ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Не мытьём, так катаньем

with one comment

2002 წლის ივლისში ჩვენი გუნდი, „მესამე გზა“, საქართველოს მაშინდელი ჩემპიონი სპორტულ რსრ-ში, მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდა მზიურ ქალაქ ბაქოში, ქარების ქალაქად ცნობილში. ოცდაოთხი გუნდიდან მოლდაველებს მოვუგეთ და ასე ვასახელეთ დედა-სამშობლო, თუმცა ამ ყველაფერს სხვა რამის გამო ვიხსენებ. ძალიან ბევრი იყო ისეთი შეკითხვა, სადაც პასუხს რუსული ანდაზა ანუ ე.წ. Поговорка წარმოადგენდა და ჩვენც, ამ რაუნდებში, რუსული რულეტკის თამაში გვიწევდა.

პირველი ანდაზა რომ იკითხეს ერთმანეთს გადავხედეთ და აღმოჩნდა, რომ ჩვენს არსენალში არცერთი რუსული ანდაზა ან მასთან გათანაბრებული ფრაზა არ მოიძებნებოდა გარდა ერთისა, რომელიც ერეკლემ გაიხსენა წუთის შუაში, ერთი ანდაზა გამიგია – не мытьём, так катаньем – და მოდი ეს ჩავწეროთო. ჰოდა, პირველ ჯერზე პასუხი იყო რაღაც (აღარ მახსოვს). მეორე ჯერზეც რომ იკითხეს ანდაზა ისევ რაღაც იყო და რომელიღაცა ცდაზე, როცა კვლავ ანდაზა იკითხეს, პასუხი не мытьём, так катаньем აღმოჩნდა და მოვარტყით…

ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ჩემს გონებაში ეს ანდაზა სადღაც ბუნდოვნად იყო დალექილი და დღეს ერთი ეტიმოლოგიური ბლოგის სქროლვისას აღმოვაჩინე შემდეგი: Мыт, ძველ რუსულში საბაჟოს, საგადამხდელო პუნქტს ერქვა, სადაც საბაჟო გადასახადებს კრეფდნენ. Кат – კი თურმე ჯალათი ყოფილა. ანდაზის მნიშვნელობა კი ყოფილა შემდეგი: თუ ნებაყოფლობით არა, მაშინ ძალის გამოყენებითო. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ანდაზა არც რეცხვასთან ყოფილა კავშირში და არც გაწურვასთან (სურათზე გამოსახული ძველი ტრადიციული ინსტრუმენტით).

Advertisements

Written by linguistuss

December 22, 2013 at 4:37 am

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. ძალიან მიყვარს შენი ბლოგი. სიბერემდე სწავლისა უნდა ერქვას :-D იმდენ ახალ რამეს ვსწავლობ აქედან.

    Sophie Golden

    December 26, 2013 at 12:41 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: