ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Much Vs. Many

with 6 comments

ინგლისურთან მიმართებაში ყოველთვის პასიური დამოკიდებულება მქონდა. ეს იყო ენა, რომელიც ინფორმაციის მისაღებად მჭირდებოდა და მას შემდეგ, რაც ინგლისური იმდენად კარგად (თუ ცუდად) ვისწავლე, რომ წიგნები და ვიკიპედია წამეკითხა, ინგლისური ენის გრამატიკა დავიწყებას მივეცი და არც არასოდეს მქონია სურვილი შესაბამის სახელმძღვანელოში ჩამეხედა, მაგრამ როგორც კი ავტრიაში სწავლის დროს ინგლისურის აქტიურად გამოყენება დავიწყე გრამატიკული ნიუანსების დაზუსტება მომიხდა.

ერთ-ერთი ასეთი ნიუანსი შეეხება much-ის და many-ის შორის განსხვავებას. გრამატიკის  ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ პირველი არათვლადი ობიექტების მიმართ გამოიყენება, მეორე კი – თვლადი (ანალოგიური სიტუაციაა little-ის და few-ს და ა.შ. შემთხვევაში). ერთი სიტყვით ინგლისურში ყველაფერი იყოფა ორ კატეგორიად: ის, რაც ითვლება და ის, რაც არ ითვლება. საკმარისია გავიხსენოთ ის, რის შესახებაც ვსაუბრობთ ითვლება თუ არა, რომ ამის შემდეგ აღარ დაგვჭირდება მკითხაობა, რომელია სწორი.

many-ის და much-ის შემთხვევა ზუსტად აღწერს იმ განსხვავებას, რაც განასხვავებს არითმეტიკას მათემატიკური ანალიზისგან. პირველ შემთხვევაში ჩვენ ნატურალური რიცხვები გვჭირდება, მეორეში კი – ნამდვილი რიცხვები. ნატურალურ რიცხვებით ვითვლით, ნამდვილი რიცხვებით კი − ვზომავთ. სწორად ეს პროცედურული დაყოფა თვლასა და გაზომვას შორის განასხვავებს ამ ორ სიტყვას ერთანეთისგან, თუმცა ყველაფერი ასე იდეალურად არ არის როგორც ჩვენ გვგონია და აქ იმალება ერთი პატარა „მაგრამ“…

ეს პატარა მაგრამ ეხება იმ შემთხვევებს, როცა მკაცრად განსაზღვრული არ არის ის, რაზეც ვსაუბრობთ ითვლება თუ იზომება. მაგალითად ინგლისურში ამბობენ many hours და much time, თუმცა მაგალითად რომელია სწორი many data, თუ much data ცოტა გაუგებარია, ვინაიდან ერთი შეხედვით მონაცემები (data) დისკრეტული ბუნებისაა, მაგრამ მისი მისამართით მაინც უპირატესად much გამოიყენება. ჯონი დერბიშირი ამ საკითხს თავის წიგნში უფრო ღრმად ჩაუღრმავდა, რამაც ახლიდან დამაფიქრა ერთ ჩემთვის უკვე გარკვეულ საკითხზე.

ყველას ახსოვს კამათი იმის შესახებ, თუ როდიდან იწყება საუკუნის ათვლა, როდის უნდა გვეზეიმა ახალი ათასწლეულის დადგომა: 2000 წელს, თუ 2001 წელს. როგორც აღმოჩნდა ამ კამათს საფუძვლად many-ის და much-ის, ანუ თვლისა და გაზომვის დაპირისპირება უდევს. ადამიანები, როგორც წესი საათებს, დღეებს და წლებს ითვლიან. რობინზონ კრუზო მაგალითად ხეზე ჭდეებს აკეთებდა, ზოგიერთი ჩვენგანი საამისოდ თითებს იყენებს. მთავარი აქ ის არ არის, თუ რითი ვითვლით, მთავარი ისაა, რომ ვითვლით და არ ვზომავთ.

ჯონი დერბიშირი ამბობს, რომ ნებისმიერი კალენდარი აგებულია თვლის ლოგიკაზე, სწორად ამის გამო არ არსებობს 0 წელიწადი. ბავშვების შესახებ ვამბობთ, რომ ისინი 1, 2, 3 წლის არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შეიძლება 9 თვის იყოს, არასოდეს ვიტყვით მის შესახებ, რომ ის 0.75 წლისაა. ჰოდა მივადექით ჩვენს შეკითხვას: როდის დგება ახალი საუკუნე − 2000 წელს, თუ 2001 წელს. სიმართლე გითხრათ მე სულ მუდამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შეკითხვაზე სწორი პასუხი „2001“-ია, მაგრამ თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ საჭიროა იმის დაკონკრეტება, ათვლის ლოგიკას ვიყენებთ, თუ გაზომვის და ასევე იმისაც, საუკუნე სრული ასეული წელია გაზომვის დროს, თუ მეასე წელია ათვლის დროს…

თქვენი არ ვიცი და ყოველ ჯერზე, როცა ინგლისურად „ბევრის“ თქმა მსურს ყოველთვის მიწევს დაფიქრება და იმის გარკვევა, much უნდა ვთქვა თუ many…

Advertisements

Written by linguistuss

March 8, 2012 at 7:56 pm

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მიეჩვევი მალე და აღარ დაგჭირდება დაფიქრება.

    რაც შეეხება data-ს ვარიანტს: მასთან many რომ გამოიყენო, სულ ცოტა data მრავლობითში უნდა შეუწყო. ეგ შენი დალინკული ტიპი არ წამიკითხავს, მაგრამ გამოცდილებიდან data-სთან much გამოიყენება იმ შემთხვევის გარდა, როცა კონკრეტულად გაქვს განსაზღვრული რომ data თვითოეულ ჩანაწერს ეხება. და მაგ შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღვნიშნე, data-ც მრავლობითში უნდა ჩასვა (რაც თავად წარმოადგენს პრობლემას :) ).

    Zak

    March 8, 2012 at 8:43 pm

    • პრობლემა იმაშია, რომ data ინგლისურში მრავლობითშია (მხოლობითი არის datum), თუმცა ამაზე დავობენ :)

      linguistuss

      March 8, 2012 at 8:51 pm

  2. ამიტომ ვამბობ ხოლმე – A lot!

    Dv0rsky

    March 8, 2012 at 11:57 pm

  3. ლინგვისტუს, ფრანგულის თვითმასწავლებელი ხომ არ შეგიძლია მომაწოდო?

    Ls

    March 28, 2012 at 7:37 pm

  4. :))) მეორე აბზაცის ბოლოს მომინდა, თვლადზე და კონტინუუმზე მეკითხა, მაგრამ კითხვა გავაგრძელე და ვიხილე, რომ რაღაც დოზით მაგასაც შეეხე. პრინციპში, მოლოდინი უნდა მქონოდა :)))

    თვლის ლოგიკაში რა იგულისხმება, არ ვიცი, მაგრამ მათ ლოგიკაში 0-იდან ვითვლით. ვიცი, რომ იცი :)) უბრალოდ, აღვნიშნე :))

    მე

    July 29, 2012 at 12:31 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: