ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ამერიკა

დედაარღნილი კატა

with 10 comments

3564467371_ae2e40e322

1910 წლის 15 ოქტომბერს დირიჟაბლი “ამერიკა” ატლანტიკ–სიტიდან ევროპისაკენ გაემართა. ჩაფიქრებული ატლანტის ოკეანის გადალახვა იყო. დირიჟაბლის ექვსკაციან ეკიპაჟთან ერთად დირიჟაბლში იმყოფებოდა კატა, სახელად კიდო, რომელიც კაპიტანმა თავისდა ბედად წაიყვანა.

დირიჟაბლი არც თუ ისე დიდი ხნის ამართული იყო ჰაერში, როდესაც შეშინებულმა მხეცმა დირიჟაბლში სირბილი დაიწყო და მთელი კორპუსი თავდაყირა დააყენა. ეკიპაჟის წევრები ისე შეწუხდნენ, რომ უფროსმა ინჟინერმა მელვინ ვანიმანმა დედამიწაზე რადიოსიგნალი გააგზავნა. ეს იყო “ჰაერი–მიწის” ტიპის პირველი რადიოსიგნალი ისტორიაში. გაგზავნილი რადიოსიგნალის ტექსტი შემდეგი იყო: “როი, მოდი და წაიყვანე ეს დედაარღნილი კატა”.

Written by linguistuss

June 2, 2009 at 5:08 pm

The other side of America

with 2 comments

otherside

დიდი კომენტარის გაკეთება მსურდა ამ თემაზე, სადაც სლამ–ტურიზმს, გლამურს და სნობიზმს შევეხებოდი, თუმცა მივხვდი, რომ ეს სარეკლამო ბილბორდი ყველაფერს ამბობს და მე მეტს ვერაფერს დავუმატებ.