ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

უკაცრიელი კუნძული, როგორც ასეთი

leave a comment »

სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ ათი კაცისგან შემდგარი საზოგადოება, შორეულ უკაცრიელ კუნძულზე დასახლებული. არც ერთი ამ ათიდან არ ლაპარაკობს თანაკუნძულელთა ენებზე და მხოლოდ მშობლიური ენა იცის. როგორ გგონიათ რა მოხდება დროთა განმავლობაში? ისინი კუნძულის სხვადასხვა კუთხეში გამოიკეტებიან და ერთმანეთთან არ იურთიერთებენ? – ძნელი წარმოსადგენია, თუ კი ადამიანის, როგორც სოციალური ცხოველის ბუნებას გავითვალისწინებთ. მაშ, ისინი თავიანთ მშობლიურ ენაზე ილაპარაკებენ და იმის მოლოდინი ექნებათ, რომ სხვები მათ გაუგებენ? – არც ესაა მთლად კარგი გამოსავალი. ნუთუ, შეთანხმდებიან რომ ერთი რომელიმე კონკრეტული ენა ისწავლონ და მხოლოდ ამ ენაზე იურთიერთონ? ან არის კი ამ პრობლემის გადაჭრის რაიმე სხვა გზა?

შესაძლოა დროთა განმავლობაში ურთიერთობის, ან ქცევის საერთო შტრიხები გამოიკვეთოს, რაც ამ ჰიპოთეტური საზოგადოების კომუნიკაციაში იქნება სასახული. ეს შტრიხები შეიძლება ჟესტების, შორისდებულების და სიტყვების ნაზავი იყოს, რომლებიც ადაპტირებული იქნება კუნძულზე მიმდინარე კონკრეტულ სიტუაციებთან და ამ ათი მოსახლის თანამეზობლობასთან. ხშირად განმეორებადი სიტუაციები საერთო საკომუნიკაციო ერთეულებს შექმნის, მაგალითად დახმარების თხოვნისას, საქონლის ურთიერთგაცვლისას და ა.შ.

საბოლოოდ ახალი ტიპის საკომუნიკაციო სისტემას მივიღებთ, რომელიც ამ ათკაციანი საზოგადოების საჭიროებებზე იქნება მორგებული და კუნძულზე დაბადებული ბავშვები ბუნებრივი მატარებლები იქნებიან საკომუნიკაციო სისტემისა, რომელიც თავის თავში მოიქცევს ათივე ენის ნიშან-თვისებებს, თუმცა განსხვავებული იქნება ათივესგან თავისი უნიკალური კონტექსტით. (c) ამონარიდი ერთი კარგი წიგნიდან

Advertisements

Written by linguistuss

February 23, 2014 at 5:57 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: