ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ჰინომარუ ბენტო

with 7 comments

იაპონურ კულტურაში ფართოდაა გავრცელებული შეფუთული ერთპორციიანი საკვები, რომელსაც ბენტოს უწოდებენ. ბენტოს ძირითადი მომხმარებლები სკოლის მოსწავლეები და ქარხნის მუშები არიან და შესაბამისად ბენტოს მომზადების ხელოვნებას იაპონელი დიასახლისების აუცილებელი უნარ–ჩვევების სიაში უმთავრესი ადგილი უკავია, თუმცა ქმრებისა და შვილებისთვის სამსახურში, თუ სკოლაში წასაღები სადილის მომზადება მოსაწყენი რომ არ გამოსულიყო იაპონელი დიასახლისები თვითშემოქმედებით დაკავდნენ და ამგვარად შეიქმნა ე.წ. Bento Art, რომლის მაგალითებიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე, ან ამაზე.

ბენტოს გაფორმების ხელოვნებაშიც ხელოვნების სხვა ჟანრების მსგავსად არსებობს სიუჟეტები და თემები, რომლებსაც ძალიან ხშირად მიმართავენ უსაქმური და თვითშემოქმედი იაპონელი დიასახლისები (უსაქმური – ამ შემთხვევაში უღირსი ეპითეტი არ არის). ერთ–ერთი ასეთი ხშირად გამეორებული თემა ჰინომარუს თემაა. ამ ბენტოს შესაქმნელად თუ მოსამზადებლად სულ ორი ინგრედიენტია საჭირო: ბრინჯი და ცენტრში დასკუპებული უმებოში, იაპონელთა ღრმა რწმენით,  დაღლილობისა და სტრესის მოსახსნელი საუკეთესო საშუალება, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ქლიავის ჩირისმაგვარი საჭმელია. ჰოდა როგორ ფიქრობთ რას ეძახიან იაპონელები “ჰინომარუს”?! მართალია, “ჰინომარუ” იაპონიის დროშის მეტსახელია, რომელიც თარგმანში “მზის დისკოს” ნიშნავს.

Advertisements

Written by linguistuss

January 11, 2011 at 12:06 pm

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მომწონს

    ლიბიკა სილვესტრის

    January 11, 2011 at 12:16 pm

  2. უიმე არ ეზარებათ ასე კეთება … :))

    saliome

    January 11, 2011 at 5:46 pm

  3. მაგათ არაფერი ეზარებათ :)

    akunina

    January 12, 2011 at 1:10 am

  4. შნმა ბლოგმა გადამარჩინა მოწყენილობას:)

    FIQRO

    January 12, 2011 at 1:44 am

  5. ვახო–ჯან, ეს კითხვა არ გახსოვს პირველ ლიგაში ჩემი ავტორობით და შენი დარედაქტირებული? ჩემი კითხვები რო დადე გახსოვს აქ, იქ გადაამოწმე :)))

    toni

    January 17, 2011 at 12:06 am

  6. მაგათ ყველაფერში ამომავალი მზე ელანდებათ, არადა მე საკურა უფრო მომწონს :პ

    Zurriuss.GE

    January 29, 2011 at 11:37 am

  7. ამ ბენტოში ძირითადად ეგრეთწოდებული “ო–ნიგირი” შედის ანუ ბრინჯს სმკუთხედის მსგავს ფორმას აძლევენ და შემდექ ქმრებსა თუ შვილებს ატანენ.იაპონელი დიასახლისის ძირითადი საქმიანობა კომპიუტერში სუდოკუს თამაშია. მე, რომ ვცხოვრობდი იაპონელ ოჯახთან დიასახლისი სულ კომპიუტერთან იყო და საჭმელსაც ქმარი აკეთებდა, ტანსაცმელსაც ქმარი რეცხავდა და ბავშვებსაც ქმარი უვლიდა. იაპონელი ქალები ზედმეტად კომპიუტერ დამოკიდებულები არიან.

    sandro qitiashvili

    January 31, 2011 at 12:51 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: