ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მახათი #1

with 9 comments

Python-ის (პროგრამირების ენაა ასეთი) შესწავლის პროცესში ვარ და ალბათობის თეორიის გადამეორების. ამ ორმა საქმიანობამ კი გადაკვეთის წერტილი ამ ღამეულ “მახათ #1″–ში ჰპოვა, სადაც მომინდა შემემოწმებინა თეორიულად მიღებული შედეგი პრაქტიკულ მაგალითზე. ამასთან დამაინტერესა პითონზე თუ შევძლებდი შესაბამისი კოდის დაწერას.

თეორიული ნაწილი:

უილიამ ფელერის წიგნში “შესავალი ალბათობის თეორიაში” ასეთი მაგალითია განხილული: გამოვთვალოთ რა არის ალბათობა იმისა, რომ პოკერის თამაშის დროს დარიგებული ხუთი კარტის ნახატი იქნება განსხვავებული. ამოხსნის გზა ასეთია: ხუთი განსხვავებული ნახატის კარტი შეიძლება ამოირჩეს [13,5] გზით, სადაც ეს [13,5] ბინომიალური კოეფიციენტებია. ვინაიდან ფერებს მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ამორჩევის ვარიანტების რაოდენობა უნდა გავამრავლოთ ოთხის მეხუთე ხარისხზე და ალბათობის დასათვლელად უნდა გავყოთ ვარიანტების სრულ რაოდენობაზე, ანუ [52,5]–ზე, მივიღებთ:

ამ გამოსახულების პასუხი არის 0,5071 რაც იმას ნიშნავს, რომ პოკერში დარიგებული ყოველი ხუთი კარტიდან ორი ერთნაირი ნახატის მქონე კარტი თითქმის ყოველ მეორე დარიგებაში გვეჭირება (თითქმის იმიტომ, რომ 0,5071–ია და არა 0,5).

პრაქტიკული ნაწილი:

Python-ზე კოდი შემდეგნაირად გამოიყურება, რომლის დაწერა ჩემდა გასაკვირად არ გამჭირვებია:

მილიონჯერ არიგებს ხუთ კარტს სრული 52 კარტიანი კალოდიდან. შემდეგ ხდება გაანალიზება დარიგებული ხუთი კარტის ნახატები თუ განსხვავდება და თუ განსხვავდება diff ცვლადს ერთით ზრდის. ხუთჯერ გავუშვი სკრიპტი და შედეგები ასეთი იყო: 507182, 507213, 507127, 507759, 506622… რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიული გამოთვლები სწორია და ალბათობის თეორია ამ შემთხვევაში არ ცდება. ვაშა!

Advertisements

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ბევრი ვერაფერი გავიგე, მარა მაინც მალადეც! :D

    კატიე

    February 26, 2011 at 1:13 pm

  2. uh

    ლილიანი

    February 26, 2011 at 3:32 pm

  3. ჰა? :დ

    siyvarulovna

    February 26, 2011 at 7:56 pm

  4. ვაშა! :D

    litterator

    February 28, 2011 at 1:02 pm

  5. ეს იმაზე მეტყველებს რო თვითონ რანდომ-ფუნქციაა კარგად რეალიზებული მაგ ენაში

    SCHIZOPHRENIA

    March 1, 2011 at 10:05 am

  6. მილიონჯერ თუ “დაარიგა” კი მიიღებდი მასეთ შედეგს :) მაგრამ რიგით ადამიანს ხშირად არ შეუძლია ამდენი ცდის ჩატარება ალბათობის პრაქტიკულად გამოყენებისას რიგი მიზეზების გამო. ნაკლები რაოდენობის ცდებში რას მიიღებ, მგონი, უფრო საინტერესოა :)

    me

    March 2, 2011 at 1:08 pm

  7. მანდ დიდ რიცხვთა კანონი მოქმედებს და მაგიტომ გამოვიდა. პოკერის ტამაშის დროს ამ მონაცემს ვერ დავეყრდნობით

    kako

    March 25, 2011 at 12:48 pm

  8. ფიზიკური ჩარევის გამო ეგ ქმედება არაპერიოდულია და არაპერიოდულობას ალბათობა არ ემთხვევა

    onise

    April 8, 2011 at 9:04 pm

  9. ალბათობის თეორიამ ძალიან დამაინტერესა და მე აუცილებლად შევეცდებიჩემეული ხერხით გამოვთვალო, მარაეს13 საიდან მოვიდა მართლა არ მესმის

    Linus Kosinus

    August 5, 2011 at 3:38 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: