ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

საახალწლო მოთხრობა

with 24 comments

Guest post from MyGirl

B

ანინა 19 წლის გოგოა. უყვარს ტირამისუ და მაღალპროცენტიანი ბელგიური შოკოლადი.

ანინა ბლოგს წერს, სექსუალური სარჩულით. მწერლობის ამბიციაც აქვს, მაგრამ ამას ასე პირდაპირ არ აღიარებს – როგორც ყველა ჭეშმარიტი მწერლობისმოსურნე, ამბობს ფრაზებს, როგორიცაა “მე არ ვარ მწერალი, მე უბრალოდ მთხრობელი ვარ”.

თავიდან, როგორც ყველას, მეც მისი გახსნილმა სექსუალურობამ დამაინტერესა. თუმცა ამ მხრივ ინტერესი მალევე გამიქრა – პირველივე შეხვედრაზე მივხვდი, რომ პატარა და გამოუცდელი გოგო იყო, მე კი პატარებთან სექსის დიდი მოყვარული არ ვარ. მითუმეტეს – გამოუცდელებთან.

თუმცა ანინასთან საუბარი ძალიან საინტერესოა, ბევრი წიგნი აქვს წაკითხული და ერთნაირი გემოვნება გვაქვს. თუ მას რაიმე მოსწონს, ის მეც მომწონს, თუ რამეზე თვლის, რომ ლეღვობაა – მეც ვეთანხმები. ამიტომ მასთან ურთიერთობას მაინც ვინარჩუნებ და ხანდახან, როცა სადმე მპატიჟებს, მივყვები.

მისი აქტიურობა საზასაოდ გამოწევით შემოიფარგლება. ძირითადად ეს ჩემს მანქანაში ხდება, მე კი პრინციპი მაქვს – მანქანაში არ ვზასაობ! მაგისთვის უკეთესი ადგილებიც არსებობს, თან მაგას გაგრძელება უნდა მოყვეს, მანქანაში სექსი კი, ვისაც გამოუცდია, ძალიან მოუხერხებელი რამაა. მოკლედ, ანინას ყველა გამოწევას მანქანაში ჩემი უარი მოჰყვება, თუმცა ბოლოს მაინც მკოცნის სადღაც კარაოკეზე. კარგად ზასაობს. მერე კი თავისი საყვარელი შოკოლადის ფილას მჩუქნის საახალწლოდ. მანქანის ბარდაჩოკში ვაგდებ. დიდად არ მიყვარს შოკოლადი.

C

B თვლის, რომ თავისი თაობის უჭკვიანესი მამრია, თუმცა ამას არასდროს აღიარებს. კიდევ არ აღიარებს გრძელვადიან ურთიერთობებს და მალალეტკებთან სექსს.

ერთმანეთს რამდენიმე წელია ვიცნობთ. ვიცნობთ ისე, შორიდან, შეხების წერტილები დიდად არ გვაქვს, შიგადაშიგ ვირტუალურად ვიკვეთებით. ამ წლების მანძილზე მე ქმარი მყავს, მას – სხვა ქალები და ერთმანეთი არ გვაინტერესებს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.

ხო, მთავარი, რაც საერთო გვაქვს მე და B-ს ისაა, რომ მეც არ ვაღიარებ გრძელვადიან ურთიერთობებს და ის, რასაც ჩემი ოჯახი ჰქვია, სრულიად განსხვავდება ამ სიტყვის სტანდარტული გაგებისგან. განსაკუთრებით ბოლო ერთი წელია.

რატომღაც ჩემს თვალსაწიერში ხვდება, მიზეზს ვერ ვიხსენებ. ვინტერესდები, ნეტა როგორია საწოლში.

მანქანაში ვზივართ. საზასაოდ ვიწევ და დიდხანს ვკოცნით ერთმანეთს. მერე მეუბნება, რომ მანქანაში არ ზასაობს. თუმცა ამის შემდეგ კიდევ ყველა შუქნიშანზე ვზასაობთ, სანამ მწვანე აინთება. ზასაობას გაგრძელებაც უნდა მოჰყვეს, რაც მანქანაში ძალიან მოუხერხებელია, ვისაც გამოცდილი აქვს – დამეთანხმება. მის ბინაში ავდივართ. მეუბნება, რომ წლებია, ჩემი გაჟიმვა უნდა.

სახლში დილის 8 საათზე ვბრუნდები. ჩანთაში მიგდია ბელგიური შოკოლადის ფილა, რომელიც B-მ მომცა და მითხრა, რომ ანინა კარგად ზასაობს.

D

C როცა გავიცანი ძალიან საინტერესო, სექსუალურად გახსნილი და აქტიური გოგო იყო, რომელსაც 3-ჯერ იმაზე მეტი კაცები ჰყავდა ცხოვრებაში, ვიდრე მე ქალები და კიდევ უფრო უარესი – ქალებიც კი ჩემზე მეტი ყავდა. ყველაზე მეტად რაც მომწონდა მასში, ის იყო, რომ არავისგან იღებდა საჩუქარს, არც სადმე დაპატიჟებას და სახლში გაცილებას ელოდებოდა პირველი კოცნისთვის – ყოველთვის თვითონ იწევდა კაცზე, რომელიც უნდოდა.

რატომ მოვიყვანე ცოლად ასეთი ქალი? იმიტომ, რომ მანამდე მყავდა ცოლი, რომელიც იყო იდეალური, მაგრამ ცხოვრება მასთან იყო აბსოლუტურად მოსაბეზრებელი.

მე და C დიდხანს ვეცადეთ “კარგი გოგოსა და კარგი ბიჭის” როლს მოვრგებოდით, არ გამოგვივიდა და დავუბრუნდით იმ ჩვენს თავებს, რომლებიც ერთმანეთში ყველაზე მეტად მოგვწონდა.

იმ დილას 8 საათზე დაბრუნდა სახლში. მომიყვა, რა ხდებოდა ღამე. ძალიან აღვეგზენი და ვიჟიმავეთ. შემდეგ ჩანთიდან შოკოლადის ფილა ამოიღო და მითხრა, რომ ანინა კარგად ზასაობს, B-ს კი სექსი ნამდვილად ეხერხება.

E

D საინტერესო ტიპია, საინტერესო ცხოვრებით და გამოცდილებით. ბოლოს და ბოლოს, ხუმრობა ხომ არაა ჯერ 30-ს გადაუცილებელს ორი ცოლი გყავდეს გამოცვლილი.

ერთმანეთს რამდენიმე წელია ვიცნობთ და კვირაში ერთხელ ვხვდებით – ერთი ჰობი გვაქვს. იმ ჰობიში ჯერჯერობით ის მჯობნის და ნერვები მეშლება.

ბოლო დროს განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ჩემდამი. მეპატიჟება შეხვედრებზე, მწერს, მიგზავნის მესიჯებს. საღამოობით ერთად სირბილს ვიწყებთ. სამსახურიდან გავდივარ და ვვარჯიშობთ – ის მეტს, მე ნაკლებს. შემდეგ გაწელვებს ვაკეთებ, ის გვერდით დგას და ვლაპარაკობთ. ბნელა. უცებ წელზე მის ხელებს ვგრძნობ, მზასავს. ვფიქრობ, რომ არაფერს ვკარგავ და სპორტულ შარვალს დაბლა ვიწევ.

ვერ ვიტან ბუნებაში სექსს. არაფერი აღმაგზნებელი ამაში არ არის, მოუხერხებელია, ცივა, ფოთლები, ბუჩქები, ბალახები, მწერები. ძლივს ვსველდები, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვალწინ ჩემი თანამშრომლის მკერდი წარმომიდგება. რამდენჯერ მომნდომებია, რომ გამელოკა თავიდან ბოლომდე. რატომ არც ერთხელ არ ვცადე? და როდის გაათავებს ბოლოს და ბოლოს, რომ სახლში წავიდე? ცივა.

მანქანამდე უხმოდ მივდივართ. მშია. ბელგიური შოკოლადის ფილას მაწვდის და მეუბნება, რომ ანინა კარგად ზასაობს, B-ს სექსში არაუშავს, C-ს კი გადასარევი ტაკო აქვს.

ვარჯიშის შემდეგ ჭამა არ შეიძლება.

* * *

ახალ წლამდე რამდენიმე საათი რჩება. E ფეისბუქს ათვალიერებს. თვალში ანინას დაშეარებული ეროტიკული ვიდეო ხვდება. დიდი ხანია მოსწონს ეს გოგო, კითხულობს მის ბლოგს და ეძებს გაცნობის საბაბს, თუმცა სხვადასხვა სამყაროებში ცხოვრობენ და ეს ვერ ხერხდება.

კომპიუტერთან ბელგიური შოკოლადის ფილა დევს. ახსენდება წინა დღის სექსი, ასევე ახსენდება ის, რომ ანინა კარგად ზასაობს. გამბედაობას იკრებს და ფეისბუქის ჩატს ხსნის:

– გამარჯობა, ანინა. შოკოლადი გიყვარს?

P. S. ანინას პასუხი

Advertisements

Written by linguistuss

December 31, 2010 at 3:14 pm

24 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. lol
    გეხვეწებით, მითხარით ვინმემ, E ვინ არის, თორე მოვკვდი ინტერესით :D

    პ.ს. და სხვებო, ნუ შფოთავთ, take it easy, ეს მოთხრობა შედევრი და მწერლობის ნიმუში კი არა, უბრალოდ ერთი კარგი შარჟია, ვინც გავიგეთ, გაგვატარეთ :D)

    კატიე

    January 1, 2011 at 1:38 am

    • კაკ რაზ რო გავიგეთ მაგიტომ არის ლეღვობა :) fail for this blog :|

      litterator

      January 1, 2011 at 2:13 am

      • ნუ ამ ბლოგის სტილიდან ამოვარდნილი არის, კი, მარა რა გინდა, შევჭამეთ ეს ადამიანი სულ შემეცნებითი პოსტები გაქვსო და აჰა. რას ერჩი :) თან გესთ პოსტია :)

        კატიე

        January 1, 2011 at 3:09 am

  2. E ვინ არის, ანინამ იცის <3

    anina

    January 1, 2011 at 1:46 am

  3. ყველასათვის საინტერესო ვერ იქნება ესა თუ ის თემა, მოთხრობა, სიუჟეტი ამიტომ ნუ კამათობთ :) მე პირადად ძალიან მომეწონა… :)

    kokrochina

    January 2, 2011 at 2:01 pm

  4. და E LGBT კატეგორიიდანაა? სხვა სიტყვებით – E B-ია? :)
    მაშინ ჯობდა B ყოფილიყო B. :) ან B, C, D, E-ს მაგივრად, რქმოდათ L, G, B, T. 4 extra conceptualization.:)

    Nameless

    January 2, 2011 at 11:19 pm

  5. ეტყობა, რომ არაორდინარული ადამიანის ნაწერია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ არ დაეტყობოდა. :)

    alienat2001@yahoo.com

    January 5, 2011 at 4:05 pm

  6. მომეწონა : ) ერთამოსუნთქვაზემოფიქრებულსჰგავს.

    Danny

    January 8, 2011 at 12:42 am

  7. აე ხალხნო წეწავთ რა არი ეს ფუფი

    12335r

    January 26, 2011 at 10:20 pm

  8. საწყალი ანინა :))

    Solveig

    February 26, 2011 at 12:44 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: