომენტარი: გალილეო გალილეი მას უწოდებდა punto pesante-ს, ანუ „მძიმე წერტილს“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

9. თქვენს წინაშეა ქენდი დიულფერის სადებიუტო ალბომის გარეკანი, რომელზედაც მე წავშალე ბელგიელი მუსიკოსის გვარი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ბელგიელი მუსიკოსის გვარი.

პასუხი: SAX
კომენტარი: სიტყვების თამაშია, საქსოფონზე უკრავს (სურათზე გამოსახულია საქსოფონი) + sexuality. ადოლფ საქსი (Adolph Sax), საქსოფონის შემქმნელი ბელგიელი მუსიკოსია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

10. მიუხედავად ძალიან მწირი ინფორმაციისა, რომელიც შერლოკ ჰოლმსს დოქტორი უოტსონის დაკვირვებით ხელოვნების და მის მომიჯნავე სფეროებში გააჩნდა, იგი კონან–დოილის ერთ მოთხრობაში იტალიის ქალაქს და მის საპატიო ბინადრებს ახსენებს. ამასთან დიდ გათვიცნობიერებულობას ავლენს მოცემულ საკითხში. ყურადღება შეკითხვა: იტალიის რომელ ქალაქს ახსენებს იგი?

პასუხი: კრემონა
კომენტარი: შერლოკ ჰოლმსი გატაცებულია ვიოლინოზე დაკვრით, ამიტომ რა გასაკვირია, რომ ამატის, გვარნერის და სტრადივარიუსის გვარების წარმომადგენლების შემოქმედებას კარგად იცნობს.
წყარო: 1. Sir Arthur Conan Doyle, A Study in Scarlet. 2. ბმული

11. ყავის მწარმოებელმა იტალიურმა კომპანიამ “ანტიკა ტოსტატურა ტრიესტინამ” შექმნა ყავა ესპრესოს ბრენდი და მას ერთი ცნობილი საოპერო არიის სახელი დაარქვა, რითაც ხაზი გაუსვა ესპრესოს სიძლიერეს და კოფეინის მაღალ კონცენტრაციას მასში. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ოპერას, რომელშიც ჟღერს ეს არია?

პასუხი: ტურანდოტი
კომენტარი: Nessun Dorma (არავის სძინავს) არის ჯაკომო პუჩინის ოპერა “ტურანდოტის” არია, ამასთან სახელწოდება მიუთითებს იმაზე, რომ ძლიერი ყავა მომხმარებელს ძილის საშუალებას არ მისცემს.
წყარო: 1. ბმული. 2. ბმული

12. ამ “ქალაქში” მიმდინარეობდა BBC-ის სერიალის, “ძველი რომის” გადაღებები და 2007 წლის 9 აგვისტოს ხანძარმა მისი დიდი ნაწილი გაანადგურა, რის გამოც იძულებულები გახდნენ სერიალის გადაღება შეეჩერებინათ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ “ქალაქის” სახელწოდება.

პასუხი: ჩინეჩიტა
კომენტარი: რომში მდებარე პავილიონს, ე.წ. კინოქალაქს, სადაც მრავალი იტალიური ფილმია გადაღებული Cinecittà (იტალ. “კინოქალაქი”) ჰქვია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

13. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე მოდის სამყაროში ამ ძუძუმწოვარი არსებების ფუნქციას ასრულებენ ჟურნალები “Vogue”, “Elle” და “Harper’s Bazaar”. დაასახელეთ ეს ძუძუმწოვარი არსებები.

პასუხი: ვეშაპები
კომენტარი: სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ჟურნალები წარმოადგენენ სამ ვეშაპს, რომლებზედაც დგას თანამედროვე მოდა.
წყარო: 1. ბმული

Advertisements

Written by linguistuss

December 27, 2010 at 5:47 pm

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. ტურანდოტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ პაკეტში…ლამაზი ფაქტი+კარგად აგებული შეკითხვა. ბრავო!

    lomski

    December 28, 2010 at 12:09 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: