ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘რა? სად? როდის?

2011 წლის ზამთრის პრემიერლიგა, III ტური

with 3 comments

დღეს მესამე ტური ჩავატარეთ პრემიერ–ლიგის. ნათარგმნ კითხვებში იყო შერეული ჩემი კითხვები.

ისეთი კითხვა, რომელიც ექვსზე ნაკლებმა გუნდმა გამოიცნო იყო 16 ცალი (ძნელი კითხვა)
ისეთი კითხვა, რომელიც შვიდიდან-ცამეტამდე გუნდმა გამოიცნო იყო 5 ცალი (საშუალო კითხვა)
ისეთი კითხვა, რომელიც თოთხმეტიდან-ოცამდე გუნდმა გამოიცნ იყო 18 ცალი (ადვილი კითხვა)
ისეთი კითხვა, რომელიც ოცდაერთიდან-ოცდაშვიდამდე გუნდმა გამოიცნ იყო 9 ცალი (ძალიან ადვილი კითხვა)

იყო სამი “გრობი”, ანუ ისეთი, რომელიც ვერავინ გამოიცნო და ორი კითხვა გამოიცნო ყველამ. ჯამში ტური უფრო ადვილი გამოდგა, ვიდრე წინა ტურები იყო.

დასკვნები თავად გამოიტანეთ…

[ პასუხების და კომენტარების წასაკითხად მონიშნეთ მაუსით ]

პირველი ტური

1. (ადვილი) ტრენტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: იქსებს საჭმელს უყრიდნენ ყოველთვის ან მეოთხე, ან მეექვსე სათავსოში და აკვირდებოდნენ მათ ქცევას. ამის შემდეგ დაადგინეს რომ იქსებს შეუძლიათ იგრეკი. ყურადღება შეკითხვა: როდისაა რეკომენდირებული იქსების იგრეკი ერთი ცნობილი ფრაზის თანახმად?

პასუხი: შემოდგომით
კომენტარი: ტრენტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს რომ წიწილებს შეუძლიათ თვლა. წიწილების თვლა კი შემოდგომითაა რეკომენდირებული.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსანდრე კორობეინიკოვი

2. (ძნელი) ევგენი გრიშკოვეცმა რუსეთის სამხრეთისაკენ მატარებლით მოგზაურობა აღწერა ასე: ვაშლები უფრო და უფრო დიდდება, ფასები უფრო და უფრო იკლებს, “ეს” კი უფრო და უფრო რბილდება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ “ეს”.

პასუხი: რუსული ბგერა Г
კომენტარი: როგორც ცნობილია რუსეთის სამხრეთში Г-ს არბილებენ.
წყარო: 1. Гришковец Е.Реки.М.08.С.-135
ავტორი: ალექსანდრე ჩიჟოვი

3. (ადვილი) დაფნა დიუ მორიეს რომანში “იქსი” მთავარი პერსონაჟი ამბობს: “მე არ შემეძლო მეთხოვა პატიება სხვის მიერ ჩადენილი საქციელის გამო. იქსი ხომ ყოველთვის დამნაშავეა”. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით, ანუ რა ეწოდება დაფნა დიუ მორიეს რომანს?

პასუხი: განტევების ვაცი
კომენტარი: მთავარი პერსონაჟს არ შეუძლია პატიება ითხოვოს იმის გამო, რაც მას არ ჩაუდენია. იგი განტევების ვაცია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავეა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

4. (ძნელი) სპეციალისტების აზრით იქსის საშუალებით შეიძლება აიხსნას ადამიანის ორგანიზმის დაბერების მოდელი, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა იმ გამოუსწორებელ ხარვეზს, დროთა განმავლობაში რომ გროვდება და რომლის ლიკვიდირებასაც ორგანიზმი ვერ ასწრებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი შვიდასოიანი სიტყვით.

პასუხი: ტეტრისი
კომენტარი: ტეტრისშიც ასევეა, გამოუსწორებელი ხარვეზები, რომელთა ლიკვიდირება ვერ ხერხდება იწვევენ თამაშის დასასრულსკენ მსვლელობას.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალისა ბილინა

5. (ადვილი) ის დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს და ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მისი უკანასკნელი ჩანაწერი გადაღებულ იქნა 1997 წელს, ბაიკალის ტბაზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პიროვნება, რომელიც ფიგურირებს მის სახელწოდებაში.

პასუხი: ჟაკ–ივ კუსტო
კომენტარი: საუბარია ფილმების ციკლზე “კაპიტან კუსტოს ოდისეა”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

6. (ძნელი) მარსელ რაიხ–რანიცკი თავის წიგნში წერს, რომ პარიზში მონმარტრის სასაფლაოზე ამ ადამიანის საფლავი შეყვარებულების მომლოცველობის ადგილად იქცა. საინტერესოა ისიც, რომ ფრანგები ამ ადამიანს ანრი ენს უწოდებენ. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ სახელი და გვარი, რომლითაც ეს ადამიანი უფრო ცნობილია.

პასუხი: ჰაინრიხ ჰაინე
კომენტარი: ჰაინრიხ ჰაინე პარიზშია დაკრძალული. მისი ლექსების უმრავლესობა სიყვარულის თემაზეა შექმნილი. ფრანგები მას ანრი ენს უწოდებენ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

7. (ძნელი) 1710–1712 წლებში პარიზში გამოიცა “1001 დღის ზღაპრები”, რომლებიც მთარგმნელის და გამომცემლის, ფრანსუა პეტი დე ლა კრუას ცნობით, სპარსულიდან იყო ნათარგმნი. ამასთან დაკავშირებით ფრანსუა პეტი დე ლა კრუას შემოქმედების მკვლევარმა ბერტრან გალიმარ–ფლავინიმ გამოთქვა მოსაზრება, რომელიც აზრობრივად ემთხვევა ერთი მონარქის ცნობილ ფრაზას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მონარქი.

პასუხი: ვახტანგ VI
კომენტარი: ბერტან გალიმარ–ფლავინის განცხადებით “1001 ღამის ზღაპრებში” მოთხრობილი ისტორიები სპარსში არ არის. ვახტანგ VI–მ იგივე განაცხადა შოთა რუსთველის “ვეფხისტყაოსანზე”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

8. (ადვილი) ძმები კოენების ფილმის, “სადა ხარ ძმაო ჩემო?”, სიუჟეტი დაფუძნებულია ძველბერძნულ ეპოსზე. ფილმის მთავარი პერსონაჟი კი აშშ–ს ექსპრეზიდენტის სეხნიაა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ექსპრეზიდენტი.

პასუხი: ულისე გრანტი
კომენტარი: ფილმი ჰომეროსის “ოდისეაზეა” დაფუძნებული. ულისე ოდისევსის ლათინური ვარიანტია. ფილმის მთავარი პერსონაჟი ოდისევსს განასახიერებს, რომელიც გარბის კატორღიდან და ბრუნდება შინ.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

9. (ადვილი) რუსი მწერალი, ედვარდ ბუინოვსკი თავის მემუარებში წერს, რომ ერთხელ ახალგაზრდობაში უსიამოვნება შეემთხვა, რის შემდეგაც ბერძნული […….] იქცა რომაულად. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვა გამოვტოვე მე შეკითხვის წაკითხვის დროს?

პასუხი: ცხვირი (პროფილი)
კომენტარი: მან იჩხუბა და ჩხუბში ცხვირი გაუტეხეს, შესაბამისად შეეცვალა ცხვირის ფორმაც, ბერძნული ცხვირი იქცა რომაულად.
წყარო: 1. Эдуард Буйновский, «Повседневная жизнь первых российских ракетчиков и космонавтов», М, «Молодая гвардия», 2004, стр.156
ავტორი: ანდრეი კუზმა

10. (ადვილი) ეს ქალაქი აშშ–ს აღმოსავლეთ სანაპიროზე მე–17 საუკუნის მეორე ნახევარში დააარსეს. აიზეკ აზიმოვი წერდა, რომ ამ ქალაქის სახელში აისახა დამაარსებელთა გადარჩენის იმედი ახალი წარღვნის შემდეგ. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ქალაქს?

პასუხი: ნევარკი (ნიუარკი)
კომენტარი: Newarc – ინგლისურად “ახალ კიდობანს” ნიშნავს და ეს ქალაქი ნიუ–ჯერსის შტატის უდიდესი ქალაქია.
წყარო: 1. А. Азимов. Слова на карте. – М., 2006. – С. 209. 2. ბმული
ავტორი: ტიმურ ბარსკი

11. (ადვილი) 1955 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა, რაიმონ არონმა დაწერა წიგნი “ინტელექტუალთა იქსი”, სადაც ავტორმა ხაზი გაუსვა დასავლელ ინტელექტუალთა არაცნობიერ, თავბრუდამხვევ დამოკიდებულებას მარქსის იდეოლოგიაზე და ირიბად მიანიშნა, რომ მარქსიზმი წარმოადგენს ინტელექტუალთა იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.

პასუხი: ოპიუმი
კომენტარი: ავტორმა ხაზი გაუსვა არაცნობიერ, თავბრუდამხვევ დამოკიდებულებას მარქსის იდეოლოგიაზე. ოპიუმი ინტელექტუალთათვის ალუზიაა მარქსის ცნობილ ფრაზაზე.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსანდრე ჩიჟოვი

12. (ძნელი) 1991 წელს ქართველმა ექიმმა, გია აბესაძემ პროტესტის ნიშნად რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა. ამასთან დაკავშირებით ია მერკვილაძე წერს, რომ “გია აბესაძის (გამოტოვებულია სამი სიტყვა) ზღვრული ტრაგიზმით გამართლდა”. აღადგინეთ გამოტოვებული სამი სიტყვა 1936 წელს შექმნილი ნაწარმოების სათაურით.

პასუხი: სამოქალაქო ომის წინათგრძნობა
კომენტარი: “სამოქალაქო ომის წინათგრძნობა” სალვადორ დალის ფერწერული ტილოა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

მეორე ტური

13. (ძნელი) იგი წერდა, რომ ქრისტესი იწამა 1931 წელს, როდესაც ესტუმრა ქალაქის ზოოპარკს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს პიროვნება.

პასუხი: კლაივ სტეიპლზ ლუისი
კომენტარი: “ნარნიის ქრონიკებში” ქრისტეს ლომი ასლანი განასახიერებს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ანდრეი სოლდატოვი

14. (ძნელი) უგო დე ფონტეს რომანის გმირები გადარჩენის მიზნით ციხე–სიმაგრიდან გარბიან ტყეში. გზაში ისინი კლავენ ტახს. ის, რაც რომანის ფურცლებზე ამის შემდეგ ხდება შეკითხვის ავტორმა, კონსტანტინ ნაუმენკომ მოიხსენია 1830 წელს შექმნილი ნაწარმოების სათაურით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.

პასუხი: პუშკინი
კომენტარი: რომანის გმირები გაურბიან შავ ჭირს. ტახის მოკვლის შემდეგ რომანის გმირებმა გამართეს “ლხინი შავი ჭირის ჟამს”, რომელიც პუშკინის ცნობილი პიესაა.
წყარო: 1. ბმული 2. Уго Ди Фонте. “Дегустатор”.
ავტორი: კონსტანტინე ნაუმენკო

15. (ძნელი) ბრაიტენ ბრაიტენბახის ლექსში არის შემდეგი სიტყვები: “ზამთარში გადამწვარი შვილობილი ქვეყანა”. ყურადღება შეკითხვა: რა ენაზეა დაწერილი ლექსის ორიგინალი?

პასუხი: აფრიკაანსზე
კომენტარი: ზამთარში სამხრ. აფრიკაში ზაფხულია, ამავდროულად სამხრ. აფრიკა ნიდერლანდების “შვილობილი” ქვეყანაა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: კონსტანტინ სმოლი

16. (ადვილი) ფედერიკო ანდაჰაზი რომანში “ერეტიკოსთა ქალაქი” წერს, რომ კათოლიკურ ეკლესიას, მას შემდეგ, რაც მან მოიპოვა ძალაუფლება, არ ჰქონდა არანაირი საფუძველი ზურგი შეექცია ღარიბებისათვის და შეეწყვიტა მდიდრების მხილება, ვინაიდან იქსის და იგრეკის ზომები პირველი საუკუნის შემდგომ არ შეცვლილა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი და იგრეკი.

პასუხი: ნემსის ყუნწი, აქლემი
კომენტარი: ალუზიაა მათეს სახარებაზე, სადაც წერია, რომ “უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: პაველ არეშჩენკო

17. (ადვილი) 1649 წლის 30 იანვარს მსახურები შევიდნენ პრინცის, ჩარლზ სტიუარტის ოთახში და მას ორი სიტყვით მიმართეს, რის გამოც პრინცი ჩარლზი აქვითინდა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვით მიმართეს მას მსახურებმა?

პასუხი: თქვენო უდიდებულესობავ
კომენტარი: რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ მამამისს ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს და მეფე გახდა პრინცი ჩარლზი, შემდგომში ჩარლზ II.
წყარო: 1. Фильм “Карл Второй”, BBC
ავტორი: კონსტანტინე ნაუმენკო

18. (ძალიან ადვილი) ზიგმუნდ ფროიდის მოსწავლემ, ავსტრიელმა ფსიქოლოგმა, ოტო რანკმა იქსს “უმთავრესი ტრავმა” უწოდა ადამიანის ცხოვრებაში. მისი აზრით სწორად იქსის დროს იბადება და შემდეგ ყალიბდება ყველა ნერვული დაავადება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.

პასუხი: დაბადება (შობა)
კომენტარი: ოტო რანკი მიიჩნევდა, რომ დედის საშოდან ყანოფის გამოდევნის დროს ადამიანი იღებს “უმთავრეს ტრავმას” ცხოვრებაში.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

19. (ძნელი) დუგლას ჰოფშტადერის წიგნში აღწერილია ჰარმონიული ლაბირინთი, რომელიც იოჰან სებასტიან ბახის დო მაჟორში დაწერილ მუსიკალურ ნაწარმოებს წარმოადგენს. ამ ლაბირინთში დაკარგულ მთავარ პერსონაჟებს ეშინიათ იქ მობინადრე ურჩხულის. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია ამ ურჩხულს?

პასუხი: მაჟოტავრი
კომენტარი: დო მაჟორში დაწერილ მუს. ნაწარმოებში მაჟოტავრი ცხოვრობს და არა მინოტავრი, ვინაიდან დო მინორში არ არის დაწერილი ეს ნაწარმოები.
წყარო: 1. Хофштадтер Д. Гёдель, Эшер, Бах: Эта бесконечная гирлянда. 2. ბმული
ავტორი: ალექსანდრე კორობეინიკოვი

20. (ადვილი) ერთი ამერიკელის ბიოგრაფიაში მოთხრობილია შემდეგი დაკვირვება: მრავალი ადამიანი, რომელთაც ისლამი ახალი მიღებული ჰქონდათ, ელოდნენ როდის დააჯილდოებდა მათ ალაჰი ჭეშმარიტი მარადიული სახელით. ეს დაკვირვება ხსნის იმას, თუ რატომ უწოდებდა ეს ამერიკელი საკუთარ თავს იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ამერიკელი.

პასუხი: მალკოლმ X
კომენტარი: აფროამერიკელთა უფლებებისათვის მებრძოლ მალკოლმ X-ს არ ჰქონდა შერჩეული შესაბამისი სახელი ისლამის მიღების შემდეგ. სანამ ალაჰი მას ჭეშმარიტი მარადიული სახელით დააჯილდოებდა მან საკუთარ თავს X უწოდა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: კონსტანტინე ნაუმენკო

21. (ძნელი) შეკითხვის ავტორმა ორიგინალურად შენიშნა, რომ “ბრეინ რინგის” სათამაშოდ მოთამაშე გუნდებს, სხვა ყველაფერთან ერთად, სჭირდებათ (გამოტოვებულია ორი სიტყვა). გამოტოვებული ორი სიტყვა მე–20 საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი წიგნის სათაურია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ გამოტოვებული ორი სიტყვა.

პასუხი: თორმეტი სკამი
კომენტარი: ორ გუნდში თორმეტი ადამიანია, შესაბამისად მათ სათამაშოდ სხვა ყველაფერთან ერთად სჭირდებათ 12 სკამი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსანდრე სმირნოვი

22. (ძალიან ადვილი) შუასაუკუნეების მკვლევარი პატრიკ გირი წერს, რომ შუა საუკუნეების ევროპაში “ასეთი” წმინდანები ეპისკოპოსის გავლენისა და ავტორიტეტის წყაროს წარმოადგენდნენ, “ისეთი” წმინდანები კი – მისთვის ყველაზე დიდი საშიშროების მატარებლები იყვნენ. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი ზედსართავი სახელია შეცვლილი ტექსტში სიტყვებით “ასეთი” და “ისეთი”?

პასუხი: მკვდარი, ცოცხალი
კომენტარი: მკვდარი წმინდანების ავტორიტეტი ეპისკოპოსის გავლენას აძლიერებდა, ცოცხალი წმინდანების ავტორიტეტი კი პირიქით – უსუსტებდა.
წყარო: P. Geary. Before France and Germany. – 1988. – C. 137.
ავტორი: ვიქტორია მელეხსონი

23. (ძალიან ადვილი) 1986 წელს იტალიაში კარლო პეტრინიმ დააარსა რესტორნების ქსელი, რომლის ლოგოზეც გამოსახულია ლოკოკინა. თავად რესტორნების ქსელს კი ორსიტყვიანი ინგლისური სახელწოდება აქვს. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია რესტორნების ქსელს?

პასუხი: Slow Food
კომენტარი: ეს ქსელი, რომელიც შემდგომ მთელ მოძრაობაში გადაიზარდა პროტესტია Fast Food–ის ტიპის საკვები ობიექტების.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვლადიმირ ოსტროვსკი

24. (ადვილი) იონ კოლფერის ნაწარმოების მოქმედება მწერლის სამშობლოში ვითარდება, სადაც არის ასეთი ეპიზოდი: მთავარი პერსონაჟი მდინარეში ვარდება და იწყებს ფეხების ფართხალს. ამ ეპიზოდის აღწერისას წიგნის ავტორი მოიხსენიებს 1994 წელს შექმნილ თეატრალურ სანახაობას. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ თეატრალურ სანახაობას?

პასუხი: რივერდანსი
კომენტარი: წიგნის გმირი მდინარეში (River) ჩავარდა და დაიწყო ფეხების ფართხალი (dance). რივერდანსის მონაწილეები ცეკვებს მხოლოდ ფეხებით ასრულებენ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: რომან სუსლოვი

მესამე ტური

25. (ძალიან ადვილი) XX საუკუნის 50–იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ერთი ფრანგი ველომრბოლელი, რომელიც ხშირად უცრუებდა იმედებს თავის გულშემატკივრებს, რის გამოც ველორბოლის დასკვნით ეტაპზე შეკრებილი გულშემატკივრები მას უიმედოდ ელოდნენ ხოლმე. ყურადღება შეკითხვა: რა გვარი იყო ეს ველომრბოლელი?

პასუხი: გოდო
კომენტარი: როჟე გოდოს გულშემატკივრები ველოდრომზე ელოდნენ ხოლმე, ანუ გოდოს მოლოდინში იყვნენ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

26. (ძალიან ადვილი) ოსმანთა იმპერიის სულთნის მეჰმედ II-ის ბრძანებით, იმ ვაჟს, რომელიც სულთნის ტახტს დაიკავებდა, ქვეყანაში წესრიგის შენარჩუნების მიზნით, უფლება ჰქონდა გაეკეთებინა ეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სახელი ადამიანისა, რომელმაც პირველმა გააკეთა ეს ერთი ცნობილი პირველწყაროს თანახმად.

პასუხი: კაენი
კომენტარი: კაენმა მოკლა აბელი. მეჰმედ II უფლებას აძლევდა მის იმ ვაჟს, რომელიც დაიკავებდა სულთნის ტახტს, რომ მოეკლა მისი ძმები, რათა ქვეყანაში შენარჩუნებულიყო წესრიგი.
წყარო: 1. Джон Фрили. Тайны османского двора. Частная жизнь султанов. – Смоленск, “Русич”, 2004. – С. 17.
ავტორი: კონსტანტინ ნაუმენკო

27. (ძალიან ადვილი) დამაარსებლებს სურდათ, რომ მათი კომპანია კომპანიების “ლისტინგის” სათავეში მოქცეულიყო, ამიტომაც მითოლოგიურ ცხოველს თავში წაუშალეს სამი ასო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კომპანიის სახელწოდება.

პასუხი: Asus
კომენტარი: ტაივანური კომპანია Asus–ის დამაარსებლებს თავდაპირველად მათ სურდათ კომპანიისთვის Pegasus დაერქმიათ, თუმცა თავში სამი ასო წაშალეს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ანდრეი სოლდატოვი

28. (ძნელი) 2008 წელს ქალაქ რიჩმონდში მოეწყო წვეულება, სადაც ორგანიზატორებმა რამდენიმე ასეული იუბილარი შეკრიბეს. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულმა წარმატებით ჩაიარა, უნდა აღინიშნოს, რომ უფრო ორიგინალური იქნებოდა, თუკი ის ქალაქ ბოსტონში გაიმართებოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იუბილარები ინგლისური ანბანის ხუთი ასოს გამოყენებით.

პასუხი: Ford T
კომენტარი: 2008 წელს ფორდის ლეგენდარული მოდელი Ford T ასი წლის გახდა. რიჩმონდში რამდენიმე ასეული შემორჩენილი მანქანა შეკრიბეს და T-Party გამართეს, რაც შეესიტყვება ბოსტონში გამართულ Tea Party-ის.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: დენის ლაგუტინი

29. (ადვილი) ბარონი მიუნჰაუზენის შესახებ გადაღებულ ფილმში არის ასეთი ეპიზოდი: მიუნჰაუზენი უყვება მონადირეებს თუ როგორ ესროლა ირემს კურკა და როგორ ამოიზარდა მისი შუბლიდან საშუალო სიმაღლის ხე. ერთ–ერთი მონადირე მას აწყვეტინებს და უსვამს ირონიულ შეკითხვას. დაასახელეთ 1903 წელს შექმნილი ნაწარმოები, რომელიც მონადირემ მოიხსენია თავის შეკითხვაში.

პასუხი: ალუბლის ბაღი
კომენტარი: მონადირემ იკითხა, იქნებ ალუბლის ბაღი ამოიზარდაო და არა ხეო.
წყარო: 1. 1. “Тот самый Мюнхгаузен”, реж. Марк Захаров, 1979, 4 минута 2. ბმული
ავტორი: გრიგორი სმისლოვი

30. (ძნელი) ჰომეროსის “ოდისეაში” ოდისევსს უწინასწარმეტყველებენ, რომ იგი მაშინ ჰპოვებს შვებას, როდესაც იმ ადგილებს მიაღწევს, რომლის მაცხოვრებლებსაც მისი იქსი ეგონებათ იგრეკი.  განსხვავებით ძვ. ბერძნული ორიგინალისგან და სხვა ენებისგან, მაგალითად რუსულისგან და ინგლისურისგან, იქსი და იგრეკი ქართულში ომონიმებია. დაასახელეთ ეს ომონიმები.

პასუხი: ნიჩაბი
კომენტარი: ოდისევსს უწინასწარმეტყველებენ, რომ იგი მაშინ ჰპოვებს შვებას, როდესაც მისი ნავის ნიჩაბი (весло, oar) ეგონებათ სახვეტი ინსტრუმენტი ნიჩაბი (лопата, spade).
წყარო: 1. ბმული 2. Гомер. Одиссея. Песнь одиннадцатая. 125-130
ავტორი: კონსტანტინე ნაუმენკო

31. (ადვილი) “ევროპელისათვის პირველი დღეები (გამოტოვებულია სიტყვა) ახალ დაბადებას ჰგავს” წერდა ფრანც კაფკა (გამოტოვებულია იგივე სიტყვა). ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვა.

პასუხი: ამერიკაში
კომენტარი: “ამერიკა” ფრანც კაფკას რომანია.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: კონსტანტინ სმოლი

32. (ადვილი) ერთი იუმორისტის თანახმად პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო “ფრთხილად”. აი, ის კი რაც მოხდა ამ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, იუმორისტმა მოიხსენია ორი ინგლისური სიტყვით. დაწერეთ ეს ორი ინგლისური სიტყვა.

პასუხი: Big Bang
კომენტარი: ასე შეუზავა ერთმანეთს კრეაციონისტული და სამეცნიერო თეორიები იუმორისტმა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: სერგეი არაკჩეევი

33. (საშუალო) ენდრიუ ჰაასი წიგნში “პარიზი” წერს, რომ ეს დაიწყო კარდინალის სასახლეში ფანჯრების ჩამტვრევით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ერთი სიტყვით.

პასუხი: ფრონდა
კომენტარი: fronde ფრანგულად შურდულია.
წყარო: 1. 1. Эндрю Хасси, Париж. Анатомия великого города. – М.: Эксмо; СПб.: Мидгард, 2010 – С.223-224
ავტორი: ალექსანდრე ზაგოროდნევი

34. (ძალიან ადვილი) ვოლტერის პოემაში “ორლეანელი ქალწული” არის ასეთი ეპიზოდი: გაგანია ომის დროს მთავარსარდალი უბრძანებს თავის ჯარისკაცებს რომ გადაადგილდნენ მარჯვნივ, თუმცა ისინი წავლენ მარცხნივ და გაიქცევიან. ირონიული ვოლტერი წერს, რომ ინგლისელ ჯარისკაცებს შიშისაგან დაავიწყდათ მშობლიური ენა და დაემსგავსნენ მათ. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქალაქში ცხოვრობდნენ ისინი, ვისაც ჯარისკაცები დაემსგავსნენ?

პასუხი: ბაბილონი
კომენტარი: ვოლტერი წერს, რომ შიშისაგან ინგლისელებს დაავიწყდათ ინგლისური და მათ არასწორად გაიგეს სარდლის ბრძანება, რითიც დაემსგავსნენ ბაბილონის გოდოლის მშენებლებს ენის აღრევის მომენტში.
წყარო: 1. Вольтер. Поэмы. –  К.: 1989. – С. 57.
ავტორი: ევგენი ბლინოვი

35. (ძნელი) 2000 წლის ივნისში ერთი გრანდიოზული პროექტის დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე თითოეულმა ქვეყანამ მიიღო დაახლ. 750 მეგაბაიტი ინფორმაცია. ამასთან ეს ინფორმაცია იყო გადანომრილი. ასე მაგალითად რუსეთის კუთვნილი 750 მეგაბაიტი შეიცავდა მესამეს, მეცამეტეს და მეცხრამეტეს. ყურადღება შეკითხვა: რას აღნიშნავენ ზემოხსენებული მესამე, მეცამეტე და მეცხრამეტე?

პასუხი: ქრომოსომებს
კომენტარი: 2000 წლის ივნისში დასრულდა ადამიანის გენომის პროექტი, რაც ითვალისწინებდა ადამიანის დნმ მოლეკულის ციფრულ ვარიანტში გადატანას. მონაწილე ქვეყნებმა პირობითად გაიყვეს მიღებული ინფორმაცია. რუსეთს მე–3, მე–13 და მე–19 ქრომოსომებში დაცული ინფორმაცია შეხვდა.
წყარო: 1. “МЕЖДУНАРОДНЫЙ ПРОЕКТ ГЕНОМ ЧЕЛОВЕКА”, Соросовский Образовательный Журнал.
ავტორი: სოფია რაპოპორტი

36. (საშუალო) ერთ მხატვრულ ბიოგრაფიაში ოგიუსტენ ლუი კოშის უგზავნიან ნაშრომს, რომლის ავტორსაც იგი უწოდებს “უცხოელს ბიბლიური გვარით”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს უცხოელი ბიბლიური გვარით.

პასუხი: აბელი
კომენტარი: ნორვეგიელი მათემატიკოსი ნილს ჰენდრიკ აბელი უგზავნის თავის ნაშრომს ფრანგ მათემატიკოსს, ოგიუსტენ ლუი კოშის.
წყარო: 1. Инфельд Л. Эварист Галуа: Избранник богов. – М., 1965. – С. 95-96.
ავტორი: ალექსანდრე კორობეინიკოვი

მეოთხე ტური

37. (ძალიან ადვილი) ფრანგი მხატვრის, ევარისტ–ვიტალ ლიუმინეს ფერწერულ ტილოზე გამოსახულია ფრანკთა მეფე, ჰილდერიკ III სენ–ბერტენის მონასტრის წარმომადგენელთა გარემოცვაში. ნახატზე ასევე გამოსახულია ერთი საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტი.

პასუხი: მაკრატელი
კომენტარი: ჰილდერიკ III იყო მეროვინგების დინასტიის უკანასკნელი მეფე. მეროვინგები ცნობილი არიან გრძელი თმებით და ნახატზე ნაჩვენებია ჰილდერიკ III-ის ბერად აღკვეცის პროცესი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

38. (ძალიან ადვილი) რობერტ სილვებერგერის მოთხრობაში კარდინალთა კონკლავი რომის პაპად ირჩევს რობოტ–კარდინალს. ახლადგამომცხვარი რობოტი–პაპი აივანზე გამოდის, ესალმება წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს, ჰაერში ფრინდება და მოედანზე შეკრებილები მეორედ ხედავენ იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: თეთრი კვამლი
კომენტარი: რომის პაპის არჩევის დროს უშვებენ თეთრ კვამლს იმის ნიშნად, რომ პაპი არჩეულია. რობოტი ჰაერში აფრინდა და მისმა რეაქტიულმა ძრავამ თეთრი კვამლი გამოუშვა, შესაბამისად ხალხმა თეთრი კვამლი მეორედ იხილა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ილია კრივოხაწკო

39. (საშუალო) ჩინელი პოეტის ვან ანშის ლექსში გაზაფხულის მთვარიან ღამეში გამეფებულ სიჩუმეს არღვევს წვეთის ხმა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ძვ. ბერძნული წარმოშობის სიტყვა ფიგურირებს ამ ლექსის რუსულ თარგმანში?

პასუხი: კლეფსიდრა
კომენტარი: ჩინურ ორიგინალში წყლის საათია მოხსენიებული, თუმცა მთარგმნელი უფლებამოსილი იყო სიტყვა “კლეფსიდრა” გამოეყენებინა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: კონსტანტინ სმოლი

40. (ძნელი) ერთ ლინგვისტურ ბურლესკში ეს ჩრდილოამერიკელი სამხედროსავით იძლევა ბრძანებებს: “აიღეთ ენა! გამოშიგნეთ! მიაყენეთ კედელთან!”. დაასახელეთ ეს ჩრდილოამერიკელი.

პასუხი: მარშალ მაკლუენი (მაკლუჰანი)
კომენტარი: მარშალ მაკლუენი კანადელი ფილოსოფოსი, ფილოლოგი, სოციოლოგი და მედიაკრიტიკოსი იყო, რომელიც იკვლევდა ინფორმაციის გადაცემის საშუალებებს, მათ შორის ენას როგორც მედიუმებს. მარშალი აბა რისი მარშალია სამხედროსავით რომ არ გაეცა ბრძანებები!
წყარო: 1. ბმული. 2. ბმული
ავტორი: კონსტანტინე ნაუმენკო

41. (ადვილი) ჯეი უოლკერმა თავის საჯარო ლექციაში ადამიანის წარმოსახვის ბიბლიოთეკა წარუდგინა მსმენელებს. ბიბლიოთეკის ექსპონატებს შორის იყო დნმ–ის ორმაგი სპირალი და შიფრაციის მანქანა “ენიგმა”. ჯეი უოლკერმა აღნიშნა, რომ ამ ორ ექსპონატს შორის დიდი მსგავსებაა, ორივე კოდირებას და დეკოდირებას ახდენს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დნმ–ის მოლეკულაში კოდირებულია პირველი და “ენიგმა” კი შიფრავდა მეორეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პირველიც და მეორეც.

პასუხი: სიცოცხლე, სიკვდილი
კომენტარი: დნმ–ის მოლეკულაში კოდირებულია სიცოცხლე და “ენიგმას” შიფრში კოდირებული იყო სიკვდილი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

42. (ადვილი) უნგრელი ლიტერატურული მკვლევარი ტიბორ კესტხეიი თავის თანამემამულეს, ჟიგმონდ ხავაშს მიიჩნევს დეტექტივების საუკეთესო ავტორად მსოფლიოში, თუმცა დანანებით აღნიშნავს, რომ ჟიგმონდ ხავაში იმყოფება იქსის ტყვეობაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.

პასუხი: უნგრული ენა
კომენტარი: ჟიგმონდ ხავაში წერს უნგრულად, უნგრულიდან სხვა ენებზე თარგმნა ძვირი ღირს. შესაბამისად მას მხოლოდ უნგრეთში იცნობენ.
წყარო: 1. Кестхейи Т. Анатомия детектива. – Будапешт: Корвина, 1989. – С. 103.
ავტორი: ალექსანდრე კორობეინიკოვი

43. (ადვილი) თავის ერთ–ერთ ესეში ალექსანდრე გენისი წერს, რომ ამერიკულ ფილმში იქსი წარმოჩენილია როგორც სამოთხე, რუსულ ფილმში კი როგორც სალხინებელი. სიმეტრია ითხოვს, რომ პირველწყაროს ავტორ ევროპელს იქსი წარმოეჩინა როგორც ჯოჯოხეთი, თუმცა ეს ასეა თუ არა ძნელი სათქმელია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ევროპელი.

პასუხი: სტანისლავ ლემი
კომენტარი: გენისის აზრით სტივენ სოდერბერგმა სოლარისი წარმოაჩინა როგორც სამოთხე და ანდრეი ტარკოვსკიმ კი, როგორც სალხინებელი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

44. (ძნელი) აგატა კრისტის წიგნში “ჰერაკლეს გმირობები” ერკულ პუარო მიუყვება საეჭვო რეპუტაციის ღამის კლუბში ჩამავალ კიბეებს. კიბის ფილაქნებზე აწერია შემდეგი ფრაზები: “მე უკეთესად მინდოდა რომ ყოფილიყო…”, “უარი თქვი წარსულზე და დაიწყე ცხოვრება თავიდან”, “მე შემიძლია უარი ვთქვა ამაზე ნებისმიერ მომენტში” და ა.შ. ყურადღება შეკითხვა: რომელი ცნობილი ფრაზა ჩაილაპარაკა ერკულ პუარომ კიბეებზე ჩასვლის დროს?

პასუხი: ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი გზა კეთილი სურვილებით არის მოკირწყლული
კომენტარი: საეჭვო რეპუტაციის მქონე ღამის კლუბში (ბარს “ჯოჯოხეთი” ჰქვია) ჩამავალი კიბეები მოკირწყლული იყო კეთილი სურვილებით. საუბარია ბერნარ კლერვოელის ცნობილ ფრაზაზე, რომელიც ინგლისურში სემუელ ჯონსონმა შემოიტანა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ალექსანდრე ჩიჟოვი

45. (ადვილი) რუსულ ინტერნეტში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 1940 წელს დაწერილი ნაწარმოების სათაურით მოიხსენიებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.

პასუხი: არკადი გაიდარი
კომენტარი: საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს უწოდებენ ასე: “თემური და მისი რაზმი”, რომელიც არკადი გაიდარის მოთხრობაა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

46. (საშუალო) 1886 წელს ვრუბელმა შექმნა ესკიზი, რომელიც მისი ჩანაფიქრით ორმაგ იღბლიანობას გამოხატავდა. დაახლ. 40 წლის შემდეგ შეიქმნა ბრენდი, რომლის ლოგოც ძალიან წააგავს ვრუბელის ესკიზს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ბრენდი.

პასუხი: შანელი
კომენტარი: ვრუბელმა ცხენის ორი ნალი ერთმანეთზე გადააჭდო, ისევე როგორც შანელის ლოგოზეა გადაჭდობილი ორი ასო C.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: კონსტანტინე ნაუმენკო

47. (საშუალო) ის, რაც ოლიმპიადების ემბლემატიკაში ძირითადად გამოისახება ხოლმე ორი ან ოთხი სიმბოლოთი ამ ქალაქში გამართულ ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოსახული იყო ხუთი სიმბოლოთი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალაქი.

პასუხი: რომი
კომენტარი: ჩატარების წელი, 1960 გამოსახული იყო რომაული ციფრებით MCMLX
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვიტალი პროტასოვი

48. (ძნელი) თავის წიგნში ბორის აკუნინი, ამ სიტყვის წარმოშობაზე საუბრის დროს აკეთებს შედარებას ლურჯ ვეშაპთან, რომელსაც წესით ოკეანეში არავისი უნდა ეშინოდეს. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვის წარმოშობაზე საუბრობს ბორის აკუნინი?

პასუხი: დრედნოუტი
კომენტარი: dreadnought ინგლისურად უშიშარს ნიშნავს. მათი შექმნის ეპოქაში დრედნოუტები ყველაზე დიდი გემები იყო ოკეანეში, ლურჯი ვეშაპის მსგავსად.
წყარო: 1. Б. Акунин. Ничего святого.
ავტორი: მიშელ მატვეევი

შეკითხვები ერთ ფაილად
შედეგები დეტალურად
შედეგები ჯამურად

Written by linguistuss

April 18, 2011 at 3:52 am

2011 წლის ზამთრის პრემიერლიგა, II ტური

with 2 comments

დღეს მეორე ტური ჩავატარეთ პრემიერ–ლიგის. ნათარგმნ კითხვებში იყო შერეული ჩემი კითხვები. სხვისი არ ვიცი და კითხვების აღებადობით კმაყოფილი დავრჩი:

ისეთი კითხვა, რომელიც ექვსზე ნაკლებმა გუნდმა გამოიცნო იყო 21 ცალი (ძნელი კითხვა)
ისეთი კითხვა, რომელიც შვიდიდან-ცამეტამდე გუნდმა გამოიცნო იყო 10 ცალი (საშუალო კითხვა)
ისეთი კითხვა, რომელიც თოთხმეტიდან-ოცამდე გუნდმა გამოიცნ იყო 12 ცალი (ადვილი კითხვა)
ისეთი კითხვა, რომელიც ოცდაერთიდან-ოცდაშვიდამდე გუნდმა გამოიცნ იყო 5 ცალი (ძალიან ადვილი კითხვა)

იყო სამი “გრობი”, ანუ ისეთი, რომელიც ვერავინ გამოიცნო და ერთი კითხვა გამოიცნო ყველამ. ჯამში ტური უფრო ძნელი გამოდგა ვიდრე წინა იყო.

დასკვნები თავად გამოიტანეთ…

[ პასუხების და კომენტარების წასაკითხად მონიშნეთ მაუსით ]

პირველი ტური

1. (ადვილი) 2010 წლის აგვისტოში ერთმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ამ ადამიანზე საუბრის დროს განაცხადა: “იმის გამო, რომ მესამედ კენჭის ყრა კანონით აკრძალულია, იგი ვეღარ გაიმეორებს თავის საყვარელ ფრაზას”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფრაზა.

პასუხი: I’ll be back
კომენტარი: კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე არჩევა სამჯერ კანონით აკრძალულია, ამიტომაც არნოლდ შვარცენეგერი ვეღარ იტყვის I’ll be back  (“მე დავბრუნდებიო”).
წყარო: 1. ბმული
ავტორი: კონსანტინე ნაუმენკო

2. (ძნელი) 1998 წელს ბრიტანულმა გაზეთმა Sunday Telegraph–მა ამ აღმოსავლურ გამოგონებას „Griddler“ უწოდა და დღემდე ასე მოიხსენიებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს აღმოსავლური გამოგონება.

პასუხი: იაპონური კროსვორდი
კომენტარი: Grid – ინგლისურად ცხრილია. მიიღება პასუხი „ნონოგრამაც“.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

3. (საშუალო) მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალ არსებებს შორის იქ არის თევზი, ორი ვეფხვი, სპილო და მწერი, რატომღაც სათაურში მოხვდა მხოლოდ მწერი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მწერი.

პასუხი:  ფუტკარი (კელა, კრაზანა)
კომენტარი: საუბარია სალვადორ დალის ფერწერულ ტილოზე “გამოღვიძებამდე ერთი წამით ადრე ბროწეულის გარშემო ფუტკრის ფრენით გამოწვეული სიზმარი”. კელა იგივე კრაზანაა.
წყარო: 1. Великие художники. Сальвадор Дали, ч.105, с.25
ავტორი: დმიტრი ნეკრილოვი

4. (ძალიან ადვილი) 2003 წელს იტალიაში გამოქვეყნდა ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნი „თამაშის ჩემებური წესები“. ერთ–ერთ თავში ავტორი მიმართავს მეტაფორას და მოიხსენიებს „ბილიარდის ბურთს“, თუმცა უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ კინოპერსონაჟი ეხსენებინა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ წიგნის ავტორი.

პასუხი: პიერლუიჯი კოლინა
კომენტარი: საუბარია საფეხბურთო არბიტრზე, პიერლუიჯი კოლინაზე, რომელიც წერს, რომ მას მოსწონს ბილიარდის ბურთივით სლიპინა თავი. მისი მეტსახელია ფანტომასი.
წყარო: 1. “П. Коллина. Мои правила игры. Пер. с итал.”: АСТ, Астрель; М.; 2004 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

5. (ადვილი) ტინტორეტო მუშაობის პროცესში აქტიურად იყენებდა იქსებს; ქმნიდა კომპოზიციას; ტესტავდა იქსებით შექმნილ კომპოზიციაზე შუქ–ჩრდილის ეფექტებს და შემდეგ ეს ყველაფერი გადაჰქონდა ტილოზე. შეკითხვის ავტორმა ტინტორეტოს იქსი ერთ ცნობილ დაწესებულებაში ვერ აღმოაჩინა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: ცვილის ფიგურა
კომენტარი: ტინტორეტო იყენებდა ცვილის ფიგურებს. ტინტორეტოს ცვილის ფიგურა ტიუსოს მუზეუმში არ არის, ყოველ შემთხვევაში შეკითხვის ავტორმა ვერ იპოვა :)
წყარო: 1. „50 биографий мастеров западно-европейского искусства“. – Л.: “Советский художник”, 1968. – С. 67.
ავტორი: ალექსანდრე ჩიჟოვი

6. (ძნელი) ერთ კარიკატურაზე კენტავრი, ცდილობს რა, რომ სრულფასოვანი ადამიანი გახდეს აკეთებს ამას. ყურადღება შეკითხვა: რას აკეთებს კენტავრი?

პასუხი: ეწევა
კომენტარი: ამით კენტავრი თავის თავში კლავს ცხენს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ანდრეო ბეზბოროდოვი

7. (საშუალო) გონდოლას ვენეციელები უწოდებენ იქსს. იქსი მრავალმა თქვენგანმა უკვე იხილა, თუმცა შეკითხვის ავტორს ჯერ კიდევ არ უნახავს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: შავი გედი
კომენტარი: გონდოლას “შავ გედს” უწოდებენ. “შავი გედი” დარენ არონოვსკის 2010 წლის ფილმია, რომელიც შეკითხვის ავტორს ჯერ არ უნახავს :)
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული 4. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

8. (ძნელი) ჯოზეფ ჰელერის რომანში “მოხუცი მხატვრის პორტრეტი” მთავარი პერსონაჟი ვერ ეგუება იმას, რომ ისინი დიდი ხნის წინ ჩვენს მაგივრად აირჩიეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამერიკელი, რომელმაც მოგვითხრო მათ შესახებ.

პასუხი: ო.ჰენრი
კომენტარი: პერსონაჟი ვერ ეგუება იმას, რომ გზები, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ დიდი ხნის წინ მის გარეშე აირჩიეს. ო. ჰენრის ეკუთვნის ამავე სახელწოდების მოთხრობა.
წყარო: 1. Дж. Хеллер. Портрет художника в старости. М.: “АСТ”, 2002. стр. 131 2. ბმული
ავტორი: ნიკოლაი ლეგონკი

9. (ძნელი) შეკითხვა ნამდვილი ჯენტლმენებისათვის: აბუ ალი იბნ სინა ნაშრომში “მედიცინის კანონი” წერს, რომ ბენზინი სასარგებლოა მოძრავი, ან სველი წყლულებისთვის, ასევე სასარგებლოა კანის აქერცლვის, მუნის და თირკმელების ტკივილის დასაამებლად. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი აბუ ალი იბნ სინას ტექსტში სიტყვით “ბენზინი”?

პასუხი: ვირის შარდი
კომენტარი: გახსოვთ ალბათ ფილმში “იღბლიანი ჯენტლმენები” ვასილი ალიბაბაევიჩი იმისთვის დაიჭირეს, რომ ბენზინში ვირის შარდს ურევდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: დიმიტრი ჟარკოვი

10. (ძალიან ადვილი) შარშან ამ ადამიანმა განაცხადა, რომ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში სამი ათასი საათი გაატარა წყლის ქვეშ, რაც ნათლად აისახა კიდეც მის შემოქმედებაზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი.

პასუხი: ჯეიმს კემერონი
კომენტარი: ამიტომაც “ავატარში” ეკოსისტემა ლურჯია.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

11. (ძნელი) ჯეიმს კემერონის “ავატარში” არის ასეთი ეპიზოდი: პოლკოვნიკი მაილს კვორიჩი მიმართავს პლანეტა პანდორაზე ახალჩასულ ჯარისკაცებს. მიმართვის ტექსტი იწყება ცნობილი ფრაზით (უფრო სწორად მისი პერიფრაზით). ყურადღება შეკითხვა: აშშ–ს რომელი შტატი ფიგურირებს ამ ფრაზაში?

პასუხი: კანზასი
კომენტარი: საუბარია ფრაზაზე ფრენკ ბაუმის ნაწარმოებიდან “ჯადოქარი ქვეყანა ოზიდან”: “ჩვენ აღარ ვართ კანზასში” (We are not in Kanzas anymore), პოლკოვნიკი ეუბნება ახალჩასულებს, რომ ისინი კანზასში აღარ არიან.
წყარო: 1. ჯეიმს კემერონის “ავატარი”, მე–10 წუთი.
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

12. (საშუალო) რიჩარდ ფეინმანის ბიოგრაფიის ერთ–ერთ თავს ეწოდება “უკანასკნელი გამოწვევა”. ამ თავში მოთხრობილია ერთი გამოძიების ისტორია, რომელშიც თავად ფეინმანი იღებდა მონაწილეობას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ გამოძიების ობიექტი.

პასუხი: სპეის შატლი ჩელინჯერი
კომენტარი: თავში მოთხრობილის სპეის შატლის აფეთქების შესახებ და ამ აფეთქების გამომწვევი გამოძიების ისტორია, რომელშიც ფეინმანი იღებდა მონაწილეობას. Challenge – ინგლისურად “გამოწვევაა”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ევგენი ლიაპინი

მეორე ტური

13. (საშუალო) თქვენს წინაშეა ამონარიდი ერთი ამერიკელის მოთხრობიდან: “თუ ვინმე იცავს კანონს, მაშინ ის ან იქსია, ან – ძალიან პატიოსანი ადამიანი”. თუ თქვენ მიხვდით იქსს, მაშინ დაასახელეთ ეს ამერიკელი.

პასუხი: აიზეკ აზიმოვი
კომენტარი: იქსი არის “რობოტი”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ოლგა პავლოვსკაია

14. (ძნელი) თუ გვარის მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჟან–მიშელ (გამოტოვებულია ორი სიტყვა), თუმცა ეს ვარაუდი მცდარია, ვინაიდან დედამისი პუერტორიკოელი იყო, მამამისი კი – ჰაიტიდან. გამოტოვებული ორი სიტყვა ერთმანეთის ომონიმებია, ანუ იდენტურად იწერება. დაწერეთ გამოტოვებული ორი სიტყვა.

პასუხი: ბასკია ბასკია
კომენტარი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გვარის მიხედვით ამერიკელი მხატვარი ჟან–მიშელ ბასკია ბასკია, თუმცა ეს ვარაუდი მცდარი იქნება.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

15. (ადვილი) 1977 წელს ბრაზილიელმა კარდინალმა ღია წერილით მიმართა თავისი საყვარელი კლუბის, „კორინტიანსის“ გულშემატკივრებს. ყურადღება შეკითხვა: რა ერქვა ამ კარდინალს?

პასუხი: პაულო (პავლე)
კომენტარი: პავლე მოციქულის მსგავსად მან ეპისტოლე გაუგზავნა კორინთელებს (corinthians).
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. Фесуненко И. С. Бразилия, футбол, торсида. – М., 2004. – С. 35.
ავტორი: ალექსანდრე კორობეინიკოვი

16. (ძნელი) ამ ოქსიმორონის ანალოგი გავრცელებულია არამხოლოდ სერბეთში და ჩერნოგორიაში, არამედ, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, შვეიცარიაშიც. ამასთან თუ ჩვენთან ეს ოქსიმორონი 1918 წელს გაჩნდა (ყოველ შემთხვევაში გაჩნდა ამის ფორმალური საფუძველი), შვეიცარიაში – ის 200 წლის წინ იშვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ოქსიმორონი.

პასუხი: ძველი ახალი წელი
კომენტარი: შვეიცარია გრიგორიანულ კალენდარზე 200 წლით ადრე გადავიდა, ჩვენ 1918 წელს. სერბები და ჩერნოგორიელები მართლმადიდებლები არიან.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: მაქსიმ პოტაშოვი

17. (ძალიან ადვილი) ერთ ბიოგრაფიული ხასიათის ფილმში არის ასეთი სცენა: მთავარი პერსონაჟი დასცქერის თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფოტოსურათს, ცდილობს სახეებით აღიდგინოს მოთამაშეების გვარები და ამბობს, რომ სამწუხაროდ ჩესტერ უილიამსის ცნობა ჯერ–ჯერობით ძალიან ადვილია, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვლება. ყურადღება შეკითხვა: რომელი ქვეყნის ნაკრების ფოტოსურათს დასცქეროდა იგი?

პასუხი: სამხრეთ აფრიკის
კომენტარი: ფილმში “Invictus” ნელსონ მანდელა ამბობს, რომ შავკანიანი ჩესტერ უილიამსი ჯერ–ჯერობით ადვილი საცნობია.
წყარო: 1. კლინტ ისტვუდის ფილმი, “Invictus”
ავტორი: კონსანტინე ნაუმენკო

18. (ძალიან ადვილი) ფსიქოლოგი ანდრეი იურევიჩი იქსებს უწოდებს იმ თანამედროვე რუს მეცნიერებს, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროსაც უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი ფულადი სახსრები წარმოადგენს. შეკითხვის ავტორის გამოთვლით იქსები უნდა დაბადებულიყვნენ 1848 და 1852 წლებს შორის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსები სამი სიტყვით.

პასუხი: კაპიტან გრანტის შვილები
კომენტარი: ზემოხსენებულ მეცნიერებს იურევიჩი “კაპიტან გრანტის შვილებს” უწოდებს. ჟიულ ვერნის რომანში მოცემული ინფორმაციით შეკითხვის ავტორი თვლის რომ კაპიტან გრანტის შვილები 1848–სა და 1852 წლებს შორის დაიბადნენ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ნიკოლაი კრაპილი

19. (ძნელი) 1996 წლის ნოემბერში ევროპის ერთ ქვეყანაში მოეწყო მასობრივი გამოკითხვა, რომელშიც მრავალმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რესპოდენტებს უნდა ამოერჩიათ ხუთი დასახელებული ვარიანტიდან (Zimbo, Gallik, Houpi, Raffy, X) ერთ–ერთი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ გამარჯვებული იქსი!

პასუხი: ფუტიქსი
კომენტარი: საუბარია საფრანგეთის 1998 წლის ფეხბურთს მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლო მამალზე, სახელად ფუტიქსზე. მის სახელს არჩევდნენ გამოკითხვის დროს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

20. (ადვილი) ამ ჩრდილოელს მიაწერენ შემდეგ ფრაზას: “თქვენი, ინგლისელების პრობლემა იმაშია, რომ თქვენ ეპყრობით ძაღლებს როგორც ჯენტლმენებს და ჯენტლმენებს კი – როგორც ძაღლებს”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ჩრდილოელის სახელი და გვარი.

პასუხი: რუალ ამუნდსენი
კომენტარი: ამუნდსენმა სამხრ. პოლუსზე მისასვლელად გამოიყენა ძაღლები, მისმა მეტოქემ რობერტ სკოტმა კი მას შემდეგ, რაც ცხენები დაეხოცა, ციგების გამწევ ძალად ექსპედიციის წევრების გამოყენება სცადა, თუმცა უშედეგოდ.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

21. (ძნელი) ბრაზილიის შტატ პიაუის შიდასაშტატო ჩემპიონატის ერთ მატჩში დაუდევარმა მსაჯმა კლუბ “ოეირასის” ფეხბურთელს, პაულუ არაუჟუს აჩვენა სამი ყვითელი და ორი წითელი ბარათი. თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები მისცვივდნენ ფეხბურთელს, რომლებსაც მან აქეთ დაუსვა კონტრშეკითხვა. რომელი გვარი ფიგურირებდა მის კონტრშეკითხვაში?

პასუხი: გინესი
კომენტარი: მსაჯს გამორჩა რომ მეორე ყვითელი ბარათი მისცა და მოედანი არ დაატოვებინა, როდესაც მესამე აჩვენა პროტოკოლის თანახმად იგი იძულებული გახდა ორი წითელი ბარათი ეჩვენებინა. მან ჟურნალისტებს ჰკითხა: “გინესის წიგნში ხომ მოვხვდები?!”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: მიხაილ ლოკშინი

22. (ძნელი) სემუელ შემის სატირულ რომანში “ღმერთის სახლი” აღწერილია საავადმყოფო, სადაც მომუშავე არაკომპეტენტური ექიმები ფლობენ იმას, რაც შეიძლება გამოისახოს ორი სიმბოლოთი. გამოსახეთ ეს ორი სიმბოლო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: 00
კომენტარი: ეს არის მკვლელობის ლიცენზია.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

23. (ადვილი) ჯეკფრუტი, ანუ იგივე ინდური პურის ხე ავეჯისა და მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად გამოიყენება. ჯეკფრუტის ხის მერქანს აქვს ერთი სასარგებლო თავისებურება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მას ვერ იტანენ ჯარისკაცები და მუშები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ჯარისკაცები და მუშები ერთი სიტყვით (მიიღება ზუსტი პასუხი).

პასუხი: ტერმიტები
კომენტარი: ამ ხეს ტერმიტები არ ეკარებიან, რომელთა შორისაც გამოყოფენ ჯარისკაცებს და მუშებს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ალექსანდრე ჩიჟოვი

24. (ძნელი) 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის მატჩში იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა ესპანური გრანდი დაამარცხა გასვლაზე. ამ მატჩისადმი მიძღვნილ სტატიაში ხაზგასმული იყო, რომ იტალიურმა იქსმა აჯობა ესპანურ იგრეკს. გაითვალისწინეთ, რომ იქსი იგრეკმა მე–19 საუკუნეში შეცვალა და დაასახელეთ ორივე.

პასუხი: რეალიზმი, რომანტიზმი
კომენტარი: რომამ რეალი დაამარცხა. რომანტიზმი რეალიზმმა მე–19 საუკუნეში შეცვალა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: რენატ ხაიბულინი

მესამე ტური

25. (ძალიან ადვილი) ჯიმი კარტერმა იქსს გოლფის მოედანი უწოდა. პირველი მცდელობა კი რათა იქსი გამოეყენებინათ, როგორც გოლფის სათამაშო ტერიტორია დაფიქსირდა 1971 წელს, თუმცა უშედეგოდ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.

პასუხი: მთვარის ზედაპირი
კომენტარი: მთვარის კრატერები წააგავს გოლფის ე.წ. “ლუნკებს”. ალან შეპარდმა აპოლონ–14–ის ექსპედიციის დროს მთვარის ზედაპირზე სცადა გოლფის თამაში და რამდენიმე დარტყმა განახორციელა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: დიმიტრი ბოროკი

26. (ადვილი) აფრიკის ერთ ქვეყანაში დღესდღეობით არის ათი ობიექტი, რომელთაც არანაირი მოგება არ მოაქვთ, მათი შენახვა კი ქვეყანას მილიონები უჯდება, ამიტომ მათ “თეთრ სპილოებს” უწოდებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ აფრიკის ქვეყანაც და ეს ობიექტებიც.

პასუხი: სტადიონები სამხრ. აფრიკის რესპუბლიკაში
კომენტარი: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ახლად აშენებული სტადიონები მძიმე ტვირთად დააწვა სამხრ. აფრიკის რესპუბლიკას. “თეთრი სპილო” მძიმე ტვირთის სიმბოლოა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: მაქსიმ პოტაშევი

27. (საშუალო) პოლონელი მოგზაურის პაველ ედმუნდ სტრჟელეცკის მხატვრული ბიოგრაფიის სათაური იწყება ორი ლათინური სიტყვით. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ორი ლათინური სიტყვა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: Quo Vadis
კომენტარი: ალუზიაა ჰენრიკ სენკევიჩის რომანზე, ამასთან პირდაპირ მიუთითებს მის მოგზაურობაზე, ვინაიდან Quo Vadis  ლათინურად ნიშნავს “სად მიდიხარ”–ს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ალექსეი ბოგოსლოვსკი

28. (ძნელი) 2007 წელს “მილანი”–”სამპდორიას” თამაშის დროს, “მილანის” ახალწვეულ ფეხბურთელზე გაბრაზებულმა “ინტერის” ფანებმა სტადიონზე გამოფინეს პლაკატი, სადაც ამ ფეხბურთელის შეურაცხმყოფელი ორი სიტყვა ეწერა. საინტერესოა ისიც, რომ იტალიელები ამ ორი სიტყვით მოიხსენიებენ ერთ “ამერიკელს”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს “ამერიკელი”.

პასუხი: რონალდ მაკდონალდი
კომენტარი: Ronaldo pagliaccio – იტალიურად ნიშნავს “რონალდო კლოუნი”. ამასთან იტალიურში ასე უწოდებენ მაკდონალდსის სიმბოლოს, კლოუნ რონალდს, რომლის გვარიც მაკდონალდია. “ინტერის” ფანებმა რონალდოს “რეალიდან” “მილანში” გადასვლა ვერ აპატიეს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

29. (ძნელი) ერთ მოთხრობაში, რომლის სიუჟეტი ყოფილ საბჭოთა კავშირში ვითარდება, მთავარი გმირი ამბობს: “მშენებლობები არასოდეს დასრულდებოდა რომ არა ისინი”. მათი რაოდენობა თანამედროვე საქართველოში არ აღემატება ორ ათეულს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.

პასუხი: ოფიციალური უქმე დღეები (დღესასწაულები)
კომენტარი: ყოფილ საბჭოეთში ცდილობდნენ მშენებლობები რომელიმე ოფიციალური უქმე დღისთვის მოესწროთ (7 ნოემბერი, 1 მაისი), სხვა დროს პროცესს აჭიანურებდნენ ხოლმე.
წყარო: 1. Ю. Поляков. ЧП районного масштаба. 2. ბმული
ავტორი: ალექსანდრე შევჩენკო

30. (ძნელი) თქვენს წინაშეა კარიკატურა, რომელსაც ეწოდება “უკანასკნელი ჩანაწერი რობინზონ კრუზოს დღიურში”. კარიკატურაზე წაშლილია ორსიტყვიანი დიალოგი. აღადგინეთ ეს ორსიტყვიანი დიალოგი.

პასუხი: პარასკევა? შაბათა!
კომენტარი: რობინზონ კრუზო შეხვდა ბარონ სამდის, ანუ ბარონ შაბათს, რომელიც გარდაცვლილთა სულების მბრძანებელია ვუდუს პანთეონში. ნებისმიერი პასუხი, სადაც პარასკევი და შაბათია დაფიქსირებული ითვლება.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: დიმიტრი ჟარკოვი

31. (ადვილი) მილორად პავიჩის რომანში მწერლობის ამბიციის მქონე გოგონა ვერაფრით ახერხებს გამომცემლებს საკუთარი ნოველები გამოაცემინოს, თუმცა იგი მაინც პოულობს გამოსავალს და მის ნოველებს გამომცემლები ბეჭდავენ, რაშიც გოგონას ანატოლ ფრანსი, პიერ ლოტი და სხვა ფრანგი მწერლები დაეხმარნენ. ყურადღება შეკითხვა: რომელ ცოცხალ არსებას ადარებს მილორად პავიჩი ამ გოგონას?

პასუხი: გუგულს
კომენტარი: როგორც გუგული დებს სხვის ბუდეში კვერცხს, ასევე ამ გოგონამ თავისი ნოველები დასახელებული მწერლების ნაწარმოებებში განათავსა და თარგმანებად გაასაღა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: რუსლან სულტანოვი

32. (ძალიან ადვილი) კატალანურ ენაში არსებობს იდიომა, რომელიც აზრობრივად იგივეს ნიშნავს, რასაც ქართული “როცა ვირი ხეზე ავა”, ან რუსული “Когда рак на горе свистнет”. კატალანური იდიომა სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ მივიღებთ: “როცა დაბრუნდება იქსი და დაასრულებს იგრეკს”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.

პასუხი: ანტონიო გაუდი, საგრადა ფამილია.
კომენტარი: მოგეხსენებათ “საგრადა ფამილია” დღემდე დაუსრულებელია.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: მაქსიმ პოტაშოვი

33. (ადვილი) ჰანა როსინი თავის საჯარო ლექციაში, რომელიც თანამედროვე დასავლეთ საზოგადოებაში ქალთა როლის აღზევებას ეძღვნება, საუბრობს წარუმატებელ მამაკაცებზე და მათ ორი სიტყვით მოიხსენიებს. ამ ორი სიტყვიდან ერთ–ერთი ბერძნული ანბანის ასოა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ როგორ მოიხსენიებს ჰანა როსინი წარუმატებელ მამაკაცებს?

პასუხი: ომეგა მამრი (ომეგა ძაღლი)
კომენტარი: ალფა–მამრის (alpha-male) საპირისპიროდ იგი მოიხსენიებს ომეგა–მამრებს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

34. (საშუალო) ერთი კრეაციონისტული ინტერპრეტაციის თანახმად ეს ტეტრაგრამატონი წარმოადგენს აბრევიატურას, რომელშიც ოთხივე სტიქიაა ჩაშიფრული. ამასთან ეს ტეტრაგრამატონი ემთხვევა 1899 წელს დაარსებული კომპანიის სახელწოდებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს კომპანია.

პასუხი: FIAT
კომენტარი: საუბარია ბიბლიურ ციტატაზე Fiat Lux (იქმენ ნათელი), რომელშიც ოთხასოიან სიტყვას (ტეტრაგრამატონს), Fiat განიხილავენ, როგორც აბრევიატურას Flatus, Ignis, Aqua, Terra. აბრევიატურის შემადგენელი ელემენტები კი ოთხი სტიქიის ლათინური სახელწოდებებია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

35. (ძალიან ადვილი) 2010 წლის თებერვალში გამართულ საფეხბურთო მატჩში ყაზანის “რუბინი” თელ–ავივის “ჰაპოელს” დაუპირისპირდა. ყაზანში სტუმრებმა თან ორი კილოგრამი იქსი ჩაიტანეს, რათა სახის კანი სიცივისგან დაეცვათ. “რუბინმა” მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით გაანადგურა, ამასთან დაკავშირებით შეკითხვის ავტორმა იხუმრა, რომ “ჰაპოელის” ფეხბურთელებს იქსმა ვერ უშველა. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში იქსით?

პასუხი: ვაზელინი
კომენტარი: კომენტარი არ სჭირდება :)
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსანდრე ტობენგაუზი

36. (ძნელი) შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდნენ კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე ადამიანები, რომელთა ძირითად საქმიანობასაც არითმეტიკული გამოთვლები შეადგენდა. ეს ადამიანები ორ მოქიშპე ბანაკად იყოფოდნენ: მათ, ვინც თავის გამოთვლებში აბაკს იყენებდა, აბაკისტები ერქვათ, ხოლო მათ, ვინც გამოთვლებში ახალ ხილს, არაბულ ციფრებს იყენებდა ერქვათ იქსები. საინტერესოა ისიც, რომ თანამედროვე სამყაროში იქსებს ერთი ნობელიანტის მხარდამჭერებს უწოდებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნობელიანტი.

პასუხი: ალ გორი
კომენტარი: ალგორისმი იმ დროს არაბული ციფრებით გამოთვლების ჩატარებას ნიშნავდა. ალ–ხორეზმის საპატივსაცემოდ მათ ალგორისტები ერქვათ. ალგორისმმა შემდგომში სახე იცვალა და ალგორითმად იქცა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

მეოთხე ტური

37. (ძნელი) ავსტრალიის ერთ ქალაქში უცნაური შემთხვევა, გნებავთ დამთხვევა მოხდა: ვეტრტმფრენის პილოტმა პატრულირების დროს ხმელეთზე ნიანგი შენიშნა. ნიანგი კარგად რომ შეეთვალიერებინა ქვემოთ დაეშვა. თუმცა დაშვება ზედმეტი მოუვიდა და მიწას შეასკდა. ყურადღება შეკითხვა: ავსტრალიის რომელ ქალაქში მოხდა ეს შემთხვევა?

პასუხი: დარვინი
კომენტარი: ალუზიაა დარვინის პრემიაზე, რომელიც ყოვლად უაზრო სიკვდილისათვის გაიცემა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსანდრე შულგა

38. (ძნელი) რაიან ფილდმა დაწერა სასიყვარულო რომანი ორი არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცის შესახებ, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი მიუხედავად სოციალური, პოლიტიკური და ფინანსური ბარიერებისა. რომანის სათაურის შერჩევისას ავტორი მარტივად მოიქცა: აიღო მე–19 საუკუნის კლასიკური რომანის სახელწოდება და წინ დაუმატა მოკლე და “მხიარული” სიტყვა. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ რაიან ფილდის რომანის სახელწოდება.

პასუხი: Gay pride and prejudice
კომენტარი: რაიან ფილდმა ჯეინ ოსტინის რომანს, “Pride and prejudice” წინ დაუმატა “Gay” და მიიღო – “Gay pride and prejudice”. Gay ინგლისურად მხიარულია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

39. (ძალიან ადვილი) ინდონეზიელთათვის პირველს ცვლის სპილო, მეორეს – ადამიანი და მესამეს კი – ყურბელა (მწერია ასეთი!). ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ პირველიც, მეორეც და მესამეც ნებისმიერი თანამიმდევრობით.

პასუხი: ქვა, მაკრატელი, ქაღალდი
კომენტარი: სპილო ჭყლეტს ადამიანს, ადამიანი ჭყლეტს ყურბელას და ყურბელა კლავს სპილოს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: მაქსიმ პოტაშოვი

40. (ძნელი) ვიკიპედიის სტატიაში მოთავსებულია ინგლისელი მხატვრის, ჰენრი ჰოლიდეის ნახატი (იხ. სურათი). ნახატზე აღბეჭდილია მომენტი, როდესაც დაიწყო ის, რაც სტატიის სათაურს წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სტატიის სათაური.

პასუხი: ახალი ცხოვრება
კომენტარი: საუბარია დანტე ალიგიერის ნაწარმოებზე La vita nuova (ახალი ცხოვრება). სურათზე აღბეჭდილია მომენტი, როდესაც დანტემ პირველად იხილა ბეატრიჩე, რის შემდეგაც მისი “ახალი ცხოვრება” დაიწყო.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

41. (საშუალო) ერთი ვერსიით ეს სიტყვა წარმოიშვა კლასიკური ლათინური “აბეცედარიუმის” სამი შუალედური ელემენტის სახელწოდების შეერთებით. დაასახელეთ ეს სიტყვა.

პასუხი: ელემენტი
კომენტარი: “აბეცედარიუმი” ლათინურად ანბანია, რომელშიც კლასიკურ ეპოქაში 23 ასო იყო (J, U და W აკლდა). სამი შუალედური ასოს (LMN) სახელწოდებები ლათინურში არის “ელ–ემ–ენ”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

42. (ადვილი) 1992 წელს აშშ–ში, პენსილვანიის შტატის ქალაქ ფრანკლინთაუნში გრანდიოზული სკულპტურა დაიდგა. სკულპტურის სახელი ემთხვევა ევროპის ქალაქის ღირსშესანიშნაობის სახელწოდებას. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება სკულპტურას?

პასუხი: ბიგ ბენი
კომენტარი: ბენჯამენ ფრანკლინის სკულპტურას „ბიგ ბენი“ ჰქვია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

43. (საშუალო) ერთ ფრანგულ კინოკომედიაში ცდილობენ ამ დასახლებული პუნქტის სახელწოდების გაშიფრვას და დაადგენენ, რომ ის ითარგმნება როგორც „წყალი, წყალი“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს დასახლებული პუნქტი.

პასუხი: ვატერლოო
კომენტარი: Water + l’eau
წყარო: 1. К/ф “Коко” (реж. Гад Эльмале, 2009).
ავტორი: იგორ ვოლოდარსკი

44. (საშუალო) 2005 წელს ინგლისის ქალაქ ნორსჰემპტონში ამ წყვილის საპატივსაცემოდ სკულპტურული კომპოზიცია დაიდგა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს წყვილი.

პასუხი: ფრენსის კრიკი და ჯეიმს უოტსონი
კომენტარი: სკულპტურა ეძღვნება კრიკის და უოტსონის მიერ ორმაგი სპირალის აღმოჩენას.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

45. (ძნელი) ერთმა ინტერნეტ იუზერმა გამოაცხო ნუშის პური და ეს კულინარული შედევრი შარშან გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნას მიუძღვნა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ადამიანისათვის პატივის მისაგებად ყვავილოვანი კომბოსტოს, ან ბროკოლისგან დამზადებული კერძიც ერთობ სიმბოლური იქნებოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.

პასუხი: ბენუა მანდელბროტი
კომენტარი: მისი გვარი ითარგმნება, როგორც “ნუშის პური”. ყვავილოვან კომბოსტოს და ბროკოლის ფრაქტალური ბუნება აქვს, ანუ ისეთი რაც უშუალოდ მასთან, ფრაქტალების მკვლევართან, ასოცირდება.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ტატიანა სნეგოვსკაია–არში

46. (ადვილი) წიგნში “ანტიკური ლიტერატურის სამყარო” ავტორი წერს, რომ ესქილემ თავის ტრაგედიაში “ორესტეა” პირველმა დასვა პირველის და მეორის პრობლემის საკითხი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ავტორი ნაწარმოებისა: პირველი და მეორე.

პასუხი: დოსტოევსკი
კომენტარი: წიგნის ავტორის აზრით ექსილემ პირველმა დააყენა დანაშაულის და სასჯელის პრობლემის საკითხი.
წყარო: 1. Г. Пiдлiсна “Свiт античноi лiтератури”, К., “Наукова думка”, 1981, с. 71.
ავტორი: ელენა კამინსკაია

47. (ძნელი) 2008 წელს ოცმილიონევროიანი პროექტი დამტკიცდა, კოდური სახელწოდებით „ფონდაციონე ბუჩინტორო“. ეს პროექტი მიზნად ისახავს 1798 წელს განადგურებული ნაგებობის აღდგენას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქი, სადაც მდებარეობდა ეს ნაგებობა.

პასუხი: ვენეცია
კომენტარი: საუბარია დოჟების მთავარ გალერაზე „ბუცენტავრზე“ (იტალ. Bucintoro), რომელიც ნაპოლეონმა 1798 წელს დაანგრევინა ვენეციის რესპუბლიკის დამარცხების ნიშნად.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

48. (ძნელი) ერთ ჰოლივუდურ ჰორორის ჟანრის ფილმში სტუდენტების ჯგუფი პოულობს ინკვიზიციის დროინდელ არტეფაქტს, ერთგვარ სამაგიდო თამაშს, რომელშიც დამარცხებული არამხოლოდ ეთიშება მას, არამედ ჰკარგავს სიცოცხლესაც. თამაშის დასრულებას იუწყება კარტი, რომელზეც ორსიტყვიანი ლათინური ფრაზა აწერია. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ორსიტყვიანი ლათინური ფრაზა.

პასუხი: Vae Victis
კომენტარი: Vae Victis – ითარგმნება, როგორც „ვაი, დამარცხებულებს“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

შეკითხვები ერთ ფაილად
შედეგები დეტალურად
შედეგები ჯამურად

Written by linguistuss

March 20, 2011 at 10:16 pm

2011 წლის ზამთრის პრემიერლიგა, I ტური

leave a comment »

დღეს პირველი ტური ჩავატარეთ პრემიერ–ლიგის. ნათარგმნ კითხვებში იყო შერეული ჩემი კითხვები. სხვისი არ ვიცი და კითხვების აღებადობით კმაყოფილი დავრჩი:

ისეთი კითხვა, რომელიც ექვსზე ნაკლებმა გუნდმა გამოიცნო იყო 16 ცალი (ძნელი კითხვა)
ისეთი კითხვა, რომელიც შვიდიდან-ცამეტამდე გუნდმა გამოიცნო იყო 14 ცალი (საშუალო კითხვა)
ისეთი კითხვა, რომელიც თოთხმეტიდან-ოცამდე გუნდმა გამოიცნ იყო 12 ცალი (ადვილი კითხვა)
ისეთი კითხვა, რომელიც ოცდაერთიდან-ოცდაშვიდამდე გუნდმა გამოიცნ იყო 6 ცალი (ძალიან ადვილი კითხვა)

“გრობი” არ ყოფილა, ანუ რომელიც ვერავინ გამოიცნო და ისეთი, რომელიც ყველამ გამოიცნო იყო ორი ცალი (კამიკაძე და ქინდერი)

დასკვნები თავად გამოიტანეთ…

 

[ პასუხების და კომენტარების წასაკითხად მონიშნეთ მაუსით ]

პირველი ტური

1. (ადვილი) ტრამპლინიდან მხტომელებს არ უყვართ, როდესაც ამას უსურვებენ ხოლმე, რადგან ამითი მედლის მოგება შეუძლებელია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

პასუხი: ზურგის ქარი
კომენტარი: ტრამპლინიდან ხტომაში ზურგის ქარის შემთხვევაში შედეგი ანულირდება.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: სერგეი შორინი

2. (საშუალო) ლევან გოთუას მოთხრობაში “ქვის ხოხობი” მოთხრობილია, თუ როგორ ესროლა ხოხობს ისარი ვახტანგ გორგასალმა, როგორ ჩავარდა ხოხობი ცხელ გუბეში, სადაც მოხუცები ძვლებს ითბობდნენ, როგორ მივიდა მათთან და გამოელაპარაკა… საინტერესოა ისიც, რომ მოხუცებმა მეფე ვერ იცნეს, რის გამოც მოთხრობის ფინალში თავი იმით იმართლეს, რომ [გამოტოვებულია სამსიტყვიანი ცნობილი ფრაზა]. აღადგინეთ ეს ფრაზა.

პასუხი: მეფე იყო შიშველი
კომენტარი: მოთხრობაში მეფემ ცხელი გუბე დაინახა თუ არა, შეუერთდა მოხუცებს და მანაც ბანაობა დაიწყო.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

3. (ადვილი) კლოტერ რაპაი თავის წიგნში „კულტურული კოდი“ წერს, რომ ამ კომპანიის სახელწოდებაში ჩადებულია შინაგანი კონფლიქტი. ერთის მხრივ ის მიუთითებს გარდასული ეპოქის მკაცრ ზნე–ჩვეულებებზე, მეორეს მხრივ კი – ის მიუთითებს მისტიურობაზე, რომელიც აკრძალული სექსუალობისა და მიმზიდველობისა განსახიერებაა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს კომპანია.

პასუხი: Victoria’s secret
კომენტარი: Victoria – გარდასული ეპოქის მკაცრ ზნე–ჩვეულებებზე მიუთითებს, Secret – მისტიურობაზე, რომელიც აკრძალული სექსუალობისა და მიმზიდველობისა განსახიერებაა.
წყარო: 1. ბმული 2. Клотер Рапай, “Культурный код”
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

4. (ადვილი) ფრანგმა ეკონომისტებმა და სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ყოველწლიური საერთაშორისო ფულადი ნაკადი, რომელსაც ქმნიან ისინი სამჯერ აღემატება განვითარებადი ქვეყნებისათვის განკუთვნილ ოფიციალურ საერთაშორისო დახმარებას. ყურადღება შეკითხვა: მითხარით ვინ არიან ისინი ერთი გერმანული სიტყვით.

პასუხი: გასტერბაიტერები
კომენტარი: საუბარია ფულზე, რომელსაც მშრომელი მიგრანტები რიცხავენ სამშობლოში.
წყარო: 1. “Наука и Жизнь”, 1/2010 БИНТИ. – С. 51.
ავტორი: დმიტრი სლავინი

5. (ადვილი) შარშან ზაფხულში რაფაელ რეიფი МФТИ-ის ეწვია და მის რექტორს საჩუქრად მაისური გადასცა. მაისურზე გამოსახული იყო ფორმულა, რომელიც დაგირიგდათ. ყურადღება შეკითხვა: აშშ–ს რომელ შტატში ცხოვრობს და მოღვაწეობს რაფაელ რეიფი?

პასუხი: მასაჩუსეტსი
კომენტარი: ფორმულაში ჩაშიფრულია MiT, ანუ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: გიორგი არაბული

6. (ძნელი) 2003 წელს ანა ფუნდერმა დაწერა წიგნი აწუკვეარარსებული ქვეყნის შესახებ, სადაც აღწერა ის გაუსაძლისი პირობები, რომელშიც უბრალო მოსახლეობას უხდებოდა ცხოვრება. წიგნის სათაურში ორი ასო რომ შევცვალოთ მივიღებთ სამხრ. აფრიკული ქვეყნის სახელწოდებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ წიგნის სათაური.

პასუხი: შტაზილენდი
კომენტარი: საუბარია გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე და მის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე შტაზი–ზე. ინგლისურ ტრანსკრიპციაშიც ორი ასოა განსხვავება Stasiland და Swaziland–ს შორის.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

7. (ძნელი) სემ მენდესის ფილმში “ჩვენ შორს წავალთ” (Away We Go) მთავარი პერსონაჟი ქალბატონი თავის სიძულვილს ამ ნივთის მიმართ ასაბუთებს იმით, რომ ეს ნივთი აიძულებს ბავშვი განზიდოს (Оттолкнуть от себя / Push away from) მაშინ, როცა ბავშვებს პირიქით მიზიდვა და ჩახუტება სჭირდებათ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნივთი.

პასუხი: საბავშვო ეტლი
კომენტარი: ბავშვების ეტლით ტარებისას ჩვენ ბავშვებს განვზიდავთ ვაწვებით რა ეტლს, სხვანაირად ეტლი ვერ გადაადგილდება.
წყარო: 1. სემ მენდესის ფილმი “Away we go”, 49-50-ე წუთები.
ავტორი: ალექსანდრე კობლოვი

8. (ძნელი) სტოკჰოლმის სიახლოვეს მდებარე ერთ პატარა სოფელში ძეგლი დაუდგეს პორტფელს, რომელსაც დარიგებულ მასალაზე ხედავთ. დაასახელეთ პორტფელის პატრონის სახელი და გვარი.

პასუხი: რაულ ვალენბერგი
კომენტარი: შვედმა დიპლომატმა რაულ ვალენბერგმა მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალი ათასი ებრაელი გადაარჩინა. პორტფელში სიმბოლურად იმ ადამიანების სია დევს, რომლებიც მან დაღუპვას გადაარჩინა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

9. (ძალიან ადვილი) ნილ ბლეიქის წიგნში „კლავიშებიანი ინსტრუმენტები დამწყებთათვის“ ავტორი აღწერს მეთოდს, თუ როგორ მოვძებნოთ კლავიატურაზე სასურველი თეთრი კლავიშები შავი კლავიშების განლაგების მიხედვით. მეთოდის აღწერისას ავტორი მოიხსენიებს 1825 წლით დათარიღებულ გამოგონებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს გამოგონება.

პასუხი: ბრაილის ანბანი
კომენტარი: ნილ ბლეიქი წერს, რომ „ამობურცული“ შავი კლავიშები უსინათლოთა ანბანის, ბრაილის ანბანის ფუნქციას ასრულებს და ხელის ცეცებით აადვილებს თეთრი კლავიშების მოძებნას.
წყარო: 1. Нил Блейк «Клавишные инструменты для чайников», 2008, М. ООО «И.Д. Вильямс», с. 39
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

10. (ძალიან ადვილი) ერთ ლექსში ავტორი მოგვითხრობს არაპუნქტუალურ ქალბატონზე, რომელიც პაემნებზე მუდამ აგვიანებდა ხოლმე, რის გამოც, ეს ქალბატონი მისმა სატრფომ დასაჯა და სიკვდილის შემდეგ იქსის შიგთავსად აქცია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: ქვიშის საათი
კომენტარი: არაპუნქტუალობის გამო ქალბატონის ნეშტი კრემაციის შემდეგ ქვიშის საათის შიგთავსად გამოიყენა მისმა სატრფომ.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსანდრე კობლოვი

11. (ადვილი) 1963 წელს გამოქვეყნდა პოლ რინკის წიგნი “გაყოფილი მიწა, გაერთიანებული მსოფლიო” (The Land Divided , The World United), რომელიც დაახლ. ნახევარი საუკუნით ადრე მომხდარ რეალურ ისტორიას მოგვითხრობს. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქვეყანაში მიმდინარეობს წიგნის ძირითადი მოქმედება?

პასუხი: პანამა
კომენტარი: წიგნში მოთხრობილის პანამის არხის შექმნის ისტორია, რომელიც 1914 წლის 15 აგვისტოს გაიხსნა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

12. (ძნელი) აშშ–ს უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბლოგერებმა ობამა და მაკ–კეინი შეადარეს ძმებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ძმები.

პასუხი: აბელი და კაენი
კომენტარი: ინგლისურად McCain–ის შეიცავს კაენის (Cain) სახელს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

მეორე ტური

13. (საშუალო) 1980 წლის გაზაფხულზე აშშ–ს ამ შტატში მდებარე მაუნტ სენტ–ჰელენსის ვულკანი ამოიფრქვა და ჰაერში ამოტყორცნილმა ლავამ, ფერფლმა და კვამლმა გარშემო ტერიტორია დაფარა. ცოტა ხანში აშშ–ში გამოჩნდა იუმორისტული სარეკლამო პლაკატები, რომლებზეც შტატის სახელში პირველი ასო იყო წაშლილი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს შტატი.

პასუხი: ვაშინგტონი
კომენტარი: Ash – ინგლისურად ფერფლია (Ashington)
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ელენა ვენგერსკაია

14. (ძნელი) ერთ ლიტერატურულ კარიკატურაზე აღბეჭდილია შემდეგი სცენა: ადამიანი წევს ლოგინში. ფანჯრიდან კი რაღაც დიდი და შავი მოძვრება და ეალერსება მას. ყურადღება შეკითხვა: მითხარით მე–20 საუკუნეში დაწერილი რომანი, რომელსაც ეძღვნება ეს კარიკატურა.

პასუხი: ნაზია ღამე
კომენტარი: კარიკატურაზე გადათამაშებულია სკოტ ფიტცჯერალდის რომანის, “ნაზია ღამეს” სათაური.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: სერგეი შორინი

15. (საშუალო) იმის გამო, რომ არაბულში იქსი და იგრეკი ომონიმებია, ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ რაც არაბებმა დაიპყრეს ეგვიპტე და იხილეს იქსი, სწორად ამის შემდგომ გაჩნდა მათ არქიტექტურაში იგრეკები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და იგრეკებიც.

პასუხი: ფაროსის შუქურა და მინარეთები
კომენტარი: მინარეთები ფაროსის შუქურას ფორმით წააგავს და არაბულად ორივე გამოითქმის, როგორც „მანაარა“, რაც „სინათლის ადგილს“ ნიშნავს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: დმიტრი ჟარკოვი

16. (საშუალო) ეს კოლაჟი ბორის აკუნინმა დადო თავის ბლოგზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ორი პიროვნების ბედ–იღბალი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. შეკითხვის ავტორი მიიჩნევს, რომ აკუნინმა ამ სურათის ბლოგზე განთავსებით საკუთარი თავი სხვა მწერალთან გააიგივა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მწერალი.

პასუხი: ემილ ზოლას
კომენტარი: სურათზე ალფრედ დრეიფუსი და მიხეილ ხოდორკოვსკი არიან წარმოდგენილები. ბორის აკუნინმა ამით რუსეთის ხელისუფლება ამხილა ახალ დრეიფუსის საქმეში, რაც ოდესღაც ემილ ზოლამ გააკეთა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

17. (საშუალო) იქსი შეიქმნა მე–14 საუკუნეში და დღესდღეობით 786 წევრისაგან შედგება. ერთ ანეკდოტში კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაკეთებულია წარწერა: იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: ლორდთა პალატა
კომენტარი: ლორდთა პალატა მე–14 საუკუნეში შეიქმნა. ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში იყო გაკეთებული წარწერა ანეკდოტში.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: დიმიტრი ბოჩაროვი

18. (საშუალო) 1964 წელს ამერიკელმა ჯაზმენმა დიზი გილესპიმ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა აშშ–ს პრეზიდენტის პოსტზე და თავის ამომრჩევლებს უჩვეულო პროგრამა წარუდგინა. იგი პირდებოდა ამომრჩევლებს, რომ დიუკ ელინგტონს დანიშნავდა სახელმწიფო მდივნად, მაილს დევისს კი – CIA-ის ხელმძღვანელად. დიზ გილესპიმ გაითვალისწინა სხვა ქვეყნის პრეცედენტი და ასევე დადო პირობა, რომ რეი ჩარლზს ამ დაწესებულების უფროსად დანიშნავდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს დაწესებულება.

პასუხი: კონგრესის ბიბლიოთეკა
კომენტარი: რეი ჩარლზი უსინათლო იყო და მისი დანიშნვა კონგრესის ბიბლიოთეკის უფროსად გაიმეორებდა ხორხე ლუის ბორხესის პრეზედენტს, რომელიც ასევე უსინათლო იყო და არგენტინის ეროვნული ბიბლიოთეკის უფროსად დანიშნეს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ილია ბერი

19. (ძნელი) ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარე ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმის ფასადზე დატანილია ამონარიდები შუა საუკუნეებში შექმნილი ნაწარმოებიდან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

პასუხი: ყურანი
კომენტარი: მოგოლები მუსლიმები იყვნენ. ღვთისმოშიში მუსლიმი იყო შაჰ–ჯაჰანიც, რომელმაც მავზოლეუმი აუგო თავის მეუღლეს, მუმთაზ მაჰალს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

20. (ადვილი) კლოტერ რაპაი თავის წიგნში „კულტურული კოდი“ წერს, რომ ყველის აღქმა აშშ–სა და საფრანგეთში დიამეტრალურად განსხვავდება. ფრანგებისათვის ყველი „ცოცხალი“ სუბსტანციაა, რომელსაც ყნოსავენ, აჭაშნიკებენ და ოთახის ტემპერატურაზე ინახავენ. აშშ–ში კი ყველი მკვდარი პროდუქტია, რომელსაც ამერიკელები პოლიეთილენში ფუთავენ და მაცივარში კეტავენ. ამ აზრის განვითარების დროს კლოტერ რაპაი ასახელებს ყველის სიკვდილის ნამდვილ მიზეზს და მოიხსენიებს მის თანამემამულეს… ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თანამემამულის სახელი და გვარი.

პასუხი: ლუი პასტერი
კომენტარი: მისი აზრით ყველს პასტერიზაციის პროცესი “კლავს”.
წყარო: 1. ბმული 2. Клотер Рапай, “Культурный код”
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

21. (ძნელი) თქვენს წინაშეა ფოტოკოლაჟი ერთი ფოტორესურსიდან. ეს კოლაჟი მისმა ავტორმა 1861 წელს გამოქვეყნებული კლასიკური რომანის სახელწოდებით დაასათაურა. დაასახელეთ რომანის სახელწოდება.

პასუხი: დიდი მოლოდინები
კომენტარი: ჩარლზ დიკენსის რომანს ეწოდება “დიდი მოლოდინები” (Great Expectations)
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

22. (ადვილი) აგატა კრისტის წიგნში “ჰერაკლეს გმირობები”, ერკულ პუარომ იქსს ძნელად მოსასპობი ჭორები შეადარა. იქსის მთავარი თავისებურება, რომელიც ძალიან წააგავს ძნელად მოსასპობ ჭორებს, პირველმა ძვ. ბერძენმა პოეტმა, პისანდრემ აღწერა. ყურადღება შეკითხვა: მითხარით იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: ლერნეს ჰიდრა
კომენტარი: ლერნეს ჰიდრას მკლელობა ჰერაკლეს ერთ–ერთი გმირობათაგანია. ჰიდრას ერთი თავის მოკვეთის დროს ეზრდებოდა მეორე, რასაც ერკულ პუაროს აზრით ადგილი აქვს ჭორების შემთხვევაში. თუ ვსპობთ ერთ ჭორს, მის ადგილას იბადება ორი სხბა ჭორი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: სერგეი შორინი

23. (ძალიან ადვილი) ჯიჯი პადოვანი თავის წიგნში ჰყვება ასეთ ისტორიას: ერთხელ მიკელე ფერერომ თავისი თანამშრომლები შეკრიბა და ჰკითხა – “იცით რატომ უყვართ ბავშვებს აღდგომის დღესასწაული? ჰოდა თუ იცით, მოდით ვუქციოთ ბავშვებს ყოველი დღე აღდგომად!”. ჯიჯი პადოვანი წერს, რომ ასე შეიქმნა… ყუტადღება შეკითხვა: რა შეიქმნა ამის შედეგად?

პასუხი: კინდერ–სიურპრიზი
კომენტარი: მიკელე ფერერომ, იტალიელმა შოკოლადის მაგნატმა აღდგომის კვერცხის შესაბამისად შექმნა კინდერ–სორპრეზა, ანუ “კინდერ–სიურპრიზი”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

24. (ძნელი) ლარს ფონ ტრირის ფილმში “ანტიქრისტე” არის სცენა, რომელიც რამდენიმე ათეულ წამს გრძელდება. მასში კადრები სწრაფად იცვლება და ამიტომაც მაყურებლის ცნობიერება აგვიანებს მის აღქმას. ამ სცენაში ასახული მოქმედება კი კრიტიკოსთა აზრით კინემატოგრაფის განვითარების დასასრულს მოასწავებს. ყურადღება შეკითხვა: რა მოქმედებაა ნაჩვენები ამ სცენაში?

პასუხი: მატარებლის გამგზავრება სადგურიდან
კომენტარი: კინემატოგრაფი დაიწყო მატარებლის შემოსვლით სადგურში, კრიტიკოსთა აზრით ამ სცენაში ნაჩვენები საპირისპირო მოქმედება კინემატოგრაფის განვითარების დასასრულს აღნიშნავს.
წყარო: 1. газета “Завтра” от 22.07.2009.
ავტორი: ტიმოფეი მალახოვი

მესამე ტური

25. (ძალიან ადვილი) ჯონათან ფრეიქსის ფილმში „იუდას თასის წყევლა“ ფიგურირებს იუდას თასი, რომელიც ვამპირების მიერ შექმნილ ე.წ. ანტიგრაალის თასს წარმოადგენს. ფილმიდან ასევე ირკვევა თასის შექმნის შავბნელი ისტორიაც. ყურადღება შეკითხვა: მითხარით ორი სიტყვით, რისგანაა დამზადებული იუდას თასი?

პასუხი: ოცდაათი ვერცხლისგან
კომენტარი: იმ ოცდაათი ვერცხლისგან, რომელიც იუდამ აიღო ქრისტეს გაცემისათვის.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსეი ბაევი

26. (საშუალო) მადრიდის “რეალის” ინგლისურენოვან ბლოგზე შეკითხვის ავტორი წააწყდა სტატიას რაულ გონსალესის შესახებ, სადაც ესპანელ ფეხბურთელს აქებენ, ადიდებენ და ხოტბას ასხამენ. სტატია დასათაურებულია ფრაზით, რომლითაც იწყება მე–19 საუკუნეში შექმნილი პოეტური შედევრი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ პოეტური შედევრის ავტორი.

პასუხი: უოლტ უიტმენი
კომენტარი: რაული მადრიდის “რეალის” კაპიტანი იყო 2003–2010 წლებში. უოლტ უიტმენის ლექსი, რომელიც მან აბრაჰამ ლინკოლნს მიუძღვნა იწყება სიტყვებით: Oh Captain, My Captain (ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო).
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

27. (ძნელი) ამ ფილმის მთავარი პერსონაჟის წარმატების გზა შეიძლება გამოისახოს ასოების შემდეგი თანამიმდევრობით: A, A, D, A, C, A, D, D, A. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რა ეწოდება ამ ფილმს?

პასუხი: მილიონერი გარეუბნიდან (Slumdog Millionaire)
კომენტარი: ეს თანმიმდევრობა არის სწორი პასუხების ვარიანტები თამაშში „ვის უნდა იყოს მილიონერი“ ამ ფილმში.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსეი ბაევი

28. (საშუალო) დარიგებულ სურათზე გამოსახული სკულპტურა მდებარეობს აშშ–ს ამ ქალაქში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალაქი.

პასუხი: ცინცინატი
კომენტარი: ოჰაიოს შტატში მდებარე ქალაქს რომაელი კონსულის, ლუციუს კვინტუს ცინცინატუსის საპატივსაცემოდ ჰქვია სახელი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

29. (ძნელი) ჯონ რობინსონის წიგნში “შესავალი ადრეულ ძვ. ბერძნულ ფილოსოფიაში” მოტანილია თუ როგორ გამოიყურებოდა ანაქსიმანდრეს მიერ შექმნილი გეოგრაფიული რუკა, რაც დაგირიგდათ კიდეც. საინტერესო ის, არის რომ ამ რუკაზე ცენტრი არის არა დელფოსი, როგორც იმ დროს მიჩნეული იყო, არამედ ეს ქალაქი. დაასახელეთ ეს ქალაქი.

პასუხი: მილეტი
კომენტარი: ანაქსიმანდრე მილეტელი იყო (თალეს მილეტელის მოწაფე) და ეს ქალაქი მცირე აზიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ცენტრი რუკაზე ზუსტად მილეტზე მოდის.
წყარო: 1. ბმული 2. John Mansley Robinson, “An Introduction to Early Greek Philosophy”, Houghton and Mifflin, 1968.
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

30. (ძნელი) 1907 წელს ლონდონში გამოქვეყნდა ეველინ ბეატრისის წიგნი, რომელიც დიდი ფილოსოფოსის ათ მეგობარს ეძღვნება. თავი თითოეული მეგობრის შესახებ დასათაურებულია ერთი სიტყვით. ასე მაგალითად: ვოვენარგისადმი მიძღვნილ თავს ჰქვია “აფორისტი”, ბომარშესას – “დრამატურგი” და ა.შ. ყურადღება შეკითხვა დაასახელეთ ორი მეგობარი, რომელთა თავებსაც ჰქვიათ – მოლაპარაკე (Talker) და მოაზროვნე (Thinker).

პასუხი: დიდრო და დ’ალამბერი
კომენტარი: წიგნს ჰქვია “ვოლტერის მეგობრები” და ვოლტერის ეს ორი მეგობარი ტანდემში არიან ცნობილნი, “ენციკლოპედიის” შექმნის გამო.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

31. (საშუალო) აიზეკ აზიმოვი შექსპირის “მაკბეტის” განხილვის დროს წერს, რომ პიესაში მამაცი და შეუპოვარი მხედართმავრის, ბენკოს არსებობით შექსპირმა რევერანსი გაუკეთა მათ, ვინაიდან ისტორიულად ისინი მეფის მაჟორდომები, ანუ მსახურები იყვნენ და ამიტომ გასაგებიცაა, რომ ბენკოს სახით გმირ წინაპარს საჭიროებდნენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.

პასუხი: სტიუარტები
კომენტარი: სტიუარტების დინასტია იწყება ნორმანი ბარონით, რომელიც ედუარდ პირველის მაჟორდომი იყო. აზიმოვი მიიჩნევს, რომ შესპირმა დაკვეთა შეასრულა და სტიუარტებს გმირი წინაპრით დაწყებული ისტორია შეუქმნა.
წყარო: 1. Айзек Азимов, Путеводитель по Шекспиру: Английские пьесы. – М., 2007. – С. 163.
ავტორი: დიმიტრი ბოჩაროვი

32. (ძალიან ადვილი) რიჩარდ დოკინზი წიგნში “ეგოისტური გენი” წერს, რომ ფუტკრები, რომლებიც თაფლის ქურდებს ესხმიან თავს ჰგვანან მათ. ერთი რუსული ანეკდოტის თანახმად კი 11 სექტემბერს შევარდნაძემ ბუშს წერილი მისწერა, სადაც ეწერა: “ისინი ქართველები არ არიან”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.

პასუხი: კამიკაძე
წყარო: 1. რიჩარდ დოკინზი, “ეგოისტური გენი” 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

33. (საშუალო) პირველად ამ ჯგუფის შესახებ მსოფლიომ 1989 წელს შეიტყო, მასში სულ ხუთი წევრია და მათ ორიგინალში ჰქვიათ: მონტერეი ჯეკი შემოკლებით “მონტი”, გაჯეტ ჰექრენჩი შემოკლებით “გაჯეტი” და ზიპერი… ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ჯგუფის დანარჩენი ორი წევრის სახელები.

პასუხი: ჩიპი და დეილი
კომენტარი: საუბარია მულტსერიალზე “რეინჯერი მაშველები”. ჯგუფის სხვა წევრების სახელები ჩვენთვის ძირითადად რუსულ თარგმანშია ცნობილი: როკფორი, გაიკა და ვჟიკი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: სერგეი შორინი

34. (ძნელი) 1967 წელს ჟორჟ პომპიდუმ განაცხადა: “თუ მათი რიცხვი საფრანგეთში ნახევარ მილიონს მიაღწევს, რევოლუცია მოხდება”. დღესდღეობით მათი რიცხვი საფრანგეთში 2 მილიონს აღწევს, თუმცა რევოლუცია ჯერ–ჯერობით არ მომხდარა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.

პასუხი: უმუშევრები
კომენტარი: უმუშევრობა დღესდღეობით საფრანგეთში უმთავრესი პრობლემაა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

35. (საშუალო) მწერლის ადრეულ ხელნაწერში ეს ფრაზა ჟღერდა ასე, მოისმინეთ ქართული თარგმანი: “და აი, ყველაფერი წესრიგშია და ღამის ასულმა, მოირამაც დაართო თავისი ძაფი”. ყურადღება შეკითხვა: ქალის რომელი სახელი ფიგურირებს წიგნში, ფრაზის საბოლოო ვარიანტში?

პასუხი: ანუშკა
კომენტარი: ბულგაკოვის რომანში “ოსტატი და მარგარიტა”, სწორად ასე გამოიყურებოდა ბერლიოზის სიკვდილის წინასწარმეტყველი ფრაზა. ანუშკა და მზესუმზირას ზეთი, ბოლო რედაქციებში დაემატა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსანდრე ვედეხინი

36. (ძნელი) ბერნულის ეფექტის გამო პრობლემები რომ არ შეიქმნას, ფორმულა 1–ის რბოლის დაწყებამდე, ქალაქის ქუჩებში გამოდიან ერთი კონკრეტული სპეციალიზაციის მუშები და გზებზე, სადაც რბოლა უნდა გაიმართოს თავის სამუშაოს ასრულებენ. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდებათ ასეთი სპეციალიზაციის მუშებს?

პასუხი: შემდუღებლები („სვარშჩიკები“)
კომენტარი: ბერნულის ეფექტის გამო, როდესაც ბოლიდი მაღალი სიჩქარით გადაუვლის საკანალიზაციო ჭის წნევა თავსახურს ჰაერში ისვრის, რაც გზაზე ქმნის შეფერხებას და პრობლემებს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ალექსეი ბაევი

მეოთხე ტური

37. (ძნელი) უილიამ თეკერეის აზრით ეს ქმედება ფილოსოფოსს სიბრძნის გამოთქმაში ეხმარება, სულელს კი აიძულებს გაჩუმდეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქმედება.

პასუხი: მოწევა
წყარო: 1. G. L. Apperson, „The Social History of Smoking“, p. 96
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

38. (ძალიან ადვილი) სერიალ “სუპერნეჩერალის” ერთ–ერთ სერიაში მთავარი გმირები უპირისპირდებიან გრაფ დრაკულას. ყურადღება შეკითხვა: აშშ–ს რომელ შტატში ვითარდება ამ დაპირისპირების მოქმედება?

პასუხი: პენსილვანიაში
კომენტარი: პენსილვანია ტრანსილვანიის თანაჟღერადია
წყარო: 1. Сериал “Сверхъестественное”, 4-ый сезон, 5-ая серия, 2-ая минута.
ავტორი: ალექსანდრე ვედეხინი

39. (ადვილი) თქვენს წინაშეა ილუსტრაცია, რომელსაც შეკითხვის ავტორი ვიკიპედიის ერთ–ერთ სტატიაში წააწყდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იტალიელი, რომელიც ფიგურირებს სტატიის სათაურში.

პასუხი: ფიბონაჩი (ლეონარდო პიზელი)
კომენტარი: ილუსტრაციაზე წარმოდგენილი კვადრატების ზომები იმეორებენ ფიბონაჩის მწკრივს: 1,1,2,3,5,8…
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

40. (ადვილი) ჰომეროსის პოემაში, ოდისევსი მოგზაურობის დროს მალავს თავის ვინაობას და გზად შეხვედრილ პერსონაჟებს გამოგონილ ბიოგრაფიას უყვება. შეკითხვის ავტორის აზრით, შემთხვევითი არ არის ის, რომ გამოგონილ ბიოგრაფიაში ოდისევსი თავის სამშობლოდ ასახელებს არა კუნძულ ითაკას, არამედ სხვა გეოგრაფიულ ობიექტს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს გეოგრაფიული ობიექტი.

პასუხი: კრეტა
კომენტარი: ოდისევსი იტყუება და ცნობილია ფრაზა, რომ „ყველა კრეტელი ტყუის“.
წყარო: 1. Одиссея 13:256; 14:199, 14:380, 19:172.
ავტორი: მაქსიმ რუსო

41. (საშუალო) ერთ ლიტერატურულ და მეორე სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა ურთიერთდამოუკიდებელი სტატიები ამერიკელ მწერლის და ახალზელანდიელი მეცნიერის მნიშვნელოვანებაზე კაცობრიობის ისტორიაში. სტატიებს ის აქვთ საერთო, რომ ორივეს სათაური წარმოადგენს მე–19 საუკუნის ბოლოს შექმნილი ნაწარმოების სათაურის გადათამაშებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.

პასუხი: ოსკარ უაილდი
კომენტარი: საუბარია ერნესტ ჰემინგუეიზე და ერნესტ რეზერფორდზე. სტატიებს შესაბამისად ერქვა – „The Importance of Being Ernest Rutherford“ და „The Importance of Being Ernest Hemingway“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

42. (საშუალო) 90–იანი წლების საკულტო ფილმში მთავარი პერსონაჟი სთხოვს ბავშვს, რომ ეთამაშოს ერთი თამაში, რაზედაც ბავშვი მიუგებს: მომწყინდა, სულ გიგებ! ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რა ჰქვია ამ მთავარ პერსონაჟს?

პასუხი: ედვარდი
კომენტარი: ტიმ ბარტონის ფილმში „ხელმაკრატელა ედვარდი“ მთავარ პერსონაჟს ხელების ნაცვლად მაკრატლები აქვს, შესაბამისად სულ მაკრატელს აკეთებს (ქვის და ქაღალდის გაკეთება არ შეუძლია), ამიტომაც ბავშვი სულ უგებს.
წყარო: 1. ბმული 2. ეპიზოდი ზემოხსენებულ ფილმში
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

43. (ადვილი) ამერიკელი ოკეანოგრაფის, კარლ დრიუსის აზრით ეს მოვლენა მოხდა პორტ–საიდის სიახლოვეს და მისი ლოგიკური ახსნა შესაძლებელია ფლუიდების დინამიკით ძლიერი და ხანგრძლივი ქარის ზემოქმედების პირობებში. ყურადღება შეკითხვა: რა მოვლენაზეა საუბარი?

პასუხი: მოსეს მიერ წყლის გაყოფის
კომენტარი: საუბარია ბიბლიურ ისტორიაზე, როდესაც მოსემ წყალი ორად გაყო. ამ მოვლენის სამეცნიერო დასაბუთებას ცდილობს კარლ დრიუსი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: სერგეი შორინი

44. (ძნელი) Baptismus Flaminis კათოლიციზმში ეწოდება სულის გადარჩენის გზას, როდესაც ადამიანს სურვილი აქვს რომ ქრისტიანად მოინათლოს, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო ვერ ახერხებს ნათლობისათვის საჭირო პროცედურების გავლას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სახელი ადამიანისა, რომლის სულის გადარჩენაც კათოლიციზმში მიჩნეულია Baptismus Flaminis–ის პირველ პრეცედენტად.

პასუხი: დისმასი (კეთილგონიერი ყაჩაღი)
კომენტარი: დისმასი იყო იესოსთან ერთად ჯვარზე გაკრული ავაზაკი, რომელმაც მოისურვა მონათლულიყო ქრისტიანად, გესტასისგან განსხვავებით, თუმცა მონათლვის კანონიკური პროცედურები ვერ გაიარა გასაგები მიზეზების გამო.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: სემიონ როდიგინი

45. (ძნელი) ძველი ბერძნული ლეგენდის თანახმად ერთხელ ზევსმა თაფლიან ნაყენში გაურია მარილი და მდოგვი… შედეგად ამ სასმელმა გამოიწვია ის, რის შესახებაც 1938 წელს გამოქვეყნებული რომანი მოგვითხრობს. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის ამ რომანის ავტორი?

პასუხი: ჟან პოლ სარტრი
კომენტარი: საუბარია რომანზე “გულზიდვა”. კრონოსმა დალია რა ეს სასმელი დაემართა გულზიდვა და აღებინა, რასაც თან გადმოყვნენ ზევსის გადაყლაპული და–ძმები.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: სემიონ როდიგინი

46. (საშუალო) სტენფორდის უნივერსიტეტში წაკითხულ საჯარო ლექციაში ანალოგიებისა და აზროვნების შესახებ, დუგლას ჰოფშტადტერმა განაცხადა, რომ მას ზუსტად არ შეუძლია მტკიცება, თუმცა მისი აზრით გალილეო გალილეი იყო პირველი ადამიანი, ვინც ეს ლათინური სიტყვა მრავლობით ფორმაში მოიხსენია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ლათინური სიტყვა.

პასუხი: luna (მთვარე)
კომენტარი: გალილეომ 1610 წელს იუპიტერის თანამგზავრები აღმოაჩინა და ანალოგიით მათ თავის ნაშრომში “Sidereus nuncius” მოიხსენიებს როგორც მთვარეებს (lunae). მანამდე მთვარე ყველას წარმოდგენაში ერთი იყო და მრავლობითი ფორმა არ ჰქონდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

47. (ადვილი) ეტიმოლოგიური ლექსიკონები ამ საკომუნიკაციო საშუალების სახელწოდებას უკავშირებენ მცირეწლოვან მოსამსახურეებს, რომლებიც ჩვენთვის ფრანგული ჟღერადობით არიან ცნობილი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს საკომუნიკაციო საშუალება.

პასუხი: პეიჯერი
კომენტარი: ეტიმოლოგიური ლექსიკონების მტკიცებით Pager მომდინარეობს სიტყვა Page–ისგან, რაც „პაჟს“, მცირეწლოვან მოსამსახურეს ნიშნავს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსეი ბაევი

48. (ადვილი) ამერიკულმა როკ–ჯგუფმა “Ramones” თავისი ბოლო, გამოსათხოვარი ალბომი დაასათაურა ორი სიტყვით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ალბომის სათაური, თუ ორივე სიტყვა ერთსა და იმავე ასოზე იწყება.

პასუხი: Adios Amigos
კომენტარი: ბოლო ალბომი იყო და შესაბამისად დაემშვიდობნენ თავის მსმენელებს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

შეკითხვები ერთ ფაილად

Written by linguistuss

February 21, 2011 at 4:36 pm

თბილისის პრემიერ–ლიგა, 2010 წლის გაზაფხულის ჩემპიონატი, III ტური

with 6 comments

დღეს თბილისის 2010 წლის გაზაფხულის ჩემპიონატი გაიმართა სპორტულ “რა? სად? როდის?”–ში, მესამე ტური. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რთული კითხვები როგორც კი გამოერევა პაკეტს, ემოციური შეფასება ყოველთვის ასეთია: კითხვები არ ვარგა!

შედეგებს შეგიძლიათ ამ ლინკზე გაეცნოთ

პირველი ტური

1. მაშ, ასე დავიწყოთ! ძვ. ჩინური ანდაზის თანახმად ათი ათასი ლის სიგრძის გზა იწყება ამით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

პასუხი: პირველი ნაბიჯი
კომენტარი: სასურველია თუ ამ შეკითხვით დაიწყება პაკეტი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

2. ინგლისელი მწერალი, ვირჯინია ვულფი ამბობდა – „მე არც პირველი ვარ და არც მეორე“. დაასახელეთ 1960–იან წლებში შექმნილი ნაწარმოები, რომლის სათაურში ფიგურირებს პირველიც და მეორეც.

პასუხი: ქალი და მამაკაცი
კომენტარი: ვირჯინია ვულფი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა ორიენტაციაში. 1966 წელს კლოდ ლელუშმა გადაიღო ფილმი „ქალი და მამაკაცი“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

3. პიოტრ ვაილი წერს, რომ ამ ქალაქის ფრანგულ კვარტალში, დეკატურისა და ბარაქსის ქუჩების გადაკვეთაზე მან იხილა ვაგონი, რომელიც ტურისტებს იზიდავდა და მათ ფოტოგრაფირების სურვილს აღუძრავდა. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქალაქში იხილა პიოტრ ვაილმა ეს ვაგონი?

პასუხი: ახალი ორლეანი
კომენტარი: ვაგონს აწერია “სურვილი” (desire). ამავე ქალაქში ვითარდება ტენესი უილიამსის პიესის, “ტრამვაი სახელად სურვილი” მოქმედება.
წყარო: 1. პიოტრ ვაილი, “Genius Loci, ნებისმიერი გამოცემა
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

4. 2010 წლის აპრილში მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უკანასკნელი მოჰიკანი, ხუან ანტონიო სამარანჩი. 1845 წლის ივნისში აშშ–ში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა უკანასკნელი მოჰიკანი, ენდრიუ ჯექსონი. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით „უკანასკნელი მოჰიკანი“?

პასუხი: მეშვიდე პრეზიდენტი
კომენტარი: ხუან ანტონიო სამარანჩი სოკ–ის მეშვიდე პრეზიდენტი იყო, ენდრიუ ჯექსონი კი – აშშ–ს მეშვიდე პრეზიდენტი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

5. ჰიპოკრატე ამას განმარტავდა ასე: “ეს არის შიდა ორგანოების სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება და გარე ორგანოების აქტივობის შესუსტება”. ყურადღება შეკითხვა: რა განმარტა ასე ჰიპოკრატემ?

პასუხი: ძილი
კომენტარი: ჰიპოკრატეს დაკვირვებით გრძნობის ორგანოების აქტივობა ძილის დროს შესუსტებულია და შიდა ორგანოებისა კი – გაძლიერებული.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

6. არსებობს ასეთი ისტორია: ქალაქ ბალტიმორში ყოველი წლის 19 იანვარს, უცნობი პიროვნება ედგარ ალან პოს საფლავზე, პოეტის დაბადების დღეზე ტოვებს ბოთლ კონიაკს. ამ ისტორიის გათვალისწინებით, შეკითხვის ავტორს აქვს იდეა ყოველწლიურად 11 სექტემბერს ეწვიოს ჩრდილო კაროლინას შტატში, ქალაქ ეშვილში მდებარე რივერსაიდის სასაფლაოს და იქ მდებარე საფლავზე დატოვოს ლუდის ბოთლი. ყურადღება შეკითხვა: ვის ეკუთვნის ეს საფლავი?

პასუხი: ო.ჰენრის
კომენტარი: ო.ჰენრის ნამდვილი სახელი და გვარია უილიამ სიდნი პორტერი. შეკითხვის ავტორს აქვს იდეა, რომ მის საფლავთან, ო.ჰენრის დაბადების დღეზე დატოვოს ხოლმე პორტერი, რომელიც ლუდის ერთ–ერთ სორტს წარმოადგენს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

7. ილიას მგზავრის წერილებში ვკითხულობთ: “ამ სიტყვამ არ შეგაშინოს მკითხველო! ის იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირ–დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე, ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ”. ყურადღება შეკითხვა: რომელ სიტყვაზე საუბრობს ილია ჭავჭავაძე?

პასუხი: რევოლუცია
კომენტარი: ღვინის ადუღებისა და დაწმენდის პროცესი სწორად ამ მოვლენას აღწერს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

8. არსებობს ასეთი ვიეტნამური ანდაზა: ჯობია მოკვდე ახალგაზრდა, ვიდრე იყო ანა ბოლეინი. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით “ანა ბოლეინი”?

პასუხი: მეორე ცოლი
კომენტარი: ანა ბოლეინი ჰენრიხ VIII-ის მეორე ცოლი იყო. ანდაზა კი ვიეტნამელებს გათხოვების მოლოდინში “რიგში დგომას” არ ურჩევს :)
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

9. თანამედროვე მკვლევარების დაკვირვებით, მე–19–20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მცხოვრები პროგრესული თაობა იყენებდა ტერმინს “გამოცვლილი დრო”, თუმცა დღესდღეობით ქართულ ენაში ეს ტერმინი მივიწყებულია და ის სხვა, არაქართულმა სიტყვამ ჩაანაცვლა. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვით მოვიხსენიებთ ახლა იმას, რასაც მე–19–20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში “გამოცვლილ დროს” უწოდებდნენ?

პასუხი: მოდერნი
კომენტარი: არტ–ნუვოს, იგივე იუგენდსტილს, რომელსაც იტალიაში ლიბერტის უწოდებენ, ქართულში რუსულის გავლენით “მოდერნი” ჰქვია. ამასთან მოდერნის პიკი 1892-1902 წლებზე მოდის.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

10. ფრიდრიხ ნიცშეს გავლენის ქვეშ მყოფმა ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟორჟ ბატაიმ დაწერა რელიგიის უარმყოფელი ტრაქტატი, რომელიც თომა აკვინელის კლასიკური ნაშრომის ალუზიას წარმოადგენს. ჟორჟ ბატაის ტრაქტატის სახელწოდება აკვინელის ნაშრომის სახელწოდებისგან ლათინური ანბანის ერთი ასოთი განსხვავდება. დაწერეთ ლათინური ანბანის ეს ასო.

პასუხი: A
კომენტარი: კომენტარი: თომა აქვინელის ტრაქტატს ეწოდება „Summa Theologica“. ბატაის ათეისტურ (რელიგიის უარმყოფელ) ნაშრომს ეწოდება „Summa Atheologica“. A – უარყოფის გამომხატველია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

11. ხორხე ლუის ბორხესი ერთ ესეში წერს: “იგი ამტკიცებდა, რომ წიგნები ხატებს ჰგავს, რომლებიც ჩვენ ცოცხალი გვეჩვენება, თუმცა თუ მათ რამეს შევეკითხებით არაფერს გვიპასუხებენ. სწორად ამიტომ, რათა წიგნების ეს ნაკლი გამოესწორებინა მან გამოიგონა…” არ გეკითხებით თუ ვის შესახებ საუბრობს ბორხესი, გვიპასუხეთ რა გამოიგონა მან ბორხესის თანახმად?

პასუხი: დიალოგები
კომენტარი: პლატონი წიგნებს მკვდარ მატერიად თვლიდა. ამიტომ მან მიმართა მისთვის შესაძლო ყველაზე ცოცხალ ფორმას – დიალოგებს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

12. ჟან ბოდრიარი 1970 წელს დაწერილ წიგნში “მომხმარებელთა საზოგადოება” აღწერს ლონდონის მაღაზიებში მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნიდან ჩამოტანილი საქონლის კალეიდოსკოპს, რომელიც თავისი ბრწყინვალებით და ნაირფეროვნებით გონების დაბინდვას იწვევს. იგი წერს, რომ საქონელზე გაკეთებულ იარლიყებზე ციფრების გვერდით თავს იწონებს სამი სიმბოლო. ყურადღება შეკითხვა: გამოსახეთ ეს სამი სიმბოლო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: £ s d
კომენტარი: £ფუნტი სტერლინგი, s – შილინგი, d – პენსი. 1971 წლამდე პენსი აღინიშნებოდა d–თი, ამის შემდგომ აღინიშნება p-თი. £ s d – იწვევს LSD-ს ასოციაციას და ამიტომაა ეს ტრიადა სიმბოლური.
წყარო: 1 ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

მეორე ტური

13. 2009 წლის 9 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქში კიევის „დინამო“ ბარსელონასთან დამარცხდა. ქართულმა მედიამ ამის შესახებ დაწერა, რომ ბარსელონას გამარჯვება ძვირი დაუჯდა, რის საილუსტრაციოდაც მათ მოიხსენიეს იქსის იგრეკი. დაასახელეთ იქსი და იგრეკი თუ ისინი ერთი ასოთი განსხვავდებიან.

პასუხი: მესი, მყესი
კომენტარი: მესიმ მყესი დაიზიანა, შესაბამისად “ბარსელონას” გამარჯვება ძვირი დაუჯდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

14. ძველქართულ სიგელ–გუჯრებსა თუ სხვა სახის დოკუმენტებში ეს სიტყვა მრავალგზის გვხვდება ვითარებით ბრუნვაში და აღნიშნავს, ჩაიწერეთ: “ამქვეყნად დიდხანს საარსებოდ, დიდხანს დასარჩენად”. თანამედროვე მნიშვნელობით კი ეს სიტყვა პირველად 1727–1730 წლებში დაწერილ პოემაში “ვახტანგიანში” გვხვდება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სიტყვა?

პასუხი: სადღეგრძელო
კომენტარი: ციტატა “ვახტანგიანიდან” – დაპატიჟა ხელმწიფემან, დაულოცა გზანი გულით, / ღვინო ბრძანა, ფეხზე ადგა ზე ამართვით თვალთა რულით: / მეფევ, ეს არს სადღეგრძელო, რომელსა ვსვამ შენთვის სურით, / ღმერთმან მოგცეს აქ სიმართლე, იქ გამყოფოს ნათლათ სულით.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

15. ამერიკელი მწერალი ჯონ სტეინბეკი თავის ყოველ ნამუშევარს ურტყამდა პირად ბეჭედს, რომელზედაც ფრთოსანი ღორი იყო გამოსახული. დაასახელეთ სიტყვა, რომლითაც იგი ამ ფრთოსან ღორს მოიხსენიებდა.

პასუხი: პიგასი
კომენტარი: ალუზიაა ფრთოსან ცხენზე, პეგასზე. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ pig ინგლისურად ღორია, სტეინბეკმა თავის ფრთოსან ღორს pigasus უწოდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

16. ბიოგრაფები ჰყვებიან ასეთ ისტორიას: ერთხელ კონსერვატიული პარტიის რიგითი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც გვიან დასრულდა, მარგარეტ ჰილდა რობერტსთან ახალგაზრდა მამაკაცი, დენის ტეტჩერი მივიდა და დახმარება შესთავაზა. სწორად ასე გაიცნო ბრიტანეთის მომავალმა პრემიერმა მისი მომავალი მეუღლე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ “ცხოველი”, რომელიც ამ ისტორიაში ფიგურირებს.

პასუხი: იაგუარი
კომენტარი: ახალგაზრდა მამაკაცმა მას თავისი “იაგუარით” სახლში მიყვანა შესთავაზა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

17. პლუტარქეს ცნობით ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარზე არსებობდა სპეციალური დავთრები ე.წ. “დღიურები”, სადაც დიდი მონარქის ყოველდღიური ცხოვრება აღიწერებოდა. ორიგინალში პლუტარქე ამ “დღიურებს” მოიხსენიებს სიტყვით, რომელიც ქართულში შემოვიდა და ის 1922 წელს დაწერილი პოეტური ნაწარმოების სათაურს წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ პოეტურ ნაწარმოებს?

პასუხი: ეფემერა
კომენტარი: “ეფემერის” ძვ. ბერძნულად ნიშნავს იმას, რაც ერთი დღის განმავლობაში გრძელდება. 1922 წელს გალაკტიონ ტაბიძემ დაწერა ლექსი “ეფემერა”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული 4. გალაკტიონ ტაბიძე, რჩეული, გამომც. “საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1973, გვ. 202
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

18. სტივ ტეილორის სიმღერაში მოთხრობილია თუ როგორ იქცა ლონდონის ერთ დაწესებულებაში თერმოსტატის გაუმართაობა ეროვნულ სირცხვილად. ყურადღება შეკითხვა: ლონდონის რომელ დაწესებულებას უმღერის სტივ ტეილორი ზემოხსენებულ სიმღერაში?

პასუხი: მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი
კომენტარი: თერმოსტატის გაუმართაობის გამო მუზეუმში ტემპერატურამ მოიმატა და ცვილის ფიგურები დადნა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

19. ია მერკვილაძის სტატიაში, რომელიც XX საუკუნეში შექმნილ ნაწარმოებს ეძღვნება, არის ასეთი ციტატა, ჩაიწერეთ: “ასკეტური მოლოდინი ჩვენი ცხოვრების ტრაგიზმი და იმავდროულად კომედიაცაა”. ამ ციტატაში ერთ სიტყვაში შეცვლილია ორი ასო. მიხვდით რომელ სიტყვაში შევცვალე მე ორი ასო და დაწერეთ ეს სიტყვა, როგორც ის უწერია სტატიის ავტორს.

პასუხი: ბეკეტური
კომენტარი: ციტატაში „ასკეტურის“ ნაცვლად უნდა იყოს „ბეკეტური“. სტატია სემუელ ბეკეტის პიესას, “გოდოს მოლოდინში” ეძღვნება.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

20. ტექსტში, რომელიც აღწერს თანამედროვე ყოფას შოტლანდიურ ციხე-სიმაგრეებსა და სასახლეებში, კითხვის ავტორს ხშირად ხვდებოდა რთული ზედსართავი სახელი, რომელშიც ურევია ციფრი “4”. დაასახელეთ ეს რთული ზედსართავი სახელი.

პასუხი: 4–ვარსკვლავიანი
კომენტარი: ძველი შოტლანდიური ცისე–სიმაგრეები და სასახლეები დღესდღეობით მაღალი კლასის ოტელებს წარმოადგენენ.
წყარო: 1. И.И. Донскова, «Шотландия.Мистическая страна кельтов и друидов.Исторический путеводитель», Москва, «Вече», 2008, ISBN 978-5-9533-2758-9, стр. 288
ავტორი: ლევან ჩხეიძე

21. 2008 წლის ოსკაროსანი ფილმის, „მილიონერი ჯურღმულებიდან“, შესახებ ერთ საიტზე დაწერეს, რომ ამ ფილმში მოხდა ამერიკული და ინდური იქსების თანაკვეთა. მითხარით იქსი ერთი სიტყვით.

პასუხი: ოცნება
კომენტარი: ფილმში ჩვეულებრივი ღარიბი ინდოელი ბიჭი იმარჯვებს ვიქტორინაში „ვის უნდა იყოს მილიონერი“.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

22. მოისმინეთ ნაწყვეტი მურმან ლებანიძის ლექსიდან: “ოი, შე ქილიკა შენ! ოი, შე ლექსების ჯადო”. ყურადღება შეკითხვა: რომელ თავის თანამედროვეს მიუძღვნა მან ეს სიტყვები?

პასუხი: ლადო ასათიანს
კომენტარი: “ჯადო” შემდეგ სტრიქონში ერითმება “ლადოს”
წყარო: 1. მურმან ლებანიძე, ერთტომეული, “საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1979, გვ. 248
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

23. 1860 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია – „ორიოდ სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვიდან „შეშლილის“ თარგმანზედა“. სტატიას თან დართული აქვს მინაწერი, სადაც ვკითხულობთ: „ისინი სულ არ გვიხმარია ჩვენ სტატიაში“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი, რაზეც ილია ჭავჭავაძე საუბრობს.

პასუხი: ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ
კომენტარი: საუბარია ქართული ანბანის იმ ხუთ ასოზე, რომელიც ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით ამოღებულ იქნა ქართული ანბანიდან.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

24. ტრადიციულ .com-ს თუ არ ჩავთვლით, ამ საფეხბურთო გუნდის ოფიციალური ვებსაიტის მისამართი სულ ხუთი სიმბოლოსაგან შედგება. ამ ხუთი სიმბოლოდან ორი ციფრია და სამი – ასო. მთლიანობაში კი ეს ხუთი სიმბოლო აღნიშნავს მე–19 საუკუნეში მათ მშობლიურ ქალაქში ჩამოსულ თავზეხელაღებულ თაობას. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ხუთი სიმბოლო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: 49ers
კომენტარი: საუბარია ამერიკული ფეხბურთის გუნდზე სან–ფრანცისკო 49ers-ზე, რომელთაც ეს სახელი სან–ფრანცისკოში 1849 წელს დაძრულ ოქროსმაძიებლებს აღნიშნავს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

მესამე ტური

25. მზის სისტემაში მდებარე მარინერის ხეობა წარმოადგენს უზარმაზარ კანიონს, რომელშიც შორეულ წარსულში წყალი გროვდებოდა. მეცნიერები თვლიან, რომ მარინერის ხეობა მილიონობით წლის წინ ჰგავდა დედამიწაზე მდებარე ერთ ობიექტს. დაასახელეთ ეს ობიექტი.

პასუხი: წითელი ზღვა
კომენტარი: მარინერის ხეობა მარსზე მდებარეობს, სადაც, დღევანდელი წარმოდგენებით, არსებობდა თხევადი წყალი. მარსის ნიადაგი წყალს აწითლებდა (მარსი – წითელი პლანეტაა). შორეულ წარსულში არსებული მარინერის ზღვა წითელ ზღვას ჰგავდა.
წყარო: 1. Александр Волков, Владимир Сурдин, «Планеты», изд. «Слово», Москва, 2000, стр. 28, ISBN 5-85050-483-4
ავტორი: ლევან ჩხეიძე

26. ყოველ თხუთმეტ წელიწადში ერთხელ სატურნის რგოლების დახრის კუთხე ისეთი ხდება, რომ მათი დამზერა დედამიწიდან პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. რგოლების გაუჩინარებით განცვიფრებულმა გალილეო გალილეიმ თავის დროზე დაწერა, რომ სატურნი აკეთებს ამას. საინტერესო ის არის, რომ სატურნი ამას აკეთებს ფრანსისკო გოიას ტილოზეც. ყურადღება შეკითხვა: რას აკეთებს სატურნი?

პასუხი: ჭამს თავის შვილებს
კომენტარი: გალილეის მეტაფორა ეფუძნება კლასიკურ მითს სატურნზე, რომელიც ჭამს საკუთარ შვილებს. რგოლებს მან ხატოვნად სატურნის „შვილები“ უწოდა. გოიას ტილოს ეწოდება „სატურნი ჭამს თავის შვილებს“
წყარო: 1. И.И. Донскова, «Шотландия.Мистическая страна кельтов и друидов.Исторический путеводитель», Москва, «Вече», 2008, ISBN 978-5-9533-2758-9, стр. 254
ავტორი: ლევან ჩხეიძე

27. ცალობით ოთხ ბიოგრაფიას თუ არ ჩავთვლით პლუტარქეს “პარალელური ბიოგრაფიები” (გამოტოვებულია ორი სიტყვა) ბიოგრაფიისაგან შედგება. გამოტოვებული ორი სიტყვა, ფიგურირებს ვიკიპედიის სტატიაში სათაურით “ადამიანის გენომი”. დაწერეთ გამოტოვებული ორი სიტყვა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: ოცდასამი წყვილი
კომენტარი: ადამიანის გენომი შედგება 23 წყვილი ქრომოსომისაგან, პლუტარქეს ბიოგრაფიებიც ასევე 23 წყვილი ბიოგრაფიისაგან შედგება, ცალობით 4 ბიოგრაფიას თუ არ ჩავთვლით.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

28. 1980–იან წლებში ყოფილ სსრკ–ში დაარსდა მუსიკალური ჯგუფი, რომლის წევრებსაც რუსულ ინტერნეტში ინდოირანული ტომების წარმომადგენელი ხალხის სახელწოდებით მოიხსენიებენ. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ მუსიკალურ ჯგუფს?

პასუხი: არია
კომენტარი: მის წევრებს რუსულ ინტერნეტში “არიელებს” («Арийцы») უწოდებენ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

29. 1872 წელს დიდი ხელოვანი ცოლ–შვილთან ერთად საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჰავრს ესტუმრა. მოგზაურობამ ოჯახზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც აისახა კიდეც ხელოვანის შემოქმედებაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ხელოვანის სახელი და გვარი.

პასუხი: კლოდ მონე
კომენტარი: ჰავრში გატარებული დღეების შემდეგ მან დახატა თავისი ფერწერული ტილო – “შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

30. ეგვიპტელთა მითოლოგიაში ქალღმერთ ნუტს მიაწერდნენ ციური სხეულების შექმნას. ნუტს ჰქონდა ორსიტყვიანი ეპითეტი, რომლითაც შეიძლება მოვიხსენიოთ უოლტერ რობერტსის მეუღლე, ბეტი ლუ ბრედემასი. დაასახელეთ ეს ორსიტყვიანი ეპითეტი.

პასუხი: ვარსკვლავების დედა
კომენტარი: უოლტერ რობერტსი ჰოლივუდელი ვარსკვლავების, ჯულია რობერტსის და ერიკ რობერტსის მამაა. მის მეუღლეს, ბეტი ლუ ბრედემასს, შეიძლება ვუწოდოთ ვარსკვლავების დედა.
წყარო: 1. «Небо дневное и ночное», Владимир Сурдин, Москва, «Слово», 2000, стр. 7 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

31. წიგნში, რომელიც მე–20 საუკუნის ხელოვნებას ეძღვნება, ნათქვამია, რომ ამ ნაწარმოებში საზოგადოებას საშუალება ეძლევა ეზიაროს დიდ და მარადიულ მდუმარებას. ყურადღება შეკითხვა: რას თიშავს ამ ნაწარმოების შემსრულებელი ნაწარმოების დასრულებისთანავე?

პასუხი: წამზომს
კომენტარი: საუბარია ჯონ კეიჯის ნაწარმოებზე „4.33“. 273 წამის შემდეგ პიანისტი თიშავს წამზომს და ტოვებს სცენას.
წყარო: 1. „Мировая художественная культура. 20 век. Кино, театр, музыка“, «Питер». 2008, стр. 345 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

32. ერთ წიგნში სტატია, რომელიც ლუვრის ისტორიას ეძღვნება, დასათაურებულია ასე: “ლუვრი და ისინი”. XXI საუკუნეში კი შეიქმნა ოთხნაწილიანი ნაწარმოები სახელწოდებით “ისინი”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.

პასუხი: მგლები
კომენტარი: ლუვრი ფრანგულად “სამგლეთს” ნიშნავს და თავდაპირველად ეს ნაგებობა ქალაის მგლებისაგან დასაცავად აიგო. გოჩა მანველიძეს კი ეკუთვნის ოთხნაწილიანი ნაწარმოები “მგლები”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

33. ძველ ალეგორიულ ბარელიეფზე გამოსახულია ეს პიროვნება ორი ქალბატონის თანხლებით. პირველი ქალბატონი ხმლითაა შეიარაღებული, მეორეს კი ხელში პატარა გემი უჭირავს. თავად ამ პიროვნების გარშემო კი თაგვები დარბიან. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის გამოსახული ბარელიეფზე, ვინ არის ეს პიროვნება?

პასუხი: ჰომეროსი
კომენტარი: ხმლით შეიარაღებული ქალბატონი ალეგორიულად განასახიერებს „ილიადას“, რომელშიც მეტწილად ბატალური სცენებია გამოსახული; მეორე ქალბატონი არის „ოდისეის“ ალეგორია (რომელშიც აღწერილია ოდისევსის საზღვაო მარშრუტი). თაგვები განასახიერებენ „ბატრაქომიომაქიას“ – ნაწარმოებს თაგვების და ბაყაყების ომის შესახებ, რომელსაც ჰომეროსს მიაწერენ.
წყარო: 1. Ф. Краузерс, Э. Лехнер, «Символизм богов и богинь», Золотой век, Москва, 2008, стр. 103
ავტორი: ლევან ჩხეიძე

34. ერთი ჟურნალისტი აღწერს პირად განცდებს, რომლებიც მას მიქელანჯელოს “დავითის” ხილვისას დაეუფლა. თუ როგორ აუჩქარდა მას პულსი, როგორ გაუჭირდა სუნთქვა, დაეწყო თავბრუსხვევა და ჰალუცინაცია. ამასთან დაკავშირებით იგი წერს: “აი, თურმე რა ყოფილა ეს”. დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

პასუხი: სტენდალის სინდრომი
კომენტარი: სტენდალის სინდრომი – ფსიქოსომატური აშლილობა, რომელსაც აქვს ადგილი, როდესაც ადამიანი ხელოვნების ზემოქმედების არეში ხვდება.
წყარო: 1. «Вокруг Света», 05-2010, стр. 64 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

35. კასიოდორეს თავის ნაშრომში მოჰყავს ციტატა სოლომონის იგავიდან: „სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი ლათინური სიტყვა, რომელიც გვხვდება კასიოდორეს ნაშრომში ამ ციტატის მახლობლად.

პასუხი: ტრივიუმი და კვადრივიუმი
კომენტარი: საუბარია 7 თავისუფალ ხელოვნებაზე (სიბრძნის 7 ბოძი). მათი კორპუსი 2 ნაწილად იყოფოდა: ტრივიუმად და კვადრივიუმად.
წყარო: 1. Д.Пидоу, «Геометрия и искусство», Москва, «Мир», 1979, стр. 10 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

36. ანატოლი კარპოვი წერს, რომ ფიგურების სწორად ასეთი რაოდენობა წარმოადგენს მინიმუმს, რომელიც საჭიროა ლამაზი საჭადრაკი ეტიუდის შესაქმნელად. ანატოლი კარპოვმა ფიგურების ამ რაოდენობის შემცველი ეტიუდი მოიხსენია სიტყვით, რომელიც წარმოადგენს 1811 წელს შექმნილი ნაწარმოების სახელწოდებას. დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.

პასუხი: ივანე კრილოვი
კომენტარი: კარპოვის აზრით, კომპოზიციის შესაქმნელად საჭიროა მინიმუმ 4 ფიგურა; „კვარტეტი“ (4 მუსიკოსი) არის ი.ა.კრილოვის იგავ–არაკი.
წყარო: 1. А.Е. Карпов, Е. Я. Гик, «Шахматный калейдоскоп», библиотечка «Квант», выпуск 13, Москва, «Наука», гл. ред. Физ-мат. Лит-ры, 1981, стр. 47 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

მეოთხე ტური

37. ინგლისურ ვიკიპედიაში ერთი ევროპული ქალაქისადმი მიძღვნილ სტატიაში არის ქვესათაური, სადაც ჩამოთვლილია ამ ქალაქში დაბადებული გამოჩენილი პიროვნებები. მათ შორის არიან: მოცურავე სანდრა ფოლკერი, ფილოსოფოსი ჰანს ბლუმენბერგი, პოლიტიკოსი ბიორნ ენგჰოლმი, ფერმწერი გოდფრი კნელერი და კიდევ მე–XIX საუკუნეში დაბადებული ორი ძმა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ძმების გვარი.

პასუხი: მანი
კომენტარი: საუბარია ქალაქ ლიუბეკზე, სადაც დაიბადნენ ჰაინრიხ და თომას მანი.
წყარო: 1 ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

38. რომინა ფალკონის სიმღერაში მომღერალი საუბრობს სიყვარულზე, გრძნობებზე და მოუწოდებს თავის რჩეულს უყვარდეს, რის გამოც რომინა ფალკონი სიმღერის განმავლობაში ბევრჯერ იმეორებს ამას. დაწერეთ სამასოიანი იტალიური სიტყვა, რომელსაც იგი იმეორებს.

პასუხი: ამა
კომენტარი: სიტყვების თამაშია იმეორებს ამას, ნიშნავს რომ იმეორებს სიტყვა “ამა”–ს, რაც იტალიურად ნიშნავს “გიყვარდეს”.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

39. ლეონარდო და ვინჩი წერდა, რომ მხატვარი მხოლოდ იმ შემთხვევაში ფლობს მხატვრული პერსპექტივის თეორიას, თუ მას გააზრებული აქვს მათემატიკის ეს ხუთი ცნება. ამ ცნებებს შორის ლეონარდო ასახელებს კუთხეს და სხეულს. დანარჩენი სამი კი გვხვდება 1926 წელს გამოქვეყნებული ნაწარმოების სახელწოდებაში. დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.

პასუხი: კანდინსკი
კომენტარი: ლეონარდო თვლიდა, რომ გეომეტრიის 5 ძირიადი კატეგორიის ცოდნა აუცილებელია მხატვრისათვის: წერტილი, ხაზი, სიბრტყე, კუთხე, სხეული. საუბარია აბსტრაქციონიზმის ერთ–ერთ ძირითად თეორიულ ტრაქტატზე, ვ. კანდინსკის “წრფე და წერტილი სიბრტყეზე”.
წყარო: 1. Д.Пидоу, «Геометрия и искусство», Москва, «Мир», 1979, стр. 89 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

40. სახელწოდება რომლითაც ეს მრუდი ჩვენთვისაა ცნობილი, გალილეო გალილეის ეკუთვნის, თუმცა ბლეზ პასკალი მას “რულეტს” უწოდებდა და აღნიშნავდა – ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად ხშირად ხვდება ეს მრუდი თითოეულ ჩვენგანს თვალწინ, რომ საკვირველია ძვ. ბერძნებმა ის, როგორ ვერ შენიშნესო. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ მრუდს?

პასუხი: ციკლოიდა
კომენტარი: ციკლოიდა ეწოდება მრუდს, რომელსაც მბრუნავი ბორბლის წერტილი შემოწერს. “რულეტ” ფრანგულად პატარა ბორბალია.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

41. ენათმეცნიერი სტივენ პინკერი მიიჩნევს, რომ ენების არსებობას განაპირობებენ პირველები. თუკი ლინგვისტები აწყდებიან ისეთ ენას, რომელზეც მხოლოდ მეორეები საუბრობენ, მაშინ ისინი ამბობენ, რომ ეს ენა განწირულია დასაღუპად. დაასახელეთ პირველები და მეორეები სწორი თანამიმდევრობით.

პასუხი: ბავშვები და დიდები (ნებისმიერი სინონიმი)
კომენტარი: საუბარია იმაზე, რომ თუ ენაზე ბავშვები არ საუბრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ენა განიცდის ბუნებრივი კვდომის პროცესს.
წყარო: 1. Пинкер Стивен, “Язык как инстинкт”: Пер. с англ. / Общ. ред. В. Д. Мазо. — М.: Едиториал УРСС, 2004. – 456 с. 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

42. გაიხსენეთ ჩვ. წ.–მდე მეოთხე საუკუნეში ათენში დაარსებული სასწავლო დაწესებულების ერთ–ერთი სახელწოდება და მიპასუხეთ რა არის ფრანგი დრამატურგის, ემილ ოჟიეს აზრით „აზროვნების ბორბლები“?

პასუხი: ფეხები
კომენტარი: ჩვ. წ.–მდე 335 წელს პერიპატეტიკოსთა (περιπατητικός – ფეხით სიარული) სკოლა, იგივე ლიკეიონი დაარსდა. ემილ ოჟიეს აზრით გონებრივ აქტივობას ფეხით სიარული უწყობს ხელს.
წყარო: 1. Тяпкин А.,Шибанов А. „Пуанкаре“, ЖЗЛ, Москва, с. 456 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

43. ანრი პუანკარე წერდა, რომ მათემატიკაში თითოეულ მათგანს შეუცვლელი როლი აქვს და ორივე აუცილებელია. პირველი უტყუარობას იძლევა და მტკიცებულების ინსტრუმენტია, მეორე კი – იშვიათი ნიჭია, რომელიც საფუძვლად უდევს გამომგონებლობას. დაასახელეთ ისინი სწორი თანამიმდევრობით.

პასუხი: ლოგიკა და ინტუიცია
კომენტარი: სამეცნიერო დისპუტში, ანრი პუანკარემ ამგვარად შეარიგა ლოგიცისტები და ინტუიტიური სკოლის წარმომადგენლები ერთმანეთს.
წყარო: 1. Тяпкин А.,Шибанов А. „Пуанкаре“, ЖЗЛ, Москва, с. 407
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

44. თამბაქოს ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ სორტს მთელს მსოფლიოში “ვირჯინია” ეწოდება და მისი სახელი წარმოდგება ბრიტანეთის ყოფილი კოლონიისგან, რომელიც დღესდღეობით აშშ–ს შტატს წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: მითხარით ამ კოლონიის დამაარსებელი ევროპელის სახელი და გვარი.

პასუხი: უოლტერ რელეი
კომენტარი: ერთი ვერსიის თანახმად, უილტერ რელეი არის ადამიანი, რომელმაც ევროპაში პირველმა ჩამოიტანა თამბაქო.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

45. ერთი თანამედროვე ავტორის თანახმად ძველ რომში არსებობდა ასეთი პრაქტიკა: თუ ნაყიდი მონა ყიდვიდან ექვსი თვის განმავლობაში ჩაიდენდა ამ დანაშაულს, გამყიდველი ვალდებული იყო მყიდველისათვის მონაში გადახდილი ფული უკან დაებრუნებინა. ყურადღება შეკითხვა: ძვ. რომაული კანონმდებლობით რომელ დანაშაულზეა საუბარი?

პასუხი: თვითმკვლელობა
კომენტარი: ძვ. რომაული სამართლის მიხედვით მონის თვითმკვლელობა დანაშაული იყო.
წყარო: 1. გრ. ჩხარტიშვილი, “მწერალი და თვითმკვლელობა”, ნებისმიერი გამოცემა.
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

46. შეკითხვის ავტორი ინტერნეტში წააწყდა სტატიას, რომლის სახელწოდება შეიძლება ითარგმნოს, როგორც „სიზარმაცის ტრიუმფი“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალბატონი, რომელსაც ეძღვნება ეს სტატია.

პასუხი: ლენი რიფენშტალი
კომენტარი: სტატიას ორიგინალში ეწოდება „Триумф Лени“. საუბარია გერმანელ კინორეჟისორზე ლენი რიფენშტალზე , რომლის მთავარი ნაწარმოებია „ნების ტრიუმფი“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

47. შეკითხვის ავტორი წააწყდა შემდეგ გეომეტრიულ ამოცანას, ჩაიწერეთ: მოცემულია ABC სამკუთხედი, რომელშიც მედიანები იკვეთება. ამოცანის პირობაში დართულმა კიდევ ერთმა დეტალმა, შეკითხვის ავტორს XIX საუკუნეში დაბადებული გერმანელი ექიმი გაახსენა, რომლის გვარიც ჩვენთვის უფრო შემოკლებული ფორმითაა ცნობილი. ყურადღება შეკითხვია: დაასახელეთ ამ ექიმის გვარი შემოკლებული ფორმით.

პასუხი: G.
კომენტარი: ამოცანის პირობაში მედიანების გადაკვეთის წერტილს ეწოდებოდა G. გერმანელმა ექიმმა ერნსტ გრაფენბერგმა გინეკოლოგიაში G წერტილის ცნება შემოიღო.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

48. ლეონიდ გირშოვიჩის მოთხრობის მოქმედება ვითარდება ესპანეთში, სამოქალაქო ომის პერიოდში. ამ მოთხრობისადმი მიძღვნილ სტატიაში ხაზგასმულია, რომ ნაწარმოების მთავარი გმირი ძალიან ჰგავს ერთ ინგლისელ მწერალს. სტატიის ავტორი ამ პერსონაჟს იქსის იგრეკს უწოდებს. დაასახელეთ იქსი და იგრეკი, თუ ეს სიტყვები ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენენ.

პასუხი: ორუელი, ორეული
კომენტარი: კრიტიკოსმა ამ სტატიაში მოთხრობის მთავარ მოქმედ პირს უწოდა ორუელის ორეული. ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

1. მაშ, ასე დავიწყოთ! ძვ. ჩინური ანდაზის თანახმად ათი ათასი ლის სიგრძის გზა იწყება ამით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

პირველი ნაბიჯი

კომენტარი: სასურველია თუ ამ შეკითხვით დაიწყება პაკეტი.

წყარო: 1. ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

2. ინგლისელი მწერალი, ვირჯინია ვულფი ამბობდა – „მე არც პირველი ვარ და არც მეორე“. დაასახელეთ 1960–იან წლებში შექმნილი ნაწარმოები, რომლის სათაურში ფიგურირებს პირველიც და მეორეც.

ქალი და მამაკაცი

კომენტარი: ვირჯინია ვულფი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა ორიენტაციაში. 1966 წელს კლოდ ლელუშმა გადაიღო ფილმი „ქალი და მამაკაცი“.

წყარო: 1. ბმული 2. ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

3. პიოტრ ვაილი წერს, რომ ამ ქალაქის ფრანგულ კვარტალში, დეკატურისა და ბარაქსის ქუჩების გადაკვეთაზე მან იხილა მატარებლის ვაგონი, რომელიც ტურისტებს იზიდავდა და მათ ფოტოგრაფირების სურვილს აღუძრავდა. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქალაქში იხილა პიოტრ ვაილმა ეს ვაგონი?

ახალი ორლეანი

კომენტარი: ვაგონს აწერია “სურვილი” (desire). ამავე ქალაქში ვითარდება ტენესი უილიამსის პიესის, “ტრამვაი სახელად სურვილი” მოქმედება.

წყარო: 1. პიოტრ ვაილი, “Genius Loci, ნებისმიერი გამოცემა

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

4. 2010 წლის აპრილში მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უკანასკნელი მოჰიკანი, ხუან ანტონიო სამარანჩი. 1845 წლის ივნისში აშშ–ში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა უკანასკნელი მოჰიკანი, ენდრიუ ჯექსონი. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით „უკანასკნელი მოჰიკანი“?

მეშვიდე პრეზიდენტი

კომენტარი: ხუან ანტონიო სამარანჩი სოკ–ის მეშვიდე პრეზიდენტი იყო, ენდრიუ ჯექსონი კი – აშშ–ს მეშვიდე პრეზიდენტი.

წყარო: 1. ბმული 2. ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

5. ჰიპოკრატე ამას განმარტავდა ასე: “ეს არის შიდა ორგანოების სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება და გარე ორგანოების აქტივობის შესუსტება”. ყურადღება შეკითხვა: რა განმარტა ასე ჰიპოკრატემ?

ძილი

კომენტარი: ჰიპოკრატეს დაკვირვებით გრძნობის ორგანოების აქტივობა ძილის დროს შესუსტებულია და შიდა ორგანოებისა კი – გაძლიერებული.

წყარო: 1. ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

6. არსებობს ასეთი ისტორია: ქალაქ ბალტიმორში ყოველი წლის 19 იანვარს, უცნობი პიროვნება ედგარ ალან პოს საფლავზე, პოეტის დაბადების დღეზე ტოვებს ბოთლ კონიაკს. ამ ისტორიის გათვალისწინებით, შეკითხვის ავტორს აქვს იდეა ყოველწლიურად 11 სექტემბერს ეწვიოს ჩრდილო კაროლინას შტატში, ქალაქ ეშვილში მდებარე რივერსაიდის სასაფლაოს და იქ მდებარე საფლავზე დატოვოს ლუდის ბოთლი. ყურადღება შეკითხვა: ვის ეკუთვნის ეს საფლავი?

ო.ჰენრის

კომენტარი: ო.ჰენრის ნამდვილი სახელი და გვარია უილიამ სიდნი პორტერი. შეკითხვის ავტორს აქვს იდეა, რომ მის საფლავთან, ო.ჰენრის დაბადების დღეზე დატოვოს ხოლმე პორტერი, რომელიც ლუდის ერთ–ერთ სორტს წარმოადგენს.

წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

7. ილიას მგზავრის წერილებში ვკითხულობთ: “ამ სიტყვამ არ შეგაშინოს მკითხველო! ის იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირ–დაირიოს და მერე დაიწმინდება ხოლმე, ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ”. ყურადღება შეკითხვა: რომელ სიტყვაზე საუბრობს ილია ჭავჭავაძე?

რევოლუცია

კომენტარი: ღვინის ადუღებისა და დაწმენდის პროცესი სწორად ამ მოვლენას აღწერს.

წყარო: 1. ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

8. არსებობს ასეთი ვიეტნამური ანდაზა: ჯობია მოკვდე ახალგაზრდა, ვიდრე იყო ანა ბოლეინი. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით “ანა ბოლეინი”?

მეორე ცოლი

კომენტარი: ანა ბოლეინი ჰენრიხ VIII-ის მეორე ცოლი იყო. ანდაზა კი ვიეტნამელებს გათხოვების მოლოდინში “რიგში დგომას” არ ურჩევს :)

წყარო: 1. ბმული 2. ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

9. თანამედროვე მკვლევარების დაკვირვებით, მე–19–20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მცხოვრები პროგრესული თაობა იყენებდა ტერმინს “გამოცვლილი დრო”, თუმცა დღესდღეობით ქართულ ენაში ეს ტერმინი მივიწყებულია და ის სხვა, არაქართულმა სიტყვამ ჩაანაცვლა. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვით მოვიხსენიებთ ახლა იმას, რასაც მე–19–20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში “გამოცვლილ დროს” უწოდებდნენ?

მოდერნი

კომენტარი: არტ–ნუვოს, იგივე იუგენდსტილს, რომელსაც იტალიაში ლიბერტის უწოდებენ, ქართულში რუსულის გავლენით “მოდერნი” ჰქვია. ამასთან მოდერნის პიკი 1892-1902 წლებზე მოდის.

წყარო: 1. ბმული 2. ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

10. ფრიდრიხ ნიცშეს გავლენის ქვეშ მყოფმა ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟორჟ ბატაიმ დაწერა რელიგიის უარმყოფელი ტრაქტატი, რომელიც თომა აკვინელის კლასიკური ნაშრომის ალუზიას წარმოადგენს. ჟორჟ ბატაის ტრაქტატის სახელწოდება აკვინელის ნაშრომის სახელწოდებისგან ლათინური ანბანის ერთი ასოთი განსხვავდება. დაწერეთ ლათინური ანბანის ეს ასო.

A

კომენტარი: კომენტარი: თომა აქვინელის ტრაქტატს ეწოდება „Summa Theologica“. ბატაის ათეისტურ (რელიგიის უარმყოფელ) ნაშრომს ეწოდება „Summa Atheologica“. A – უარყოფის გამომხატველია.

წყარო: 1. ბმული 2. ბმული

ავტორი: ლევან ჩხეიძე

11. ხორხე ლუის ბორხესი ერთ ესეში წერს: “იგი ამტკიცებდა, რომ წიგნები ხატებს ჰგავს, რომლებიც ჩვენ ცოცხალი გვეჩვენება, თუმცა თუ მათ რამეს შევეკითხებით არაფერს გვიპასუხებენ. სწორად ამიტომ, რათა წიგნების ეს ნაკლი გამოესწორებინა მან გამოიგონა…” არ გეკითხებით თუ ვის შესახებ საუბრობს ბორხესი, გვიპასუხეთ რა გამოიგონა მან ბორხესის თანახმად?

დიალოგები

კომენტარი: პლატონი წიგნებს მკვდარ მატერიად თვლიდა. ამიტომ მან მიმართა მისთვის შესაძლო ყველაზე ცოცხალ ფორმას – დიალოგებს.

წყარო: 1. ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

12. ჟან ბოდრიარი 1970 წელს დაწერილ წიგნში “მომხმარებელთა საზოგადოება” აღწერს ლონდონის მაღაზიებში მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნიდან ჩამოტანილი საქონლის კალეიდოსკოპს, რომელიც თავისი ბრწყინვალებით და ნაირფეროვნებით გონების დაბინდვას იწვევს. იგი წერს, რომ საქონელზე გაკეთებულ იარლიყებზე ციფრების გვერდით თავს იწონებს სამი სიმბოლო. ყურადღება შეკითხვა: გამოსახეთ ეს სამი სიმბოლო თქვენს ფურცლებზე.

£ s d

კომენტარი: £ფუნტი სტერლინგი, s – შილინგი, d – პენსი. 1971 წლამდე პენსი აღინიშნებოდა d–თი, ამის შემდგომ აღინიშნება p-თი. £ s d – იწვევს LSD-ს ასოციაციას და ამიტომაა ეს ტრიადა სიმბოლური.

წყარო: 1 ბმული 2. ბმული

ავტორი: ვახო ელერდაშვილი

Written by linguistuss

May 16, 2010 at 11:03 pm

პერიოდული შეკითხვა #25

with 4 comments


რა არის აღბეჭდილი ამ სურათზე?

Written by linguistuss

May 16, 2010 at 3:26 am

პერიოდული შეკითხვა #24

with 5 comments

პირველი “რა” არის აღბეჭდილი სურათზე?

Written by linguistuss

May 8, 2010 at 5:13 pm

პერიოდული შეკითხვა #23

with 20 comments

თქვენს წინაშეა ერთი გამოგონებისადმი მიძღვნილი ჩანახატი. რომელი სამი ასოა წაშლილი ამ ჩანახატზე?

Written by linguistuss

April 20, 2010 at 2:51 pm