ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Prosit Neujahr

with 19 comments

დღეს მთელი დღე მეძინა. ბოლო ათწლეულის რაღაც უცნაური, შემაჯამებელი სიზმარი ვნახე. ხშირად მიფიქრია და ეს აზრიც არაა ახალი, რომ ტვინი გადაღებული ვიდეოების საცავია და როდესავ ვიძინებთ ექსცენტრიული მონტაჟისტი დაბოდიალობს ამ არქივში, ამონტაჟებს როგორც გაუხარდება, რაც გაუხარდება, ზოგ რამეს თავისას ამატებს სპეცეფექტების სახით და ჩვენც ძილში გასართობი გვაქვს დამონტაჟებული ვიდეოს, როგორც სიზმრის ყურების, თუ თვალების დროს. ბოლოს მაინც ვიღვიძებთ რათა ახალი კადრები გადავიღოთ და ექსცენტრიულ მონტაჟისტს საქმეში შევეშველოთ.

ათი წლის წინ ჯერ კიდევ ფიზიკის და მათემატიკის წიგნებს ვურტყამდი თავს! ძალიან შორს დარჩა კვანტური მექანიკის და დიფერენციალური აღრიცხვის ლექციები. ბუნდოვნად მახსოვს რაღაცეები. მერე ფრანგულის სწავლა დავიწყე 2002–ში. დიდი ხანი დავდიოდი ხან კერძოდ და ხან დიუმას ცენტრში, ბოლოს დალფი ჩავაბარე და ფრანგულიდან იტალიურზე გადავედი, სადაც ერთი წელი ვიარე და რომ მივხვდი ვიკიპედიის კითხვა რომ შემეძლო, იტალიურსაც შევეშვი. მეგონა რომ იტალიურად ლაპარაკს ვერასოდეს შევძლებდი, თუმცა საჭირო დროს, საჭირო ადგილას როცა აღმოვჩნდი სიტყვების ნაკადი შევნიშნე და კომუნიკაცია შევძელი. ზუსტად მაშინ გამიჩნდა ის განცდა, რომ ინფორმაცია ტვინში არ იკარგება.

წელს პირველად გავაცნობიერე, რომ იმ ქალებს შორის, რომლებთანაც რაიმე სახის ურთიერთობა მქონდა იქნება ეს უბრალო სმს–ფლირტი, მეგობრობა, სექსი თუ სამკვდო–სასიცოცხლო ჩხუბი, ყველა არ მახსოვს… რაღაც კადრები დაუკარგავს ჩემს მონტაჟისტს, როგორც ჩანს. თუმცა ფაქტია, რაღაცეებს რომ ვიხსენებ, ბოლომდე მაინც ვერ ვიხსენებ და ეს მაწუხებს. სავარაუდოდ ათი წლის შემდეგ უფრო მეტი აღარ მემახსოვრება და პირადი ჩანაწერები რომლებიც ჯერ კიდევ წაუშლელია ჩემს არქივში კიდევ უფრო უცხო გახდება, ვიდრე ახლა.

ფიზიკაზე გული რომ ავიცრუე თავი მათემატიკით, ლოგიკით და პროგრამირებით გამოვიტენე, რის პარარალელურადაც პოეტური ინტუიცია დავკარგე, თუკი ოდესმე მქონდა ასეთი რამ. შემდეგ ბერტრან რასელმა ამიხსნა, თავის რომელიღაც წიგნში რატომაა შეუძლებელი ადამიანი ერთდროულად მათემატიკოსიც იყოს და პოეტიცო. ახსნა ლოგიკური იყო: პოეტი პირადი დეფინიციებით და შეგრძნებებით აზროვნებსო, მათემატიკოსი, ან ლოგიკოსი კი ცდილობს ადამიანებისათვის საერთო დეფინიციების შექმნას და ასე აზროვნებასო და ამიტომაც ლოგიკოსი ყველასათვის უინტერესოა როგორც პოეტი, ვინაიდან მისი სამყარო ყოველგვარი პირადულისგან შემოძარცულიაო.

ბოლო წლებია, როცა პროგრამირებაც მომბეზრდა და ფრანგულიც, აღმოსავლურ ენებზე გავჭედე. სადღაც საშუალო დონეზე ავედი არაბულში, კითხვა ვისწავლე, ლექსიკონის დახმარებით ტექსტებს ვთარგმნი. ეს დონე საკმარისი აღმოჩნდა, რომ იტალიაში რომელიღაც ჰოსტელის ტიპის სასტუმროში, სადაც როგორც ჩანს სულ არაბები სახლდებოდნენ, წარწერა ممنوع الدخول (მამნუყ ად–დუხულ), ანუ შესვლა აკრძალულიაო, გონებას ავტომატურად რომ გაეშიფრა, დაუძაბავად… როგორც ჩანს ინტერნეტში არაბულ საიტებზე ნანახი წარწერა “18 წლამდე შემოსვლა აკრძალულია”–ს მაგვარი ტექსტი მახსოვდა ვიზუალურად.

საინტერესო ის არის, რომ ნელ–ნელა არაბულიც მბერზრდება. სადღაც წინ ვიყურები, ახალ–ახალ გასართობებს ვეძებ. წელს პირველად დავინტერესდი გერმანული და ესპანური ენებითა და კულტურით, როცა ვერც ერთს ვიტანდი და ვერც მეორეს. თან იმ დონეზე გავჭედე, რომ გუშინ ვენაში Neujahrskonzert რომ გაიმართა ჩამოვქაჩე და ვუყურე როგორ აკომპანირებდა მთელი დარბაზი ტაშისცემით რადეცკის მარშს. ჰო, გუშინ ვიღაც ეძებდა ჩემს ბლოგზე “ახალი წლის მილოცვას გერმანულად”, საძიებარ სიტყვებში შემომხვდა, ამიტომ მის გასაგონად ვიტყვი, რომ გერმანელები ასე ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს: prosit Neujahr (პროზიტ ნოიიარ).

ამ ათწლეულის შემაჯამებელმა სიზმარმა ერთი არაბული ანდაზა გამახსენა: ما فات مات (მა ფაათა მაათა), ანუ ის რამაც ჩაიარა მოკვდაო, დაახლოებით ისევე, როგორც ამ კაცისთვის (სურათზე) ჩაიარა იმ ქალმა და მოკვდა, კორიდორში რომ მიაბიჯებს ჩანთის ქნევით და ტოპ–მოდელის ნაბიჯებით…

P. S. ფოტო აღებულია flickr–იდან (ბმული)

Advertisements

Written by linguistuss

January 2, 2011 at 10:50 pm

19 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. საინტერესოა. მე დიდი ხანია შევამჩნიე, რომ წარსული ურთიერთობები მავიწყდება, ისტორიებიც და შეგრძნებებიც. შეიძლება ქუჩაში შემხვდეს ადამიანი, რომელიც ერთ დროს(არც ისე დიდი ხნის წინ) ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი პიროვნების ფორმირებაში და ა.შ. მე კი უბრალოდ ვერ ვიცნო. ან უარესი – ვიცნო და არანაირი ემოცია არ გამოიწვიოს ჩემში.
    წარსული ურთიერთობების და გრძნობების ადგილას დიდი სიცარიელეა ხოლმე ჩემთვის.
    როცა ამას ვეუბნები ვინმეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც შეიძლება ეხებოდეს, არ მიჯერებენ. ვინც ჩემსავითაა, მათთვის არ მჭირდება დეტალურად ახსნა, ბოლომდე ესმით ჩემი.
    ამ პოსტის მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ინფორმაციაზე მეც ზუსტად ასე ვარ – რაც მგონია, რომ არ მახსოვს, თურმე მახსოვს. უცხო ენებზეც, მაგალითად, გერმანული, რომელიც უნივერსტეტში ჩაბარების შემდეგ სამუდამოდ დავივიწყე, თურმე მესმის, თან ძალიან კარგად. რუსული, – ამ ენაზე ერტი სიტყვაც არ მითქვამს 2010 წლის შემოდგომამდე, უცებ დამჭირდა და სხვა გზა რომ არ მქონა, გამართულად ჩამოვაყალიბე აზრი.
    იგივე შევამჩნიე ტექნიკურ უნარ-ჩვევებზე, მისამართებზე, ტელეფონებზე..

    ჩემი პირველადი დასკვნა ასეთია: ის “მემონტაჟე” თვითონ წყვეტს, რა სახის ინფორმაცია ჭირდება ტვინს და ინახავს, უსარგებლოს კი შლის :)))

    ჰიპოთეზას უფრო დავხვეწავ :)))))))

    ანი

    February 16, 2011 at 7:41 pm

  2. აუ, ჩემ(შ)ი მონტაჟისტი რა კაციაა :))
    იქნებ ადამიანს ის ავიწყდება, რაც უსიამონო ან თითქმის უსიამოვნო იყო? ქალებთან კავშირში იყო დავიწყება ხაზგასმული (გრძნობებთან ახლოსაა:) ფაქტებზე კი პირიქით(ო) და… იქნებ ის გვავიწყდება რაც უნდა/გვინდა დაგვავიწყდეს?

    vinFroyde

    June 16, 2011 at 3:34 pm

  3. რაც შეეხება Prosit Neujahr-ს ახალი წლის მისალოცად მართლა არ გამიგია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ.
    ასევე ძალიან უცნაურად მომეჩვენა ფრანგული სიტყვის vierge CD-სთან მიმართებაში რაღაც პუტანკის პონტში განხილვა, იმიტომ რომ ეს სიტყვა ქალიშვილის და ქალწულის გარდა ნიშნავს იმას, რასაც ხელი არ შეხებია, არ გამოყენებულა არასოდეს quelque chose qui n’a jamais été touché,sali, souillé,terni ou simplement utilisé და ქაღალდთანაც ხმარობენ ასე

    Linus Kosinus

    August 5, 2011 at 3:49 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: