ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

საიდან გაჩნდა იმერეთში “აჯამი”?

with 4 comments

“აჯამ” (اعجم) არაბული სიტყვი და ნიშნავს “არაარაბს” ანუ მას, ვინც არაბი არ არის და არაბულად არ ლაპარაკობს…. ეს სიტყვა შემდეგ ირანშიც გადავიდა და აღნიშნავდა ისლამის გავრცელების საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც მუსლიმანები (რბილად რომ ვთქვათ) არცთუ ცივილიზირებულად თვლიდნენ….

ეს სიტყვა ქართულშიც შემოვიდა და ისეთი ადამიანებისთვის გამოიყენებოდა, რომლებსაც ვერაფრით ვერაფერს ვერ გააგონებდი… ვინც “ერთხელ რომ შეჯდა ვირზე” იქიდან ჩამოსვლას აღარაფრისდიდებით აღარ აპირებს….

* * *

ქვემო იმერეთში არის “აჯამეთის ნაკრძალი”, სოფელი აჯამეთი და მდინარე აჯამურა (ბაღდათის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების საზღვრების აქეთ–იქით); ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს უბრალო დამთხვევაა სიტყვებისა თუ არის რამე კავშირი (არაბული “აჯამ” და ქვემოიმერული “აჯამ” ძირი), მაგრამ იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია, რომ 1987 წელს გამოცემული წიგნის – “საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის” – შემდგენლები ნამდვილი “აჯამები” არიან:

* * *

ჯამურა (გვ.138) – მდინარე საჩხერის რაიონში, ყვირილის აუზში დააკვირდით – მითითებული არ არის, თუ რომელი მხრიდან ერთვის ყვირილას და ამას თავისი მიზეზი აქვს (ქვემოთ მოგახსენებთ მიზეზს)… ყველა სხვა მდინარესთან კი აუცილებლად მითითებულია, თუ საიდან ერთვის სხვა მდინარეს.

აჯამურა (გვ.21) – მდინარე ზესტაფონის რაიონში, ყვირილის მარცხენა შენაკადი.

მართველა (გვ. 66) – მდინარე საჩხერის რაიონში, ჯამურის მარცხემა შენაკადი

* * *

რომ გადაატრიალოთ ყველა რუკა, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ჯამურას მისი შენაკადით – მართველათი – ვერსად იპოვით, სამაგიეროდ ზესტაფონთან არის მდინარე აჯამურა (სამხრეთი მხრიდან შედის ზესტაფონში და უერთდება ყვირილას) და მას მარცხნიდან ერთვის მართველა…. საინტერესოა, რა მონაცემების საფუძველზე გადააქციეს ხსენებული წიგნის ავტორეებმა აჯამურა ჯამურად და მისი შენაკადიც თან მიაყოლეს ზესტაფონიდან საჩხერეში გადაბარგებით?!

* * *

თუ ეს ყველაფერი მე მეშლება და საჩხერის ტერიტორიაზე ვერ ვიპოვე “ჯამურა” თავისი შენაკადით, დამიძახეთ “აჯამი” და მაიძულეთ “ჩემი ვირით” მოვიარო მთელი ზემო და ქვემო იმერეთი და მოვძებნო ეს ეს ჩემი ცოდვით სავსე მდინარე “ჯამურა”.

* * *

ჯამურა კი იმიტომ მოიხსენიეს ყვირილის აუზის მდინარედ, რომ რუკაზე მათაც ვერ იპოვეს და ვერ გაარკვიეს, საიდან ერთვის ეს არარსებული მდინარე ყვირილას.

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Advertisements

Written by linguistuss

February 13, 2011 at 1:29 am

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. იმერეთში, ჩემი სოფლის ობჩის სახლიდან ჩანს აჯამათის ტყე ნაკრძალია, ძალიან ლამაზია, შორიდან, ბევრი მუხებია, როგორც ამბობენ.სულ მიკვირდა საიდან ეს უცნაური სახელითქო, არავინ იცოდა სოფელში. სასიამოვნოდ გამეღიმა და გამეხარდა, რომ ამ სიტყვის ეტიმოლოგიაზე ვნახე ეს სტატია. საინტერესოა ძალიან, მადლობა.

    keti

    February 13, 2011 at 4:46 am

  2. ჩემს მეზობელს აჯამეთისტყელი კუ ჰყავდა :დ

    PRSchool

    February 14, 2011 at 7:12 pm

  3. საჩხერეში დავიბადე და გავიზარდე ^_^
    რა კარგი ინფორმაცია მივიღე ..

    anna

    February 16, 2011 at 8:55 pm

  4. მეგრულად აჯამეთი ხსირ , გაუვალ ტყეს აღნიშნავს, იხ. ლინკი http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/megr/kajaia/kajai.htm

    gubaz lazi

    February 17, 2011 at 4:43 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: