ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ფეისბუქური

with 4 comments

გთავაზობთ აქტუალურ გარითმულ სტრიქონებს, რომელიც მამაჩემის თითებს ამოსცდა თავის ვოლზე…

ვის რად უნდა ფეისბუქი?! –
ფიქრმა კითხვა დაბადა…
ზოგს მიეცა მისგან შუქი,
ზოგს – სიბნელის ლაბადა…

ზოგი მხოლოდ დროს ატარებს,
სიზარმაცით შემოსილს…
ზოგი მოძღვრავს აქ პატარებს,
ვით ეთნარქი დემოსის.

ზოგი რაღაც “ლექსებს” ხლართავს
(ლექსი თავად ჰგონია!)
და იმ ზომის “პიარს” მართავს,
რომ “ის” მონაგონია.

ზოგი ცდილობს ყურადღება
მიიზიდოს ფოტოთი,
ზოგი კლიპს დებს და ლაღდება
კუტუნიო ტოტოთი.

ზოგი აწყობს (იქნევს ხელებს!)
მითქმა-მოთქმის ბრიფინგებს,
“რეალიდან” აქ აგრძელებს
ვირტუალურ მიტინგებს.

ზოგი სატრფოს ეძებს ახალს.
(ოჰ, იქნებ ის აქ არის?!)
და სანამ იმ ახალს ნახავს,
განწყობა აქვს ქაქანის.

ერთი სიტყვით, ცოდვებს კვებავს
ეს ბაზარი ამაო!…
და ცოდვათა აღსარებას
აქვე ისმენს მამაო…

რა ჩააცხრობს ბოლოს ნეტავ
დღეის ქარს და დღეის ბუქს?!
მე მგონია, უფრო მეტად
ჩვენ ვჭირდებით ფეისბუქს.

Advertisements

Written by linguistuss

January 7, 2011 at 3:52 pm

Posted in პოეზია

Tagged with

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მამაშენის ნამუშევრები მომწონს :))

    შემოპარული

    January 7, 2011 at 8:09 pm

  2. არ მომეწონა :D

    გიო

    January 7, 2011 at 11:55 pm

  3. მამაშენი გლიჯავს :) :)

    Bagration Muxranskaia

    January 9, 2011 at 11:27 pm

  4. “ჩვენ ვჭირდებით ფეისბუქს” არის ამაში ჭეშმარიტების მარცვალი

    ქავთარაძე

    February 14, 2011 at 9:27 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: