ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

აბა, მამი ზღვა?!

with 7 comments

ორი წლის წინ გერმანიაში ვიყავი სამსახურიდან ტრენინგზე, ქალაქ პადერბორნში. ტრენინგები ფართო საზოგადოებისათვის არც ისე საინტერესო საბილინგო სისტემას შეეხებოდა, ჩვენი მასპინძლები ძალიან კეთილგანწყობილები დაგვხვდნენ და საჭირო მასალა როგორც კი გავიარეთ გაგვაფრთხილეს უიქენდზე არაფერი დაგეგმოთ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები უნდა განახოთო, ჰოდა ჩვენც მოვემზადეთ… დადგა მეორე დღე. მოგვაკითხა მანქანამ და შემდეგ სრული ნახევარი საათი მიდიოდა პატარ–პატარა გერმანულ სოფლებში. ბოლოს ტყეში შევედით, არც ისე უღრანში. შუა ტყეში რამდენიმე ველოსიპედისტი შემოგვხვდა, რომლებიც ვარჯიშობდნენ მომავალი ველორბოლისთვის, რომელიც ახლო–მახლო სოფლებში მოსახლეებს შორის ტარდებოდა…

მთელი გზა ჩვენი მასპინძლები ვიღაც ჰერმანის სახელს იძახდნენ, ჰერმანი უნდა განახოთო. თან იმათი ინგლისური მხოლოდ ტექნიკურ ტერმინოლოგიას სწვდებოდა, ჩვენი გერმანული კი საერთოდ არ იყო მხედველობაში მისაღები, ამიტომაც ჩვენც მდუმარედ ველოდით ჰერმანთან შეხვედრას. ბოლოს როგორც იქნა მივედით და შუა ტყეში ამართული ეს გრანდიოზული მონუმენტი ვიხილეთ (სურათზე), იქვე ხის სახლი იყო, რომელშიც ამ ძეგლის ამგები, ერნსტ ფონ ბანდელი ცხოვრობდა თურმე განმარტოებით ოცი წლის განმავლობაში და ეს ძეგლიც ფრანკო–პრუსიულ ომში გამარჯვების და გერმანელი ხალხის გაერთიანების ნიშნად დაედგათ 1871 წელს.

პოსტამენტს რომ მივუახლოვდი იქვე წარწერა იყო გაკეთებული ძეგლის შესახებ რამდენიმე ენაზე, მათ შორის ინგლისურად, ჰოდა სახელი “არმინიუსი” რომ ამოვიკითხე გონება გამინათდა, გამახსენდა ოდესღაც ისტორიის წიგნებში ამოკითხული ბრძოლის შესახებ, სადაც ხერუსკების ბელადმა არმინიუსმა გერმანული ტომები გააერთიანა და ტევტობურგის ტყეში კუდით ქვა ასროლინა ძვ. რომაელებს, პუბლიუს კვინტილიუს ვარუსის ლეგიონებს. არმინიუსს გერმანელები თურმე ჰერმანს უწოდებენ, მე რა ვიცოდი… ჰოდა, გახარებულმა რომ არმინიუსი ვიცანი, ჩვენს გერმანელ ინსტრუქტორთან, მაღალ, შესახედაობით ცივსისხლიან და არიული ნაკვთების მქონე ეკჰარტთან მივედი და ვეკითხები ტევტობურგის ტყე სად არის მეთქი… ეკჰარტმა მხრები აიჩეჩა და მეუბნება აი, მიიხედ–მოიხედეო, შუა ტევტობურგის ტყეში ვართო და შემდეგ უხერხული დუმილი ჩამოწვა…

Advertisements

Written by linguistuss

January 15, 2011 at 12:33 pm

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ზუსტად შენზეა რუსული ანდაზა: За дервеьями не видеть леса

    dv0rsky

    January 15, 2011 at 12:54 pm

    • მეც ეგ გამახსენდა. მარა ეგ რუსული არაა.

      ჯუმბერა

      February 4, 2011 at 6:31 pm

  2. :DDDD

    litterator

    January 15, 2011 at 2:59 pm

  3. გაცილებთ უკეთ მოყოლილი ამბავი მომისმენია ამ ტევტობურგის ტყეზე,ანალოგიურ კითხვაზე. ანუ, პოსტით ვერ მოვიხიბლე :)

    ლიბიკა სილვესტრის

    January 15, 2011 at 3:11 pm

  4. აი, თურმე რა :)

    Zurriuss.GE

    January 29, 2011 at 11:07 am

  5. რაღაც ნერვებს მიშლიან ამ ბლოგის მკითხველები, მუდმივად ტვინს დღნავენ კომენტებში(ამ პოსტზე არა, ზოგადად ვამბობ)

    მუდმივად უკამყოფილოები არიან რაღაცით

    ჯუმბერა

    February 4, 2011 at 6:34 pm

    • ქართველები ხომ ძალიან ჭკვიანები ვართ და არასდროს არაფერი არ უნდა მოგვწონდეს :D

      Paata

      June 9, 2011 at 3:10 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: