ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

აუდი სანომრე ნიშნით IS 5416

with 9 comments

ძმები ვაჩოვსკების ფილმში “The Matrix Reloaded” ფიგურირებს შავი აუდი. შეიძლება თქვენც, ჩემი არ იყოს, სანომრე ნიშნებს IS 5416 ჩაუარეთ და ყურადღება არ მიგიქცევიათ. არადა ძვ. აღთქმაში, ესაია წინასწარმეტყველის წიგნში (ინგლ. Book of Isaiah), 54–ე თავის მე–16 სტრიქონში ვკითხულობთ:

აჰა, მე შევქმენი მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლის მუგუზლებს და ჭედავს იარაღს თავისი ხელობით. მევე შევქმენი დამღუპველი, რომ ანადგუროს[*].

გითხრათ ვინ მართავს აუდის, თუ თავად გამოიცნობთ?! კარგი, გეტყვით –  აგენტი სმიტი მართავს აუდის… და რა შუაშია ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან ციტატა?! ამას როგორმე თავად მიხვდით…

Advertisements

Written by linguistuss

January 9, 2011 at 11:57 am

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ჩემი აზრით, მატრიცამ შექმნა სმიტი, როგორც “მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლის მუგუზლებს” ანუ მთავარი აგენტი, რომელიც უზრუნველყოფს მატრიცის უსაფრთხო არსებობას. ხოლო ფილმის მეორე სერიაში (matrix reloaded) სმიტი უკვე წარმოადგენს თავისუფალ პროგრამას, რომელიც დამღუპველია თვით მატრიცისათვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პასუხი სწორია. :)))) უკეთესი ვერსია თუ ვინმეს გააჩნია, დაწეროს. :)

    _13_

    January 9, 2011 at 2:38 pm

  2. დაიკიდეთ :)

    პაკ ჩალანიკი

    January 9, 2011 at 2:47 pm

  3. რობინ ჰუდს ეცვა ჯინსი, ტროაში გამოჩნდა თვითმფრინავი, მატრიცაში შავი აუდის ნომრები ეს ის ნიშნებია, რომელსაც ასეთ ექშენ ფილმში რამოდენიმე ყურების შემდეგაც კი ვერ შეამჩნევს მაყურებელი.
    სამჯერ მაქვს რობინ ჰუდი ნანახი და არც ერთხელ ჯინსის შარვალი, სულ მავიწყდებოდა რომ უნდა დავკვირვებოდი.

    ყოჩაღ შენ თუ ეს აღმოაჩინე :)

    litterator

    January 9, 2011 at 3:21 pm

  4. პ.ს. რობინ ჰუდი არა გლადიატორში, დანარჩენი იხილეთ აქ http://wp.me/pBTza-os

    litterator

    January 9, 2011 at 3:24 pm

  5. საინტერესოა!

    keti

    January 9, 2011 at 9:55 pm

  6. ჩემი აზრით, პირმშოს შემქმნელის წინააღმდეგ ამხედრებას უნდა ნიშნავსდეს, პირველი აზრი ეს არის რაც მომაფიქრდა.
    13-მა ზუსტად აღწერა და მემგონი სწორად შეაფასა.

    kero

    January 10, 2011 at 4:46 am

  7. ვაა ეს შენ თვითონ აღმოაჩინე?

    edf

    January 10, 2011 at 10:06 pm

  8. ჰო ეს ბაზაში კითხვების ნახვისას შემხვდა ერთ–ერთ კითხვაში და როგორც აღმოჩნდა ვიკიპედიაშიც ეძღვნება ვრცელი სტატია

    prosper

    January 11, 2011 at 2:01 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: