ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

კოსმიური მუსიკა

with 3 comments

EX Hydrae ორმაგი ვარსკვლავია დედამიწიდან 200 სინათლის წლით დაშორებულ ჰიდრას თანავარსკვლავედში. ეს ორმაგი ვარსკვლავი კატაკლიზმურად ცვლად ვარსკვლავთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ მათი სიკაშკაშე ხან იზრდება და ხან მცირდება, ყოველგვარი ცხადი კანონზომიერების გარეშე. სიკაშკაშის ცვლილებას რენტგენული გამოსხივება სდევს თან, რომელზე დაკვირვებაც შესაძლებელია დედამიწაზე არსებულ ასტროფიზიკულ ობსერვატორიებში.

დაკვირვების შედეგად დიდი რაოდენობის მონაცემები გენერირდება რიცხვების მწკრივის სახით. ასტროფიზიკოსთა ძირითადი სამუშაო ამ რიცხვების დამუშავება და კანონზომიერებების დადგენაა. მშრალ რიცხვებზე დაკვირვება ძალიან დამღლელი და არაეფექტური პროცესია, ამიტომ ისინი რიცხვებისგან გრაფიკებს, გრაფებს და ათასგვარ ვიზუალურ დამხმარე საშუალებებს იყენებენ, რათა როგორმე რიცხვთა ქაოსში კოსმოსი შეიმეცნონ.

ასტროფიზიკოსი ვანდა დიასიც ამ რიცხვებს აკვირდება, ოღონდ მას ვიზუალური გრაფიკების ჭვრეტა არ შეუძლია, იგი ასი პროცენტით ბრმაა და ამიტომ განსხვავებულ მიდგომას იყენებს. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეს რიცხვები აუდიოტონალობებში გადაჰყავს და უსმენს. რიცხვების უდაბნოში კანონზომიერების დასადგენად, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ეს პროცესი უფრო ეფექტურია, ვინაიდან თუ ვიზუალურ გრაფიკებში სიმკვეთრისა და სკალის შერჩევაა საჭირო, ყურს ეს დამატებითი პროცედურები არ სჭირდება.

მუშაობის პროცესში ვანდა დიასს და მასთან მომუშავე ასტროფიზიკოსთა გუნდს უჩვეულო იდეა მოუვიდა. მათ განიზრახეს EX Hydrae-დან წამოსული სიგნალები მუსიკად ექციათ. უფრო სწორად ისინი მუსიკალური ნაწარმოების მთავარ თემად გამოეყენებინათ. ამაში მათ გერმანელი კომპოზიტორი და ჯაზმენი ფოლკმარ შტუდტრუკერი დაეხმარა და შორეული გალაქტიკიდან წამოსული სიგნალები ყურისათვის საამო კომპოზიციად გარდაქმნა. რა საოცარიც არ უნდა იყოს ამ მუსიკის პირველწყარო, სადღაც შორს ჰიდრას თანავარსკვლავედშია 200 წლის წინ შექმნილი…

P. S. აქ შეგიძლიათ მშრალ სიგნალებს მოუსმინოთ. თქვენი არ ვიცი და ჩემს ყურს მშრალი სიგნალებიც სიამოვნებს…

Advertisements

Written by linguistuss

June 7, 2013 at 5:06 pm

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვარსკვლავები ქმნიან მუსიკას, მუსიკა ქმნის ვარსკვლავებს.

    me

    June 10, 2013 at 11:18 pm

  2. მომწონს ეს მუსიკა :)
    სხვათა შორის ნეირონებიც “მღერიან” :)

    ტომა

    December 22, 2013 at 12:50 am

  3. კარგია მაგრამ ეფექტური თუ ეფექტიანი? :))

    sandro

    May 28, 2014 at 9:39 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: