ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

თსუ–ს 2012 წლის გაზაფხულის ჩემპიონატი, ფინალი

with 2 comments

1.  ერთი სექსისტური ხუმრობის თანახმად ეს მიიღება მაშინ, როცა ქერა თმიანი ქალბატონი თმას შავად იღებავს. ეს იქცა 2001 წელს ეკრანებზე გამოსული ბლოკბასტერის სახელწოდებად. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

პასუხი: ხელოვნური ინტელექტი
კომენტარი: ქერა თმიანი ქალები ანეკდოტებში უინტელექტოები არიან.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

2.   ეს თამაში 1986 წელს შექმნა დიმიტრი დავიდოვმა. მის ფორმალურ აღწერაში ვკითხულობთ: ეს არის მოდელირებული ბრძოლა ინფორმირებულ უმცირესობასა და არაინფორმირებულ უმრავლესობას შორის. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ თამაშს?

პასუხი: მაფია
კომენტარი: საუბარია თამაშზე, რომელსაც საქართველოში ტელეკომპანია „იმედის“ წყალობით „მაფიის ღამის“ სახელწოდებით იცნობენ. ამ თამაშში ინფორმირებული მაფიოზები უნდა დაამარცხონ არაინფორმირებულმა მოქალაქეებმა.
წყარო: 1. ბმული

3.   თქვენს წინაშეა ხუმრობა ჩაკ ნორისის შესახებ: ” Chuck Norris knows (…………….)”, სადაც გამოტოვებულია ქალაქ სან-ფრანცისკოში 1977 წელს შექმნილი ბრენდის სახელწოდება. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ბრენდს?

პასუხი: Victoria’s Secret
კომენტარი: Victoria’s Secret 1977 წელს დაარსდა ქალაქ სან-ფრანცისკოში.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

4.  ერთმა ცნობილმა კომპანიამ, დაამზადა სარეკლამო ბილბორდების სერია. სადაც შეგვიძლია ვიხილოთ ლიონელ მესი ბრაზილიის ნაკრების #10 ნომერი მაისურით და კრიშტიანუ რონალდო არგენტინის ნაკრების #7 მაისურით. ის, რის რეკლამირებასაც ახდენს ეს ბილბორდები საქართველოში აქტუალური ბოლო 2 წელიწადში გახდა. ყურადღება შეკითხვა: რას უწევენ რეკლამას ეს ბილბორდები?

პასუხი: ნომრის პორტირებას
კომენტარი: კომპანია UniverCell-მა მესი გამოსახა ბრაზილიის #10 მაისურით და მიაწერა: შეიცვალე ქსელი და შეინარჩუნე შენი ნომერი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

5.  მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთისა და მესამე რაიხის სამხედრო შტაბებს შორის შედგა ჯენტლმენური შეთანხმება, რომლის თანახმადაც თუ გერმანელები არ დაბომბავდნენ ოქსფორდს და კემბრიჯს, სანაცვლოდ ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალები არ გაილაშქრებდნენ ამ ორი ქალაქის ცაზე. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი ქალაქის ხელუხლებლობის პირობა დადეს ბრიტანელებმა სანაცვლოდ?

პასუხი: ჰაიდელბერგი, გეტინგენი
კომენტარი: გეტინგენი და ჰაიდელბერგი გერმანიის საუნივერსიტეტო ცენტრებია ისევე, როგორც ოქსფორდი და კემბრიჯია დიდი ბრიტანეთის.
წყარო: 1. John Gribbin, Michael White, “Stephen Hawking: A life in Science”, The Joseph Henry Press, Washington D.C, 2002, p. 5

6.  1949 წელს ტორბიორნ ეგნერმა დაწერა საბავშვო წიგნი „კარიუსი და ბაქტუსი“. ამ რომანში კარიუსი და ბაქტუსი პაწაწინა ტროლები არიან, რომლებიც გამოქვაბულის ნაცვლად ღრმულებში ცხოვრობენ. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვა გამოვტოვე მე შეკითხვაში წაკითხვის დროს?

პასუხი: კბილის
კომენტარი: ეს ტროლები კბილების ღრმულებში ცხოვრობენ. კარიუსი იგივე კარიესია, ბაქტუსი კი – ბაქტერია.
წყარო: 1. ბმული.

7.  ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა საგაზეთო სტატიაში ეს მსახიობი მოიხსენია ზედსართავი სახელით, რომლითაც ბოტანიკაში კვიპაროსს და სექვოიას მოიხსენიებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ მსახიობის სახელი და გვარი.

პასუხი: ევა გრინი
კომენტარი: სიტყვების თამაშია, მსახიობის სახელი და გვარი ჟღერს დაახლოებით ისევე, როგორც ინგლისური სიტყვა Evergreen (მარადმწვანე). კვიპაროსი და სეკვოია მარადმწვანე მცენარეებია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

8.  თქვენს წინაშეა ვიკიპედიის სტატიის სათაური და ილუსტრაცია ამავე სტატიიდან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით როგორ ითარგმნება სტატიის სათაური ქართულად?

პასუხი: შვედური მაგიდა
კომენტარი: ესაა ე.წ. „შვედური მაგიდა“ რომელსაც სკამები არ აქვს.
წყარო: 1. ბმული

9.  დასავლური პრესა ანდერს ბრეივიკს მოიხსენიებს ორი სიტყვით. ეს ორი სიტყვა იმ ნაწარმოების სათაურია, რომელიც მას შესაძლოა ორიგინალში აქვს წაკითხული. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

პასუხი: ხალხის მტერი
კომენტარი: ნორვეგიელ ანდერს ბრეივიკს, რომელმა კუნძულ ოტოიაზე 87 ადამიანი მოკლა ხალხის მტერს უწოდებენ. „ხალხის მტერი“ დიდი ნორვეგიელი დრამატურგის, ჰენრიკ იბსენის პიესის სათაურია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული 4. ბმული

10.  ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის პოსტერზე გამოსახულია ხელი, რომელსაც ჯვარი უჭირავს. ყურადღება შეკითხვა: რა პროფესიისაა ადამიანი, რომელსაც ეს ხელი ეკუთვნის?

პასუხი: მარიონეტების მმართველი
კომენტარი: ე.წ. „ჯვარი“ მარიონეტების სამართავი ნაწილია, რომელზეც ძაფებითაა გამობმული მარიონეტები. ეს არაორაზროვნად მიუთითებს ვიტო კორლეონეზე, რომელიც როგორც მარიონეტებს ისე მართავს ფილმის სხვა პერსონაჟებს.

11.  ერთმა ბლოგერმა 2011 წლის 24 აპრილს თავის ბლოგზე დაწერა: ეშმა ყოველთვის იქ არის ჩასაფრებული, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით. ჰოდა, სიფრთხილე ყოველთვისაა საჭირო, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც ვამბობთ სიტყვას… ყურადღება შეკითხვა: რომელ სიტყვას?

პასუხი: ჭეშმარიტად
კომენტარი: 2011 წლის 24 აპრილს აღდგომა იყო. სიტყვაში „ჭეშმარიტად“, რომელსაც აღდგომას წარმოთქვამენ მორწმუნეები პასუხად „ქრისტე აღსდგასი“ დაფიქსირებულია „ეშმა“ − ჭ-ეშმა-რიტად.
წყარო: 1. ბმული

12.  მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში შარლ ტელიემ შექმნა მოწყობილობა, რითაც ძალიან იხეირეს არგენტინელებმა, ვინაიდან მათ საშუალება მიეცათ მოეხდინათ თავიანთი საქონლის ექსპორტირება ევროპაში, რასაც მანამდე ვერ ახერხებდნენ. ყურადღება შეკითხვა: რა მოწყობილობა გამოიგონა შარლ ტელიემ?

პასუხი: მაცივარი
კომენტარი: მანამდე არგენტინელებს ძროხის ხორცი ვერ გაჰქონდათ ვერსად, ვინაიდან ტრანსპორტირებისას ფუჭდებოდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

13.   თქვენს წინაშეა ოჯიბვეს ტომის ინდიელთა ამულეტი, რომელსაც ისინი კონკრეტული მიზნით საწოლის თავთან კიდებენ. ერთი ცნობილი ამერიკელის შვილმა დაწერა წიგნი საკუთარი მამის შესახებ და წიგნის სათაურად ამ ამულეტის სახელწოდება შეარჩია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცნობილი ამერიკელი.

პასუხი: ჯერომ დევიდ სელინჯერი
კომენტარი: ეს ამულეტი არის ე.წ. Dreamcatcher (სიზმრების დამჭერი). მწერლის შვილმა, მარგარეტ სელინჯერმა ასე უწოდა წიგნს მამამისის შესახებ, რომლის უმთავრეს ნაწარმოებსაც Catcher in the rye წარმოადგენს.
წყარო: 1. ბმული

14.  თეოდორ დრაიზერის რომანის შესახებ დაწერილ რეცენზიაში ვკითხულობთ: ეს არის რომანი ამერიკის მართლმსაჯულების შესახებ, სადაც თვალსაჩინოდაა ნაჩვენები თუ როგორ შეიძლება გადაიქცეს ასეთი იქსი, ასეთ იგრეკად. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ასეთი იქსიც და ასეთი იგრეკიც.

პასუხი: ამერიკული ოცნება, ამერიკული ტრაგედია
კომენტარი: თეოდორ დრაიზერის რომანის, „ამერიკული ტრაგედიის“ მთავარმა პერსონაჟმა, რომელიც წარმატებულია, ანუ მისი ამერიკული ოცნება ახდა, მოკლა ცოლი და ამის შემდეგ ამერიკული ოცნება ექცა ამერიკულ ტრაგედიად.
წყარო: 1. ბმული

15.  1954 წელს ჟან ნეგულესკომ გადაიღო ფილმი სახელწოდებით „3 იქსი იგრეკში“. ფილმის სათაური ერთ ცნობილ ცრურწმენაზეა დაფუძნებული. საინტერესოა ისიც, რომ ამ ცრურწმენის წყალობით იქსების ჯამური რაოდენობა იგრეკში წელიწადში დაახლოებით ერთ მილიონ ევროს შეადგენს. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ ფილმის სახელწოდება.

პასუხი: 3 მონეტა ტრევის შადრევანში
კომენტარი: ტრევის შადრევანში ტურისტები დღეში დაახლოებით 3000 ევროს ყრიან, რაც წელიწადში დაახლ. ერთი მილიონია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

16.   ჩაიწერეთ თანამედროვე ჰოკუ:

„პარიზის სასტუმროში
კედელზე ტარაკანი მიცოცავს
ორი იქსი ქრება”.

ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვაა ჰოკუში შეცვლილი იქსით?

პასუხი: ვარსკვლავი
კომენტარი: სასტუმროებს ვარსკვლავების რაოდენობით აფასებენ, კონკრეტული ჰიგიენური ნორმების შესრულების შემდეგ. ტარაკანის არსებობა სასტუმროში ვარსკვლავების „ჩაქრობას“ გამოიწვევს.
წყარო: 1. ჰოკუს ავტორი შეკითხვის ავტორია.

17.   ეს ფრაზა პირველად დაფიქსირებულია ჟან-ჟაკ რუსოს ავტობიოგრაფიულ წიგნში „აღსარება“, თუმცა მიუხედავად ამისა ის მიეწერება ადამიანს, რომელიც მაშინ, როდესაც რუსო „აღსარებას“ წერდა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ამ ფრაზის ჩინურ ანალოგში მოხსენიებულია ბრინჯი და ხორცი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ადამიანი, რომელსაც ეს ფრაზა მიეწერება.

პასუხი: მარია ანტუანეტა
კომენტარი: მარია ანტუანეტას მიეწერება ფრაზა: თუ მათ არა აქვთ პური, დაე ჭამონ ნამცხვარი“. ჩინურ ანალოგში პურის მაგივრად არის ბრინჯი, და ნამცხვრის მაგივრად – ხორცი.
წყარო: 1. ბმული

18.  თქვენს წინაშეა ფრანგი ფოტოგრაფის, ელიოტ ერვიტის ფოტო, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ცნობილ მუზეუმშია გადაღებული. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ავტორი ფერწერული ტილოებისა, რომლებიც დარიგებულ მასალაზე შავი ლაქითაა დაფარული.

პასუხი: ფრანსისკო გოია
კომენტარი: პირველი ფოტო არის „ჩაცმული მახა“, მეორე – „შიშველი მახა“. მამაკაცები შიშველ მახას უმზერენ დაჟინებით. ფოტო მადრიდის პრადოს მუზეუმშია გადაღებული.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

19.  წიგნში „ფიშერის გამოცანა“ არის ასეთი ქვეთავი: „ბობი ფიშერი: პირველი იქსი მოჭადრაკეთა შორის“. ვიკას სვარუპის წიგნში კი, რომლის სახელწოდებაა „კითხვა-პასუხი“ მთავარი პერსონაჟი ხდება იქსი. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით იქსს, დაასახელეთ რა ეწოდება ვიკას სვარუპის რომანის კინოეკრანიზაციას?

პასუხი: მილიონერი ჯურღმულიდან
კომენტარი: იქსი არის „მილიონერი“. რობერტ ფიშერი ცნობილი იყო იმით, რომ იგი დიდ ჰონორარებს ითხოვდა. 2008 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „მილიონერი ჯურღმულიდან“, რომელმაც 8 ოსკარი მიიღო.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

20.  ჩაიწერეთ ფრაზა, რომლითაც მთავრდება 1996 წელს დაწერილი რომანი: „ყველა ჩვენგანი უნდა მოკვდეს, გამონაკლისი არ არსებობს, მაგრამ ღმერთო, ზოგჯერ ისეთი გრძელი მეჩვენება…“ ყურადღება შეკითხვა: დაასრულეთ ფრაზა რომანის სათაურით.

პასუხი: მწვანე მილი
კომენტარი: „მწვანე მილი“ სტივენ კინგის რომანია, სადაც სიკვდილმისჯილები სიკვდილის წინ გადიან ე.წ. „მწვანე მილს“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

პირველი შესარჩევი ტურის შეკითხვები (word)
მეორე შესარჩევი ტურის შეკითხვები (word) 
შედეგები
(excel)

Written by linguistuss

May 17, 2012 at 6:10 pm

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. პირველ შესარჩევ ტურში “ამსტერდამულ ველოსიპედებზე” იყო ერთადერთი კითხვა, რომელსაც სწორი პასუხის მოსმენის შმედეგაც კარგა ხანი ვერ მივვდი :D:D:D:D:D:D

    P.S. “ბასტილიაზე” შემთხვევა კარგი იყო :)))

    ცეტი

    May 19, 2012 at 6:01 pm

    • ერთ შეკითხვას დავწერ და იქნებ მიპასუხოთ…..:
      ეგვიპტეს,ბაბილონსა და კრეტას შორის სავაჭრო კავშირს ამტკიცებს ის ფაქტი რომ ამ სამ ადგილას გათხრებისას აღმოჩენილ იქნა ერთი და იგივე რაღაც იდენტური წონისა.ყურადღება შეკითხვა: დამისახელე ეს რაღაც ორი სიტყვით….
      ტუ ვინმემ ამაზე პასუხი იცით იქნებ დააკომენტაროთ…:):):):):):)

      ani

      November 20, 2012 at 12:33 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: